
მალინა
Vip პლანეტელი-
პოსტები
4.625 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
2
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი მალინა
-
ნებისმიერ ადამიანს მივაბეტონებ ვინც კონსტანტინეზე რამე გადაბრუნებულს იტყვის! დიდი პატარა არ ვიცი მე
-
არ გაქვს წაკითხული და თუ გაქვს წაკითხული ზერელედ... ასე შორს ვერ გაფრინდები კონსტანტინეზე არავის ვათქმეინებ ცუდს!!! ბედნიერი ვარ რომ დავიბადე იმ ქვეყანაში და დავივარ იმ ქუჩებში სადაც კონსტანტინე დადიოდა, მაგრამ ამასთანავე მცხვენია რომ ქართველი ერის ერთ-ერთ ნაწილს შევადგენ!
-
:( რაც უფრო შენს პოსტებს ვკითხულობ მით უფრო მაღლა-მაღლა ამდის ტვალები მოდი ერთმანეთში ნუ აურევ მის მოღვაწეობასა და მწერლობას! საზოგადო მოღვაწე ბევრი ქართველი მწერალი იყო და ეგ აქ არაფერ შუაშია შენ თუ ილიას სხვა პოეტებს ადარებ და ისე გამოგაქვს განაჩენი ძალიან ცდები! ყველა პოეტი ინდივიდუალურია მართლაც სასაცილოა ტიციანსა და გალაკტიონს რომ ადარებ ილიას... რაც შეენხება "კაცია-ადამიანს" ნუთუ მარტო ეგ დაწერა ილიამ?
-
:( წაგიკითავს მისი ნაწარმოებები? ბიოგრაფია? ბავშობა? ხელოვნურობაში რას თვლი? ან გადატვირთული რა მიგაჩნია? კონსტანტინეს მერე ყველა მწერალი გლეხური ენით წერს!
-
მდა... ამის პოეზიაზე რომ ადამიანი იტყვის არ მომწონსო... სადღაც მოვკარი თვალი ვიღაცც შეუგნებელი წერდა "მგზავრის წერილები" ნაგავიაო... გული დამწყდა რომ არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც არ აფასებს ილიას ამ შედევრს! :( მართლაც გული მტკივა... ვერ მიხვდა რომ იმ მტიულის სიტყვებში სწორედ ილაის გულისთქმა იმალება! ვერ გაარჩია ეს გულისთმა და მხოლოდ ზრაპრად წაიკითხა... ე საქართველოვ საითკენ მივექანებით... ილია რომ ცოცხალი ყოფილიყო ამის შემხედვარი თავს მოიკლავდა
-
ატვა მე შენგან ამას არ მოველოდი!!! :blink2: :blink2: :blink2: არ გადამრიო გამსახურდიაზე რა ტქვი ეგ? ალბათ არ გაქვს კარგად წაკიტხული მისი შედევრები თორემ ამას არ იტყოდი! ძნელი გასაგებია! მაგრამ ბრწყინვალე!
-
giooooooooo :( :rolleyes: :rolleyes: piroba pirobaa gaxsovs mziurshi rom gitxari: shemdeg leqss tu davwer aucileblad shen dagiwer metqi
-
*** რომ გამისტუმრებთ სააქაოდან და საუკუნოდ მომაყრიტ მიწას წახვალთ ჩასკდებით, მე კი მიწასთან მარტო დამტოვებთ, მარტო სიკვდილთან. გავა ეს წელი წლისთავი მოვა ვფიქრობ, ნეტავ თუ ხალხი ჩამოვა გაწით ვარდები! ეგ ნაგვის გროვა! ადგომა მინდა კმარა აქ წოლა! როცა მე მოვკვდი იყო ზამთარი ნაზი ფიქრებით გული გამთბარი შემოსასვლელტან კუბოს ფიცარი და სიყვარულით გული დამწვარი. მიწას რომ მაყრით მსხვილი ბელტებით ნეტავ მიწისთვის არ გებრალებით? თქვენ რომ წავალთ და მარტო დავრჩები ნეტავ არც მაშინ შეგებრალებით? მე აღარ მინდა ვინმეს ჩემს შემდეგ ესმოდეს ვინმეს გარდაცვალება მე აღარ მინდა სიკვდილის შემდეგ თქვენი უზომო პატივისცემა! 4 მაისი. 2008 წელი... მე რათქმაუნდა არ მომწონს გიოს დავუწერე
-
ბავშობაში მევასებოდა არა უსავრს რა
-
ჩემი უსაყვარლესი პოეტი, მასზე ბევრი მაქვს წაკითხული და გასაოცრად ერთგული იყო მეგობრების! უნიჭიერესი ადამიანი! პაოლო იაშვილი (1892-1937) პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2 (14) აგვისტოს. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. განათლება - 1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ "ცისფერყანწელთა" მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად. 1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში- კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა იაშვილის ლიტერატირულ მისწრაფებათა გამოკვეთის საქმეში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. 1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და "ევროპის" ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში. მოღვაწეობა - პაოლო აქტიურ მონაწილეობას იღებდა მწერალთა კავშირის საქმიანობაში, დღიდან დაარსებისა. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები". მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე ხშირად იყო ხოლმე ხაზგასმით აღმიშნული, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს - საქართველოს გასაბჭოების დღეს და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი - "ახალ საქართველოს". მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ "ცისფრერყანწელებს" საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა. ხელისუფლება თუ მისი გარკვეული წევრები ცდილობდნენ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს პოეტი აქტიურად იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. ეს ფაქტი დღევანდელი გადასახედიდან არარეალური და მიუღებელია, რადგან სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი კაცი, ბუნებრივია, შეგნებულად ვერ მოხვდებოდა იმათ ბანაკში, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას სისხლში ახშობდა. მსხვერპლი - პირველი ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირეს, ქართველ მწერალთაგან, პაოლო იაშვილი იყო. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის მიერ "ჩადენილ მოღალატებრივ საქმიანობაზე". ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის. მწერალთა კავშირის ოქმებში ხშირად გვხვდება ხალხის მტრებად შერაცხულ მწერალთა, დასჯილთა თუ დასასჯელად გამზადებულთა, სიები, რომლებიც შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას გვიქმნიან 1937 წლის მოვლენებზე. პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებანი სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი. ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, "თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიცინსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე", - იგონებს შალვა აფხაიძე. მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია... მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს ცრემლმოერვით უთქვამს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა"-ო. თვითმკვლელობის თავისთავად შემაძრწუნებელ ამ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ. მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა. სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ, ბოროტების იმპერიაში პროტესტის ნიშნად დაქუხებულმა ამ გასროლამ შედეგი ვერ მოიტანა, ვერ გამოაფხიზლა ეშმაკთან წილნაყარი ადამიანები. პირიქით, ჯერ კიდევ გაუცივებელი და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს. 1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. იგი სისხლში გასვრილ წუთისოფელთან საბოლოოდ ანგარიშსწორებული და მასთან საბედისწერო დუელში გამარჯვებული, მარადისობის გზას დაადგა და ყველას დიდსულოვანი დუმილით პატიობდა ადამიანურ სულმოკლეობას და სიმდაბლეს. პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
-
მთელი დღე რახლში ვარ... ჩემთვის ყველა დღე მაგარია!
