Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ბრიტანული „Financial Times“-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობას სთხოვს მას შემდეგ რაც ის უკრაინაში შეიჭრა.გამოცემა აღნიშნავს, რომ ამან გააჩინა შიში თეთრ სახლში, რომ ჩინეთმა შესაძლოა რუსეთს დახმარება გადაწყვიტოს და შეარყიოს უკრაინის დასახმარებლად მიმართული დასავლეთის ძალისხმევა.„აშშ-ს სხვა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ იყო ნიშნები იმისა, რომ რუსეთს ეწურებოდა გარკვეული სახის შეიარაღება, რადგან უკრაინაში ომი მესამე კვირას უახლოვდება“, – ნათქვამია ბრიტანული გამოცემის პუბლიკაციაში.შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი იტალიის დედაქალაქ რომში ჩინელ მაღალჩინოსანთან, საგარეო პოლიტიკის უფროს მრჩეველ იან ცზეჩისთან მოლაპარაკებებისთვის გააგზავნა, რომელიც 14 მარტს გაიმართება.დასავლური მედიის […] REZONANSI
  2. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილის თაობაზე განხილვა მიმდინარეობს. ამის შესახებ პოდოლიაკმა ტელეკომპანია “24”-ის ეთერში განაცხადა, იუწყება Censor.NET-ი.ამავე ინფორმაციით, ასევე მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით.პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივ კავშირშია რუსეთის წარმომადგენლებთან, “აგრესორი ქვეყანა უკვე აცხადებს, რომ მზადაა ვლადიმერ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი დიალოგისთვის”.„ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს და ვმუშაობთ შეთანხმებების პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის პოზიციას და როცა ეს უკვე შემუშავებული, შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები უკვე შეძლებენ შეხვდნენ და შეიმუშაონ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო დებულებები… მე ვფიქრობ, რომ ამდენი დრო არ დაგვჭირდება“, – განაცხადა პოდოლიაკმა. REZONANSI
  3. მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ახლა არ მიმდინარეობს და ის ორშაბათს, 14 მარტს არის დაგეგმილი , – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.იმავდროულად, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები “ახლა” მიმდინარეობს.”არა. მოლაპარაკებები ხვალ არის დაგეგმილი”, – განაცხადა პესკოვმა.მანამდე რუსეთის დელეგაციის წევრმა, სახელმწიფო დუმას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ წინა რაუნდებთან შედარებით, მოლაპარაკებების პროცესში მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.მისი თქმით, ეს პროგრესი შეიძლება „უახლოეს რამდენიმე დღეში გადაიზარდოს ორივე დელეგაციის საერთო პოზიციად, ხელმოწერის დოკუმენტებად“. REZONANSI
  4. უკრაინის ეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ „უკრენერგომ“ დაასრულა სარემონტო სამუშაოები და განაახლა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.„უკრენერგოს“ ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სპეციალისტებმა დაასრულეს სარემონტო სამუშაოები და აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და ქალაქ სლავუტიჩზე.შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტრო სისტემა 9 მარტს, რუსული თავდასხმის დროს დაზიანდა. REZONANSI
  5. Yarmolenko pic.twitter.com/IXMGaTSz5E — GoncaloDias17 (@goncalo_diass17) March 13, 2022 The post ანდრეი ირამოლნეკოს ემოცია “ასტონ ვილას” კარში გატანილი გოლის შემდეგ (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. 13 მარტს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენი” საკუთარ მოედანზე “ბორდოს” დაუპირისპირდა. მატჩის დაწყების წინ და მატჩის მიმდინარეობისას, პარიზელი ფანები ნეიმარსა და მესის უსტვენდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი არ უსტვენდნენ კილიან მბაპეს და მას მხოლოდ ამხნევებდნენ. PSG fans react to Kylian Mbappé, Leo Messi and Neymar's name being announced at the stadium. pic.twitter.com/Q6CI2HVkyY — Football Tweet  (@Football__Tweet) March 13, 2022 Loud boos and whistles are continuing from PSG home fans every time Lionel Messi or Neymar touch the ball at the Parc des Princes.