Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა, 2 893 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსის 968 313 შემთხვევა, მათგან 14 264 პირი გარდაიცვალა, 916 421 კი გამოჯანმრთელდა. The post კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ბოლო 24 საათში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  2. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის ახალ ვარიანტთან, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენა საზოგადოების შეშფოთების მიზეზი გახდა. უმალ გაჩნდა ომიკრონის შესახებ ერთდროულად საგანგაშო და საიმედო შეფასებებიც. ფაქტი იმის შესახებ, რომ ახალი შტამი განსაკუთრებად სწრაფად ვრცელდება, მოდუნების საშუალებას არ აძლევს მსოფლიოს. რიგმა ქვეყნებმა გაამკაცრა COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები. მეორეს მხრივ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ომიკრონი შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისიც გახდეს. ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იმედის მომცემია, თუმცა დაბეჯითებით საუბარი ჯერ ნაადრევია. ომიკრონის დაფიქსირებიდან უკვე გავიდა გარკვეული პერიოდი და მეცნიერებს ახალი შტამის შესახებ უკვე აქვთ შეფასებები და დასკვნები. შევეცდებით ამომწურავი პასუხები გაგცეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ ყველაფერი ომიკრონის შესახებ. ძირითადი ინფორმაცია 26 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის SARS-COV-2 ვირუსის შეფასების საკონსულტაციო ტექნიკურმა ჯგუფმა (TAG-VE) ვირუსის ახალი ვარიანტი B.1.1.529, იგივე ომიკრონი, შეაფასა როგორც შემაშფოთებელი. რაც უფრო მეტად ცირკულირებს COVID-19, მით მეტია ვირუსის ცვლილების ალბათობა და, შესაბამისად, ახალი მუტაციების წარმოქმნა, რისი მაგალითიც არის დელტა, ომიკრონი და სხვ. ომიკრონი იძლევა შეშფოთების საფუძველს, რადგან მას აქვს დაახლოებით ათამდე მუტაცია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ვირუსის ქცევაზე. სწორედ ამ მუტაციების გამო, მისი პოტენციური ზემოქმედების შესაწავლად, საჭიროა ვირუსზე დაკვირვება. Omicron-ის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების პარალელურად, ევროპის რეგიონში ისევ დომინირებს Delta შტამი და, შესაბამისად, ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტს სწორედ Delta შტამზე საპასუხო ღონისძიებების უზრუნველყოფა წარმოადგენს. თანამედროვე ვაქცინები უზრუნველყოფენ COVID-19-ის სხვადასხვა ვარიანტით, მათ შორის დელტა შტამით გამოწვეული დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილისაგან დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ჯერ არასაკმარისია, მოსალოდნელია, რომ არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ომიკრონის შტამის შემთხვევაშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ეტაპზე საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს, დროული ვაქცინაცია და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა. რატომ არის ომიკრონი შეშფოთების საგანი? ყველა ვირუსი, მათ შორის COVID-19 დროთა განმავლობაში იცვლება; ვირუსისთვის ეს ნორმალური ქცევაა, თუმცა, ზოგიერთ მუტაციას ან მუტაციების კომბინაციას შეუძლია შეცვალოს ვირუსის ქცევა დასწორედ ეს განაპირობებს შეშფოთებას; ომიკრონის შემთხვევაში ადგილი აქვს მრავლობით მუტაციას, ზოგიერთი მათგანი განაპირობებს ვირუსის სწრაფ გავრცელებას და იმუნიტეტის უგულებელყოფას. არსებობს რისკი, რომ ინფიცირება მოხდეს მიუხედავად იმისა, მათ აქვთ COVID-19-ის სხვა ფორმების გადატანის შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი თუ ვაქცინაციით გამოწვეული იმუნიტეტი. ამავდროულად ფიქსირდება ახალი მუტაციებიც. აქედან გამომდინარე, ომიკრონის შტამი საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოკვლეული, რათა სწორად შეფასდეს მისი პოტენციური ზეგავლენა. როდის ხდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვირუსის შეშფოთების საგნად გამოცხადება? იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი ავლენს გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან 1 ან მეტ ცვლილებას: ვირუსის გავრცელების ზრდა ან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება. ვირულენტობის ზრდა ან დაავადების კლინიკური მიმდინარეობის ცვლილება. ისეთი ეფექტური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების ეფექტურობის შემცირება, როგორიცაა