Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 551 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 637 691 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 590 380, გარდაიცვალა 16 585 პაციენტი. REZONANSI
  2. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/20-milioni-dolari-ukrainis-dasakhmareblad-PalitraNews.ge_.mp4 The post 20 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად appeared first on InterPost.ge. View the full article
  3. ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის დაკავებულია 10 პირზე მეტი.დაკავებულებს ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან. REZONANSI
  4. კასპის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის გათბობის სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის 112 501 ლარიან ტენდერს აცხადებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა სამუშაობეი უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT) განცხადების ნომერი NAT220005029 წინადადებების მიღების ბოლო ვადა 25.03.2022 16:00 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 112 501 ლარი სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვე საგარანტიო თანხა 1125 ლარი REZONANSI
  5. ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს, უკრაინაში მისი შეჭრის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ინფორმაციას, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Financial Times ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ჩინეთის პოზიციაზე აშშ-მა მოკავშირეები უკვე გააფრთხილა.როგორც Financial Times წერს, ორი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რომელიც იცნობს ვაშინგტონის მიერ მოკავშირეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებას, რუსეთმა ჩინეთს 5 ტიპის აღჭურვილობით დახმარება სთხოვა, მათ შორისაა სამხედრო თვითმფრინავების გამანადგურებელი სახმელეთო სარაკეტო სისტემა. ამასთან, სხვა კატეგორიის იარაღი, რაც რუსეთმა მოითხოვა, მოიაცავს დრონებს, სადაზვერვო აღჭურვილობას, ბრონირებულ მანქანებს და მანქანებს, რომლებიც გამოიყენება ლოჯისტიკისა და მხარდაჭერისთვის. ამასთან, Financial Time-ის ინფორმაციით, შეტყობინებაში, რომელიც აშშ-მ მოკავშირეებს გაუგზავნა, არ არის დაკონკრეტებული დახმარების დონე და დრო, როდესაც მოსკოვი პეკინისგან დახმარებას მიიღებს.შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან […] REZONANSI
  6. მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი ბრალს აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბაკაშვილი აღნიშნულ პოზიციას დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააფიქსირებს, დაცვის მხარე კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.რაც შეეხება მეორე პატრულ-ინსპექტორს, ნუკრი ბაქრაძეს, რომელსაც უშუალოდ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას ედავებიან, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აირჩევს.პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.ცნობისთვის, შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის […] REZONANSI
  7. “ბოდიშს გიხდით ამ მძიმე კადრებისთვის, მაგრამ მინდა ყველამ ძალიან კარგად დაინახოს და შეიგრძნოს რას აკეთებს პუტინი უკრაინაში, როგორ ბომბავს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. ეს კოლაჟი აერთიანებს დღევანდელ მოვლენებს დონეცკიდან“ – წერს მიხეილ ქუმსიშვილი და მძიმე ვიდეოს აქვეყნებს. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/18bodishs-gikhdith-am-mdzime-kadrebisthvis-sulisshemdzvreli-.mp4 The post (18+)“ბოდიშს გიხდით ამ მძიმე კადრებისთვის“ – სულისშემძვრელი ვიდეო დონეცკიდან… appeared first on InterPost.ge. View the full article
