Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ჟურნალისტი, გრინ ბარეტი: “დღეს მეზობელ მაგიდასთან ახალგაზრდა რუსი გოგო-ბიჭები საუბრობდნენ: – ლუკაშენკო ასე იყო სულ, ორ სკამზე იჯდა, ვითომ ჩვენკენ იყო და თან არც იყო ჩვენკენ. – ხო, მაგან, თუ გახსოვთ, თავის დროზე აფხაზეთი და ოსეთიც კი არ აღიარა. – დიდი ყალთაბანდი ვინმეა, ვერ ენდობი. – ახლა პუწინთან ეგეთები შტუკები აღარ გაუვა უკვე. წილი ნაყარია, – ახლა ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენს წინააღმდეგ!.. და ამას ლაპარაკობდნენ ვითომ პუტუნის რეჟიმს გამოქცეული რუსები… მე კი ვიცნობ მაგათ მოდგმას და ვიცი, რომ “არ გათეთრდების ყორანი…” არასგზით არ გათეთრდების!… და უნდა ვუშვებდეთ თუ არა ამათ უპრაგონოდ ჩვენს ქვეყანაში, ამის განსჯა თქვენთვის მომინდია…” The post “ამას ლაპარაკობდნენ ვითომ პუტუნის რეჟიმს გამოქცეული რუსები…” – გრინ ბარეტი appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასვლა და დახმარებაზე წვდომა. მე ასევე ხაზი გავუსვი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე. ჩვენ შევთანხმდით შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე გამართა სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია. უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ“, – აღნიშნა შარლ მიშელმა. REZONANSI
  3. უკრაინაში არსებული “უსაფრთხოების სერიოზული სიტუაციის გამო“ დიდი ბრიტანეთის ელჩმა ქვეყანა დატოვა – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ელჩი მელინდა სიმონსი საელჩოს თანამშრომლებთან ერთად კიევიდან ლვოვში გადავიდა, სადაც საფრთხე ნაკლებად მწვავედ ითვლებოდა. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის გამო ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა. REZONANSI
  4. ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი: „რა “მოლოტოვის კოქტეილები”, ხალხო, რა “მოლოტოვის კოქტეილები”?! რა კიტრის მწნილის ქილები?! რომელი საუკუნეა, სად ბანაობთ?! მიწასთან გაასწორა ქალაქები და სოფლები, ასეთი რამ ევროპის კონტინენტზე 77 წლის შემდეგ პირველად ხდება და აქ კიტრის მწნილით დრონის ჩამოგდებაზე წერენ! ღმერთმა უშველოს უკრაინელ ხალხს! The post „რომელი საუკუნეა, სად ბანაობთ?!“ – ბონდო მძინარაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის 230 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებითი დახმარების შესახებ განაცხადა. „დადგა მომენტი, როდესაც უკრაინის მეგობრებმა უნდა შექმნან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის კოალიცია იმის გარანტირებისთვის, რომ პუტინი წარუმატებლობას განიცდის ამ კატასტროფულ შეჭრაში“, – განაცხადა ჯონსონმა დღეს, ნიდერლანდელ და კანადელ კოლეგებთან ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ნიდერლანდები მხარდამხარ დგანან რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. „უკრაინის მხარდაჭერის ჩვენი ახალი საერთაშორისო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ხანგრძლივი და უცვლელი დახმარების გასაწევად ახლაც და მომავალშიც და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ“, – განაცხადა ჯონსონმა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 12 დღის განმავლობაში […] REZONANSI
  6. ექიმი კოტე მათითაშვილი: “მტრებო ნა ხუი” … რა მაგარი ემოცია ყოფილა ! ხოდა ნახუიიიი პრორუსებო! ახლა ვინც გაბრაზდა .. 1000000 მაგად ნახუი ! ომი არ გვინდაო , მაგიტომ ჩუმად ვიყოთო, ომი ვის უნდა ??? არავის, არანაირად … მაგრამ ამას ამოფარევული თუ ხარ … ხარ … იდი ნახუი“ The post „ომი არ გვინდაო, მაგიტომ ჩუმად ვიყოთო“ – კოტე მათითაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს: „მავნებლად, ალტ-ინფოდ რომ მოგვევლინა მთავრობაში, არ შეიმჩნიოთ, არაფერი დაწეროთ, არ გაუბრაზდეთ ღმერთო ჩემო შესაძლებლობაო, შესაძლებლობა თქვენ მხოლოდ ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუტიეთ, ყოველ წუთს დაჭრილ-დასახიჩრებულ თანამემამულეებს რომ ეძებენ ნანგრევებში“ The post „არ შეიმჩნიოთ, არაფერი დაწეროთ, არ გაუბრაზდეთ“ – თინა ხიდაშელი appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ ამერიკელები, უკრაინელების მიმართ სოლიდარობის მიზნიათ airbnb- ზე უკრაინის ქალაქებში ჯავშნებს აკეთებენ, ამით ანგარიშებიდან მოხსნილ თანხებს უკრაინელებს ურიცხავენ. გასაგებია, რომ იქ ჩასვლას არ გეგმავენ. სოლიდარობის ძალა“ ALIA.GE
