-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
asds რას ერჩი შეგიძლია თქვა?
-
SSDK შენ რას გვტავაზობ? ირონიის გარეშე გეკითხები?
-
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი "საგადასახადო კოდექსი" ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის. ამის შესახებ ოქრიაშვილმა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი განიხილეს. მისი თქმით, პროექტის თანახმად მიკრო ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება პროგრესული გადაწყვეტილებაა, თუმცა იმ კომპანიებისთვის მაღალი გადასახადების დაწესება, რომლებსაც მაღალი მოგება აქვთ, მიუღებელია. http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/138214-kakha-oqriashvili-dartsmunebulia-rom-akhali-qsagadasakhado-kodeqsiq-qveyanashi-investiciebis-shemodinebas-khels-sheushlis.html პ.ს. გარდა ამისა, იზრდება უმაღლესი სასწავლებლების გადასახადები, რაც ავტომატურად გაზრდის ისედაც მაღალ სწავლის საფასურს, იზრდება ასევე ალკოჰოლზე აქციზი ორჯერ... მოკლედ welcome to the hell
-
Grig რას აკეტებნდნენ ამგ დროს არასამთავრობოები, პოლიტიკოსები? როგორ გააპარეს ეგ ?!?! :dash2:
-
სახელმწიფო ხელოვნულად დევნიდა ისეთ სამშენებლო კომპანიებს, რომელიც არ აწყობდა, რჩეულთ კი საგანგებო პირობებს უქმნიდა. ანგარიშში წარმოდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ ფავორიტი კომპანიები ტენდერში გამარჯვებას ხელოვნურად დაწეული ფასით აღწევდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი სამუშაოს შემსრულებლად დასახელდებოდნენ, მომენტალურად ზრდიდნენ სახელმწიფოსგან მოსათხოვი თანხის ოდენობას, ზოგიერთ შემთხვევაში 300 პროცენტითაც კი. მუნიციპალური განვითარები ფონდი ამას შესასრულებელი სამუშაოს გაზრდით ხსნის, ამავდროულად კი თავად აწერს ხელს, ხშირ შემთხვევაში გადაუმოწმებლადაც კი, უხარისხო სამუშაოს ჩაბარებას. http://www1.voanews.com/georgian/news/georgia/-----Young-Lawyers-Group-96811774.html
-
Grig ხო დავდევი ინფო და თავის დროზე რატომ არ ატეხეს ჟურნალისტებმა ერთი ამბავი?
-
ქართული მაფიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შუშანაშვილი საქართველოში საპროტესტო აქციების დროს ძალადობის პროვოცირებას გეგმავდა . ამის შესახებ გერმანული გამოცემა "Frankfurter Rundschau" დღევანდელი ნომრის მთავარ სტატიაში წერს. გამოცემის ინფორმაციით, შუშანაშვილის სატელეფონი საუბრის ფარული ჩანაწერის მიხედვით, ქართული მაფიის ერთ-ერთი მიზანი, ძალადობრივი დემონსტრაციის გზით ვითარების დესტაბილიზება იყო. "...რათა საქართველოში პოლიტიკური ვითარება იმგვარად შეცვლილიყო, რომ საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსან, კორუმპირებულ მოხელეებს არჩეული მთავრობის, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის დამხობაში დახმარებოდნენ", - წერს "Frankfurter Rundschau". აქვე აღნიშნულია, რომ სააკაშვილის დამხობის განზრახვის საბაბი მისი ანტიკორუფციული კანონები გახდა, რის შედეგადაც ქართული მაფიის "ნათლიები" იძულებულნი გახდნენ, საზღვარგარეთ წასულიყვნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მთავრობის დამხობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდებოდნენ და საკუთარ გავლენას აღადგენდნენ. გაზეთის ინფორმაციით, შუშანაშვილსა და ქართულ არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის შუამავლის როლს ვენაში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ასრულებდა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია. იგი ასევე კონტაქტში იყო მოსკოვში მცხოვრებ იგორ გიორგაძესთან. "გიორგაძეს საქართველოში რევოლუციის, დემონსტრაციების მოწყობა და პოლიციის ძალადობის პროვოცირება სურს", - მოჰყავს გამოცემას გამოძიების ინფორმაცია. აქვე აღნიშნულია, რომ მაფია ცდილობდა შეეღწია არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ დიპლომატიურ წრეებშიც. ავსტრიული გამოძიების ინფორმაციით, კერძოდ, საუბარია საქართველოს საელჩოსა და საკონსულოზე. http://new.interpressnews.ge/ge/politika/138192-qfrankfurter-rundschauq-lasha-shushanashvili-saqarthveloshi-saprotesto-aqciebis-dros-dzaladobis-provocirebas-gegmavda.html პ.ს. ძალიან არასერიოზული სტატიის შთაბეჭდილებას ტოვებს...