#PSG #Ligue1 | #PSGFCGBpic.twitter.com/lqd8DJ0U2z — Ronald Morgan (@ronaldmorgan_) March 13, 2022 PSG fans are booing Messi and Neymar early into the game.. pic.twitter.com/kuB8aL7mi7 — smritz (@prix_lfc_fcg) March 13, 2022 Messi getting boos at PSG’s “home stadium”. These aren’t real fans pic.twitter.com/ySZfrKByb2 — Barca Eleven (@BarcaEleven_) March 13, 2022 The post “პარი სენ-ჟერმენის” ფანები ნეიმარსა და მესის უსტვენენ (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. დანიელი ანდერს დრეიერისა და შვედი სეად ჰაკსაბანოვიჩის წასვლის შემდეგ “რუბინი” კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ხორვატმა ფილიპ ურემოვიჩმა დატოვა. 25 წლის ურემოვიჩი “რუბინის” კაპიტანია და გუნდში 2018 წელს მივიდა, როცა 1 მილიონი ღირდა. ახლა 7 მილიონად არის შეფასებული. ჯერჯერობით, “რუბინში” რჩება ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, ტრავმირებული სამხრეთ კორეელი ჰვანგი, ტუნისელი მონტასარ ტალბი, ბელარუსი ვიტალი ლისაკოვიჩი. The post ყაზანის “რუბინი” კაპიტანმა დატოვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ოლქში დნეპროუდნის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ზაპორიჟიას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.„ომის დანაშაულები სისტემური ხდება. დნეპროუდნის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს“, – წერს სტარუხი.შეგახსენებთ, რომ ეს რუსების მიერ მერის მეორე გატაცებაა ზაპოროჟიეს რეგიონში. 11 მარტს რუსმა დამპყრობლებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი. REZONANSI
  9. უკრაინაში ომია – შაბათის ეთერი ტვ პირველზე ინგა გრიგოლიას და გიორგი ნიორაძის ღამის ამბების გადაცემის დასრულებისას უკრაინელი აქტივსტები პირდაპირ ეთერში გაშიშვლდნენ. The post (ვიდეო) ნახეთ რა მოხდა ტვ პირველის პირდაპირ ეთერში appeared first on InterPost.ge. View the full article
  10. “ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო! დღეს არის დღე, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მიგვანიშნებს, ვინ ვის მხარესაა. რუსული ბომბი მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაეცა. შენობა ბოლომდე დანგრეულია. ამ დროისთვის 17 დაშავებული გვყავს. მაინტერესებს, რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ფედერაციას საბავშვო ბაღი ან სამშობიარო? ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სამშობიაროებისა და საბავშვო ბაღების ეშინია და მათ ანადგურებს. ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო, ერთიანები უნდა ვიყოთ და რუსეთს პასუხი ერთად უნდა ვაგებინოთ ჩადენილი დანაშაულისთვის. სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხორციელდება უკრაინელების გენოციდი. ევროპელებო, თქვენ ვერ იტყვით, რომ არ გინახავთ, რა დაემართათ უკრაინელებს, რა დაემართა მარიუპოლის მოსახლეობას. თქვენ ნახეთ, იცით. ჩვენ არ გავაკეთეთ და არც არასოდეს გავაკეთებდით ამ ომის დანაშაულის მსგავსს დონეცკის, ლუგანსკის ან რომელიმე სხვა რეგიონის ქალაქში. სანქციები ისე უნდა გაამკაცროთ, რომ მათ ამ გენოციდის გაგრძელება ვერ შეძლონ. ისეთი ზეწოლა უნდა მოახდინოთ რუსეთზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ეს სიმხეცე შეაჩერონ. ყველა ხერხით ვცდილობთ, მსოფლიოს ლიდერებს ის გავაკეთებინოთ – ან ჩაკეტონ ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, ან თვითმფრინავები მოგვცენ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. მათი სიჩუმე მკვლელობის ტოლფასია… მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება და ამ დროისთვის, 35 000 ადამიანია გადარჩენილი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევჩენკოს პრემია გადავცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ ეროვნული კულტურის გაძლიერებაში. იმედი მაქვს, როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, ჩვენს კულტურასაც ყურადღება მიექცევა. მას უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. The post “მივიღე გადაწყვეტილება რომ…“ – რამდენიმე წუთის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიახლე გააჟღერა appeared first on InterPost.ge. View the full article