  9. რუსთაველის გამზირიდან უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან. აქციის წევრები სოლიდარობას გამოხატავენ უკრაინის და უკრაინელების მიმართ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ რუსეთისთვის საქართველოს ცა ჩაიკეტოს, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს სავიზო რეჟიმი და გაუქმდეს პრორუსული მედია საქართველოში. აქციაზე შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი. REZONANSI
  10. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების უკრაინული დელეგაციის წევრი, დავით არახამია განმარტავს, რატომ ატარებს ის კეპს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისას. "გადავწყვიტე, რომ გვჭირდება კრეატიული გადაწყვეტილებები. მშვიდობიან დროს მე არასოდეს ვატარებ ამ ქუდებს. მაგრამ იმის გამო, რომ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა და გარკვეული დიპლომატიური პროტოკოლების დაცვა გვიწევს, გადავწყვიტე, გამომეყენებინა კეპი, ამ ქვეყნისადმი ჩემი ნამდვილი დამოკიდებულებები რომ მეჩვენებინა. და მე არ შევწყვეტ მის ტარებას მოლაპარაკებებზე, სანამ მშვიდობა არ იქნება მიღწეული, უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით", - აცხადებს ინტერვიუსას არახამია. tia.ge
  11. რუსეთმა ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დერეფნებს შესახებ შეთანხმება კვლავ დაარღვია – ბრძოლები გრძელდება.სააგენტო Associated press-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთმა მეორედ დაარღვია და ოკუპანტი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე.აღნიშნულს ეხმიანება, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო:”რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სარაკეტო თავდასხმებს და დაბომბვებს კიევზე, ​​მარიუპოლზე, ვოლნოვახაზე, სუმიზე, მიკოლაევზე, ​​ხარკოვსა და სხვა დასახლებებზე. ეს შეუძლებელს ხდის უკრაინელი და უცხოელი მოქალაქეების ჰუმანიტარული კოლონების უსაფრთხოდ გამგზავრებას, ასევე მათთვის მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას. ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ მოსკოვის მცდელობებს, აიძულოს ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომ რუსეთსა და ბელარუსში წავიდნენ. აღნიშნული ქმედება მიუღებელია პროვოკაციების მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, მათ შორის ევაკუირებული მძევლების აყვანის ან რუსული არმიის მიერ მათი ცოცხალ ფარად გამოყენების […] REZONANSI
  12. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, მიხეილ სააკშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და უკრაინელი კოლეგისთვის, ვოოდიმირ ზელენსკისთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებას ითხოვს: "დღეს, უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის ფედერაცია უმოწყალოდ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, კლავს ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, დამიზნებით ესვრის მშვიდობიან მოქალაქეებს, წვავს ბაღებსა და სკოლებს. პუტინის რეჟიმი ახორციელებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს, რათა იმპერიალისტური სურვილები დაიკმაყოფილოს, მსოფლიოს თავს მოახვიოს გავლენის სფეროები, სახეცვლილი საბჭოთა კავშირის სახით აღადგინოს ბოროტების იმპერია და მეზობელ ერებს წარმატებისა და ბედნიერების შესაძლებლობა წაართვას. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მძიმე ვითარება, 2008 წელს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული არმია იყო თავისუფლების სადარაჯოზე. დღეს, უკრაინაში წყდება როგორი იქნება სამყარო შემდგომ ათწლეულებში - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითრების ნავსაყუდელი, თუ ბოროტების, ძალმომრეობის და დიქტატურის ასპარეზი. ამ ღირებულებითი ბრძოლის წინა ხაზზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი და გმირი უკრაინელი ხალხია. პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის ეს თავგანწირული ბრძოლა საქართველოსთვის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც არის, ჩვენი