Jump to content
Planeta.Ge

zeferino

პლანეტელი
  • პოსტები

    467
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი zeferino

  1. სატანისტია ეგ გუშინ ვნახე რიტუალებზე ეჩქარებოდა
  2. არავის ვიცნობ ვინ უნდა მომეწონოს :sicili: ახალ ბედა ვარ
  3. zeferino

    Nirvana

    ვგიჟდები კურტზეე :jump: ორი პატარა ისტორია კურტის ბავშვობიდან: მამამისს პირდაპირ იდეაფიქსი ქონდა, რომ მისი შვილი სპორტსმენი უნდა გამხდარიყო. ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ ქონდა გავლენა ბავშვზე, ბრძოლების სასწავლებლად შეიყვანა. კურტს თავიდან მოწონდა კიდეც ეს, რადგან საბრძოლო ხალიჩაზე საშუალება ეძლეოდა, თავისუფლება მიენიჭებინა მთელი თავისი აგრესიისათვის. მაგრამ ერთხელ, გადამწყვეტი შეჯიბრის დღეს რაღაც ბუნტისმაგვარი ჩაიფიქრა. დონალდი ტრიბუნებზე იჯდა და ამაყად ელოდა შვილის გამოჩენას. "მე ვიდექი, მამას ვუყურებდი და სასტვენის მოლოდინში ვიღიმოდი - იხსენებს კურტი - პირდაპირ მას ვუყურებდი. სასტვენის ხმა რომ გაისმა, უცებ ფარ-ხმალი დავყარე, გულზე ხელი დავიკრიფე და მოწინააღმდეგეს საშუალება მივეცი, უბრძოლველად დავეწვინე და მუხლი დაეჭირა ჩემთვის. როცა ზედიზედ ოთხჯერ მოვიქეცი ასე, მამამ დარბაზი დატოვა..." ერთხელ დონმა შვილი სანადიროდ წაიყვანა. მაგრამ როგორც კი ტყეში აღმოჩნდნენ, კურტმა მანქანაში დარჩენა ამჯობინა და მთელი დღე იქ გაატარა მონადირეების ლოდინში. როგორც მოგვიანებით იხსენებს, სწორედ მაშინ იგრძნო, რომ "ცხოველების ხოცვა არ შეიძლება, მითუმეტეს გართობის მიზნით" "ეს გაცნობიერებული არ მქონდა და ზუსტად არც ვიცოდი, უბრალოდ ვგრძნობდი, რომ არ მსურდა იქ ყოფნა, სადაც ცხოველებს კლავდნენ". უღრუბლო ბავშვობის ხანა 1975 წელს დასრულდა, როდესაც კურტის მშობლები განქორწინდნენ. ვენდის და დონალდს პრობლემები ქონდათ: ქმარი ძირითადად დროს ბეისბოლსა და კალათბურთს უთმობდა, ცოლი კი დარწმუნებული არ იყო, ოდესმე მაინც თუ უყვარდა ეს კაცი. ახლა ორივე აღიარებს, რომ ერთმანეთთან ბრძოლაში ხშირად ბავშვებსაც იყენებდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ ამ მოვლენის შემდეგ კურტი რადიკალურად შეიცვალა - მოღუშული, ბოროტი და დამცინავი გახდა. თავისი ოთახის კედლები შემდეგი წარწერით მორთო: "მე მეზიზღება დედა, მეზიზღება მამა, მამას ეზიზღება დედა, დედას ეზიზღება მამა. არის ამაში რაღაც სადარდებელი". წარწერის ქვევით კი ტვინი მიახატა - უზარმაზარი კითხვის ნიშნით. ეს ნახატი დღემდე შემორჩა, ისევე, როგორც ლედ ზეპპელინ-ის და ირონ მაიდენ-ის ლოგოტიპები. კურტი ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი ცხოვრებიდან თითქოს ნათელი გაქრა, რომელიც შემდგომში ვეღარაფრით დაიბრუნა: "მახსოვს, უეცრად სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან მათ მშობლები ყავდათ, მე კი - არა. ძალიან ვბრაზობდი მშობლებზე, რომ ვერ შეძლეს, თავიანთ პრობლემებს გამკლავებოდნენ. მთელი ბავშვობა მათი გაყრის შემდეგ საკუთარი დედ-მამის მრცხვენოდა..."
  4. ჩემთვის აააააააქვს. ვიღაცას გივი რო ერქვას რაც არ უნდა მაგარი ადამიანი იყოს ვერ დავეკონტაქთები :sicili: ან მაყვალა და აგეთი სახელები როგორ არააქვს მნიშვნელობა ჩემთვის სახელი დიდ როლს თამაშობს
×
×
  • შექმენი...