-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
ჩვენ ვთანხმდებით, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკუთარი სისტემა. ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებში, მათ შორის იმ კონფლიქტის შედეგებზე, რომელიც 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა. მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის განვიხილოთ მომავალი და ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობის ახალი მექანიზმები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით,`- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. Mateo Falcone მოვპარე ინფო მართლა ასე თქვა?!
-
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გარდაიქმნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ და მას ვერა ქობალია უხელმძღვანელებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა შეცვალა. ტყეშელაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა, მის მოადგილედ კი - ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი. კულტურის სამინისტროს გამოეყოფა ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტი, ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება და ამ უწყებას შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის უკვე ყოფილი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს. ამასთან, ახალი მოადგილე ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრს - თორნიკე გორდაძე, რომელიც სამინისტროში ევროპულ მიმართულებას ჩაიბარებს.
-
ვერა - ეკონომიკა ვარძელა - სპორტი აი სად დაგვ###ძრა
-
asesino_141 კი...ცოტა მარა დადის!
-
რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ ესტაკადაზე წვიმიან ამინდში ლოდები ცვივა. ამ ხმაურიან განცხადებას არასამთავრობოების ნაწილი აკეთებს. მათ დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს არაერთხელ მოუწოდეს, არ მომხდარიყო ვაკე-საბურთალოს გზის მონაკვეთზე მთის მოჭრა და მზიურზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. მათივე მტკიცებით, ქვის ლოდები ავტომობილებს აზიანებს, რასაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანებებიც თან სდევს. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ადასტურებენ, რომ ვაკე–საბურთალოს ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოჭრილი კლდის ფერდობიდან ქვები მართლაც ცვიოდა. ამიტომ მაგისტრალი 3 კვირით დაიკეტა და გამწმენდი სამუშაოები ჩატარდა. სამსახურის ცნობით გზაზე მოძრაობა დღეიდან აღდგა და მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებათ. :018: :018: :018:
-
ნავთობის გამო ოჯახს ეზოს ართმევენ
newstudio replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn რა ხოოო? -
Saturn 33-ის ვარ მარა დიდი სიამოვნებით ვივლიდი... რა ღირს ნეტა ნახმარი?
-
ნოღაიდელი ბურჯანაძე და ოქრუაშვილი ერთიანდებიან
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi რამ გაყო ესენი და ნაცები? -
Saturn საკრებულოს წევრმა ნათელა მაჭავარიანმა და თვითმმართველობის არჩევნებზე გლდანის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა კახა სეთურიძემ პრესკონფერენცია გამართეს. მათ განსვენებულების ოჯახებს მიუსამძიმრეს. "დღეს საზარელი ტრაგედიის მოწმე ვართ. ძლიერი წვიმის შედეგად დაინგრა 2 ხიდი, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, გარდაიცვალა 2 ადამიანი, რაზეც პასუხისმგებლობა გიგი უგულავას ეკისრება",- აღნიშნა სეთურიძემ. მისი ინფორმციით, ხიდი 1980 წელს აშენდა და მას შემდეგ ექსპერტიზა არ ჩატარებია. "საქართველოს გზა" მოითხოვს, საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი, თუ როდის ჩატარდა ხიდის ექსპერტიზა და გამოქვეყნდეს ექსპერტების დასკვნა. "სანამ ახალ ხიდებზე დაიხარჯება მილიონები, მანამ ამორტიზებული ნაგებობების შემოწმება და შეკეთება უნდა ჩატარდეს",-განაცხადა კახა სეთურიძემ. http://new.interpressnews.ge/ge/politika/138493-qsaqarthvelos-gzaq-thbilisis-mers-gigi-ugulavas-adanashaulebs.html
-
ნოღაიდელი ბურჯანაძე და ოქრუაშვილი ერთიანდებიან
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds ამაზე ზუსტად ვერავინ იტყვის მაგრამ მაინც საშიში ძალაა/! -
ნავთობის გამო ოჯახს ეზოს ართმევენ
newstudio replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
lasha1997 არ არის მასე... სარკოზიმ მიშას ყური აუწია და წყნარად იყავიო
-
ზურაბ ნოღაიდელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის პარტიების გაერთიანებაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, კონსულტაციები ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხზე მიმდინარეობს, ამ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ერთი პარტია ჩამოაყალიბონ, თუ კოალიცია შექმნან. ნოღაიდელი-ოქრუაშვილი-ბურჯანაძის გაერთიანებული ძალა ფრონტის გაშლას მთელ საქართველოში გეგმავს და მათ სამოქმედო გეგმებად რეგიონებიც კი აირჩიეს. კერძოდ, ირაკლი ოქრუაშვილი მისი პარტიული რესურსით ბრძოლის ფრონტის გაშლას შიდა ქართლში, ნინო ბურჯანაძე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ნოღაიდელი კი, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში კახა ქიმერაძისა და ლოთი ქობალიას დახმარებით გეგმავს. რაც შეეხება დედაქალაქს, აღნიშნული პარტიების კოალიციას დედაქალაქში დახმარებას ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე გაუწევენ, თუმცა, ჯერჯერობით შეუთანხმებელია, ისინი ამ პარტიასა თუ კოალიციაში გაერთიანდებიან თუ არა. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ზურაბ ნოღაიდელი ყოფილი დეპუტატის მარინა მოლოდინისა და კობა ბუჩუკურის დახმარებით მცხეთა-მთიანეთშიც აპირებს ძალების მობილიზებას. http://new.interpressnews.ge/ge/politika/138473-noghaidelis-oqruashvilisa-da-burjanadzis-partiebis-gaerthianebaze-shethankhmeba-thithqmis-mightseulia.html პული აქვთ, გავლენებიც...მაგრამ რეიტინგი არა...საშიში ძალაა ჩემი აზრით.