შვილების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის და მისი გუნდის სიმამაცის, პრინციპულობასა და გაუტეხლობაზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალიც - ვიქნებით ძლიერი, უსაფრთხო, თავისუფალი სახელმწიფო, თუ რუსეთის მორჩილებაში არსებული ჩამორჩენილი ტერიტორია. საყოველთაო აღიარებით, დღეს, პრეზიდენტ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერია, თავისუფლებისა და ბრძოლის სიმბოლო, სიმამაცის და რწმენის მაგალითი. საქართველოს მოქალაქეები კი ერთსულოვნად თანხმდებიან, მისი დამსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე არის შეუფასებელი. ჩვენ კი, ჩვენის მხივ, მას და გმირ უკრაინელ ხალხს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა, გვერდზე დგომა და აქტიური მოქმედებები უნდა შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, მივმართავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების სახელით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება", - წერს სააკაშვილი. tia.ge
  13. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს. ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საგნების შერჩევა და შეძენა პროკურატურის წარმომადგენლების მიერ უკრაინულ მხარესთან აქტიური კონსულტაციის შედეგად განხორციელდა. ჰუმანიტარული ტვირთი სხვადასხვა დახმარების საგნებს, კერძოდ კი – ჩვილი ბავშვის საკვებს, ბავშვის კვების აქსესუარებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ საშუალებებს და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს მოიცავს. საქართველოს პროკურატურა უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს. The post საქართველოს პროკურატურამ უკრაინელი ბავშვებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გართულების გამო, უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ქვეყანა დატოვა. ტრასის ინფორმაციით, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ელჩი, მელინდა სიმონსი საელჩოს დარჩენილ პერსონალთან ერთად დედაქალაქ კიევიდან უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლვოვში გადავიდნენ. ლიზ ტრასის თქმით, ამჟამად მთელი უკრაინის მასშტაბით დიდი ბრიტანეთის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა დახურულია. The post ვითარების გართულების გამო, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ინიციატივით გამოდის და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელები "ფაიზერის" ვაქცინით, უფასოდ უნდა აიცრან. "ყველა უკრაინელს, რომელიც ამჟამად არის საქართველოში, უნდა მივცეთ საშუალება, ფაიზერის ვაქცინით საქართველოში უფასოდ აიცრან! ????????გაიცეს საქართველოში არსებული ევროპული ???????? ვაქცინაციის საბუთი უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასოდ! ჩვენ ეს შეგვიძლია! Слава Україні!", - წერს ფხაკაძე. tia.ge
  16. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის განცხადებით, მიუხედავად უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები „ქვასავით მტკიცეა“. “რაც არ უნდა სახიფათო იყოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი და რუსეთი შეინარჩუნებენ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს და განაგრძობენ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის წინ წაწევას. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას გამოარჩევს მისი დამოუკიდებლობა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩვენი ურთიერთობა მესამე მხარის ჩარევისგან თავისუფალი იყოს,“ – განაცხადა ვანგ იმ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს ოფიციალურად ჯერაც არ დაუგმია რუსეთის სამხედრო აგრესია. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს “კომპლექსურს“ უწოდებს. ამ ეტაპზე ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაცია უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით შემოიფარგლება. “კომპლექსური პრობლემების მოგვარება სიმშვიდეს და რაციონალურობას მოითხოვს და არა ცეცხლზე ნავთის დასხმას,” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. ვანგ ის თქმით, ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან და კონფლიქტის მოგვარებაში მედიატორის როლიც კი შეასრულოს. წყარო The post “რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ქვასავით მტკიცეა” – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. ჰაკერული დაჯგუფება, "ანონიმუსი" მორიგ კიბერთავდასხმაზე წერს, რომელიც მათ აგრესორ რუსეთის ტელეარხებზე განახორციელეს. "ანონიმუსმა" დაჰაკა რუსული არხები და უკრაინის დაბომბვის რეალური კადრები ჩვანე", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჰაკერული ჯგუფი ფეისბუქზე ავრცელებს. tia.ge