  11. იხილეთ ვიდეო The post “კაკალსაც ვამტვრევ ერთი ადგილით” – ნიაზ მამრიკიშვილი რუმინეთთან ბოლო წუთებში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. „რუსმა ოკუპანტებმა სვიატოგორსკის ლავრას საჰაერო დარტყმა მიაყენეს,“ – აცხადებს სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი. მისივე თქმით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. „რუსმა ოკუპანტებმა სვიატოგორსკის ლავრას საჰაერო დარტყმა მიაყენეს. ბომბი ხიდიდან 50 მეტრში აფეთქდა, რომელიც ლავრის შესასვლელთან მდებარეობს. აფეთქების ტალღამ ყველა ფანჯარა და კარი ჩამოაგდო. შენობებში ენერგია გაითიშა. გარდაცვლილები არ არიან, დაჭრილები სვიატოგორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი დები და ძმები ევაკუირებული იქნა მონასტრის მარნებში. ამჟამად მონასტერში 520 ადამიანია, მათგან 200 ბავშვია. “სვიატოგორსკისა და სვიატოგორსკის ლავრის ტერიტორიაზე არ იყო სამხედრო ფორმირებები. საგაერო დარტყმა მიაყენეს მშვიდობიან ქალაქს და უკრაინის სამი სალოცავიდან ერთ-ერთს”, – განაცხადა სვიატოგორსკის მიტროპოლიტმა არსენმა. The post ოკუპანტებმა სვიატოგორსკის ლავრა დაბომბეს appeared first on InterPost.ge. View the full article
  13. გიორგი მამარდაშვილმა “ხეტაფეს” წინააღმდეგ კარი მშრალად შეინახა, მაგრამ მატჩის 71-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, რაც კინაღამ გოლად დაუჯდა. მამარდა Var-მა გადაარჩინა. გიორგიმ 6 სეივიც განახორციელა. The post მამარდაშვილის შეცდომამ რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ გადარჩა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ “ტვ პირველის” ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კახა კალაძესთან საუბარი არ ჰქონია. “გულწრფელად ვამბობ, შეიძლება გამომრჩა ზარი, მაგრამ მე მასთან არ მისაუბრია” – განაცხადა ვიტალიმ. რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ კლიჩკოსთან ილაპარაკა, მოიკითხა, ყოფილმა ჩემპიონმა მიმდინარე მოვლენებზე მოუყვა და თხოვა, ისეთ ქალაქებს დახმარებოდა, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებოდა. ველით, კახას გამოხმაურებას… The post “კალაძესთან არ მისაუბრია” – კლიჩკოს მოულოდნელი განცხადება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით თარგამაძემ, რომელსაც კარიერის განმავლობაში “შახტარში”, “ოლექსანდრიასა” და “მარიუპოლში” უთამაშია, გადაცემა Sportშოუ-ში ანატოლი ტიმოშჩუკზე ისაუბრა. “ალბათ, საკმარისად არ უყვარს თავისი ქვეყანა, ისე როგორ უნდა უყვარდეს ყველა პატრიოტს. არანაირ ფინანსურ მოგებას არანაირი აზრი და ფიქრი არ აქვს, როცა შენ კარგად ხარ, ამ დროს კი შენ ქვეყანას უჭირს. მითუმეტეს, იმ სახელმწიფოში მუშაობ, რომელიც ქვეყანას ოკუპაციას უკეთებს, ყველაზე საშინელი რამაა. ბიჭებს ვისაც ველაპარაკე, ყველა მაგას აგინებს. ამდენი ბავშვი იღუპება, ამდენი ადამიანი, შენ კიდე ზიხარ თბილად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ მილიონს იღებ. ნებისმიერ ადამიანს ღამე რომ დაეძინება, ერთი ორ წუთიანი ფიქრი მაინც ექნება, სად ვარ ახლა და ჩემ ქვეყანას რა სჭირსო”, – განაცხადა თარგამაძემ. მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი 2017 წლიდან მოყოლებული “ზენიტის” მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს და უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული ხმა არ ამოუღია. The post დავით თარგამაძე: “უკრაინაში ვისაც ველაპარაკე, ყველა ტიმოშჩუკს აგინებს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რიკოთის გზაგამტარზე, რომლის შედეგადაც 3 პოლიციელი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. The post რიკოთის გზაგამტარზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პოლიციელი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  17. რას ითვალისწინებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა? პროგრამის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით. ვის შეუძლია ისარგებლოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით? ამ პროგრამის ბენეფიციარია ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება ან ეს მაჩვენებელი არ აღემატება 200-ს და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით, იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი. დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, ბავშვი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ხოლო მშობელი საქართველოს მოქალაქე / საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე. 2021 წელს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონები (მიმდინარე წლის მონაცემებით, 2022 წელს პროგრამაში ახალი რეგიონის ჩართვა გათვალისწინებული არ არის). ვის აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება? ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ მამას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს. რა სახის დოკუმენტებია საჭირო ფულადი დახმარების დასანიშნად? ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება (ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად) წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ახლად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში – საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა); კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი; მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები; საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად. რა თანხას შეადგენს ბენეფიციარზე გათვალისწინებული დახმარება? ფულადი დახმარება ინიშნება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (ბავშვის 2 წლის ასაკის შერულების თვის ჩათვლით) და შეადგენს: მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 200 ლარს, ხოლო ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 150 ლარს. (მეორე და მესამე ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპისცალი). რა შემთხვევაში წყდება ფულადი დახმარების გაცემა? ფულადი დახმარება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის (შესაბამისი წყაროს მითითებით) წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: განცხადებით მიმართვისას – განცხადება; ბენეფიციარის გარდაცვალებისას – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია; ბენეფიციარის 2 წლის ასაკის შესრულების თვის მომდევნო თვიდან; იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ზედიზედ ორი თვის განმავლობაში, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენილი წესით გადამოწმებისას, არ დასტურდება ბენეფიციარის მიმართ დახმარებაზე უფლების განმსაზღვრელი გარემოებები, დახმარება შეწყდება შეჩერების დღიდან, მიუხედავად ოჯახის ბოლო გადამოწმების შემდეგ წარმოშობილი/გაცხადებული გარემოებებისა; ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლისას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დანიშვნის ადგილის პირობებს; თუ ბენეფიციარი იმყოფება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (რეინტეგრაცია/მინდობითი აღზრდა, თავშესაფარი და სხვა); ზ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან. შეწყვეტის შემდეგ დახმარების ახლიდან დანიშვნა განხორციელდება საერთო წესით (ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან). წყარო:ambavi.club The post “2 წლამდე ყველა ბავშვი მიიღებს 200 ლარიან დახმარებას რომელიც..” – ნახეთ ხართ თუ არა სიაში და როგორ უნდა მიიღოთ დახმარება appeared first on InterPost.ge. View the full article
