Jump to content
Planeta.Ge

_13_

პლანეტელი
  • პოსტები

    757
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი _13_

  1. გიორგი თარგამაძემ ერთი ძალიან მაგარი რაღაც თქვა: ერთპარტიულობა პარლამენტისა ფასდება არა იმით, რამდენი სუბიექტი შევა პარლამენტშიო, არამედ იმით, არჩევნებში რამდენმა პარტიამ გადალახა ბარიერიო ძნელია არ დაეთანხმო, არჩევნებში კი ბარიერი გადალახა 12 ოპოზიციურმა პარტიამ საქმე აკეთონ ჩვენმა არჩეულმა ადამიანებმა ისა სჯობს, ქუჩაში მჯიღის ცემას, თუ როგორ გვიყვარს ქყეყანა სამშობლოს სიყვარული იმით არ გამოიხატება, ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებს "საქართველოს გაუმარჯოს" ბოლო მარცვალს
  2. მიშა არის ძალიან მაგარი ვიღაც, რამდენჯერ გამოავლო ჩალა ოპოზოციას? საპრეზიდენტო არჩევნები რომ დანიშნა ვადამდელი ეს იყო პირველი ჩალა შაბათს რომ დანიშნა სხდომა აი ეს კი იყო ძნა
  3. შალვა ვიცოდი, რომ წინააღმდეგი იყო ქუჩის აქციებისა, და ახლა რატომ დარჩა ქუჩაში? როგორ უნდა გჯეროდეს ადამიანის, რომელიც შევარდნაძის დროს არ დადგა ქუჩაში საკუთარი პრინციპების გამო და ახლა ღალატობს ამ პრინციპს ვინც მაშინაც იდგა გარეთ და ახლაც დგას კიდევ ჰო, მაგრამ შალიკო? მისი თითოეული გამოსვლა არის ძალიან სასაცილო, ჩამონათვალს რომ აკეთებს ხოლმე ბოლოში ისეთ სიტყვასს დააბრეხვებს, რომ შეიძლება გაიგუდო სიცილით... დააკვირდით რა, როცა აკეთებს რაღაცის ჩამონათვალს, მეოთხე წევრზე წინადადებისა მაგრად იკაიფებთ...
  4. ჩვენ თვითონ, რადგან მტერი იმდენს ვერაფერს დაგაკლებს, რაც შეიძლება საკუთარ თავს თავად ავნო... "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს... დიდკაცი თუ გამიგვერევა მას ისე დავკორტნით, როგორც დაჭრილ ძერას სვავები" სანამ არ ვისწავლით ერთმანეთის პატივისცემას, სიტყვით და სადღეგრძელოებით კი არა, საქმით, სანამ საკუთარი ამბიციების გვერდზე გადადება ქვეყნის სასარგებლოდ შეუძლებელი იქნება, ყველაზე დიდი მტერი ქართველისა იქნება ქართველი... ქართველი, რომელიც უდროო დროს დაიყვირებს ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არა ჰყავსო, ქართველი რომელიც ისეთ რამეს იტყვის რაც კარგ პასად ჩაითვლება რუსეთისათვის: რუსებს რა უნდა მოთხოვო, როცა ქართველი ამბობს აფხაზეთს ქართველები ბომბავენო... განმუხური პიარიაო, კოდორი პროვოკაციაო... გეცნოთ ოპოზიციის ლიდერების სიტყვები?
