Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. დღევანდელი აქციის ვიდეო: http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=337
  2. დღევანდელი აქციის ვიდეო: http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=337
  3. Siknadmo თუ არ გექნა ორგანიზება, ვერაფერსაც ვერ იზავ
  4. lasha1997 მართლაც მასობრივი აქცია რო გამოვიდეს, ცოტა სხვანაირი დაგეგმვა სჭირდება...
  5. ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. აქცია მიმდინარეობდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეებს დაკავებული არ ჰქონიათ გზის სავალი ნაწილი, არ გადაუკეტავთ მოძრაობა და არ დაურღვევიათ შეკრება - მანიფესტაციის ჩატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ასევე, არ დგინდება აქციის მონაწილეთა მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა. საპატრულო პოლიციის აქციაზე მისვლის მომენტში აქციის მონაწილეები ისხდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, წარმოადგენდა არა წვრილმანი ხულიგნობის შეწყვეტა, რა საფუძვლითაც ისინი მოგვიანებით დააკავეს, არამედ აქციის შეწყვეტა, რომელიც თავისთავად უსაფუძვლო იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი. ისინი არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული არ დასტურდება გავრცელებული ვიდეო მასალიდან. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება მემორიალთან აღარ ჩანს კარავი. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაშინ როცა აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამასთან პირები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და რიგ შემთხვევაში აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, რაც მათ იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორ პირს, შოთა იამანიძესა და მალხაზ თოფურიას, აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია შსს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმებში, თუმცა ფიზიკური დაზიანებები არაა დაფიქსირებული ზემოაღნიშნულ პირთა ადმინისტრაციულ დაკავების ოქმებში. 2011 წლის 3 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციის მონაწილეებს და ჩამოართვეს ახსნა–განმარტებები. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ვიდეო მასალიდან ირკვევა შემდეგი: 2011 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 15:00 სთ–დან, 15:30 სთ–მდე, გმირთა მოედანზე, ვეტერანების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მათ აქციის მონაწილეებს აქციის შეწყვეტა და ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს. ვეტერანთა განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით მათთან უცნობი პირებიც მივიდნენ, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. მათ აქციის მონაწილეებისათვის არ წარუდგენიათ სამსახურეობრივი მოწმობები, თუმცა აქციის მონაწილეთა განმარტებით, აღნიშნული პირები სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. ისინი აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური ძალის გამოყენებით, აიძულებდნენ გადასულიყვნენ მანქანების სავალ ნაწილზე. ერთ–ერთმა მათგანმა აქციის მონაწილე ვეტერანის მეუღლეს - ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კარგად ჩანს აქციის ამსახველ ვიდეო მასალაშიც. მას შემდეგ, რაც ერთ - ერთმა მოშიმშილემ, მალხაზ თოფურიამ, პროტესტი გამოთქვა ქალბატონის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ დაკავების დროს მალხაზ თოფურიას მხრიდან პოლიციის მიმართ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას ან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. დაკავებისას მალხაზ თოფურიას პატრულის თანამშრომლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მალხაზ თოფურიასთან ერთად დააკავეს შოთა იამანიძე, რომელსაც ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აქცია დაიშალა. აქციის მონაწილეები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით გაემართნენ. მათ საპატრულო პოლიციისა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მიყვებოდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აკავებდნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ რიგ შემთხვევაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ახდენდნენ აქციის მონაწილეების დაკავებას. აღსანიშნავია, რომ არც ერთ დაკავებულ პირს, დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  6. lasha1997 ვახ გაიგეთ, რომ ფორუმებს მეტი რესურსი არა აქვს... აი რამდენმა გაიგო ამ აქციის შესახებ? 1 000მა? 10 000სმა? კარგით რა... და თან უმეტესობა სამის მერე აპირებდა მოსვლას!
  7. ვეტერანების აქციის დარბევაზე და, ზოგადად, ამ მხრივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს არ სურს . დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ვეტერანების აქციების შესახებ დასმულ კითხვას არაფერი უპასუხა და, შესაბამისად, არც უკომენტარობის მიზეზი განმარტა. დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "მოამბის" 40 წლის იუბილეს უმასპინძლა. :givi:
  8. Achiko1972 ნაპოლეონის ტექსტია ეგვიპტელებს მიმართა ...მანდაც იბრძოდა
  9. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის გია ჭანტურიასთვის ვეტერანთა გუშინდელი აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით კრიტიკა მიუღებელია . ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ აშუქებს სათანადოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ვეტერანების აქციას, მათ დარბევას და შემდგომ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისი ინფორმაცია ჭანტურიამ ტელეფონით გადაამოწმა. შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ლაივ სინქრონი" გუშინ, 16.00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ნამდვილად გავიდა. მისივე თქმით, ეს აქცია ნამდვილად შუქდება და საყვედური მისთვის მიუღებელია. შემდეგ კი გია ჭანტურიამ ჟურნალისტებს უსაყვედურა, თუ რატომ აქვთ მათ კრიტიკული შეხედულება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ ვეტერანთა აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით. მან მიმართა პრესის ჟურნალისტებს, რომ ის არ ერევა მათ სარედაქციო პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ ისინიც არ ჩაერევიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარედაქციო პოლიტიკაში. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155900-gia-tcanturiasthvis-veterantha-gushindeli-aqciis-gashuqebasthan-dakavshirebith-kritika-miughebelia.html ეს არხი ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან რამე უნდა მოვუხერხოთ ...
