და მათზე გაკრული ადამიანების სიზმრებს ვუყურებთ ყოველ საღამოს, დაჭმუჭნულ სარკეში ბავშვები ეძებენ სიკვდილს, ტყვიებს ჩაეძინათ თავში... ტყვიებს ჩაეძინათ ჰაერში... ნუ გააღვიძებთ მათ მარშით, უმღერეთ ტყვიებს და დააძინეთ ტყვიები და ნუ უყვირით ყვავილებს მათ ხომ სიცოცხლე ვაჩუქეთ... ცისერტყელა შემოვიხვიე ყელზე... ღრუბლები შევიკარი ვარსკვლავებით... ვულკანი ამოვიცვი და გავისეირნე... რამდენი ადამიანი შემომენაბიჯა არ მახსოვს... ჩემამდე ხმებიც არ აღწევდა უცებ თვალში ჩამივარდა თვითფრინავი და თან ორი თითი უნდა ამომესვა რო ღმერთმა შემიძახა შეჩერდი პოეტოო...