  18. უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს: დღეს, უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის ფედერაცია უმოწყალოდ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, კლავს ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, დამიზნებით ესვრის მშვიდობიან მოქალაქეებს, წვავს ბაღებსა და სკოლებს. პუტინის რეჟიმი ახორციელებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს, რათა იმპერიალისტური სურვილები დაიკმაყოფილოს, მსოფლიოს თავს მოახვიოს გავლენის სფეროები, სახეცვლილი საბჭოთა კავშირის სახით აღადგინოს ბოროტების იმპერია და მეზობელ ერებს წარმატებისა და ბედნიერების შესაძლებლობა წაართვას. დღეს, უკრაინაში წყდება როგორი იქნება სამყარო შემდგომ ათწლეულებში – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითრების ნავსაყუდელი, თუ ბოროტების, ძალმომრეობის და დიქტატურის ასპარეზი. ამ ღირებულებითი ბრძოლის წინა ხაზზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი და გმირი უკრაინელი ხალხია. პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის ეს თავგანწირული ბრძოლა საქართველოსთვის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც არის, ჩვენი შვილების სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლა. უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის და მისი გუნდის სიმამაცის, პრინციპულობასა და გაუტეხლობაზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალიც – ვიქნებით ძლიერი, უსაფრთხო, თავისუფალი სახელმწიფო, თუ რუსეთის მორჩილებაში არსებული ჩამორჩენილი ტერიტორია. საყოველთაო აღიარებით, დღეს, პრეზიდენტ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერია, თავისუფლებისა და ბრძოლის სიმბოლო, სიმამაცის და რწმენის მაგალითი. საქართველოს მოქალაქეები კი ერთსულოვნად თანხმდებიან, მისი დამსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე არის შეუფასებელი. ჩვენ კი, ჩვენის მხივ, მას და გმირ უკრაინელ ხალხს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა, გვერდზე დგომა და აქტიური მოქმედებები უნდა შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, მივმართავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეების სახელით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, – წერს მიხეილ სააკაშვილი. The post “მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება ვოლოდიმირ ზელენსკის” – სააკაშვილი ზურაბიშვილს მიმართავს appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. “რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებობს საპროტესტო, დიდი წერილი, რომელსაც ხელს მსოფლიოში ცნობილი რუსი ხელოვანები აწერენ… ამ წერილს ჩემი ხელმოწერაც ახლავს და ერთადერთი ვარ რუსეთის ქვეყნის გარეთ მყოფი ხელოვანებიდან, ვინც ხელი მოაწერა… ომის დაწყებიდან პირველივე დღეს შედგა ეს წერილი… თავად ვესაუბრე ოლეგ ბასილაშვილს, სხვებსაც, რომლებიც უკიდურესად აღშფოთებულები იყვნენ”, – უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კვირის პალიტრას გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი ესაუბრა. ნიკოლაი სვენტიცკი: – საშინელებაა დღეს რაც ხდება, დიდი სისულელე მისი მხრიდან, ვინც ომი დაიწყო! – რუსეთმა – ვლადიმერ პუტინმა დაიწყო? – რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, მან დაიწყო, აბა, მე ხომ არ დამიწყია?! – საქართველოს მთავრობის პოზიციაზე რას იტყვით? – მთავრობისა და ხალხის მხრიდან ნამდვილად არის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა… კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეხმარება, სასტუმროები უფასოა… მოსახლეობა ეხმარება და ეფერება უკრაინელებს. ასე უნდა გაგრძელდეს და ადამიანები მაქსიმალურად