-
Grig - ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ნიკა ლალიაშვილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. როგორც დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ნიკა ლალიაშვილმა განაცახდა, ამ მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საქმეზე, ეს მაინც არ ჩაითვლება საკმარის გარემოებად იმისთვის, რომ მოხდეს უკანონო გადაწყვეტილების გადახედვა და აღდგეს მოქალაქის დარღვეული უფლებები. მისი თქმით, პირადად მასთან, როგორც იუსტიციის საბჭოს ერთადერთ წევრთან ოპოზიციიდან, უამრავი საჩივარი შედის იმ მოქალაქეებიდგან, რომელთაც სწორედ ამ მუხლის გამო იჩაგრებიან სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. “ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა დაიწყოს კონსტიტუციური სამართალწარმოება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. ჩვენმა მოქალაქეებმა სტარსბურგის სასამართლოში მაინც უნდა იპოვონ სამართალი” – დასძინა ნიკა ლალიაშვილმა და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართლადაღვევათა კოდექსის 34-ე მუხლი იგნორირებას უკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და დასაშვებად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევას საქართველოს მართლმსაჯულების მიერ. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილება პარლამენტმა მაისის თვესი დაამტკიცა. ცვლილების ავტორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები იყვნენ. ---------- უკვე მიუღიათ ამათი ###############
-
განწყობების ცვლილება რუსეთსა და ბალტიისპირეთში
newstudio replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვეფხვი როგორც მგონია...დიდხანს ვერ გაძლებს..ნამეტანი დარხეული აქვს ეკონომიკას, -
fashisti თვითმხილველვებიც ყავს!
-
გიორგი68 სერიოზულად უჭირს ქვეყანას ამის ხელში...ხო ფაქტია, რომ ასეთი გამონათქვამები ნებსმიერ შემთხვევაში გვაზარალებს?
-
Nukriko ასეთ შედეგს იღებ, როცა ივიცებს ჩაუგდებ სადავეებს ხელში... ნაცები რომ წავლენ, რამდენი რამე იქნება გამოსასწორებელი
-
Saturn და ჩვენი მიზნები როდის გვექნება?!
-
მოკლე შინაარს ვერავინ დადებთ? ვინმე ღვტისნიერი?!
-
lasha_alo :+1:
-
lasha1997 ორი წელია დაიწყეს თუ არ ვცდები
-
asds მაგარი კაცია და ტყუილად ხითხითებ! მარტომ აიკლო მტელი რაიონი!
-
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტერმინი საჩუქარი, რომელიც მე პირობითად ვიხმარე, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვისაა საჩუქარი. რა თქმა უნდა ეს ვალდებულებაცაა, მაგრამ ეს არის კეილგონიერად გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს ბევრმა მოქალაქემ და არა მარტო მე, სიკეთედ ჩავთვალედ. ბევრ რიგით ადამიანებთან მაქვს შეხება, იგივე სოფლებში, არ ვსაუბრობ მხოლოდ ვაკესა და საბურთალოზე, ადამიანები რომ იღებენ, თუნდაც 10 ლარით მომატებულ პენსიას, ამას ნამდვილად თვლიან, რომ ეს არის მათთვის გაკეთებული სასიამოვნო საჩუქარი. როდესაც ადამიანებს გაუკეთდებათ გზა, ისინი ნამდვილად თვლიან, რომ ეს არის სიკეთე, რომელიც ამ წუთას მათ ხელისუფლებისგან მიიღეს." ვისი სიტყვებია თუ მიხვდებით? xoda ##### sachuqari!
