ხოოოდა, მეც მაგას გეუბნები მე ორჯერ მომპარეს ერთხელ პირველ კორპუსში აუდიტორიაში მერხზე მედო, შემოვარდა ვიღაც, სტაცა ხელი და გავარდა, მე მერხზე გადმოვხტი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მეცვა, მაგრამ მაინც გავეკიდე, დავეწიე, შენ წარმოიდგინე, მაგრამ ზურგში ხელი რომ ჩავავლე, სწორედ მაშინ ამიცცურდა ფეხი წამოვდექი, მაინც გამოვეკიდე, ვუყვიროდი დაცვას "გააჩერეთ" მეთქი, მაგრამ ვერ გაიგეს, რა მინდოდა და იმის მაგივრად, რომ კარებში გაეჩერებინათ, ჩემსკენ წამოვიდნენ, საშველად. ის კი გავარდა და ვარაზის ხევის კიბეებზე დაეშვა მეორედ, ფეხმძიმედ ვიყავი, მარშუტკით ვმგზავრობდი და ვიღაცამ ამომაცალა გაიხარე ბავშვობა გამახსენე