გვერდით უნდა დავუდგეთ… მთავრობამ მხარი არ დაუჭირაო, რომ ამბობენ, მე ასე არ ვფიქრობ. რასაკვირველია, მხარდაჭერა არის, მაგრამ ჩვენ ომში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავებათ. პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს მაგის საშუალება, დიდ ქვეყნებს ვეომოთ. სამწუხაროდ, მე ძალიან კარგად მახსოვს 2008 წელი, მანამდე რა ომებიც გადავიტანეთ, აქამდე გრძელდება ჩვენი ტანჯვა. დღემდე ვერ ჩავდივართ ოსეთში, აფხაზეთში, მე, პირადად, სოხუმში მაქვს ბავშვობა გატარებული, რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს მიწებია და ძალიან გვტკივა. – კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თქვენ საქართველოში გაზრდილი, ეროვნებით რუსი ბრძანდებით… – დიახ, საქართველოში გაზრდილი ვარ, ორი თაობა აქ ვცხოვრობთ… ეს ჩემი ქვეყანაა, ჩემი მიწა-წყალია. რა ვქნა, სხვა არ მაქვს, აქ დავიბადე და აქ მოვკვდები! – სოციალური ქსელი მოიცვა განცხადებამ – “მე ვარ ეროვნებით ქართველი და არ მსურს რუსი ეროვნების თუნდაც ტურისტად შემოვიდესო”… – დიახ, მეც ბევრგან შემხვდა და, რა თქმა უნდა, დიდ შეცდომად მივიჩნევ. კიდევ კარგი, ეს ქვეყნის ოფიციალური პოზიცია არ არის… არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება, რადგან რუსეთში მილიონ-ნახევარი ქართველი ცხოვრობს და ხომ არ შეიძლება იქაურმა მოსახლეობამ ქართველებს ასე აგინოს?! ყველას უნდა მოვეფეროთ, რადგან ისინი ტურისტები კი არა, რეჟიმს გამოქცეული ხალხია. არანაირი ჯაშუშები ეგენი არ არიან, არ სურთ ჯარში წასვლა და ომში მონაწილეობის მიღება. იხ. სრულად: kvirispalitra.ge The post “მე, ეროვნებით რუსი ხელოვანი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ომი არ იყოს ჩემს ქვეყანაში – საქართველოში”- ნიკოლაი სვენტიცკი appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, რუსეთის საელჩოში სატვირთო მანქანა შევარდა. როგორც სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სატვირთომ საელჩოს დახურული ჭიშკრი შეანგრია. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პროტესტანტებმა საელჩოს ეზოს კედლებზე წითელი საღებავებიც შეასხეს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავენ. გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ქვეყანში 1207 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს ან დაჭრეს. Video shows a truck reversing through the closed gates pic.twitter.com/A7Wdq7aGq1— NEXTA (@nexta_tv) March 7, 2022 A truck has been driven through the gates of #Russian Embassy in #Dublin Russian Embassy has been focus of protests over Russia’s invasion of Ukraine, with paint thrown over the insignia outside the gates and calls for ambassador Yuriy Filatov and other diplomats to be expelled. pic.twitter.com/1rtUCaLxS1— NEXTA (@nexta_tv) March 7, 2022 tia.ge
  21. ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა: ვერძი იღბლიანი დღეა, რაღაც ძალიან მნიშვნეოვანი მოხდება თქვენს ცხოვრებაში. ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კარგი ფორმა. მოსალოდნელია გაცემული ფული უკან დაგიბრუნდეთ. მარტივად მოაგვარებთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სიყვარული თქვენ ცხოვრებას გაალამაზებს. კურო დაგეგმილი მოგზაურობა დადებითი ემოციით აგავსებთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. ფინანსების სწორი მართვა შემოსავალს დაასტაბილურებს. საინტერესო სამუშაო გარემო თქვენი მუშაობის ხარისხს გაზრდის. შეყვარებულთან ერთად საღამოს კარგ ატმოსფეროში გაატარებთ. ტყუპები მეგობრებთან ერთად საინტერესო ვახშამი საღამოს სასიამოვნო დასასრულია. აკადემოურ ფრონტზე წარმატებას მიაღწევთ. სამსახურში უფროსი თქვენ შრომას დააფასებს. ოჯახში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა. კარგი დროა თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა შეაფასოთ და მიიღოთ გადაწყვეტილება. კირჩხიბი მოსალოდნელია საქმიანი ვიზიტით წახვიდეთ საზღვარგარეთ. პროფესიულ საქმიანობაში იმაზე მეტს მიაღწევთ ვიდრე გგონიათ. ხარჯების ზრდა ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით. ჯანმრთელობის პრობლემა წარსულს ჩაბარდება. კარიერული კუთხით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადადგათ სწორი ნაბიჯები. ლომი დღეს კარგი დღეა, შეყვარებული და ოჯახის წევრები თქვენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოცვას და თვალყური ადევნეთ მიმდინარე მოვლენებს. ფინანსური კუთხით ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდება. სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. ქალწული ადამიანების დახმარება დადებითი ემოციით აგავსებთ. მოგზაურობა ახალ გამოცდილებას და ემოციას მოგიტანთ. მეგობართან კამათი დაგამწუხრებთ. პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა გაქვთ და მალე მიაღწევთ სასურველ მიზანს. მეგობრის რჩევა გამოგადგებათ ფინანსების გასაუმჯობესებლად. დიდი ხნის ურთიერთობა შესაძლოა ქორწინებით დასრულდეს. სასწორი მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. კარგი იქნება აიღოთ შვებულება და ცოტა ხნით დაივიწყოთ ყოველდღიური პრობლემები. ოჯახი მუდამ მხარს დაგიჭერთ. ახალი ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტათ. ემოციური დღე გექნებათ და შესაძლოა გული მარტივად გეტკინოთ. მორიელი მოგზაურობა იმაზე სახალისო და საინტერესო იქნება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით გგონიათ. ქონების შესაძენად ხელსაყრელი პერიოდია. ინვესტიციის ჩადების კარგი შესაძლებლობა გექნებათ. ოჯახის პატარა წევრს თავისი ოცნების ასახდენათ თქვენი დახმარება დასჭირდება. შეყვარებული გულს გატკენთ და განწყობას გაგიფუჭებთ. მშვილდოსანი ახალი გამოცდილებისა და უნარების შესასწავლად კარგი პერიოდია. ქონების გასაყიდად და ახალი შემოსავლის საძიებლად შესაფერისი პერიოდია. კარგი იქნება თუ ოჯახს მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობთ. შეძლებთ მარტივი გამოსავალი იპოვოთ კრიტიკული სიტუაციიდან, რაც გაზრდის თქვენ ავტორიტეტს. თხის რქა შესაძლოა ახალი სახლი შეიძინოთ. დღეს ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით და ეცადეთ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. კარგი იქნება თუ არაჯანსაღ საკვებზე უარს იტყვით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხარჯებს. მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ. მერწყული თქვენს წინ უამრავი ახალი შესაძლებლობაა, მთავარია სწორი არჩევანი გააკეთოთ. ვარჯიში და ჯანსაღი კვება ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. სამსახურში ყველა დავალებას მარტივად შეასრულებთ. უცხო ადამიანზე საინტერესო შთაბეჭდილებას მოახდენთ და შესაძლოა თქვენსკენ პირველი ნაბიჯიც გადმოდგას. თევზები პროფესიულ საქმიანობაში ყველაფერი კარგად მიდის. თქვენი პასუხისმგებლობის შეგრძნება ყველას გააოცებს. სამსახურში ფოკუსირდით საქმეზე და შეასრულეთ დაკისრებული დავალება. მოსალოდნელია მცირე პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ არ განაწყენდეთ ყველაფერი მალე მოგვარდება. საყვარელი ადამიანი თქვენი განწყობის ასამაღლებლად ყველაფერს გააკეთებს. tia.ge
  22. ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. მომლაპარაკებელთა შორის უკრაინის მხრიდან არიან ფრაქცია„ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავენ. გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ქვეყანში 1207 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს ან დაჭრეს. tia.ge
  23. გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ქვეყანში 1207 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს ან დაჭრეს. კერძოდ, რუსმა აგრესორებმა 406 ადამიანი მოკლეს, დანარჩენები კი დაჭრეს. რუსული სამხერდო ინტერბენციის სედეგად, სულ მცირე, 39 ბავშვია დაღუპული. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავენ. tia.ge
  24. ტრაგედია ზესტაფონში - კომისარიატის ყოფილი შენობის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სემთხვევის შედეგად, ასევე დაშავდა ორი ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. tia.ge
  25. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელოვეჟსკში მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ადასტურებს. შესაბამის ინფორმაციას ბელარუსში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასიც“. შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა. REZONANSI
×
×
  • შექმენი...