კონსულტაციების დაწყებიდან ერთი კვირის თავზე აშკარა პროგრესი შეინიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა . მისი თქმით, საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით შემუშავებული საკითხების განხილვას ხელისუფლება და ოპოზიცია მომავალი ოთხშაბათიდან დაიწყებს. "ჩვენ ღიად ვუთხარით ხელისუფლებას, რომ აქ არ მოვედით გასართობად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩვენ გვინდა, ამ პროცესს ჰქონდეს შედეგი სწრაფად და ეფექტურად და ეს პროცესი არ დაიბლოკოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა. საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით ცესკოში გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმება კონსულტაციების ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების წესთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ შეხვედრებზე გარკვეულ საკითხს ჯგუფის ზოგიერთი წევრები მხარს არ დაუჭერენ, მასზე მუშაობა გაგრძელდება. ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" იღებს ვალდებულებას, რომ კონსულტაციებზე სრული კონსენსუსით მიღებულ საკითხს პარლამენტში განხილვისას უკლებლივ ყველა მათგანი მხარს დაუჭერს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/151272-davith-usufashvili-konsultaciebis-datsyebidan-erthi-kviris-thavze-ashkara-progresi-sheinishneba.html რავი ...ტემპი კი აქვთ აღებული და რავი (ფრთხილი ოპტიმიზმი)