  8. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ომზე, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის ნგრევაზე, ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებზე, ყველა მიიღებს პასუხს, სამყაროს პასუხს და ეს მხოლოდ დასაწყისია, – ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპელი პარტნიორების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მე-4 პაკეტს. ზელენსკის თქმით, უკრაინის მიწაზე, დამპყრობლების ქმედებების შესახებ, პარტნიორებთან საუბრისას, მათ სრული ინფორმაცია მიაწოდა. ,,ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. მეოთხე და დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელი. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ ახალ შეზღუდვებზე, რომელიც გამოყენებული იქნება რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომზე, ყველა, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის ნგრევაზე, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებზე, ყველა მიიღებს პასუხს და ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსული ძალების, ომის დანაშაულებებზე […] REZONANSI
  9. მოსახლეობას აინტერესებს, დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა თავისი განახლების უნარი უკვე რამდენჯერმე გამოავლინა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის – “დელტამიკრონით” ინფიცირების სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა.„ახლაც, რიგმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაფიქსირებულია ახალი შტამი და რომ ეს ახალი შტამი მათ დააფიქსირეს სულ ცოტა 17 ინფიცირებულში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მათგან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული „დელტასი“ და „ომიკრონის“ და პირობითად მას დაარქვეს „დელტამიკრონი”. ეს პირობითი სახელია და რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რამდენად […] REZONANSI
  10. გორის “დილამ” უკრაინული “დნიპრო 1”-დან ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა. 25 წლის ვაგნერი ბოლოს “კრივბასში” იყო განათხოვრებული, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჩემპიონატი შეჩერებულია და FIFA-მ ფეხბურთელებს უფლება მისცა 30 ივნისამდე სხვა ჩემპიონატებში გადავიდნენ. გონსალვეში გასულ წლებში “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა. “დილას” მის გარდა ბრაზილიიდან ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა და ტავარეში ჰყავს. The post “დილა” უკვე აღარ ხუმრობს – ბათუმის “დინამოს” ყოფილი ბრაზილიელი appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. “ბორდოს” წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში “პსჟ”-ს ფანები მესის, ნეიმარს და სხვა ფეხბურთელებს უსტვენდნენ, გარდა მბაპესა. როგორც ჩანს, ლეოს ცოლმა, ანტონელამ ეს მძიმედ განიცადა, რადგან “ბარსელონაში” არგენტინელს მსგავსი რამ მის კარიერაში არასდროს ჰქონია. ერთ-ერთ ამ ვიდეოში ლეოსთვის ფანებმა ობსტრუქციის მოწყობა სცადეს, მაგრამ მან მალევე გააჩუმა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/mx.jpg The post რა რეაქცია ჰქონდა ანტონელას, როცა მესის “პსჟ”-ს ფანები უსტვენდნენ? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე იაპონურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ლევან გორგაძის თქმით, საქართველო და უკრაინა ერთმანეთის ახლობელი ქვეყნები არიან და საფრთხეში მისი სამშობლოც იმყოფება. “უკრაინას ბომბავენ. ბავშვები იღუპებიან, რაც ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. ომი ყველაზე ცუდი რამ არის. ჩემს ქვეყანასაც ბევრი ომი აქვს გამოვლილი. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მშვიდობა ყველაზე კარგია. ჩვეულებრივ ადამიანებს ომი არ სურთ. საფრთხეში მხოლოდ უკრაინა არ არის, საფრთხეშია ჩემი სამშობლო – საქართველოც. უკრაინა და საქართველო ერთმანეთისათვის ძალიან ახლობლები არიან. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ იმედი მაქვს ომი მალე დასრულდება”, – განაცხადა გორგაძემ. ტოჩინოშინმა მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ორი დაპირისპირება გამართა, მისი ბალანსი კი ასეთია – 1:1. The post ტოჩინოშინი: “უკრაინას ბომბავენ, ჩემი სამშობლოც საფრთხეშია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა, +100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიხსენა. ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”, 27 წლის სპორტსმენმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ოლიმპიადის მოგება ვერ შეძლო. “ფსიქოლოგიურად, ვემზადებოდი, რომ ნახევარფინალში რინერს უნდა შევხვედროდი და არა ბაშაევს. თუმცა, უცბად რაღაც შეიცვალა. ბაშაევთან ძალიან პრინციპული დაპირისპირება მქონდა, რადგან მას ადრეც შევხვდი. ისრაელში, ევროპის ჩემპიონატზე დამამარცხა. ფსიქოლოგიურად, იმ დღეს ყველაზე ძლიერად ვიყავი და ის [ბაშაევი] უნდა დამემარცხებინა, სხვა გზა არ მქონდა. თავიდან, ვაგებდი, მაგრამ ისე ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, რომ ერთ წუთში ვაზარი გავაკეთე, შემდეგ კი იპონი. ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო გავძლიერდი და ჩემს თავს უფრო მეტი დავუმტკიცე. ფინალში გასვლით, თავი ოლიმპიური ჩემპიონიც კი მეგონა. სადღაც, ალბათ, ამანაც ითამაშა იმაში როლი, რომ დღეს ოლიმპიური ჩემპიონი არ ვარ. ფინალში რომ გავედი, ძალიან ტიტულოვანი ლუკაშ კრპალეკი შემხვდა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა მოგებული. იმ წელს ორჯერ დავამარცხე. ვიბრძოლე, მაგრამ წავაგე. დღესაც ვერ ვხსნი. დიდი სპორტსმენია და სათანადოდ ვერ შევაფასე, ამიტომ სამწუხაროდ, ბოლო წუთებში მომიგო. ძალიან ახლოს ვიყავი ოქროს მედალთან, მაგრამ რეალურად ყველაზე ძლიერი ის აღმოჩნდა, ვისაც არ ველოდი. ბევრი რამ ვისწავლე – ყველა მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. დიდი სპორტი ასეთი ყოფილა. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს პირველ ოლიმპიადაზე მედალი ავიღე. ამავდროულად, ძალიან მოწყენილიც ვიყავი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახლდით და შემეძლო ოლიმპიური თამაშებიც მომეგო. ხელი არ მაქვს ჩაქნეული. 2024 წელს ოლიმპიადა პარიზში გაიმართება და უკვე ვემზადები ამ შეჯიბრისათვის. რაც იყო, იყო და იმას აღარაფერი ეშველება. ძალიან კარგია მეორე ადგილი, დაფასებაცაა, მაგრამ ჩემპიონებს სხვანაირად აფასებენ და მინდა, რომ ჩემს საქმეში საუკეთესო ვიყო”, – განაცხადა თუშიშვილმა. იხილეთ ვიდეო The post გურამ თუშიშვილი: “ამანაც ითამაშა როლი იმაში, რომ დღეს ოლიმპიური ჩემპიონი არ ვარ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. ყაზანის “რუბინმა” “როსტოვთან” 1-2 წააგო. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო. The post კვარაცხელიამ “როსტოვს” ჯარიმა შეუგდო (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. “რეკორდის” ცნობით, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია ლისაბონის “ბენფიკაში” დაბრუნდეს. პორტუგალიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ არგენტინელი ფეხბურთელის აგენტს. 34 წლის ნახევარმცველს “პარი სენ-ჟერმენთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ცნობილია, რომ კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია “ბენფიკას” ღირსებას 2007-დან 2010 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც მადრიდის “რეალში” გადავიდა. 