აფხაზეთიდან დევნილმა დავით კანდელაკმა კობა სუბელიანის უწყებასთან თავის დაწვა სცადა აფხაზეთიდან დევნილმა დავით კანდელაკმა დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა. როგორც "პირWელს" დევნილთა საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარემ დავით მალაზონიამ აცნობა, კანდელაკი უსახლკაროდ არის დარჩენილი, უკვე რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად ნათესავებს აფარებდა თავს, მაგრამ ბოლო პერიოში ნათესავებმაც ვეღარ შეიფარეს და ღია ცის ქვეშ დარჩა. "კანდელაკი აქციებში ჩვენთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოდა. დღეს კი, უკვე სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფმა, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოვახერხეთ და თავის დაწვის საშუალება არ მივეცით",- განაცხადა მალაზონიამ. პარალელურად კობა სუბელიანის უწყებასთან საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილთა მორიგი აქცია მიმდნარეობს. როგორც მალაზონია ირწმუნება, დევნილთა შორის არიან მძიმე ავადმყოფებიც, რომელთაც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ, მაგრამ მკურნალობის საშუალება არ აქვთ. ხელისფლების მხრიდან აქციას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია. http://journalist.ge/?menuid=3&id=114&lang=1 თავის დაწვიდან სხვის დაწვამდე ერთი ნაბიჯიც არაა....