ვაქცინაცია, დიაგნოსტიკა, სამკურნალო საშუალებები. რა არის ცნობილი ამ ეტაპზე ომიკრონის შესახებ? ცნობილია, რომ ომიკრონის შტამი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ პროვინციაში, ხოლო შემდეგ შემთხვევები დაფიქსირდა მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მათ შორის ევროპის რეგიონშიც. მოსალოდნელია უფრო მეტი შემთხვევების დაფიქსირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მიმდინარეობს ახალი შტამით გამოწვეული შემთხვევების აქტიური მოკვლევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უერთდება მკვლევარებს სამხრეთ აფრიკასა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ომიკრონის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის მიზნით და უზრუნველყოფს კვლევის შედეგების გაზიარებას, როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავდროულად საქმე გვაქვს უაღრესად გადამდებ დელტა შტამთან. დადასტურებულია, რომ ხელმისწვდომი პრევენციული ზომები, მათ შორის ვაქცინაცია, ეფექტურია აქამდე არსებული COVID-19-ის ყველა შტამის წინააღმდეგ. ამჟამად ევროპის რეგიონი პანდემიის ეპიცენტრია და მასზე მოდის გლობალური შემთხვევებისა და სიკვდილიანობის 2/3. ბოლო 2 თვის განმავლობაში რეგიონში დაავადების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაორმაგდა, რაც ჯანდაცვის სისტემაზე უდიდეს ზეწოლას განაპირობებს. რა შეიძლება გაკეთდეს ინდივიდუალურ დონეზე ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად? დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და სიკვდილისგან დასაცავად აუცილებელია არსებული პრევენციული ღონისძიებების დაცვა, განსაკუთრებით კი ვაქცინაციის გააქტიურება. უახლესი კვლევების მიხედვით ვაქცინაციის დაწყებიდან 60 წელზე უფროსი ასაკის 470 000 ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი“, – ნათქვამია ncdc-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post რა უნდა ვიცოდეთ „ომიკრონის“ შესახებ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  3. ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ ტოყაევის განცხადებით, ქვეყნიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „კონტრტერორისტული ოპერაციის მწვავე ფაზა გავიდა. ყველა რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ CSTO-ს სამშვიდობო ძალების მთავარი მისია წარმატებით დასრულდა. ორ დღეში ეტაპობრივი დაიწყება CSTO-ს ერთიანი სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანა, გაყვანის პროცესს არაუმეტეს 10 დღისა დასჭირდება“, – განაცხადა ტოკაევმა. ამასთანავე, ტოკაევმა თქვა, რომ „ბოევიკები ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდნენ“. მისი თქმით, „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ჩაიშალა“. The post ყაზახეთის პრეზიდენტი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. “სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას და საქართველოს დააშორებს დასავლურ პარტნიორებს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო პროცესი თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და თუ დაავალებენ მურუსიძის სასამართლოს შეიძლება სისტემამ უკან დაიხიოს, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩათვალოს, რომ არ აწყობდეს. “ეს სასამართლო პროცესი თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ასეთად დარჩა ბოლომდე. საქმეში, სადაც არ არსებობს დაზარებული, მომჩივანი, საქმე, რომელიც ყველა პარამეტრით ხანდაზმულია, თეთრი ძაფით არის ნაკერი და ინტერსიც გასაგებია. ივანიშვილის ინტერესი იყო ხაზარაძის დასჯა, ანაკლიის პროექტის ჩაშლა და ასევე მას აქვს კონკრეტული ფინანსური ინტერესები ინდუსტრიულ ზონაში ფოთში და ამ თვალსაზრისით ყველანაირი კონკურენტი მოიშორა. ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. თუ დაავალებენ მურუსიძის სასამართლოს შეიძლება სისტემამ უკან დაიხიოს, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩათვალოს, რომ არ აწყობდეს, თუმცა ისეთი გაქანება აქვთ აღებული ამათ, რომ არაფერს გამოვრიცხავ. საქმიდან არ გამომდინარეობს არც ბრალი და არც სასჯელი. სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას და საქართველოს დააშორებს დასავლურ პარტნიორებს. ჩვენ ყოველდღიურად დავემსგავსეთ აზიური ტიპის ნახევრად შემდგარ სახელმწიფოს, სადაც ავტოკრატია ბატონობს, სადაც ოპოზიციას და თავისუფალ მედიას დევნიან და ასეთ ქვეყანად ვყალიბდებით და ეს საქმეც ამის დადასტურებაა“, – განაცხადა უგულავამ. ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შესაძლოა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოაცხადოს. ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. პროცესი მხარეების რეპლიკებით განახლდება, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ. სიტყვის წარმოქმნის შემდეგ, მოსამართლე შესაძლოა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს, ან ადგილზევე გამოაცხადოს გადაწყვეტილება. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. The post გიგი უგულავა:”ივანიშვილის ინტერესი იყო ხაზარაძის დასჯა, ანაკლიის პროექტის ჩაშლა და ასევე მას აქვს კონკრეტული ფინანსური ინტერესები ინდუსტრიულ ზონაში ფოთში და ამ თვალსაზრისით ყველანაირი კონკურენტი მოიშორა” appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. აჭარაში ბოლო 2 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებული ორი ორსული გარდაიცვალა. 31 წლის ქალი ბათუმიდან კლინიკა “ბომონდში” გადაიყვანეს, კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა იყო მძიმე და საჭირო გახდა მისი რეანომობილით გადაყვანა. რაც შეეხება მეორე ორსულს, ის 35 წლის იყო და მკურნალობის კურსს თბილისის ბოკერიას სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა. მას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. თუმცა რამდენიმე დღიანი მკურნალობის მიუხედავად, 35 წლის ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით კი, ორსულების გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი ქმედითი გზა, შეიძლება იყოს აქტიური ვაქცინაცია. The post აჭარაში ბოლო 2 დღის განმავლობაში ორი კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. „მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, არის მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ამ პროგრამის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთან ერთიან ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული, საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. „ამ ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათ გვერდში დავუდგეთ და მაქსიმალურად ჰქონდეთ ხელშეწყობა. მოქალაქეს, ვაუჩერის მისაღებად, მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამით მოსარგებლე. ვაუჩერები დღეიდან ყველა იმ პენსიონერს დაურიგდება, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. ვაუჩერის გამოსაყენებლად: • პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს; • ექიმი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში; • ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე თბილისის მერიისგან SMS შეტყობინების საშუალებით სპეციალურ კოდს მიიღებს; • ბენეფიციარი/წარმომადგენელი მიღებული კოდით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, მედიკამენტების ასაღებად მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს; • იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, ბენეფიციარს შეუძლია დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს; • ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, პროგრამის დაწყებისა და განხორციელების წესის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარა, რათა პენსიონერებმა მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღონ. The post თბილისში მცხოვრები პენსიონერები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება, მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. ნიკას მეუღლე, ნინო ბერიძე ემოციურად ემშვიდობება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „კნეინა შენ ყველაზე ძლიერი ხარ“, ძლიერი კი არა ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი, შენ რომ ვერაფრით გიშველე. ჩემს ტკივილს ვერავის მოგახვევთ თავს, უბრალოდ გეტყვით, რომ ამ ტკივილს მტერსაც არ ვუსურვებ. უამრავი მესიჯი და კომენტარი მომდის. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ“,- წერს ნინო ბერიძე. The post “კნეინა შენ ყველაზე ძლიერი ხარ“, ძლიერი კი არა ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი,…” – რას წერს ნიკა ქაცარიძის მეუღლე appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს მამუკა ხაზარაძე და საქმის პროკურორი დაუპირისპირდნენ, რის გამოც დარბაზში ვითარება დაიძაბა. ამის შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მან დარბაზი მანდატურების თანხლებით დატოვა. სასამართლო პროცესი გრძელდება. მოსამართლემ შესაძლოა, გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს, ან გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი დანიშნოს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. The post ხმაური საქალაქო სასამართლოში – მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კომპოზიტორ, ნოდარ მამისაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ ქართველმა ერმა სიცოცხლეში ადამიანების დაფასება ვერ ვისწავლეთ. ,,ჩვენ არ გვყოლია არნოლდ შონბერგი, არც ოლივიე მესიანი, ჩვენ გვყავდა ნოდარ მამისაშვილი, დიდი პიროვნება, დიდი მუსიკოსი, დიდი მოაზროვნე, მეცნიერი და კომპოზიტორი და, რაც ყველაზე მთავარია, დიდი პედაგოგი, ისეთი, როგორიც რეჟისორებისთვის მიშა თუმანიშვილი იყო… ჰოდა ასეთი ადამიანი წავიდა დღეს ჩვენგან, რომელიც სხვათა შორის ჩვენი ფართო საზოგადოების მხრიდან სათანადო დაფასების სიმწირის მიუხედავად, არასდროს არავისზე განაწყენებულა და ყოველთვის რუდუნებით ემსახურებოდა მუსიკასა და ადამიანებს, განსაკუთრებით მომავალ თაობებს, შვილებად და შვილიშვილებად რომ ვეკუთვნოდით… ერთი თვის წინ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძლივს იქნა რუსთაველის პრემიაზე წარდგენილი, მაგრამ კომისიის მუსიკალური ნაწილის წევრმა კოლეგებთან ერთად კვლავ “თბილისურ-სნობური” და “ელიტური” გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც უკანასკნელი შანსიც გავუშვით იმქვეყნიურ გზაზე დამდგარი დიდი პიროვნებისთვის სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოგვეხატა საკადრისი მადლიერება… ასეთი ერი ვართ, ფიროსმანის და ილიას სიცოცხლის დასრულების მაგალითებმაც რომ ვერ გვასწავლა ჭკუა… ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ, ეროვნულმა ორკესტრმა მოვასწარით და მის შემოქმედებას ფესტივალი “კონტრაპუნქტი” მივუძღვენით, ისევე როგორც არ მოკლებია მას ყურადღება ახალი თაობის კომპოზიტორებისა და რიგი შემსრულებლებისგან… ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ვიცნობდი, მოვესწარი, გავმდიდრდი მისი ლექციებით და მასთან ურთიერთობით სტუდენტობის პერიოდში. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველში მისი პიროვნების შესატყვისი სამოთხისეული ადგილი, სინათლით სავსე მისი სახელი, მუსიკა და გამოგონებები მუდამ უკვალავდეს გზას ქართული პროფესიული მუსიკის აწმყოს და მომავალს”. tia.ge
  10. ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ალხან სმაილოვის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა დაასახელა, ფრაქციებმა კი მას მხარი დაუჭირეს. სმაილოვმა უკვე გადამდგარი ასკარ მამინი ჩაანაცვლა. დაკავებულთა რიცხვი კი ყაზახეთში უკვე 10 ათასამდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში ბოლო დღეების განმავლობაში 9 900 ადამიანი გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ყაზახეთის მასშტაბით აღდგენილია ინტერნეტზე წვდომა. ოფიციალური ინფორმაციით ყაზახეთში არეულობების შედეგად დაღუპულია 164 ადამიანი. ყაზახეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კოლექტიური უსაფრთხოების ძალები ქვეყანას 2 დღეში დატოვებენ The post ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს – ალხან სმაილოვის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა დაასახელა appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. ბიზნესმენმა და პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ავთანდილ წერეთლის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე დღეს ბოლოს სასამართლო სხდომა გამართვის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა. დიდი მოტივაცია მომცა მე და ჩემს თანაგუნდელებს. ეს არის დადგმული შოუ იმისთვის, რათა გადაიფაროს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაცია, სიღარიბე, გაჭირვება, ემიგრაცია. არ ეხება საქმე მხოლოდ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყანას ჩვენ, თქვენთან ერთად, დავაყენებთ ფეხზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. tia.ge
  12. 5 იანვრიდან გაყიდვაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისასალმებელია. ეს არის ევროპული სტანდარტი, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ვადიანი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტებით. აღნიშნული აბონემენტებით მგზავრობა ძალაში შევა პირველი თებერვლიდან“, – განაცხადა კალაძემ. The post კახა კალაძე: სამგზავრო ბარათების გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. კვიპროსის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Haber Global ავრცელებს. ბიძგები მერსინში, ანტალიაში, ადანაში, კონიასა და თურქეთის სხვა ქალაქებში იგრძნობოდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:07 საათზე მოხდა. სპეციალისტების თქმით, არსებობს ცუნამის საშიშროება. ეპიცენტრი 5,06 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. The post თურქეთი მოქალაქეებს ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა „წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა და ვერ შეგვაჩერა“. „უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩვენს თანაგუნდელებს, ბადრის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ის, რაც ქვეყანაში ხდება, ის პოსტსაბჭოური მენტალიტეტი დამთავრდეს ამ ქვეყანაში, რათა ამ ქვეყანამ მიიღოს სამართლიანი არჩევნები, მართლმსაჯულება და სასამართლო და არა ის პროკურატურა და მოსამართლეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლოზუნგი იყო „ღირსების შელახვის საწინააღმდეგოდ გალაშქრება“ და ღირსების აღდგენა იყო მთავარი თემა, რასაც ყველა მხარს ვუჭერდით. პირველი, რაც მან გააკეთა – სწორედ ის ადამიანები გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. საუბარია პროკურორებზე, მოსამართლეებზე და მთლიანად სისტემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ღირსებას ულახავდა. ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღმდეგ გრძელდება უკვე 3 წლის განმავლობაში არის მისი და მისი დამქაშების მიერ დადგმული შოუ, რათა გადაიფაროს ის მძიმე ვითარება, რომელიც ქვეყანაში არის – ეს არის სიღატაკე, გაჭირვება და ემიგრაცია. დროა, რომ თითოეული ჩვენგანი გონს მოვეგოთ და ვთქვათ, რომ ამ შოუებით კი არ გავალთ ფონს, არამედ ამ ქვეყანას სჭირდება სერიოზული რეფორმები და გამოსავალი ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა. გუშინწინ ჩამოვედი, 3 დღით ვიყავი წასული დუბაიში და მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნდა ქვიშა და არ ჰქონდა წყალი, დღეს არის წამყვანი ეკონომიკა მსოფლიოში. ღმერთის წყალობით, ჩვენ წყალიც გვაქვს, ქვიშაც, ყველანაირი მიწა და ზონა აგროკულტურისთვის, მთა, ბარი, ტბა, მდინარე, ზღვა და ვართ უღარიბესი ქვეყანა. ეს იმიტომ, რომ ასეთი სისტემაა ამ ქვეყანაში, ასეთი სასამართლო, პროკურატურა და უსამართლობა არის ამ ქვეყანაში. ბრძოლა გაგრძელდება და მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა მორალურად წააგო. დანარჩენ შედეგს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აქ საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს ან ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც თქვენთან ერთად აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. The post მამუკა ხაზარაძე:”ივანიშვილმა წააგო !” appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. საფრანგეთში ქართველი, 25 წლის ალიკა გოგუა მოკლეს, შემთხვევა 7 იანვარს მარსელში მოხდა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ ალიკა გოგუას სასიკვდილო ჭრილობა მუცელში მიაყენა. ტასო კვარაცხელია სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს. "ჩემო სიყვარულო, ძალიან მიყვარხარ, უსაზღვროდ მიყვარხარ, ვიცი რომ შენ უფრო გიყვარვარ სულ იმას მეუბნებოდი შენ არ იცი კიდე როგორ მიყვარხარო, ვიცი! იცი მე ახლა ძალიან ცუდად ვარ, ამდენი ხანი უშენოდ არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მენატრები, პატარა ბავშვივით ვარ შენზე მიჯაჭვული, ძალიან მიყვარხარ, შენ არ გენატრები? როგორ მინდა სიზმარი იყოს ყველაფერი, წარსულში დაბრუნება შემეძლოს ნეტა, ღმერთოო ძალიან ცუდად ვარ, ძალიან მტკივა გული. ალიკა, ჩემო სიყვარულო, ჩქიმ ცხოვრება. ჩემი ცხოვრების აზრი. რამდენი ვემუდარე ღმერთს რამდენი და მაინც წამართვა შენი თავი, რა დავუშავე, რა დავაშავე რომ ასე გამწირა. მე არ მჯერა, მგონია სადღაც წახვედი და მალე დაბრუნდები სახლში. მე შენთან მინდა ძალიან, მე უშენოდ ვერ ვჭამ, ვერ ვიძინებ, ვერ ვარსებობ ხომ იცი, მოდი ჩემთან გემუდარები მოდიი დამესიზმრე, მომელანდე. ოუუუ ალიკაა, მინდა გული გამისკდეს, შენთან მინდა მე. ოუუუ ალიკააა ჩემო სიყვარულოო, მოდი ჩემთან და ჩამეხუტე გეხვეწებიი თორემ მე ვერ გავუძლებ. მე არ ვიცი რა ვქნა რა გავაკეთო აწი უშენოდ. ოუუ ალიკაა ძალიან მიყვარხარ, არ შემიძლია უშენოდ. ვწყევლი