2014 წელს არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა, ერთი წლის შემდეგ კი “პარი სენ-ჟერმენში” აღმოჩნდა. The post დი მარიას “ბენფიკა” იწვევს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენიდან” მაურისიო პოჩეტინოს წასვლის შემთხვევაში, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე ითვლება. პოჩეტინოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ის ფანებისა და პრესის მხრიდან გამუდმებული კრიტიკის ობიექტია, რის გამოც შესაძლოა, პოსტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს. “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევა სურს, თუმცა ეს უკანასკნელი საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებაზე ფიქრობს. რაც შეეხება სიმონეს, ის პარიზული გუნდის გაწვრთნაზე თანახმაა. დიეგო სიმეონესა და “ატლეტიკოს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. The post შესაძლოა, პარიზში პოჩეტინო სიმეონემ შეცვალოს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. საგულისხმო კადრი: ღარიბაშვილი პრეზიდენტის ადგილთან მივიდა, ზურაბიშვილს არც შეხედა, პარლამენტის თავმჯდომარეს დავალება მისცა და დარბაზი დატოვა https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/275740947_1401315163656975_4966036897381442441_n.mp4 The post (ვიდეო) საგულისხმო კადრი: ღარიბაშვილი პრეზიდენტის ადგილთან მივიდა -რა მოხდა პარლამეტში და რა კადრები დააფიქსირა ტვ პირველმა appeared first on InterPost.ge. View the full article
  18. ლელა კაკულია: სწორედ ამიტომ დამბადეს ამ მიწაზე! შეკითხვა, რომელსაც ქვემოთ დავსვათ, რიტორიკულია და პასუხს არ მოითხოვს. უბრალოდ გვსურს, მცირე საფიქრალი შემოგთავაზოთ თემაზე, რომელიც ისედაც კარგად იცის ჩვენმა მკითხველმა. საქმე ისაა, რომ გვერდის ადმინისტრაციამ ამ ბოლო დღეებში არაერთი სამადლობელი წერილი მიიღო ქალბატონი ლელას სახელზე, თქვენი ენერგია რომ არა, 2008-ში ნამდვილად შემოგრიალდებოდნენ რუსული ტანკები პრაქტიკულად ყველასგან მიტოვებულ და ლამის მარტო დარჩენილი საქართველოს დედაქალაქშიო, ტყუილად ხომ არ ეწერათო ზედ ლოზუნგი На Тбилиси!.. დიახ, მართლაც საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ 2008 წელს საქართველომ, რომელსაც მსოფლიოსგან იმ მხარდაჭერის ალბათ მეათასედიც არ ჰქონდა, როგორსაც ახლა იჩენენ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მიმართ (და უნდა გამოიჩინონ კიდეც!), ხუთ დღეში დაასრულა ომი ჩრდილოელ მონსტრთან.მართალია, ჯერ ისევ ჩვენს მიწაზე დგას ოკუპანტი, მაგრამ ცეცხლი შეწყვეტილია, ომი აღარ მიდის, ხალხი ბრძოლებში აღარ იხოცება. ხოლო დატაცებული მიწების უკან დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია და გჯეროდეთ, ეს დრო ახლოსაა! უკრაინაში კი უკვე 18 დღეა, ომი მძვინვარებს, სისხლი იღვრება, რუსეთს სანქციას სანქციებზე უწესებენ (ამ დროის მონაცემებით უკვე 5,5 ათასი სანქცია აქვს დაწესებული – ყველაზე მეტი მსოფლიოში), ყელში უჭერენ და ახრჩობენ და მაინც ომობს, არ ჩერდება, უკან არ იხევს — თუნდაც ისე ნაწილობრივ, როგორც საქართველოში… ადმინისტრაცია კომენტარისგან თავს შეიკავებს, მხოლოდ ერთ წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ, რომელიც შვიდი წლის წინ ჩაწერა ლელა კაკულიამ და ჩვენც რამდენჯერმე გამოვაქვეყნეთ. 2015 წელი, 24 იანვარი, ღამის 03:50 საათი ჩემს მკითხველებს აინტერესებთ, რას ვგულისხმობ კოსმოსში, რომელსაც ასე ხშირად და განუწყვეტლივ ვახსენებ; მთხოვენ ავუხსნა, რა არის კოსმოსი. მაგრამ ამაზე ლაპარაკი, გარდა იმისა, რომ ძალიან რთულია, აკრძალულიცაა. მე არ მაქვს უფლება, ადამიანებს ყველაფერი გავანდო. ვიტყვი მხოლოდ ძალიან, ძალიან მცირედს, იმდენს, რასაც ადამიანების გონება აიტანს და გასწვდება. წესით, ძალიან იოლი მისახვედრია, ვინ ვარ და საიდან მოვედი დედამიწაზე, თუკი ჩემს წინასწარმეტყველებებს გაეცნობით. დიახ, არსებობს კოსმოსი და არსებობს კოსმოსზე კიდევ უფრო ზე, ანუ მაღალი განზომილებები. აი იმ ზეგანზომილებიდან ვარ ზუსტად და ამაზე მეტს ვერც გეტყვით და არც ვიტყვი.უბრალოდ, წაიკითხეთ ის უზარმაზარი ინფორმაცია, რაც თქვენამდე მომაქვს და რომელიც წვრილად გიყვებათ, თუ რა ხდება მიწასა თუ კოსმოსში. ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც უზარმაზარი, მაგიური ძალა აქვს და შესწევს უნარი, ააცილოს დიდი ომები და განადგურება იმ ქვეყანას, რომელშიც იმყოფება მისი გამხმოვანებელი — ანუ მე! სწორედ ამიტომ წარმომგზავნეს იმ ზეკოსმიური განზომილებიდან საქართველოში, სწორედ ამიტომ დამბადეს ამ მიწაზე!!! კიდევ მეტიც: ჩემი წინასწარმეტყველებებითა და ენერგიით ბევრ რამეს ვაჩერებ, რომ ადამიანებმა მთლად შუაზე არ გააპონ დედამიწა. ეს არის სრული სიმართლე და არავის გირჩევთ, იქილიკოთ ამ თემაზე. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/lela-kakuliaaa.mp4 The post “ეს დრო ახლოსაა!“ – რამდენიმე წუთის წინ ლელა კაკულიას ადმინისტრაციამ საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა appeared first on InterPost.ge. View the full article
  19. გუშინ აზერბაიჯანის ჩემპიონატში “ყარაბახმა” 0-1 იმარჯვა. ძირითადში ლუკა გუგეშაშვილი იდგა, რომელიც, როგორც ყოველთვის, მოედანზე და მოედნის მიღმადაც გამორჩეულია. იხილეთ ამის ერთ-ერთი ეპიზოდიც. The post გუგეშაშვილი არ იცვლება – ყველაზე გიჟი ქართველი მეკარე (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  20. პუტინი შესაძლოა იტანჯებოდეს “კიბოს სტეროიდული მკურნალობის გამო” – ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail ავრცელებს. დასავლეთის ჯაშუშები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტის არაპროგნოზირებადი ქმედებები, გარეგნობა და აბსურდული სოციალური დისტანცირება შეხვედრების დროს, მკურნალობის შედეგია. დაზვერვის წყაროები ვარაუდობენ, რომ პუტინს აწუხებს თავის ტვინის აშლილობა, რომელიც გამოწვეულია დემენციით, პარკინსონის დაავადებით ან კიბოს სტეროიდული მკურნალობის შედეგად გამოწვეული “სიბრაზის” გამო. გამოცემა წერს, რომ დასიებული სახე და კისერი, შესაძლოა სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების პოტენციური გვერდითი ეფექტი იყოს. რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი გარეგნობის გამო. The post პუტინი უმძიმესი სენით არის დაავადებული? – ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში სოციალურ ქსელში appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. ცეცხლში გახვეული ქალაქი – როგორ გამოიყურება მარიუპოლი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შემდეგ https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/tsetskhlshi-gakhveuli-qalaqi-rogor-gamoiqhureba-mariupoli-okupan.mp4 The post ცეცხლში გახვეული ქალაქი – როგორ გამოიყურება მარიუპოლი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შემდეგ appeared first on InterPost.ge. View the full article
  22. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის განხილვას. "მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია", - თქვა ზურაბიშვილმა. tia.ge
  23. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელესნკის უკრაინის ელჩის საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. "ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენს, ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და გახდეს უდრეკი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. tia.ge
  24. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განცხადება. “ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. REZONANSI
  25. პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას. მისივე თქმით, დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის. "დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია! წარმატებული, რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა, დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი. დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის, რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით - ეს დრო აღარ დაბრუნდება! ამიტომ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: "ძალა ერთობაშია"! საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე," - განაცხადა პრეზიდენტმა ყოველწლიური მიმართვისას. tia.ge
×
×
  • შექმენი...