-
„დაიცავი საქართველოს“ სამეგრელოს რეგიონული ბიუროს წევრების მიერ შარშან, 6 თვის მანძილზე გამართული „საკნების“ საპროტესტო აქცია თავისი ხანგრძლივობითა და მნიშვნელობით უპრეცენდენტოდ შეფასდა. ალბათ, მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში პრეცენდენტი არც იმ პროტესტს აქვს, რომელიც ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა მიქაიამ ამჯერად ხეზე შიმშილობით გამოხატა. 16 ივნისს, ზუგდიდის მთავარ ხეივანში, ბებერ ჭადრის ხეებს შორის მიქაიამ აბრეშუმის ჰამაკი გააბა, ხეზე ავიდა და ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადა. ამ, ერთი შეხედვით, მართლაც უცნაურ აქციას, მნიშვნელოვანი მიზანი ნამდვილად ჰქონდა-შეწყდეს ხელისუფლების მიერ უნიკალური ნარგავების გაჩეხვა და არ დაუშვან ბოტანიკური ბაღის რუს ინვესტორებზე გასხვისება. „დაიცავი საქართველოს“ წევრების ინფორმაციით, ამ ვანდალური ქმედებების უკან, რომელიც ზუგდიდს ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს, რაიონის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და მასთან დაახლოებული პირი, ბესიკ ჭითანავა დგანან. დავით სორდია: „ხელისუფლებამ ე.წ. სანიტარული კაფვა ქალაქის ტერიტორიაზე სრულიად უკანონოდ ჩაატარა. კაფვის შესაბამისი უფლებამოსილებით, უკანონო და უსამართლო ტენდერის საფუძველზე ამ საქმეში სრულიად არაკომპეტენტური, პროფესიით ლოტბარი, ვინმე ბესიკ ჭითანავა აღიჭურვა. საპროტესტო აქციას მხარდაჭერა ზუგდიდელების დიდმა ნაწილმა გამოუცხადა. ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ შეფასებებში კი კატეგორიული ტონი ისმოდა: „ვინც ამ ხეების გაჩეხვა დაგეგმა, მას თავი უნდა მოჩეხო. რაც გააკეთეს, სირცხვილია, მარტო ფულის კეთება უნდათ ამათ, მეტი არაფერი... ეს ფილტვებია ზუგდიდის და თუ სუნთქვის საშუალებას არ მისცემენ, ხალხი გამოვა აუცილებლად... აქ არის ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობა, უსუსურობა. მე თუ მკითხავთ, გამგებელი ქობალია უნდა გადადგეს და თქვენი ნომერ პირველი პოლიციელი თენგიზ გუნავაც, ისეთია ამბავია ზუგდიდში... ამიტომაც, როცა წესრიგი არ არის ქალაქში, ხეებს კი არა თავებს მოაჭრიან ადამიანებს...“ კახა მიქაიას იმ ღამეს მხარდაჭერა ხელისუფლებამაც „გამოუცხადა.“- კოკისპირულ წვიმაში, პოლიეთილენის საფარქვეშ ჰამაკში მწოლიარე მოშიმშილის გასამხნევებლად, გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ პირადი განკარგულებით „ენერგოპროჯორჯიას“ ბულვარი 3 საათით ჩააბნელებინა... http://presa.ge/index.php?text=news&i=11581 პ.ს. მაგარი კაცია ეს მიქაია
-
Blaugranator რისი ბოღმა?!? Siknadmo პ.ს. რა იყო, ფორუმებზე ფსევდო მიშიზმის შემოტევაა? :018:
-
არ მომწონს, რადგან აპრიორი დამნაშავეთ გამოგყავს ეგ გოგო
-
მიხეილ სააკაშვილმა ვაზისა და ღვინის 33-ე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის ემბარგოსთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი და შაჰ-აბასი ერთმანეთს შეადარა . "არსებობს პროდუქციის მოკვლის ორი მეთოდი - შაჰ-აბასმა, უბრალოდ, ამოძირკვა ვაზი, პუტინმა კი უფრო თანამედროვე მეთოდი გამოიყენა - ჯერ მიაბა ქართული ღვინო რუსულ ბაზარს, ხოლო შემდეგ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა აკრძალა. ეს მეთოდი გაცილებით ეფექტური აღმოჩნმდა, ვიდრე - შაჰ-აბასის", - აღნიშნა სააკაშვილმა პრეზიდენტმა ემბარგოზე საუბრისას ვლადიმერ პუტინთან 2006 წლის შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა. "ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, 2006 წელს პეტერბურგში შევხვდი ემბარგოს ავტორს. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე 4 საათი დაიგვიანა. რუსმა ჟურნალისტებმა ქართველი კოლეგები პუტინის ბუფეტში დაპატიჟეს, სადაც ბუფეტის თანამშრომლები მათ ქართული კონტრაბანდული ღვინით გაუმასპინძლდნენ მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინმა სახალხოდ დაიფიცა, რომ არც ერთი ბოთლი ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე არ იქნებოდა. რამდენიმე თვის წინ ერთი უცხოელი მაღალჩინოსანი მიყვებოდა, რომ მოსკოვში ვიზიტისას ყოველთვის ქართული ღვინით უმასპინძლდებიან. რუსეთმა საკუთარ ხალხს აუკრძალა ქართული ღვინო; საკუთარი თავისთვის კი, ერთი დღითაც არ უთქვამს უარი", აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/138055-mikheil-saakashvilma-putini-da-shah-abasi-erthmaneths-sheadara.html პ.ს. ერთ გამოსვლაში ამდენი სისულელე გინახავთ?!