  18. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “ამჟამად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მთლიანად გათიშულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებიდან. სადგური გათიშულია. ხელმისაწვდომი დიზელის გენერატორების რესურსი განკუთვნილია უსაფრთხოების სისტემების მუშაობისთვის 48 საათის განმავლობაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ უკრაინელ ხელოსნებს ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად უარი უთხრეს. სამაგიეროდ, შევიდნენ ბელარუსი სპეციალისტები. “ოკუპანტებმა სადგურში შესასვლელად უკრაინელ ხელოსნებს უარი უთხრეს. სამაგიეროდ იქ ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით „ბელარუსი სპეციალისტები“ წავიდნენ. მათ შორის, ატომურ ელექტროსადგურებზე რუსი დივერსანტებიც შედიან ტერაქტის მოსაწყობად“, – წერია განცხადებაში. The post ვლადიმერ პუტინის საზარელი გეგმა – ცნობილია რას გეგმავს რუსეთის დიქტატორი appeared first on InterPost.ge. View the full article
  19. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მისი პროგნოზით ეს ომი არ იქნება ერთი ან ორ თვიანი, არამედ დიდხანს გაგრძელდება თუ რუსეთმა დიდი ქალაქები ვერ აიღო. ”საკმაოდ ხანგრძლივი კონფლიქტია, ეს არ არის ერთ ან ორთვიანი, არა, ეს გაიწელება საკმაოდ დიდხანს. ზელენსკიმ შეიძლება თავი შემდგომ დასავლეთ უკრაინას შეაფაროს, პოლონეთთან ჰქონდეს საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები. ნუ დაგვავიწყდება, რომ პოლონეთსაც უკავია თვალი დასავლეთ უკრაინაზე. ისინი დღესაც თვლიან, რომ დასავლეთ უკრაინა მათი ტერიტორიაა და ლვოვი მათი ქალაქია. მე არაერთხელ მისაუბრია პოლონელებთან. დღემდე სჯერათ ამისი და არც ერთ შანსს არ გაუშვებენ. თუ უკრაინაში დაიწყება დაშლის პროცესი, არ არის გამორიცხული რომ მათ საკუთარ ტერიტორიაზე დასავლეთ უკრაინის შეერთება მოინდომონ. მათი რუკებიც მაქვს ნანახი, როგორც თურქეთი ამბობს, რომ აჭარა ჩვენია, ასე ამბობენ პოლონელებიც. სხვათაშორის, დასავლეთ უკრაინა 3 საუკუნის მანძილზე იყო პოლონური.​ უკრაინული ენა რუსულისა და პოლონურის ნაზავია, აქედან შეიქმნა. მარტის მანძილზე შეტევები იქნება, აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება ამ პროცესისთვის. რადგან აპრილში მოხდება შემდეგი ცვლილებები: მერკური – ინტელექტის, გონების, კომუნიკაციის მმართველი პლანეტაა, რომელიც ახლა სიტუაციას ურევს, რადგან ვერძის ზოდიაქოს და თევზების გასაყარზეა და ვერძი ძალიან აგრესიულია, გადავა ყველაზე მშვიდობიან ნიშანში – კუროში. 10 აპრილიდან ადამიანების ტვინები დამშვიდდება, ცხელი თავები აღარ ექნებათ. ყველას მოუნდება მოლაპარაკება სერიოზულ დონეზე. მოლაპარაკებები ახლაც არის, მაგრამ არ სრულდება, რადგან ყველაფერი ნაჩქარევია. 10 აპრილის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. ახლა რუსებმა რომ აიღონ მნიშვნელოვანი ქალაქები, პარტიზანული ბრძოლა აუცილებლად გაიმართება იქ, ასე ადვილად უკრაინა არ დანებდება. ამის გამოცდილება მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული აქვთ. ეს ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით. 30 აპრილი იქნება გადამწყვეტი – ეს არის მზის დაბნელება უკრაინის ზოდიაქოს ნიშანში, აქ საბოლოოდ გადაწყდება უკრაინის ბედი. აქ ერთვება აშშ, ევროპის წამყვანი ქვეყნები, წავა სერიოზული მოლაპარაკება რუსეთთან“, – განაცხადა ასტროლოგმა „დილა მშვიდობისა საქართველოში წყარო:geonewest.com The post ”10 აპრილის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება… ზელენსკიმ შეიძლება…” – ნახეთ რას ამბობს მიხეილ ცაგარელი უკრაინის ომზე appeared first on InterPost.ge. View the full article
  20. დღეს მთელი დღე სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაციები რო პირველადი პროდუქტები მაღაზიებში ძალიან ნაკლებად არის, განსაკუთრებით კი შაქარი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას რომ ძნელად იშოვება. ეკო­ნო­მის­ტი ოთო აბე­სა­ძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოც ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ტყუ­ი­ლად იყი­დეთ შა­ქა­რი. ქარ­თუ­ლი ბაზ­რის 91% – ს შაქ­რით ამა­რა­გებს ბრა­ზი­ლია და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. შა­ქა­რი დახ­ლებ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით დაბ­რუნ­დე­ბა 15-20% იანი ფას­ნა­მა­ტით. რაც შე­ე­ხე­ბა ზეთს და ფქვილს, აქ ნამ­დვი­ლად რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნაა მთა­ვა­რი იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი, თუმ­ცა არ შე­იქ­მნე­ბა მათ­ზე დე­ფი­ცი­ტი ვი­ნა­ი­დან WTO – ს წევ­რი ქვე­ყა­ნა ვართ (მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია) და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ბაზ­რე­ბი იქ­ნე­ბა ათ­ვი­სე­ბუ­ლი (უპ­რობ­ლე­მოდ) აქაც სა­ვა­რა­უ­დოდ 15-20% იანი ფა­სის ზრდა. დე­ფი­ცი­ტი შე­ე­ხე­ბა თამ­ბა­ქოს, კონ­სერ­ვებს და ა.