იმ დღეს როცა აქ ჩამოვედით! არაფერი არ მინდაა, შენს გარდა არაფერი არ მინდა. მეჩხუბე, გამიბრაზდი, ყავის სმას დავიწყებ, მაიონეზსაც შევიყვარებ, არაფერს დავაშავებ ოღონდ მოდიი ჩემთან, კარები შემოაღე და ჩამეხუტეე გეხვეწები ალიკააა. ღმერთმა როგორ გამაუბედურა როგორ გამამწარა არც შვილი მოგვცა, შენი თავიც წამართვა, მეტი რა უნდა გააკეთოს კიდე რით უნდა გამამწაროს ცხოვრებამ, რატომ დავიბადე! ახლა რატომ ვსუნთქავ! რატომ დამტოვე! რატომ მე არ მოვკვდი! რატომ მე არ მომკლეს! გეკითხებიი ღმერთოო და მიპასუხეეე, მიპასუხეე სანამ ჩემს სულში სიძულვილმა არ დაისადგურა! მე მძულს სიცოცხლე შენს გარეშე! მე მძულს მომავალი შენს გარეშე! მე მძულს ყოველი ლუკმა საჭმელი შენს გარეშე! მძულს უშენოდ გათენებული ყოველი დილა! მე მძულს ჩემი თავი! ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში და მიხარია რომ შენ შეგხვდი, შენ ხარ ჩემი მეუღლე! ყოველ ღამე ვტიროდი და მძინარეს გკოცნიდი ხოლმე მეშინოდა შენი დაკარგვის მაშინ ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ვაკეთებდი მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია! უმიზეზოდ ვტიროდი და მეუბნებოდი რა იყო უმიზეზო ტირილის დრო მოვიდაო? როგორ გინდოდა შვილი გვყოლოდა, როგორ მინდოდა მეც მე არ მჯერა ღმერთო შენი არსებობის! და ახლა რა იქნება, მხოლოდ მოგონებები მხოლოდ სურათები დამრჩება შენი? არააა! არ მჯერა! ოუუუ ალიკაა, რა გავაკეთოო მითხარი, მანიშნე გემუდარები თორემ მე ვერ გავუძლებ ამ ყველაფერს. მე შენ ჩამოგიყვან საქართველოში და მერე არ ვიცი რაიქნება, რადგან მე უშენოდ ისედაც მკვდარი ვარ. ჩემს გულში ხარ და ძალიან მიყვარხარ ჩემო ცხოვრებავ" - წერს ტასო კვარაცხელია. tia.ge
  16. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ამბობს, რომ ქვეყნის მოქმედი მთავრობით იმედგაცრუებულია. როგორც დიპლომატმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, მისი იმედგაცრუება განპირობებულია არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, არამედ იმითაც, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას უკრაინის მიმართ შესაბამისი მხარდაჭერა არ გამოუხატავს. “მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდნენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის”, – თქვა იან კელიმ. მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. “საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70%-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას, და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე”, – ამბობს იან კელი. The post საქართველოს მთავრობით იმედგაცრუებული ვარ, ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე პარტნიორ უკრაინას გვერდით დაუდგეს – იან კელი appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. საფრანგეთში, შელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს მოქალაქე მოკლეს. იგი ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრი, 25 წლის ალექსი გოგუაა. შემთხვევა ქალაქ მარსელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ პირთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებულს მარსელის საავადმყოფოში 6-საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. tia.ge
  18. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 546 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 968 313-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8,1%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 9,63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 916 421. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 264 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: ⭕ თბილისი - 2 985 ⭕ აჭარა - 569 ⭕ იმერეთი - 563 ⭕ ქვემო ქართლი - 205 ⭕ შიდა ქართლი - 282 ⭕ გურია - 145 ⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 290 ⭕ კახეთი - 192 ⭕ მცხეთა-მთიანეთი - 131 ⭕ სამცხე-ჯავახეთი - 84 ⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც: 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 901, აჭარაში - 599, იმერეთში - 774. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 083 პირი, მათ შორის, თბილისში - 519, აჭარაში - 130, იმერეთში - 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 39, იმერეთში - 25. 1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 192 - თბილისში, 426- აჭარაში. 31 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 4.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835 ადამიანი. tia.ge
