Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. მოლაპარაკებების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, საელჩო ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. „როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები. მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელი”, – ნათქვამია განცხადებაში. REZONANSI
  2. გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს – 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. REZONANSI
  3. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3991 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2744 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.1247 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6802 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6035 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0767 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. REZONANSI
  4. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ვლადიმერ პუტინი და მასთან დაახლოებული პირი, მილიარდერი არკადი როტენბერგი ყველა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა. როტენბერგი განვითარების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ხოლო, პუტინი საპატიო პრეზიდენტი და საერთაშორისო ელჩი იყო. ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელობიდან გადადგა ალიშერ უსმანოვი. Formula 1-ის კლუბმა “ჰაასმა” გუნდიდან რუსი ნიკიტა მაზეპინი გაუშვა, კონტრაქტი კი მამამისის კომპანია “ურაკალთანაც” გაწყვიტა. რუსეთის ნაკრებებს და რუსულ გუნდებს თითქმის ყველა ტურნიზე აუკრძალეს მონაწილეობა. The post პუტინს ყველაფერი ჩამოართვეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. ვინიცკის რაიონ სოფელთან გავრიშევკასთან, დილის 7 საათისთვის აეროპორტთან ახლოს, ძლეირი აფეთქება მოხდა. ნანგრევებიდან 15 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 9 დაიღუპა (5 მშვიდობიანი მოქალაქე, 4 სამხედრო), სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საერთო ჯამში, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამაშველო სამუშაოებში 143 პერსონალი და 23 ერთეული სპეცტექნიკა იყო ჩართული. შეგახსენებთ, რუსული მხარის მხრიდან სტრატეგიულ ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა გეგმის მიხედვით მიმადინარეობს. The post (ვიდეო) ძლიერი აფეთქება: 9 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებიდან 15 პირი ამოიყვანეს appeared first on InterPost.ge. View the full article
  6. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად რესტორანს ფლობს და ომის დაწყების შემდეგ უკრაინელ ჯარისკაცებს ყოველდღე ცხელი საჭმელით ამარაგებს. გუნდის ნახევარი წინა ხაზზე საბრძოლველად წავიდა, ბასილაია კი ტერიტორიულ დაცვაში დგას და ყოველ საღამოს ქალაქის პატრულირებას ახორციელებს, რათა დივერსიული ჯგუფები აღმოაჩინოს და გაანეიტრალოს. აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლი მირო ვანაძეც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/kae.jpeg The post დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამარაგებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. “წამლები უკვე შემოსულია საქართველოში. ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასი თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება 48 ლარია” – ირაკლი ღარიბაშვილი. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/tsamlebi-ukve-shemosulia-saqarthveloshi-qhvelaze-mothkhovnadi-medi.mp4 The post “წამლები უკვე შემოსულია საქართველოში, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასი თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება 48 ლარია” – ირაკლი ღარიბაშვილი appeared first on InterPost.ge. View the full article
