Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. saturn3 ნტუ შენ გესმის უკუღმა მე მგონი გარკვევით დავწერე მე როგორც ვიცი თქო, ანუ დაზუსტებულად არ ვიცოდი...
  2. PEPE. არ ვიცი არ ვიცი ერთადერთი პლიუსი აქ ისაა, რომ ერთი მონოლითური ძალა არაა... არამედ სულ სხვადასხვა პარტიები... მეორეს მხრივ... ჯერ რამე ქნან და მერე ვილაპარაკოთ... რამდენი გვინახია საბოლოო თარიღები გახსოვთ!/?
  3. zen 19:02 19-11-2010 როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულიკიანმა განაცხადა" "თავისუფალი დემოკრატები" ვმონაწილეობდით კალათბურთის სასახლეში დღეს გამარულ შეკრებში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიგვიწვიეს; დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ოპოზიციას გვაქვს ერთი და იგივე მიზანი - ეს არის უსამართლო და ანტისაზოგადოებრივი ხელისუფლების შეცვლა, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ პარტიას ჰქონია მეორე მიზანიც, რომელსაც სხვა პარტიები არ იაზიარებენ; ეს არის ასევე ხელისუფლების შეცვლა, ოღონდ მშვიდობიანად", - განაცხადა მწულუკიანმა. მისი თქმით, სწორედ ეს მშვიდობიანი გზაა ქვეყნის სწორი განვითარების ერთადერთი პირობა და არა 25 ნოემბერს დაგეგმილი სახალხო შეკრება, რომელიც, წულუკიანის აზრით, შედეგიანი ვერ იქნება. როგორც მან აღნიშნა, "თავისუფალ დემოკრატებს", თავის დროზე, ჰქონდათ შეხვედრები სახალხო კრების ორგანიზატორებთან, რომლებმაც პარტიის წარმომადგენლებს ვერ დაანახეს, როგორ აპირებდნენ მოვლენების კონტროლს. "აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც საკუთარ ხალხზე პასუხისმგებელი ძალა, ვერ მოვუწოდებთ ხალხს, დაუპირისპირდეს აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელ ხელისუფლებას; როგორც ოპოზიციური პარტია, არ ვფლობთ იმის ბერკეტს, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი დავიცვათ დღევანდელი რეჟიმისგან", - თქვა წულუკიანმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/151538-qthavisufali-demokratebiq-sakhalkho-krebis-mkhardatcerashi-khelisuflebis-shecvlisken-mimaval-gzas-ver-khedaven.html
  4. zen რა შუაშია?! და მერე მოლაპარაკებებში მაინც ჩართო ამ კაცმა შიდა და გარე ორგანიზაციები... ესენი რას აკეთებენ?!
  5. სამინისტროს განცხადება ნანა ფიფიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ძალიან ვწუხვართ მომხდართან დაკავშირებით. მის გადასარჩენად ყველაფერს ვეცადეთ. 24 საათიან მორიგეობის რეჟიმში ვიმყოფებოდით ჩვენც და საავადმყოფოც, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო. ოჯახს დავეხმარებით და ყველა საჭირო ხარჯს დავუფინანსებთ. მისი მკურნალობაც მთლიანად სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა, თუმცა, შედეგი ვერ მივიღეთ, რის გამოც უზომოდ ვწუხვართ. გულისრევის სმაილიკი არ გვაქვს სამწუხაროდ
  6. Blaugranator +1 მარ ა მეორე მაგალითსაც მოგიყვან... ფიდელ კასტრო ყველა პარტიას შეეკრა ვინც შეიძLებოდა... ხოლო ჩე გევარა ბოლივიაში, პრინციპულად არ შეეკრა მაგისთვის საეჭვო ძალებს შედეგი ორივე შემთხვევაშI ვიცით ხო?!