  19. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს და მინისტრს მიმართავს. "დღეს საოცრება გავიგე - ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მოახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. ასეთი მობილური ჯგუფების შექმნა არის აბსურდი და კომუნისტური პროკურატურის სადამსჯელო ოპერაცია. ეს ნიშნავს, რომ გონზე არ არიან, როგორ უნდა ხდებოდეს საავადმყოფოებში ინფექციის კონტროლი. - წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა ამ რთულ დროს. მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი. ის აბსურდული რჩევები, რაც მრჩევლებმა მოუმზადეს, სახეზეა და იქნებ დაფიქრდეს ჩვენი მინისტრი, რომ სანამ დროა, მოიშოროს ეს ხალხი. ეს ადამიანები მინისტრს ჩაძირავენ. ჭაობში უკვე ჩაადგმევინეს ცალი ფეხი. - ამ სიტუაციაში მე ვეწინააღმდეგებოდი ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის ახალი ჯანდაცვის მინისტრი. მას მივმართავ, მოიშოროს ის ხალხი, ვინც 2 წელია, ვერ მართა ეფექტურად ვერც პანდმია, ვერც ჯანდაცვის სისტემა. შეკითხვა მაქვს, თუ წინა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გამოცვლილიყო, დანარჩენი ხალხი, ვინც პროცესში იყო ჩართული, რატომ დატოვეთ? თუ უშვებთ, ყველა გაუშვით, დამიჯერეთ, არ დაიქცევა ქვეყანა. - ბატონმა ამირან გამყრელიძემ ერთხელ განაცხადა, გადავდგები, მაგრამ ქვეყანაში ჩემზე უკეთესი არავინ არის და ქვეყანას ხომ არ მივატოვებო. საჯაროდ მოგმართავთ - აგერ ვარ მე, გიორგი ფხაკაძე, თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე, ოღონდ შემდეგი პირობებით: 1. ხელფასი არ მინდა; 2. არავითარი კორუფციული გარიგებები და ა.შ.; 3. ვისაც გადავწყვეტ, დავტოვებ სამსახურში, ვისაც არა - გავუშვებ, ვიღაცეების ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, სუს-ის კადრებს, საყვარლების და ა.შ. სამსახურიდან გავუშვებ. დარჩებიან ისინი, ვინც არიან პროფესიონალი ექსპერტები. შეიძლება, ვინმე პიროვნულად არ მომწონდეს, მაგრამ თუ პროფესიონალია, არასდროს მექნება მასთან თანამშრომლობის პრობლემა. - მე ვიცი, რომ მე ახლა საქართველოში არავინ დამიძახებს. ეს თქვენც იცით. შანსი ნულია, რომ ახლა მე საქართველოში რაიმე თანამდებობა შემომთავაზონ, რადგან ჩემთან კორუფცია, ნეპოტიზმი არავის გაუვა. გაიხსენეთ ასევე, წინა საკოორდინაციო საბჭოზე რასაც ვაკეთებდი - პირში ვეუბნებოდი პრემიერს, რასაც ვფიქრობდი. სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. მაგრამ ვინ ისმენს?! სადღეგრძელოებში არიან გადავარდნილი. არ გამოვადგები ბიჭებს, რადგან ჯიგრული პონტი და კორუფცია არ ვიცი, „გაგება“ არ მესმის, ვარ ძალიან პირდაპირი. - კიდევ ერთხელ მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ყველა გაუშვით სამსახურიდან, ვინც ამ 2 წელიწადში დააქციეს ჯანდაცვის სისტემა და მავნებლობის გარდა ვერაფერი გააკეთეს. საჯაროდ ვეუბნები ჯანდაცვის მინისტრს, რომ ეს ხალხი მას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. მოიშორეთ. - გავიმეორებ - ჯანდაცვის მინისტრის წარმატება ახლა არის ქვეყნის წარმატება. არ ვიცნობ იმ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის. ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, მე პოლიტიკასთან საქმე არ მაქვს. ჩემი ერთადერთი ინტერესია, ჯანდაცვის მინისტრი იყოს წარმატებული, ვინაიდან მისი წარმატება არის ქვეყნის წარმატება. მინისტრისთვის ზურგს უკან მიწის თხრა ნიშნავს, რომ ქვეყანას უთხრი მიწას. ეს უნდა გავითავისოთ. პანდრემიის დროს ყველა უნდა დავირაზმოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ - მთელი ჩვენი რესურსი მივმართოთ იქითკენ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და როგორ შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს. არის ჩვეულებრივი, კლანური სისტემა, რომელიც მთლიანად ფულის მართვაზეა გადართული. ბატონო მინისტრო, საჯაროდ მოგმართავთ, დახმარება გნებავთ? დამირეკეთ, ჩემი საკონტაქტო ნომრები ყველასთვის ცნობილია", - წერს გიორგი ფხაკაძე. tia.ge
  20. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 893 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 968 313-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 916 421 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 264 პაციენტი ემსხვერპლა. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,53%, ბოლო 14 დღის - 8,1%, ბოლო 7 დღის - 9,63%-ია. tia.ge