  5. ე.ი. სულ გაღიზიანებული ხარ, იმიტომ რომ ხალხში ვცხოვრობთ
  6. ჩემი აზრით, ლოგიკური შედეგი დაჯდა არჩევნების შემდეგ. ხელიგუფლებამ ბევრი რამე გაითვალისწინა: 1. საარჩევნო კამპანია ააგო პოზიტივზე 2. აღარ გააღიზიანა ხალხი და ის სახეები, რომლებიც ხალხს ნერვებს უშლლიდა, (თუმცა გაუგებარია, რატომ უშლიდა ნერვებს) ჩამოაცილა ეკრანებს 3. მაჟორიტარები დააყენა მომგებიანად და ეს გამოჩნდა კიდეც, და ბევრი ნიუანსი გაითვალისწინა რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე: 1. ხალხი ოპოზოციოსგან ითხოვდა ერთიანობას, რასაც ვერ მიაღწიეს 2. მაჟორიტარები დააყენეს ისე, რომ დაკარგეს ხმები 3. არ დამალეს სახეები, რომლების ოპოზოციურად განწყობილებსაც კი აღიზიანებდა (ჯონდი, ხაინდრავა) 4. კამპანია ააგო ნეგატივზე 5. ხალხს ვერ შესთავაზეს პროგრამა 6. ვერ მოახერხეს მობილიზება საკუთარი ამომრჩევლებისა და ბევრი აღარც მივიდა მათ ასარჩევად. ახლა იძახონ გაყალბდაო, აი, მიზეზთა არასრული ჩამონათვალი და შედეგი, ხალხს ვეღარ კრებენ მიტინგებზე დაჭრეს მანდატები, რომლებიც ისედაც ივლისამდე იყო დაშვებული, რა მაინტერესებს, ახლა ივლისში შეკრებენ და ისევ დაჭრიან და ასე დაუსრულებლად. ვაკემ მეორედ დაიტოვა თავი დეპუტატის გარეშე, წინა მოჭვევის დეპუტატი გაჩეჩილაძე იყო, და არ იყო... ახლა გამყრელიძე... მრცXვენია საკუთარი უბნის... და თბილისისაც გარკვეულწილად
  7. გავიდა დრო 7 ნოემბრის შემდეგ მე მგონი უკეთ გამოჩნდა ვინ ვინ არის 7 ნოემბერსა და 9 აპრილზე ერთ კონტექსტში და პარალელურ რეჟიმში საუბარი შეურაცხმყოფელად მიმაჩნდა და ახლა უფრო მეტად მიმაჩნია ეს პარალელი თავიდანვე შეკვეთილი იყო, ხალხის კიდევ უფრო მეტად გასაღიზიანებლად თუმცა რაზეა საუბარი თბილისმა ნარკომანი აირჩია საქართველოს პრეზიდენტად, ასე რომ ამ შედარებამ ისე აღარ უნდა გაგვაღიზიანოს...
  8. რემონტი გასაკეთებელი კი არ მქონდეს, უკვე გაკეთებული იყოს ამას ვნატრობ ამ წამს, მაგრამ რა?! წინ მაქვს ყველაფერი უფრო სწორად, ჩემს მეუღლეს აქვს წინ ყველაფერი, მე ისე მომიწევს, ერთ-ერთ ცნობილ რეკლამაში რომაა: "შედი და იცხოვრე" მაგრამ მაინც მირჩევნია უკვე დამთავრებული იყოს რემონტობანა
  9. ხმაურიანმა ანუ წკლაპა-წკლუპით და ცოხნით ჭამამ სხვამ არაფერმა
  10. ზალიან მალე, ვერც კი შეამჩნევ, ისე მალე გავა დრო ისე მენატრება ხოლმე სტუდენტობა, რომ მზად ვარ კიდევ ერთხელ გავიარო ეს გზა პირველ კორპუსს გულგრილად ვერასოდეს ჩავუვლი
  11. თსუ-ს პირველ კორპუსში მაქვს დამთავრებული ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც
  12. გაამართლა პროგნოზის პირველმა ნაწილმა ვნახოთ მეორე ნაწილი რას იზამს
  13. "ნათლიმამა" სხვათა შორის ამასწინათ ინტერნეტში წავკითხე სტატია, სადაც ეწერა, რომ "ნათლიმამაში" კადრში ფორთოხალი თუ გამოჩნდა, ე.ი. მკვლელობა მოხდებაო. ასე რომ ინტერესით ვუყურებდი და მართლაც ასე იყო, ფორთოხალი ან მოკლულს უვარდება ხელიდან, ან ჭამს და მაშინ კვდება, ან უბრალოდ დევს მეორე პლანზე და წინ კი ვიღაცას კლავენ დააკვირდით, მაგარია ძალიან...
  14. სპირალს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, იღებენ ანუ იუქმებენ. სპირალიის ჩადგმა არის გააქტიურება კონტრაცეპციის, ამოღება - გაუქმება
  15. ანუ როგორც მივხვდი ფულიანი, საკუთარი დაფინანსება რომ აქვს ისეთი ბიჭები მოგწონს და არა ჯერჯერობით უმუშევარი მოსწავლე-სტუდენტობა მშობლის ჯიბით რომ გეპატიჟება სადმე?! იქნებ ჯობია ტოლი და სწორი მოძებნო და ერთად მიაღწიოთ თვითდაფინანსებას? თუმცა მომწონს ბიჭი რომ დიდია გოგოზე და არა პირიქით გოგო რომ არის დიდი
  16. მთავარზე უმღავრესი მართლაც პროპორციულობაა... სილამაზე პროპორციულობააა და ამ გზით მიღწეული ჰარმონია და არ დაზეპირებული პარამეტრები და ა.შ.
  17. ვერაფერსაც ვერ გაწყვეტ, პირიქით ურთიერთობის გაღმავებაზეც იზრუნებ, ასეა ეს...