  8. რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში აზერბაიჯანის საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს – ინფორმაცია ამის შესახებ ინტერნეტის მეშვეობით ვრცელდება. უცნობია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. სავარაუდოდ, ამ დროისთვის საელჩოში არავინ იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ოფიციალურ აზერბაიჯანს. The post რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში აზერბაიჯანის საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს appeared first on InterPost.ge. View the full article
  9. რუსი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიალზე, კვარცხლბეკზე რუსეთის საომარი სიმბოლო “Z”-თი გამოჩნდა და საკუთარ აგრესორ ქვეყანას თანადგომა ამ ჟესტით გამოუცხადა. კულიაკმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ შეჯიბრზე მესამე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი უკრაინელი ილია კოვტუნი გახდა. სიმბოლო “Z” რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ საკუთარ ტექნიკაზე აქვთ გამოსახული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის ასე განიმარტება – “Za pobedy” (“გამარჯვებისთვის”). Гимнаст из Обнинска Иван Куляк вышел на церемонию награждения Кубка мира в Дохе (Катар) с буквой Z на груди Вероятно, этим гимнаст выразил свою поддержку российской армии в Украине. Гимнаст Куляк стал третьим в упражнениях на параллельных брусьях на Кубке мира. Первое мест… pic.twitter.com/NbOhVnJLQz — Калужские новости (@kalugnews) March 6, 2022 The post რუსი ტანმოვარჯიშის პროვოკაციული საქციელი – თანადგომა საკუთარ აგრესორ სახელმწიფოს (ფოტო, ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “ანონიმუსთან” დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ჰაკერების დაჯგუფებამ რუსული ტელეარხების “დაჰაკვა” მოახდინა. ანონიმუსმა დაჰაკა რუსული არხები და გაუშვეს მასალა, რომლის ჩვენებაც პუტინმა აკრძალა. ახლა, ყველა რუსი უყურებს რეალურად რა ხდება უკრაინაში. თავისი ტყვედ ჩავარდნილი რუსების აღიარებებით. The post ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში “ანონიმუსთან” დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  11. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Fifa-მ და Uefa-მ რუსეთს და რუსულ კლუბებს ძალიან მალე უმძიმესი სანქციები დაუწესა და საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი აუკრძალა. თამაშების დაწყების წინ ხშირად ჩნდებოდა ბანერები “არა ომს, შეაჩერე პუტინი” და მსგავსი მიმართვები. მთელი მსოფლიო უკრაინის გარშემო გაერთიანდა, რამაც თავიანთი კუთხით, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები აღაშფოთა. მათი აზრით, ისინიც ომის მსხვერპლები არიან, თუმცა მსგავსი მხარდაჭერა არასდროს დაუფიქსირებიათ. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/jew.png “ტიპიური ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა, მაგრამ ამით ნამდვილად გაოცებულები უნდა ვიყოთ!” http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/Screenshot_4.png “ახლა უკრაინის მოსახლეობა იტანჯება! უარი ვუთხრათ ორმაგ სტანდარტს. ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” მსგავს კომენტარებს უცხოურ საფეხბურთო გვერდებზე ძალიან ხშირად შეხვდებით. ავღანელები, სირიელები, ლიბიელები, ლიბანელები ფიქრობენ, რომ მათთაც ძალიან დიდი დანაკარგები მიადგათ ომის გამო, მაგრამ საფეხბურთო საზოგადოებისგან ასეთი მხარდაჭერა არასდროს უგრძვნიათ. The post “ორმაგი სტანდარტები” – ავღანელები, სირიელები, ლიბიელები აღშფოთებულები არაინ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. დღეს 20:30 წუთზე პრემიერ ლიგაში მანჩესტერული დერბი შედგება, თუმცა მატჩი კრიშტიანო რონალდოს გარეშე ჩაივლის. ოფიციალური ინფორმაციით, რონალდოს ტრავმა აქვს, რის გამოც, გუშინ გუნდთან ერთადაც არ იყო, თუმცა, როგორც, ინგლისური მედია იტყობინება, რონალდოს რალფ რაგნიკთან აქვს კონფლიქტი რაგნიკმა დღევანდელ მატჩში პორტუგალიელის სკამზე დასმა მოინდომა, რაც ტაკტიკური მიზეზებით ახსნა. შესაბამისად, ეს რონალდოსთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა და შეხვედრაში მონაწილეობის მიღებასაც არ აპირებს. შესაძლოა, რაგნიკი მთავარი მწვრთნელის პოსტზე “აიაქსის” თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა შეცვალოს. The post ინგლისური მედია: რონალდოს ტრავმა არ აქვს, სკამზე ყოფნა იუკადრისა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. მილანის “ინტერი” ტურინის “იუვენტუსიდან” პაულო დიბალას გადმობირებას ეცდება. მილანელები არგენტინელ თავდამსხმელთან კონტაქტზე გასვლას მანამდე ეცდებიან, ვიდრე ფეხბურთელი და “ბებერი სინიორა” ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას დაიწყებენ. “ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა უახლოეს დღეებში დიბალას აგენტს შეხვდება. წყაროს თანახმად, “ნერაძური” 28 წლის ფეხბურთელს ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებასა და წელიწადში შვიდნახევარ მილიონ ევროს შესთავაზებს. თავის მხრივ, “იუვენტუსი” დიბალასთვის სამწლიან კონტრაქტსა და წლიურად შვიდ მილიონ ევროს ამზადებს. არადა, გასული წლის ოქტომბერში არგენტინელ ფეხბურთელს “ბებერი სინიორასგან” გაცილებით ხელსაყრელი პირობები ჰქონდა: კონტრაქტი – 2026 წლამდე და ხელფასი – რვა მილიონი ევრო, რასაც ბონუსების სახით კიდევ ორი მილიონი დაემატებოდა. შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა ტურინულ კლუბში 2015 წლიდან გამოდის. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. პაულო დიბალამ ამ სეზონში “იუვენტუსის” ფორმით 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post “ინტერის” გენდირექტორი დიბალას აგენტს შეხვდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. 8 ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგაში და პირველ ლიგაში თამაშობენ. მთავარი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც 2 დღის წინ “როტორთან” თასის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გულშემატკივრები მის წამოსვლას ითხოვენ, მაგრამ კვარაცხელია და სხვები ჯერ კიდევ რუსეთში რჩებიან იმ დროს, როცა 32-მა ლეგიონერმა უკვე დატოვა ჩრდილოეთი. უცხოური გამოცემები 3 ვარიანტზე საუბრობენ, თუ როგორ უნდა დატოვოს ლეგიონერმა რუსეთი. ფეხბურთელებს დღესვე შეუძლიათ კონტრაქტის გაწყვეტა, როგორც ეს მანამდე რაკიცკიმ, ვორონინმა და სხვებმა გააკეთეს. მათ შორის, შენგელიამ. რუსული კლუბები სამართლებრივ პრობლემებს ვეღარ ქმნიან. პროფესიონალურ ფეხბურთელთა ასოციაციამ უკვე მიმართა FIFA-ს და UEFA-ს, რუსეთში მოთამაშე ყველა ლეგიონერის კონტრაქტი ანულირებული იყოს. FIFA-მ გადაწყვეტილება 1 კვირაში უნდა მიიღოს. მარტში სანაკრებო პაუზა იქნება და თუ მანამდე სხვა გზები არ გამოვიდა, ფედერაციამ ნაკრებში გამოიძახოს და გარკვეული მიზეზებით, რისი დასაბუთებაც შეიძლება, უკან აღარ გაუშვას. გუშინ რუსულ ბომბებს დავით ხოჭოლავს ცოლის მამა ემსხვერპლა, ნიკა სიჭინავას ოჯახი ახლაც უკრაინაშია და მისი ოჯახის წევრები ჩერნიგოვში დაშავდნენ. The post 3 გზა, როგორ უნდა დააღწიოს თავი ქართველებმა რუსეთს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. უკრაინული “კოლოსის” თავდამსხმელმა ნიკა სიჭინავამ “სპორტი იმედის” ეთერში მოჰყვა ის რეალობა, რაშიც ცხოვრება და თავის გადარჩენა უწევთ. “ჩვენ გუშინდელი დღე გადავიტანეთ ძალიან დიდი შიშის ქვეშ, გუშინ ყველაზე ძნელი დღე იყო, ჩვენ სახლს ჩერნიგორში დაეცა ჩამოგდებული თვითმფრინავი, ჩემი ოჯახის წევრები, მეუღლის დედა და პატარა