-
მგონი ამ გენიოს ადამიანს კომენტარიც არ სჭირდება. საქართველოს კლასიკოსებს შორის ერთ-ერთი ბრწყინვალე მწერალია! მოკლედ მისი ენა, არქაიზმები, ალეგორიული ფრაზები, გადმოცემის უნარი, განათლება... აღმაფრთოვანებელია... პირადად მე მისი ბევრი წიგნი და თითქმის ყველა ლექსი მაქვს ქაკითხული და ვაღიარებ, რომ ასეთი გენიოსები 10 საუკუნეში ერთხელ იბადაბიან! ვისაც არ გაქვთ წაკითხული გირჩევთ ეხლავე აიღოთ წიგნი ხელში... კონსტანტინე ჩემი უსაყვარლესი მწერალი და ვერც ერთს ვერ შევადარებ! იგი ერთადერთია! კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975) http://i001.radikal.ru/0805/2a/38dfaa81ad2b.jpg დაიბადა სოფელ ძველ აბაშაში. 1911 წ. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენისბერგის, ლაიპციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წ. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვებყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ "ქრისტიანიათი", თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი... მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: "პრომეთე", "ლომისი" (ტაბიძესა და ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", "საქართველოს სამრეკლო", "ქართული სიტყვა", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს. ავტორია რომანებისა: "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "გოეტეს ცხოვრების რომანი", "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი", "ვაზის ყვავილობა", აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს "ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - "ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და სხვ. 1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის "დავით აღმაშენებელი", მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გარდაიცვალა 1975 წ. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. "დიონისეს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "დიდოსტატის მარჯვენა" - ეს მართლაც რომ შედევრი რომანები ყველამ უნდა წაიკითხოს! და ტეტრალოგია "დავით აღაშენებილი" ხო საერთოდ შედევრია! ამ წიგნისთვის მან შოთა რუსთაველის სახელობის სიგელი და პრემია მიიღო! მისი მემუარები "ლანდებთან ლაციცი" სამწუხაროდ ვერ ცავიგდე ხელთ! მოტხრობებიც წაიკითხეთ: "ტაბუ", "ხოგაის მინდია", "მარცხენა თვალით"...
-
gaChuweb tu ginda mag frazas da signad daiyene )
-
გიორგი ლეონიძე (1897-1966) http://i011.radikal.ru/0805/ec/3d57974c6124.jpg გიორგი ლეონიძე დაიბადა 1988 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში. პირველი ლექსი "მცხეთა" დაბეჭდა 1911 წ. გაზეთ "სინათლეში". 1916 წ. გამოსცა ლიტერატურული კრებული "საფირონი" (ს. შანშიაშვილთან ერთად). 1918 წ. დაუკავშირდა "ცისფერყანწელთა" ჯგუფს. 1923 წ. რედაქტორობდა ყოველკვირეულ გაზეთ "ბახტრიონს". 1931 წ. იყო ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი ლიტერატურის მუზეუმის დაარსებისა, რომელსაც ორ ათეულ წელს ედგა სათავეში. მისი ინიციატივით დაარსდა ი. ჭავჭავაძის მუზეუმი საგურამოში. როგორც პასუხისმგებელმა მდივანმა, დიდი ამაგი დასდო ალმანახ "ლიტერატურული მემკვიდრეობის" გამოცემას. ლექსების პირველი კრებული გამოაქვეყნა 1939 წ. ავტორია პოემებისა: "ბელადის ბავშვობა და ყრმობა", "ფორთოხალა", "ბერშოულა", "სამგორი". 1946 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1959 წ. მიენიჭა საქართველოს სახალხო პოეტის წოდება. 1959 წლიდან სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს. 1951-1954 წლებში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. სამგზის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. დაწერილი აქვს მოთხრობების წიგნი "ნატვრის ხე" და წარსულის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი მრავალი გამოკვლევა. გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წ. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1969 წ. სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. ერთ-ერთი ბრწყინვალე ფიგურა ქართულ მწერლობაში!