შ რომ­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა საკ­მა­ოდ ძვი­რია (თურ­ქულ-ევ­რო­პუ­ლი ბაზ­რე­ბი) გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მოგ­ვი­წევს შე­სა­კე­თე­ბე­ლი თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა P.S. ასე­ვე რის­კია იმის, რომ გაჩ­ნდეს კონ­ტრა­ბან­დუ­ლი თამ­ბა­ქო ბა­ზარ­ზე”,- წერს ოთო აბე­სა­ძე. The post “შაქარი სულ ტყუილად იყიდეთ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მოგ­ვი­წევს..” – ნახეთ ცნობილი ეკონომისტი ქართველ ხალხს აფრთხილებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. Ukrenergo-ს განცხადებით, ჩერნობილის ელექტროსადგურში ელექტროენერგია და დაცვის სისტემა სრულად გაითიშა. ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშინათქვამია: “ქარხანა ელექტრულ წრედს სრულად გამოეთიშა, სამხედრო ოპერაციების გამო კი ხაზის აღდგენა შეუძლებელია”. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ გავრცელებულ ტვიტში ნათქვამია, რომ დიზელის სარეზერვო გენერატორებს მხოლოდ 48 საათის განმავლობაში შეუძლიათ ჩერნობილის ელექრტოსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება, ამის შემდეგ კი რადიაცია გაჟონავს, რადგან ელექტრობა გაცივების, ვენტილაციისა და ცეცხლსაქრობი სისტემების გამართული მუშაობისთვისაა საჭირო. The post “ჩერნობილში 48 საათში რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი ხდება” — ატომურ ელექტროსადგურს დენი აღარ მიეწოდება appeared first on InterPost.ge. View the full article
  22. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ნაჩვენებია, როგორ ანადგურებს “ბაირაქტარის” გამოყენებით უკრაინული არმია, ოკუპანტთა შეიარაღებას. The post უკრაინული არმია “ბაირაქტარის” გამოყენებით რუსულ მძიმე ტექნიკას ანადგურებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  23. უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსში რუსეთის საელჩო ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა რაიმე შეთანხმებას. REZONANSI
  24. თბილისში, 530 სამარშრუტო ტაქსიში რუსეთის მოქალაქემ ქართველ ქალს შეურაცხოფა მიაყენა, რაც შემდეგ მამაკაცებთან შელაპარაკებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ფეისბუქგვერდზე "ვარკეთილი" წერენ. "530 სამარშრუტო ტაქსში, რუს ბიჭთან შეკამათება, როგორ დასრულდა? ვინც იცით იქნებ დაწეროთ. ბოლოს ჩავიდნენ და ქუჩაში გააგრძელეს... ჰუალინგების წინ", - კითხულობს ჯგუფის წევრი, რომელსაც სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელი შემდეგ პასუხს სცემს: "მე ვიყავი იქ, შევესწარი როგორ მიაყენა რუსმა ნაძირალამ ქართველ ქალს შეურაცხყოფა. ქალმა მარშრუტკა გააჩერებინა მძღოლს და უთხრა რუსს ჩასულიყო. არსადაც არ ჩავალო, ვინ ხარ ამას რომ მთხოვ, შენ ჩადიო. მარშრუტკა სავსე იყო კურდღელი "კაცებით", არცერთმა ხმა არ ამოიღო. ბოლოს მე ვერ მოვითმინე, კაცები არ ხართ ხმა ამოიღეთ-თქო და შარი არ გვინდაოო და აგრძელებდა ეს ნაბიჭვარი რუსი ქალის შეურცხყოფას. მე წამოვხტი, ჩაეთრიე-თქო, მარა ასე თავხედურად იქცეოდააა...ბოლოს, ერთმა ქართველმა ბიჭმა მეგობრულად მხარზე ხელი დაარტყა, საქართველოში თუ ხარ ქართულად ისაუბრეო. ვინ ხარ, ხელს რომ მარტყამ აბა ჩამოდიო და ეს პატარა ქართველი ბიჭი ჩაიყვანა და კიდე კაი, იკაცეს ბოლოს და ჩაყვნენ. მერე აღარ ვიცი იმედია ჭკუა ასწავლეს", - წერენ ჯგუფ "ვარკეთილში. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ. კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვისტოს ომის მერე დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს. tia.ge
×
×
  • შექმენი...