და ცხოვრობენ იქ. სახლი დაიწვა, ღმერთს მადლობა, თვითონ გადარჩნენ. მაშველებმა ამოიყვანეს. სარდაფში იყვნენ ჩასულები, არ ელოდებოდნენ ისე, დაეწვათ ის ბოლო იმედი, კუთხე, რაც ჩერნიგორში ჰქონდათ. ვნერვიულობთ, ახლაც იქ არიან, ჩვენ ბინაში შევიდნენ, ახლოს, თუმცა უსაფრთხო არსად არ არის. ცოტა ჯანმრთელობაზეც ჭირვეულობენ. მეუღლის დედა გვეუბნება, რომ თვალებს ვეღარ ახელს, თითქმის დაკარგული აქვს ხედვა. პატარა და, ნახევარი საათის განმავლობაში იყვნენ ალში გახვეულები და ის, რაც იწვოდა, ყველაფერი შემოდიოდა სარდაფში და ალბათ, მოწამულია იმ გაზით და ჰაერით, რაც აფეთქების შედეგად მოხდა. ცოტა ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ მთავარია, გადარჩნენ” “ჩერნიგოვში პირდაპირ ხაზი გადის ბელარუსიის საზღვართან. ჩემი უბანი, ჩემი ბინა, ეს არის გარეუბანი, პირდაპირ ბოლო ტერიტორია იმ საზღვრამდე, ქალაქის ბოლო. სასწაული ხდება უბრალოდ. ჩემი ყოფილი გუნდის წევრებიც იქ არიან, ჩერნიგოვში რომ ვთამაშობდი. ვერ გამოდიან, ვინც გამოვიდა, თავის თავს აყენებს საფრთხის წინაშე. ან გამოხვალ ან ვერა. გზები დანაღმულია, ხიდები დაბომბილი. დახმარება ვერ მიდის. მადლობა მეზობლებს, საჭმელ-სასმელი მიაწოდეს ჩემებს, ყურადღების გარეშე არ დატოვეს. მუშაობენ მოხალისეები, რომლებთაც მანქანები ჰყავთ და გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებენ, თუმცა ყველა ვერ ბედავს იქ წასვლას, სადაც ჩემები არიან, არ წყდება დაბომბვები. “ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი, არ ვიცი თქვენთან ანახებენ თუ არა, გასწორებულია. ერთი ცხრა სართულიანი კორპუსი არ დარჩა, სადაც ბომბი არ დავარდა. კიევის გარეუბანში იყო მწვანე კორიდორი გახსნილი და ხალხს დაუწყეს სროლა. იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა ევაკუაცია, სროლები მაინც განახლდა ამ დროს. “ჩვენ აქ რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ვართ, ბავშვები არიან 1-წლიდან 3-წლამდე. ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ არის. ჯერჯერობით, გადავწყვიტეთ აქ დარჩენა. ყველა ნათესავები იქით არიან. ველოდებით პატარა შანსს, რომ მოვკიდოთ ხელი და წავიდეთ. ბოლო ორი ღამეა, შედარებით წყნარად გვძინავს, საათნახევარი – 2 საათი, ისე ძალიან ცუდად არის საქმე. “გზაც უბრალოდ ძნელია, ჩვენ წავიდოდით მათ სანახავად, მაგრამ არ ხერხდება არანაირად. ჩემი მეუღლის მშობლებმა დარეკეს, მიხედეთ თქვენ თავსო. მაინც მშობლები არიან და ნერვიულობენ შვილზე. ჩვენ მათზე ვნერვიულობთ. გაქცევას სულ მოვასწრებთ, თუ გაქცევა ქვია ამას, ამას ქვია ოჯახის გაყვანა სამშვიდობოზე. ვისაუბრეთ ბიჭებმა და არის ასეთი შეთანხმება. თუ მოვახერხეთ და გავიყვანეთ სამშვიდობოს ოჯახები, ჩვენ ვბრუნდებით უკან და ვიდგებით დაცვაში. ჩემი ორი გუნდელი კიევშია, ავტომატით დგას სადაჯაროზე. ვინც მოახერხა ქალაქიდან გასვლა, ნუ, ცოცხლები არიან. “რაც არი ქალაქებში დარჩენილი, ის საჭმელ-სასმელი გამოაქვთ. იქნებ, ეს მწვანე კორიდორი მაინც გაკეთდეს, რომ რაღაცა შეიტანონ. მე ასეთი განცხადება არასდროს გამიკეთებია, მაგრამ მართლაც ცხოველები არიან. ეს ვინც შორის არის, შეიძლება, ორსახად ჟღერდეს, მაგრამ ვინც აქ არის, ვინც ნახა ეს ყველაფერი. ჩემ სახლში, სადაც დაიწვა, ორი 500 კილოიანი რაკეტა არის, ის რომ აფეთქებულიყო, ნახევარი მოსახლეობა აღარ იქნებოდა. ერთი ჩემი მეზობელი გარდაიცვალა. ის ჭურვები, რომ აფეთქებულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდა. ქართველ ხალხსაც მადლობა, უკრაინა ხედავს ამ მხარდაჭერას. “2008 წელს ვიყავი ფოთში, როცა ბომბი პორტში ჩამოაგდეს. 800 მეტრი იყო ჩემი სახლიდან, მამაჩემიც იქ მუშაობდა, დაჭრილები გამოყავდა. მე ის სიტუაცია გადავიტანე თავიდან ბოლომდე, ის 8 დღე. ქართველმა ერმა კიდევ “კარგად” გადაიტანა, აქ რომ ხდება ისეთი, ჩვენთან არ მომხდარა. 