თბილისიდან ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიპარებით, ჯერ პარლამენტი შემოგაპარეთ, ახლა კი – მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, მთავრობის სახლის მშენებლობის გახსნაზე განაცხადა . პრეზიდენტის თქმით, თანდათან ხორციელდება ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პროექტი. "პირი მაქვს დაღებული, ისეთი სილამაზეა და რისი თქმა მინდოდა, დამავიწყდა. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პარლამენტის შენობა გვექნება. მთავრობის სახლი ერთი წლის თავზე გაიხსნება, პარლამენტს კიდევ წელიწად-ნახევარი დასჭირდება. საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი ქალაქი ქუთაისია. იმის გათვალისწინებით, რომ განვითარება ხდება ზღვისკენ, იმის გათვალისწინებით, რომ გველეშაპს კლანჭი აქვს ჩავლებული ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიაზე და ქართლის ნაწილში კიდევ თავზე დაგვყურებს თავისი სამხედროებით და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისს განტვირთვა, ამ რეგიონს კი განვითარება სჭირდება, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა პრეზიდენტმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/151098-mikheil-saakashvili-thbilisidan-nel-nela-nabij-nabij-viparebith.html პ.ს. მოკლედ ეს იმიტომ ხორციელდება ჩემი აზრით, რომ თბილისშI საპროტესტო აქციებს აზრი დაეკარგოს... ნუ შეიძLება ვინმე ოპომ თბილისში აიღოს ძალაუფლება...