ლინკოლნი: შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის სამუდამოდ გაბრიყვება. ჰიპოგრატე: ჭკვიანი კაცი მტრისგანაც სწავლობს. გოეთე: ყველა ჭეშმარიტების ბედი ასეთია თავიდან მას დასცინიან, შემდეგ კი მიიღებენ ხოლმე. ვალერიუსი: წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა. კენედი: ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება. ბრეხთი: ცხოვრობენ არა იმიტომ, რომ ემოციები განიცადონ, არამედ ცხოვრობენ და განიცდიან ემოციებს. ტოლსტოი: ცოდნა ამშვიდებს დიდ ადამიანს, აოცებს საშუალოს და ბერავს პატარა ადამიანს. დემოკრიტე: თუ ბევრს არ ისურვებ, მაშინ ცოტაც ბევრად მოგეჩვენება. კონფუცი: ნუ ღელავ იმაზე, რომ ხალხი არ გიცნობს შენ. იფიქრე იმაზე, რომ შენ არ იცნობ მათ. ტორო: იქ, სადაც კონკურენცია არ არის, კარგად სძინავთ, მაგრამ ცუდად ცხოვრობენ.