უბრალოდ საშლელი სუსხია... ყინავს... ზამთარმა მოაკაკუნა კარზე... შემოანგრია... მიანგრ მოანგრია ქალაქი... აფორიაქებული ქარი ხან აქეთ გამოითრთოლებდა და ხან გაღმა გაფრინდებოდა. ღამე გაბოროტდებოდა, ცარიელ ქუჩებში მხოლოდ მისი თრთიალის ხმა ისმოდა, დილით მოლბებოდა ფანჯარაში მომღიმარ ბავშვებს რო დაინახავდა... ცოტა ხანს გაჩერდებოდა... მზეს ნებას დართავდა ბავშვებისთვის ეყურებინა... მაგრამ უმალვე გაბრაზდებოდა... გამიგია ზამთარმა თოვლი იცისო, თოვლს მეგობრად ყინვა მოჰყავსო... დაისადგურებენ და აბარგებას აღარ ლამობენ. გაათეთრებენ ქალაქს. ისე მართლა ლამაზია თეთრი ქალაქი... თეთრდება თითქოს ყველააფერი წაიშალა... თოვლმა წაშალა... აიღო საშლელი და ირგვლივ ყველაფერი წაშალა... მხოლოდ რამოდენიმე შენობა დატოვა... სასაფლაო... სასაფლაოც წაშალა... ზედ დადებული ჩემი ყვავილიც ცაუშლია... ყველაფერი თეთრია... არაფრის მთქმელი... ნეტა სად წავიდნენ, სად გააქრო თოვლმა საფლავები?! ალბათ სახლში დააბრუნა... ჩემი ყვავილი?! ჩემი ყვავილი სადღაა?! ეკლესია დოუტოვებია... მაგრამ მისი წაშლაც უცდია! შიგნით ყველაფერი კარგად იყო არაფერს შეხებია... ეკლესიიდან გამოვეი... თოვა დაიწყო... სასწრაფოდ სახლისკენ წავედი... შემეშინდა თოვლმა მეც არ წამშალოსთქო... მარშუტკას ველოდებოდი, გამოჩნდა კიდეც... მარშუტკაში არ ჩავმჯდარვარ სახურავი წაშლილი ქონდა... ნელნელა ყველა მანქანა იშლებოდა... სირბილით სახლისკენ წავედი... ხესთან შევჩერდი... ვისვენებდი... ის ხეც იშლებოდა... მხოლოდ ძირიღა იყო დარჩენილი... ბოროტმა ქარმა დაუბერა, ხე შეარხია, თოვლი დამეყარა ჩემი წაშლაც უნდოდა!!! ვხედავდი ნელნელა როგორ ვტეტრდებოდი. სახლიში სწრაფად ავირბინე... მეგონა იქ დამხვდებოდნენ ჩემები... ჩემი დადებული ყვავილიც იქ იქნებოდა... მაგრამ არავინ დამხვდა... სახლიც ნელნელა თეთრდებოდა და იშლებოდა...