გავა მრავალი ათასი წელი უთვალავ წამებს დათვლიან დღენი გაიხრწნებიან საფლავში ძვლები და ჯოჯოხეთში იყვირებს ხმები ნელ-ნელა მიდი დღეები, წლები როგორც ფოთლები შემოდგომისა უკან კი რჩება მოგონებები ახალგაზრდობი და ბავშვობისა. ყოველ დღე კვდება ვიღაცის გული და უშავდება სხეული, სული დაჭკნება მისი თრთოლვარე ბაგე ცივი ყინულის გახდება მალე. და დღესაც ხედავ ვიღაცა კვდება ნელი ნაბიჯით ბილიკს მიჰყვება უკან კი ესმის ტირილი ხალხის და დაღვლიანად მას ეცინება თუმცა მოიცა კიდევ რა ხმაა? განწირულების არის კივილი სადღაც შორიდან ისმის ტირილი და ეშმაკების დიდი სიცილი უსიამოვნო გრძნობა სულს იპყრობს და ეკითხება თავის ანგელოზს ისაა ნეტავ ის რაც მე მომელის? ესაა მართლა ხვედრი ცოდვილის? ამ დროს კი ჩვენთან, სააქაოში სატრფო იხრჩობა მლაშე ცრემლებში მოსილი იგი, სამოსში შავში თავს იკლავს ხტება ხიდიდან წყალში. ასეა კარგო ჩვენი ცხოვრება ყოველ წამს ვიღაც ყოველთვის კვდება ყოველ წამს ისევ სიცოცხლე ჩნდება და ამ რიტმებით მიდის ცხოვრება. ეს მაგარი დამევასა ვისია?