  18. ჩემმა ახლობელმა, რომელიც მუშაობს სამშობიარო სახლში, ასეთი რაღაცა მითხრა: ძალიან გახშირდა შემთხვევა, როცა ჩინელი გოგოები მოდიან და სპირალს (კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საიმედო საშუალებაა) იღებენო, ანუ საქართველოში გამრავლება უნდათ და არც ეკრძალებათ ასე რომ ქართველო გოგოებო და კაცებო მივხედოთ ნაციას თორემ... ლაპარაკს სჯობს შექმნათ ოჯახი და მინიმუმ სამი შვილი გაზარდოთ...
  19. მეც გამიტყდა ცოტათი, მაგრამ არ ინერვიულო ეგ უეჭველი დაქალებისს ბაზარია ახლა, რომ გადაიფიქრა ოხ, როდის ვისწავლით საკუთარი თავით აზროვნებას არ გაიტეხო გული, როცა ნახავ უთხარი რომ ძალიან ლამაზი სტუმრობა გამაზა და მოახსენე დაახლოებით რას აპირებდი, "არ გინდა და ნუ გინდა" თქო მიაყოლე. ეს პრობლემები არ არის, მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა!!!
  20. ბოდიში ასეთი ვრცელი "ჭკუის სწავლებისთვის", ეს მეგობრული რჩევებია, რომელიც შეგიძლია არ გაითვალისწინო ან შენებურად გადააკეთო იმედია, არ გეწყინება:buchti: ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ გკოცნი ბევრს!!! :wit:
  21. მაგრამ საჭმელ-სასმელზე მნიშვნელოვანია თავად შენ როგორ მოიქცევი: არ დააძალო ხვევნა-კოცნა, დამიჯერე მას თუ ეს სჭირდება, თავად გაგრძნობინებს და შენი ინიციატივა მაგ მხრივ აფიქრებინებს, რომ ეს გაინტერესებს მხოლოდ და მეტი არაფერი. მოიმარაგე ყველაფერი ზომიერად, დაალაგე პატარა თეფშებზე და ჯამებში და ისე მიიტანე, თუ შეგიძლია, თუ არადა არაფერი უჭირს, პირდაპირ თუ დაალაგებ ბოლოსთვის შემოინახე ერტი ყუთი რაფაელო, რომელსაც გაცილებისას მისცემ "არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად" დანარჩენი შენი ფანტაზიისთვის და ჯენტლმენობისთვის მომინდვია, გამოიყენე ეს სიტუაცია იმისათვის რომ ძალიან მეგობრული გახდეთ, და შექმნა ილუზია, რომ ძალიან კარგად უგებ და გესმის მისი. და თუ ეს არ იქნება ილუზია სასიხარულოა მხოლოდ და მხოლოდ გისურვებ წარმატებებს და ახალ შთაბეჭდილებებს, რომელსაცც იმედია არ დაგვზარდები და გაგვიზიარებ
  22. რაო, რაო?! ეს რა გავიგე? სტუმრად მოდისო? ოოოოო, ეს უკვე სერიოზულია, მართლა. ყავა უყვარსო ხო თქვი?! ხოდა, როგორი ყავაც უყვარს მოიმარაგე, როგორც კი დალევს ერთ ფინჯანს, შესთავაზე, კიდევ და კიდევ, თვვითონ შეიძლება გაუტყდეს მოთხოვნა ბევრჯერ... რაკიღა ყავა უყვარს სიტუაცია ააწყე ყავაზე: ანუ მოიმარაგე სუსნები, ნაყინი, მარწყვი... ხილის ასორტი... გაცივებული გამაგრილებელი სასმელები, რაც უყვარს კოკა, თუ სხვა რამ, იქნებ გაზიანი ნაბეღლავი მოსწონს, გეცოდინება. სუსნებია: კრეკერი, ჩხირები, ჩიფსები (ოღონდ კარგი), რამე კარგი შოკოლადი, ჩხირები რომაა რაღაცნაირი შიგთავსით და ა.შ. არჩევანი დიდია, ამისთვის უნდა წახვიდე უახლოეს სუპერმარკეტში და ტკბილეულის რიგში ჩაიარო კიდევ მინდა რაGაცეები გითხრა, მაგრამ ამჯერად ეს იყოს, ცოტა ხანნში დავპოსტავ დანარჩენს.
  23. "ჰასლერი" არის რა... გაიზრდები და გაიგებ, თან ბევრ რამესაც ისწავლი... კაიფობ ხო, ვითომ არ იცი... შე ეშმაკო შენა
  24. თან მე ვარიანტი მაქვს "ჰასლერიდან" რაღაცეების ჩაწერის და მერე იმის გამოყენება შეიძლება, არ ვიცი ჯერ ვფიქრობ, არაქრისტიანულია ცოტა არ იყოს
  25. პორნო საიტის ან იტერნეტ ტოტალიზატორის გაკეთება, მე მგონი მომგებიანი უნდა იყოს
×
×
  • შექმენი...