2-3 ქალაქი დაიბომბა, გორი, რაც ახლოს იყო, აქ კი მთლიანად უკრანას ბომბავენ და დასახლებულ პუნქტებს. არანაირ სტრატეგიულ ობიექტს ვერ დაარქმევ. დიდი 15-16 სართუალიანი სახლებია, უბრალოდ ცხოვრობს მოსახლეობა. 4-5 ჭურვა ეცემა სახლს და მიწასთან ასწორებს. აქ ხდება საშინელება, იყვნენ დაზარებულებები და მსხვერპლი, მაგრამ ეს ქართველს არ გადაუტანია, კიდევ მალე დავამთავრეთ ომი. აქ რომ ხდება, არცერთი ომი არ ყოფილა ასე. “აქ, ომში გმირები არ არიან, აქ არიან მკვდრები ან ცოცხლები. ან ცოცხალი ან მკვდარი. ასეთი ომი მიდის”, – განაცხადა სიჭინავამ. The post ნიკა სიჭინავა: “ცხოველები არიან, ჩემ სახლში ორი 500 კილოიანი რაკეტაა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. ბელორუსის გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გადადგა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ბელორუსის გენშტაბის უფროსის განცხადებაშია აღნიშნული, მას არ სურს უკრაინასთან ბრძოლა. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაბომბილია რამდენიმე სტრატეგიული და სამოქალაქო ობიექტი. არიან დაშავებული და გარდაცვლილები. რამდენიმე დღის წინ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების პირობებში საკუთარი არმიის სხვაგან გაგზავნას არ აპირებდ “დავიღალე ყოველივე იმის მტკიცებით, რომ არა, ჩვენ საომრად არსად წავალთ. ჩვენ დავიცავთ მხოლოდ ჩვენს მიწას. თუ ჩემი არ გესმით, დროა აირჩიოთ ახალი პრეზიდენტი,” – განაცხადა ლუკაშენკომ. The post ბელორუსის გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გადადგა appeared first on InterPost.ge. View the full article
  17. მას შემდეგ, რავ ვლადიმირ პუტინი რუს ქალ მფრინავებს შეხვდა, მსოფლიოს ყურადღება ვიდეოში გაპარულმე ერთმა დეტალმა მიიქცია, სადაც ჩანს, რომ მიკროფონი “მიხატულია“. როგორც კომპეტენტური პირები აღნიშნავენ, სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტმა კონფერენცია მარტომ გმართა, ეს ყველაფერი მწვანე ფონზე გადაიღო და სტუმრები ვირტუალურად ჩასვეს. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/konpherentsiaze-gaparuli-detali-romelzets-qhvela-laparakobs-p.mp4 The post კონფერენციაზე გაპარული დეტალი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს – პუტინი ტყუილში გამოიჭირეს appeared first on InterPost.ge. View the full article
  18. ოკუპანტები უკრაინის ქალაქ ხარკოვში მორიგი იერიში მიიტანეს და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „დილის 05:00 საათზე მორიგი იერი მიიტანეს ხარკოვზე, დილიდან ისმის აფეთქებების ხმა, დარჩით თავშესაფრებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოცემა წერს, რომ აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის ალექსეევკასა და სალტოვკას მიდამოებში, ასევე ქალაქის ცენტრში. შაბათს, 5 მარტს, უკრაინის დედაქალაქში დაახლოებით 00:00 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. კიევში განგაშია გამოცხადებული. უკრაინის ხელისუფლება დედაქალაქის ყველა მცხოვრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაცულ ადგილებს შეაფარონ თავი. The post ოკუპანტებმა ხარკოვს მორიგი საჰაერო დარტყმა მიაყენეს – იწვის მაღალსართულიანი შენობა appeared first on InterPost.ge. View the full article
  19. უკრაინაში (ხარკოვში) რუსულ საჰაერო თავდასხმას საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას სიმამრი ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ ხოჭოლავას ცოლმა, იულია სიდორენკ-ხოჭოლავამ გაავრცელა. დავითი წლების განმავლობაში დონეცკის “შახტარში” თამაშობდა და რამდენიმე დღის წინ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ცხოვრება ბოლო დღეებში ჯოჯოხეთად ექცა და რუსულ გემს მისი ადგილისკენ მიუთითა. ვიზიარებთ მწუხარებას… The post რუსმა ოკუპანტებმა დავით ხოჭოლავას სიმამრი მოკლეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  20. ქართველმა მებრძოლმა მირო ვანაძემ, რომელიც კიევში მოსახლეობისთვის პურს აცხობდა და უფასოდ არიგებდა, კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო და გამარჯვება უკრაინასა და საქართველოს მიუძღვნა. სამწუხაროდ, კონკრეტულად ჩხუბის ჩანაწერი არ მოიპოვება http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/kao.jpg ფოტო: Netgazeti The post გახსოვთ ეს ბიჭი? – კიევში პურს არიგებდა, ახლა კი ძირს რუსი დააგდო (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  21. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/274956270_991485988158493_2601278408621307010_n.mp4 The post ინტერნეტში ვრცელდება კადრები, როგორ აგდებენ უკრაინელი სამხედროები რუსულ შვეულმფრენს(ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article
  22. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე უკრაინამ კონტროლი აღადგინა – ინფორმაცია ამ სათაურით ტელეგრამის ჯგუფებში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ატომურ სადგურს უკრაინელი სამხედროები მართავენ, თუმცა რუსული ჯარები კვლავ აკონტროლებენ სადგურის გარკვეულ პერიმეტრს და იმყოფებიან ადგილზე. The post ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე უკრაინამ კონტროლი აღადგინა appeared first on InterPost.ge. View the full article
  23. ბულგარელმა წინასწარმეტყველმა, ვანგამ 1993წელს მასთან შეხვედრაზე მისულ უკრაინელებს უწინასწარმეტყველა: “იქ, საიდანაც თქვენ ხართ, თებერვლის მიწა სისხლს შეერევა და გაშავდება… მეზობელი მეზობელს დაუპირისპირდება. ამ ყველაფერს კი, სასტიკი მმართველი განაგებდ. შემდეგ მოვა ადამიანი და ერს თავის მფარველობაში აიყვანს“, – ამბობდა ვანგა. არსებობს ვანგას სხვა წინასწარმეტყველაც უკრაინის შესახებ “მოვა მეფე, რომელიც ცეცხლით და დენთით იქნება მონიშნული. ის მსოფლიოს დასცინის… და არავინ აღიქვამს მას სერიოზულად. ასე, რომ შეტაკება იქნება. აღიგვება ყველაფერი და შედეგი საშინელი იქნება, რადგან ბევრი რამ მსხვერპლად შეეწირება“. ვანგას წინასწარმეტყველებაში დაფიქსირებულია ომის დაწყების თარიღიც – ეს არის „სარკისებური ორიანების დღე, რომელიც მსოფლიოს შეცვლის“, ანუ 22.02.2022. რეალურად ომი 24 თებერვალს დაიწყო, „5 ორიანის დღეს“ – 24.02.2022. The post ვანგას ძალიან ზუსტი წინასწარმეტყველება რუსეთ-უკრაინის ომზე. სიტყვები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა appeared first on InterPost.ge. View the full article
  24. სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "თინა კანდელაკმა ბინა იყიდა თბილისშიო ხმა გავარდა!!! იმედია ეყოფა ჭკუა და აქ ჩამოსვლას არ გადაწყვეტს დევნილს შეიფარებს ადამიანი, ტყვეს მოუვლის, მაგრამ გამყიდველს???!!!", - წერს მაქარაშვილი. tia.ge
  25. რუსეთის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვა „წითელ ჯვარს“ მიმართავს უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების დასაცავად. რწმუნებულის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსკალკოვამ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ პრეზიდენტ პეტერ მაურერს და უკრაინაში „წითელი ჯვრის“ მისიის ხელმძღვანელ ფლორანს ჟილეტს სთხოვა თანადგომა რუსი სამხედრო ტყვეების ადგილსამყოფლის დასადგენად და მათი უფლებების დაცვის, მათ შორის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინაში საომარი მოქმედებებისას ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების რიცხვი უცნობია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის სამხედრო ძალების პირად შემადგენლობაში არსებული სავარაუდო დანაკარგების შესახებ, თუმცა არ უთითებს ამ დანაკარგებში შედის თუ არა როგორც მოკლული და დაჭრილი, ისე ტყვედ აყვანილი სამხედროების რიცხვი. უკრაინის გენერალური შტაბის მიერ […] REZONANSI
×
×
  • შექმენი...