ნეტავ არასდროს არ გამეცანი ნეტავ არასდროს არ მყვარებოდი და მე არასდროს აღარ მენახა შენი უძირო, ნაზი თვალები. ნეტავ არასდროს აღარ მეფიქრა შენზე დილიდან დაღამებამდე მგონი მიყვარხარ, მემგონი ახლაც და გაგრძელდება ეს სიკვდილამდე არ მინდა ისევ ვიტანჯო შენით ყოველ წამს ისე მიყვარდე ძლიერ რომ, უკვე თითქმის არ სიყვარულით გაძლება ჭირდეს ძვირფასო ძლიერ. ჩვენ კი ვერასდროს ვიქნებით ერთად ეს სიმართლეა ტკივილით სავსე მაგრამ ამის მწამს, შენ მეყვარები და ამ ლოდინში გავა სიცოცხლე. მაგრამ რა არის მხოლოდ სიცოცხლე უსიყვარულოდ რა არის იგი? რომ არა ტრფობა ამ ქვეყანაზე არ ვიქნებოდით დედამიწაზე. და ალბათ ისევ ტრფობა რომ არა რუსთველი ვეღარ დაწერდა შედევრს ვეღარ დაწერდა შექსფირი რომანს და ვერც ილიას კალამი პროზას. ბედნიერი ვარ ღმერთმა მაინც მაჩუქა ნიჭი სიყვარულისა ყოვლად ძლიერი სიყვარულისა მჯერა, ნამდვილი სიყვარულისა. სწორედ ეს არის იმის მიზეზი რომ, ამ სტრიქონებს მხოლოდ შენ გიძღვნი უბრალოდ მინდა ვწერო ამაზე ძვირფასო, მხოლოდ ამ სიყვარულზე. და ალბათ ბოლოს როცა გიხილე თოვდა უძიროდ მთელ ქვეყანაზე ეს ის არ იყო იანვრის თოვლი, ეს იყო თოვლი სიყვარულისა. უკანასკნელად მე რომ გიხილავ ალბათ წალეკავს ქვეყანას თოვლი მაგრამ თოვლს მხოლოდ მე შევეხები მე დავინახავ, ხელს გამიყინავს. იქნებ მოვიდეს თქნეში წვიმისა შემცივდეს ძლიერ ვითხოვდე სითბოს ან თუ მზიანი ამინდი დადგა გავთბები აღარ მოვითხოვ სითბოს. და არც სიყვარულს შენგან არ ვითხოვ მხოლოდ იმას გთხოვ, იცხოვრე ჩემთვის მხოლოდ ისუნთქე, ისუნთქე ჩემთვის უბრალოდ იყავ ამ ქვეყანაზე. რომ უშენობა იცი რაცაა მიჩვეული ვარ გავუძლებ ამას და თუ გავიგე რამე შეგმთხვა იცოდე, ჩემ სულს მივყიდი ღმერთებს. მუზა ხარ ჩემთვის, უბრალოდ მუზა გინდა დავწერო ლირიკა-პროზა მაწუხებ ხშირად, მაჩეჩებ კალამს და მაწერინებ მე ძალით ამას. მე მგონი მეყო, სწორად გითხარი ჩემი სათქმელი გიამბე ახლა და თითქოს რაღაც მძიმე გულიდან მომეშვა მაგრამ ვამძიმებ ქაღალდს. 3.10.07 რა დებილი ვარ :D