  10. Siknadmo არ არის მასე... სკოლის მოწაფეების აქცია გაიხსენე
  11. გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ექცესების თავიდან აცილების მიზნით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა აქცია დასრულდა . როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვეტერანთა მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მოძრაობის "რატომ?!" წევრმა ლევან ჩიტაშვილმა განაცხადა, მათ არ სურთ სამართალდამცავებთან დაპირისპირება და ზედმეტი ექსცესების გამოწვევა, ამიტომ დღეს დაიშლებიან. თუმცა, მისივე თქმით, ბრძოლას განაგრძობენ იმ ადამიანების უფლებებისა და ღირსების აღსადგენად, რომლებიც გუშინ სამართალდამცავებმა გმირთა მოედანზე დაარბიეს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ კი მამაკაცებს მოუწოდა, საახალწლო დღეების მიუხედავად, გვერდზე გადადონ ღვინის ჭიქები და ყანწები და შეუერთდნენ პროტესტს, ვინაიდან "ვეტერანების აქციის დარბევა მათი ღირსების შელახვის საკითხიცაა". მიუხედავად იმისა, რომ აქცია ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა, საპატრულო პოლიციას ცოცხალი კედელი მაინც აქვს გაკეთებული, რათა ვარაზისხევის ტერიტორიაზე დარჩენილი 20-მდე ადამიანი გმირთა მემორიალთან ვერ მოხვდეს.
  12. T_A_T 20 კაცზე რა პანიკებშI არიან და უკვე მჯერა რომ 100 000 კაცზე მიშა ძალიან ბევრ დათმობებზე წავიდოდა თვის დროზე...
  13. kisa სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "ქართული პარტიის" წევრ ეკა მათიაშვილზე თავდამსხმელი ამოიცნეს . ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი, რომელმაც მითიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შს სამინისტროს თანამშრომელი, 26 წლის ოთარ გვენეტაძეა. ომის ვეტერანთა აქციის დარბევის ამსახველი ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს თავდამსხმელი მამაკაცის სახე, "ფეისბუქზე" გუშინვე გავრცელდა. ეკა მათიაშვილი "ქართული პარტიის" ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ვეტერანების აქციის დაშლისას მომხდარი ინციდენტის დეტალები მან თავად გაიხსენა. მათიაშვილის თქმით, ერთ-ერთმა პირმა მუშტი სახეში დაარტყა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თავდამსხმელის სახე არ დაუნახავს. მისი ცნობით, ის ჩაიკეცა და მე-9 საავადმყოფოში აღმოჩნდა, საიდანაც მალევე გაწერეს. მათიაშვილს ცხვირის არეში სისხლჩაქცევა აღენიშნება.
  14. გმირთა მოედანზე რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ვეტერანების აქცია ძალის გამოყენებით დაარბიეს. ამ წუთებში პოლიციამ აქციის ოცამდე მონაწილე უნივერსიტეტის მიმართულებით ხელკეტებით გაყარეს, ამ დროისთვის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მწვავე დაპირისპირება მიმდინარეობს. გმირთა მოედანზე ასზე მეტი სამართალდამცველი იმყოფება. გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია კი განთავისუფლებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიცია მათ თავს მოულოდნელად დაესხა. როგორც ცნობილია გუშინ ვეტერანთა აქციის დარბევის ფაქტზე მხარდამჭერი აქცია გმირთა მოედანზე იმართებოდა. სამართალდამცველებმა ეს აქციაც ძალის გამოყენებით დაშალეს. ექსპრესნიუსი http://gtn.ge/?p=10515
  15. T_A_T 15 მდე პოლიციის თანამშრომელი მივიდა გმირთა მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებთან, რომლებიც სოლიდარობის აქციას მართავდნენ. 30 მდე მშვიდობიან მომიტინგეს , რომლებსაც გზა არ გადაუკეტავთ, პოლიციამ ტერიტორია იძულებით დაატოვებინა. მათ არც ვარაზისხევთან აძლევენ მშვიდობიანი აქციის გამართვის უფლებას. აქციაზე სამართალდამცავის ფორმაში გამოწყობილ ადამიენბთან ერთად არიან "უფორმო" ადამიანები, რომლებიც განკარგულებებს აძლევენ პოლიციელებს. http://netgazeti.ge/GE/41/News/3958/პოლიცია-მოქალაქეებს-აქციის-გამართვის-უფლებას-არ-აძლევს.htm
  16. kisa მაგის სადარბაზოს წინ უნდა გააკრა ეს სურათები
  17. kisa აზრი? პ.ს. ეგეთი მემორიალის დედაც ვატირე რა...
  18. გმირთა მოედანი სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს . მანამდე კი მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცავებმა ვეტერანთა მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. გმირთა მოედანზე შეკრებილი 50-მდე ადამიანი საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს და მათ საშუალება აქვთ, მხოლოდ ვარაზისხევის მიმართულებით იმოძრაონ. აქციაზე იმყოფება "კონსერვატიული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც პოლიციელებთან ვითარების გარკვევას ცდილობს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯაბა ტყემალაძემ განაცხადა, თუკი ისინი ვერ დაბრუნდებიან გმირთა მოედანზე საპროტესტო აქციის გასამართად, აქციის მონაწილეები "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გადაინაცვლებენ და მოუწოდებენ ტელევიზიის ხელმძღვანელობას, გუშინდელი აქციის დარბევის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია გაავრცელონ.
  19. T_A_T მე როგორც ვიცი არა ჯერ... შესაბამისად არც გზაა გადაკეტილი
  20. მოკლედ მისულა პოლიცია აქციაზე და დაიშალეთ ხუთ წუთშიო....დამირეკეს აქციის მონაწილეებმა!
×
×
  • შექმენი...