  21. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა სპიკერმა განაცხადა. სასოლი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა და ოფიციალური ვიზიტი გააუქმა. მან მკურნალობა საავადმყოფოში გასულ თვეში დაიწყო იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულების გამო. დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტი 2019 წლის ივლისში გახდა. ის ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა. tia.ge
  22. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშვილი პოეტ, რეზო ამაშუკელის გარდაცვალებაზე "მოღლიცინეებს" სოციალურ ქსელში მიმართავს და ყველა მათგანს ფარისეველს უწოდებს. "გარდაცვლილ ადამიანზე ღლიცინი მე პირადად მაგრად მე####ვება მიუხედავად იმისა რომ ჩემი და რეზო ამაშუკელის ღირებულებათა შორის აშკარა დისონასი იყო და არის. თანაგრძნობა და კეთილმოსურნეობაა უზენაესი არაეგოისტური სიკეთეა ჩემი აზრით ვუთანაგრძნობ მის ოჯახს რავიცი ჩემო მეგობრებო, ცოტა ფარისევლური სურნელი დგას ვოლებზე. ის ხახლი რომელიც ცოტა ხნის წინ (ჩემთან ერთად) ერთი "ადამიანის" სიცოცხლეს იცავდა ჰუმანურობის ეგიდით, ამტკიცებდა რომ არა კერპის არამედ ჩვეულებრივი მოკვდავის უფლებას იცავს, დღეს სხვის თანაბარ "სიცოცხლის" უფლებაზე ღადაობს. სიკვდილზე ღადაობა თუ მოსულა ესეიგი ყველას სიკვდილზე მოსულა განურჩევლად პარტიული თუ სოციალური სტატუსისა. ################## ყველა კერპს გინდ ჩემი იყოს და გინდ თქვენი))) პრობლემა ღლიცინში კი არ არის, უბრალოდ ზუსტად ისევე მოსულა იესოს გარდაცვალებაზე ღადაობა როგორც რეზოსი, ედიკასი, გელა ჩარკვიანის და მომავალში მიშასი და ბიძინასი. კერპებშია პრობლემა თორე ვინც ჩამოვთვალე ყველა ერთნაირად ფსავდა და ჭამდა პ.ს "თანასწორობა" უზენაესი ფასეულობაა მიუხედავად იმისა "ადრესატი" მაგ პრონციპს იზიარებს თუ არა" - წერს გუკა რჩეულიშვილი. შეგახსენებთ, რომ პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. tia.ge
  23. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, "ომიკრონის" სწრაფი გავრცელების საფრთხეებზე საუბრობს. „უახლოეს ორ-სამ კვირაში „ომიკრონი“ გახდება დომინანტი და მკვეთრად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, ვინაიდან ბევრად მაღალი იქნება გადადების სიხშირე. მოსალოდნელია გარდაცვალების შემთხვევების გაზრდა იმდენად დიდი იქნება „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. tia.ge
  24. კორონავირუსმა კიდევ ერთი ორსული ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილი ინფიცირებულის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები, სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ახლობელთა ცნობით, იგი ვირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა. ქალს სამი შვილი დარჩა. აქვე შეგახსენებთ, საქართველოში, დღეს, კოვიდით, 31 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ომიკრონის 800-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. წყარო: TV 25 The post ”გარდაცვლილი ქალი ორსულად იყო, 3 შვილი კი ობლად დარჩა…” – ნახეთ ვინ არის ტრაგიკულად გარდაცვლილი ორსული ახალგაზრდა ქალი appeared first on InterPost.ge. View the full article
  25. ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ, იერჟი დუდეკმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, სადაც ის საკუთარ კარიერაზე და მნიშვნელოვან ეტაპზე წერს. ერთ-ერთ ნაწილში დუდეკმა მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი და “ელ კლასიკო” გაიხსენა: “მესი ისეთივე პროვოკატორი იყო, როგორიც “ბარსელონა” და პეპ გვარდიოლა იყვნენ. არგენტინელი მშვიდი და კარგი პიროვნება ჩანს, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა ის პეპესა და რამოსს.” დუდეკმა “რეალში” მისი ყოფილი თანაგუნდელები – რაული და რონალდუც დაახასიათა: “რაული ქედმაღალია, მაგრამ საერთო ჯამში, ნორმალური ადამიანია. რაც შეეხება რონალდუს, ის ეგოისტი, საოცრად კონკურენტუნარიანი და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონეა.” შეგახსენებთ, რომ დუდეკი “სამეფო კლუბის” რიგებში 2007-2011 წლებში ირიცხებოდა. მან ამ გუნდის მაისურით მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა. The post დუდეკი: “ვერც კი წამოიდგენთ, რას ეუბნებოდა მესი პეპესა და რამოსს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
×
×
  • შექმენი...