რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა წარმომადგენლობითი სახალხო კრება დალოცა. როგორც "პირWელს" წარმომადგენლობითი სახალხო კრების პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მეუფე იობმა წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი 25 ნოემბრისთვის დაგეგმილი აქციის ჩატარებისთვის დღეს რუის-ურბნისის საკათედრო ტაძარში აკურთხა. კრების საინიციატივო ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ის ტაძარია, სადაც თავის დროზე მეფე დავით აღმაშენებლმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ჩაატარა. "საქართველოს ფიზიკური ოკუპაცია უკვე მომხდარია, ახლა კი მისი სულიერი ოკუპაცია მიმდინაროებს. ქვეყნის გადასარჩენად ერი და ბერი ფეხზე უნდა დადგეს", - მიმართა მეუფე იობმა წარმომადგენლობით სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც "წარმატება და მხნეობა" უსურვა. იობმა კრების საინიციატივო ჯგუფს წმინდა გიორგის ხატიც უსახსოვრა. შეგახსენებთ, რომ წარმომადგენლობით სახალხო კრებას რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსი, მეუფე იობი 29 სექტემბერს, მოსამზადებელ შეხვედრაზეც მიესალმა და სპეციალური წერილი გაუგზავნა. არაოფიციალურად მეუფე იობი რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის და ორი ერთმორწმუნე ხალხის აუცილებელი ერთობის იდეების აქტიურ მქადაგებლად არის ცნობილი. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=58759&Itemid=1 პ.ს რამდენად მისაღებია?!