-
T_A_T სწორი შენიშვნაა...ოპოზიცია ჯერჯერობით როგორც ასეთი არც არის... გრანტის ჭამაში
-
Лукашенко раздолбал Лаврова и всю Россию
newstudio replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Минэнерго Белоруссии подтвердило получение платежа от "Газпрома" в размере 228 млн долларов за транзит российского газа по своей территории, сообщила пресс-секретарь белорусского ведомства Людмила Зенькович. მოკლედ ორას მილიონ დოლარამდე დაახიეს ბელარუსებს..და მერე ბელარუსებმა დაახიეს რუსებს 228 მილიონი დოლარი..ამოცანა გვეკითხება, ვინ მოიგო? :givi: -
Saturn სოფელ გლდანში ჩანგრეული ხიდის მოვლა-შენახვის სამუშაოებს ქართული კომპანია "ბედეკი" ახორციელებდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წერეთელმა განუცხადა. --- ამ ორგანიზაციის საიტი ვერ ვიპოვე. საინტერესოა არა?!
-
lasha1997 არავის არ კიდია, უბრალოდ ქვეყანაში მართლაც ტოტალური გაჭირვებაა...და არავის აქვს მაგათი თავი...
-
analgin მერაბიშვილის უწყება "Frankfurter Rundschau" - ს მიერ საქართველოში გადატრიალების მზადებაში დადანაშაულებული მაღალჩინოსნის გამოვლენას ცდილობს 12:45 - 23.06.2010 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გერმანული გაზეთის "Frankfurter Rundschau" - ს სკანდალურ სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე მუშაობს, მათ შორის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში დადანაშაულებულ კრიმინალებთან კავშირში მყოფი შსს მაღალჩინოსნის გამოვლენას ცდილობს. ამის შესახებ "პირWელს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა უტიაშვილმა განუცხადა. უტიაშვილის მტკიცებით, პირადად მისთვის სტატიაში ნახსენები ქართველი ძალოვანი მაღაჩინოსნის ვინაობა უცნობია. :givi:
-
24.06.2010 01:08 : Священнослужитель из Грузии обратился к властям Южной Осетии с просьбой о политическом убежище. По предварительным данным, жена священника и четверо детей задержаны правоохранительными органами этой страны, а сам священник покинул Грузию два дня назад. Об этом сообщает Интерфакс со ссылкой на источник в южноосетинских правоохранительных органах. Официального подтверждения этой информации нет. http://www.echo.msk.ru/news/690162-echo.html პ.ს. ვახ რა ხდება კაცო?! ესე იგი ყველა მოღალატეა თვინიერ ნაცმოძრაობისა? თუ ნაცებმა ბოლომდე გამოუთხარეს სახელმწიფო იდეოლოგიას ძირი?!
-
Nukriko ხო, ეგ პლანეტას პრობლემაა...თუმცა გვაქვს ჩაფიქრებული რაღაც რაღაცეები...და იმედი გვაქვს...გაიზრდება აუდიტორია...
-
სპეციალისტები სოფელ გლდანთან ჩანგრეული ხიდის მშენებელი ინჟინრის საეჭვო ისტორიას იხსენებენ . ერთ-ერთმა ასევე ინჟინერმა, რომელიც ხიდის ჩანგრევისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გაიხსენა, რომ ხიდის მშენებლობის დასრულებისთანავე მისი მთავარი მშენებლი ინჟინერი დააპატიმრეს და გაასამართლეს. დაკავების დეტალებს და ხიდის მშენებელი ინჟინრის სახელსა და გვარს, "ინტერპრესნიუსის" რესპონდენტი ვერ იხსენებს. თავად დღევანდელ ინციდენტზე კი თვითმხილველი ყვება, რომ უბედური შემთხვევის დროს ხიდზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ავტომანქანა "ნივა". მისი თქმით, როდესაც ხიდმა ზანზარი დაიწყო, მაასზე მყოფები გამოიქცნენ, თუმცა "ნივის" მძღოლმა ავტომანქანის დაძვრა და ხიდზე გადასვლა ვეღარ მოასწრო. ამ დროს მდინარის ტალღამ ხიდს ორი საყდენი გამოაცალა და ხიდის ნაწილი ჩაინგრა. თვითმხილველების ინფორმაციით, "ნივაში" მცირეწლოვანი ბავშვი და მამაკაცი იმყოფებოდნენ -Bბავშვი გადარჩა, მამაკაცი კი დაიღუპა. ასევე, ინციდენტის შემსწრე ადამიანები ყვებიან, რომ ხიდის ჩანგრევისას ერთ-ერთი მამაკაცი ხიდმა თან ჩაიყოლა და ის სავარაუდოდ მდინარემ წაიღო. თუმცა, შემთხვევის ადგილზე არიან ასევე თვითმხილველები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მდინარემ არა ერთი, არამედ დაახლოებით სამი ადამიანი გაიტაცა. საბედისწერო ხიდი 1980-იან წლებშია აგებული და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას შემდეგ რეკონსტრუქცია არ ჩატარებია.
-
Saturn თანდათან ირკვევა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი თითქმის ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს. ფინანსთა მინისტრი აღიარებს, რომ მოიმატებს ალკოჰოლური სასმელების ფასი, ოპოზიცია სამედიცინო მომსახურების გაძვირებაზე საუბრობს. ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე განათლების გადასახადის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას, ფიჭური კავშირგაბმულობის დღგ-თი დაბეგრვა კი მობილური ტელეფონზე საუბარს გააძვირებს. ერთი სიტყვით, ძნელად თუ მოიძებნება სფერო, სადაც ფასების მატების პერსპექტივა არ ილანდება. http://presa.ge/index.php?text=news&i=11625