  7. DATA TUTASXIA არ მითქვია მომწონს თუ არა... უბრალოდ გუბაზას ბაქიაობას გავუსვი ხაზი
  8. 25 ნოემბრისთვის დაგეგმილ წარმომადგენლობით სახალხო კრებას "ეროვნული ფორუმიც" შეუერთდება. როგორც "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა, კახა შარტავამ კალათბურთის სასახლეში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა , თუკი სამოქალაქო საზოგადოების თანხმობა იქნება, ისინი მზად არიან, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დაიწყონ მოლაპარაკებები და 25 ნოემბრის შეკრების ორგანიზატორი, "სახალხო კრებასთან" ერთად, ოპოზიციაც იყოს. მისი განცხადებით, მზად არიან, ერთად ჩაატარონ ეს მნიშვნელოვანი შეკრება და ლაპარაკიდან გადავიდნენ საქმეზე. "ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამოსვლის გზებზე იყო საუბრები, რომ საჭირო იყო სამოქალაქო ყრილობები, საერთო ყრილობა. გამოიკვეთა "სახალხო კრება" რომელმაც რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად იმუშავა. ჩემთანაც ჰქონდათ კონსულტაციები და ამ იდეის კარგად ჩამოყალიბებაზე ერთად ბევრჯერ გვიმსჯელია. ამ კრებაზე უნდა დაისვას კითხვა, თუ რას უპირებს ხალხი ხელისუფლებას და ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვერ მივატოვებთ ამ ღონისძიებას", - განაცხადა კახა შარტავამ. კალათბურთის სასახლეში არასამთავრობოებისა და ოპოზიციის შეკრება მიმდინარეობს. სახალხო წარმომადგენლობითი კრება კი, 25 ნოემბერს პარლამენტის წინ გაიმართება.
  9. Blaugranator +1 ესეც ვიცოდი რა, რო გუბაზა დამოუკიდებლად არაფრის გამკეთებელი არ იყო...
  10. proletari როგორც იქნა არ ვიცი მარა ამერიკა თუ ჭკუით არ იყო, დაკარგავს საქართველოს... :018:
  11. Siknadmo და კიდევ ერთი დევნილი კაცი რომ თავს იწვავდა ლტოლვილთა სამინისტრომ, ნასვამი იყოო და იმიტომო... იმენა რა... არადამიანები!
  12. აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია, რომელმაც თავის დაწვა სცადა, წუხელ დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრში განუცხადეს . "ნანა ფიფია წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების უკმარისობა გახდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, ბოლო ორ დღეს კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული", - განაცხადეს დანმწვრობის ცენტრში. აფხაზეთიდან დევნილმა, ნანა ფიფიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ თავის დაწვა 27 ოქტომბერს სცადა. მას სხეულის 30%-იანი დამწვრობა ჰქონდა. ნანა ფიფია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა. შენიშვნა: ვიდეომასალა გადაღებულია მობილიური ტელეფონით 27 ოქტომბერს, როდესაც ნანა ფიფიამ სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა. ვიდეომასალა ”ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა მოაწოდა. ესეც ვიდეო: http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=208
  13. DonCaredo შეხვედრით შეხვდნენ, მაგრამ არანაირად არ მიულოცია! კიდე ზრდილობიანად უპასუხა, ვერ იტანენ რესპები ალასანიას
  14. lasha1997 აქ სხვა მომენტია. მოდური გახდა ეგ თემა... ატყობ?
  15. PEPE. როცა კონტროლიდან გამოდის ვითარება.. ეს ბუნებრივია... ნიუ ორლეანშიც ეგ არ იყო?! გრიგალის და წყალდიდობის შემდეგ ბევრი მარადიორობა იყო
  16. "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიცია "ბოლო რევოლუციურ ნაბიჯზეც წავა". ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, "კინოს სახლში", პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან და მათ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. "რევოლუცია საქართველოში ვერ მოხდება, თუ თქვენ არ ჩაერევით. ჩვენ ბოლო რევოლუციურ ნაბიჯზეც წავალთ, მაგრამ თქვენს გარეშე არაფერი გამოვა", - მიმართა გაჩეჩილაძემ ახალგაზრდებს. ამასთან, მისივე შეფასებით, ოპოზიციური ბრძოლის უშედეგოდ დასრულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ "ახალგაზრდების სიმცირე" იყო. "არ ვიცი, რამდენად გაინტერესებთ პოლიტიკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ თქვენი ქვეყნის მომავალი. ახალგაზრდებს აქვთ 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი ძალა და პატრიოტიზმი. ვერავინ ვერაფერს გავხდებით, თუ თითოეული თქვენგანი არ ჩაებმება ბრძოლაში", - განუმარტა გაჩეჩილაძემ ახალგაზრდებს. ჯი-ეიჩ-ენი http://babajana.com/index.php?newsid=4188 პ.ს. მე მგონი სტაბილური საქართველოს უკანასკნელ დღეებს ვუყურებთ ...და ეჭვი მაქვს ჩვენი თაობა სიწყნარეს ვეღარ მოესწრება... :dontknow:
×
×
  • შექმენი...