ხოდა მეც მაგას არ ვამბობ ზოგს ზღაპრად ჩაესმის მეთქი, რავიცი აბა ეს წიგნი ჩემთვის მართლა განსაკუთრებული წიგნია... თუმცა 1-ელ მაქვს წაკითხული და აუცილებლად წავიკითხავ კიდევ! ასე მგონია თუ წიგნს დაამთავრებ და ამ წაკითხულმა წიგმა ერთხელ მაინც ვერ მოგგვარა ცრემლი (თუმდაც იმიტომ რომ შენ ეს წიგნი დაამთავრე) ესეიგი არ წაგიკითხავს კარგად. დიდოსტატის მარჯვენა 5 ჯერ წავიკითხე და მაგრად ვიტირე: გირშელის სიკვდილზე, შორენას სიკვდილზე, ფარსმანის სიკვდილზე (ყველაზე ძალიან ეგ პერსონაჟი მიყვარს), კონსტანტინეს სიტყვებზე შორენას რომ ელაპარაკება, მეფის სიკვდილზე, უტას სიკვდილზე, მოკლედ ძაან იმოქმედა ამ წიგნმა ჩემზე... ასეა ზუსტად მწერალზეც... საყვარელი მწერლის ცხოვრებისა და ბოლოს სიკვდილის წაკითხვისას თუ არ იტირე რაააა მამულო? ხო რავიცი მე ასე ვფიქრობ