-
პოსტები
757 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი _13_
-
რაო? რაო? გამოიცანი სიტყვის მნიშვნელობა, ოღონდ არ იფირქო!
_13_ replied to polter's თემა in თავისუფალი თემა
ფეხმძიმობის დროს ტონუსი ნამდვილად არ არის გამამხნევებელი ელექსირი -
იმედია არ ხარ გულწრფელი ამ შემთხვევაში ოჯახი ძალიან კარგია, არის პრობლემები ცხადია, მაგრამ არის თბილი კერა გარემო, ადგილი სადაც იცი რომ მიხვალ მიიხურავ კარს და შენი შვილების ჭყიპინში სულ გადაგავიწყდება ხანდახან რა უსამართლობას შეიძლება წააწყდე ადამიანი მიყვარს ოჯახი!!!
-
ზედმეტი თავისუფლება თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში?
_13_ replied to ketusa's თემა in ადამ და ევა
დრო შეიცვალა, ბევრ რამეს აეხადა ფარდა, ბავშვები უფრო ცნობისმოყვარენი გახდნენ, გარდატეხის ასაკმა რამდენიმე წლით გადმოიწია უკან მე არ ვეტყვი სხვა ეტყვის! (ჩემზე უკეთ ეტყვის?! რაღაც არა მგონია). მეც არ მითხრა სექსუალური ცხოვრების შესახებ დედაჩემმა არაფერი, ნეტა იცოდეთ, რამდენი სისულელე მოვისმინე თანატოლებისაგან სხვადასხვა დროს ქალისა და მამაკაცის ურთიერთOბაზე, მათაც არაფერი უთხრეს, მაგრამ როგორც ესმოდათ, წარმოედგინათ, ისე ამბობდნენ, ბევრს შიში და კომპლექსი გაუჩნდებოდა აქედან მოდის "პირველი ღამის კომპლექსი", ზოგს ნერვული შეტევა რომ ემართება, ზოგს კრუნჩხვა, და ზოგი საავადმყოფოში რომ ხვდება "რომანტიკული ღამის" შემდეგ ამიტომ მიმაჩნია რომ ახლანდელი დედების აღმზდელობითმა მიდგომამ გარკვეული ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ქართველურ ტრადიციულ აღზრდაზე, ადათებსა და წესებზე უბრალოდ სირაქლემას პოზიცია გაუმართლებლად მიმაჩნია, მით უფრო ახლა, როცა უკვე მართლა ბევრი რამეა ხელმისაწვდომი, ამას 9 საათის შემდეგ კინოს არყურება ვერ უშველის, დღისითაც გადის ბევრი რამ -
შენ რომ ნერვებს უშლი მაგას ვერ დავიჯერებ!!! შენ კიდევ ბევრს ითმენ ზოგი უკვე ნერვებმოშლილი შემოდის აქ და საკუთარ უკმაყოფილებას ჩვენზე აფრქვევს, მაგრამ მოდით, ხასიათი გამოვუკეთოთ, თავი ბედნიერად ვაგრძნობინოთ ერთი ჭეშმარიტება დავწერე და არაო მითხრეს მე მაინც ასე ვფიქრობ: გაივლის, ყველაფერი გაივლის. პ.ს. მე ვეწევი!!! ვის შეეცვალა აზრი ჩემზე?
-
ხო, ხო ევრო, დოლარი აღარ მოსწონთ მართალია, გაიხარე ევრო ხომ არ ვარ ყველას მოვეწონო :ena:
-
მართალია ეგრე მეც ბოროტება ჩავიდინე რომ გავთხოვდი, ბევრ ადამიანს, მამრობით სქესს დაწყდა გული და ძალიან ბოროტი ხარო მითხრეს კიდეც, ახლაც არ მელაპარაკება ბევრი და მიაჩნიათ რომ მათზე უნდა შემეჩერებინა არჩევანი მაგრამ მე დიდი სიკეთე ჩავიდინე მეორე მხრივ და რა ვიცი... შეიძლება ეს არ არის ბოროტების განმარტება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ ბოროტის სახელი შემერქვა მე ეს არ მომწონს, ვისთვის ბოროტი და ვისთვის კეთილი დოლარი ხომ არ ვარ ყველას მოვეწონო
-
რა ხდება დღეს? ნუ ვუშლით რა ერთმენეთს ნერვებს, ფორუმში ათასნაირი აზრი იტრიალებს, ყველა ერთ აზზრზე ვერ იქნება, ასე რომ ვისაც უნდა მოსწევს, ვისაც არ უნდა არ მოსწევს ეწევა ხალხი და უსწორდებათ, იქნებ ვინც არ ეწევა იმათ ისეთი რაღაცეები ახასიათებთ, რაც მწეველებს არ მოსწონთ? მოკლედ, რა ნუ დავჭამთ ერთმანეტს
-
მე ორჯერ გამიცრუვდა ასე მწარედ იმედი, თან როგორც ვხვდები, ერთსა და იმავე თემაზე გაგვიცრუვდა იმედები. თუ ასეა გაივლის, გეუბნები, უეჭველად გაგივლის
-
მეც ასე ვიფიქრე, რაკიღა თქვი საილენთიაო, შეიძლება თვალებით, გამომეტყველებით და სუფთად გარეგნული ეფექტებით უფრო მიხვდეს ყველაფერს, ვიდრე სიტყვებით თვალები რომ მოეწონა ეს ძალიან კარგია, უთხარი თვალებით ყველაფერი, არ მოარიდო, მისი სუსტი წერტილი ლამაზ თვალებზე გადის, ისეთი რაღაცეები ჩაიცვი რაც შენ თვალის ფერს უხდება... მადლობა რა მოსატანია, შენ ისეთი მომხიბვლელი ხარ, არარსებობს ბიჭი რომ არ დააინტერესო, ამ რჩევების გარეშეც მოხდებოდა ყველაფერი დამიჯერე, მთავარია იყო თბილი, მზრუნველი...
-
მაშინ შენ უნდა გახსნა ურთიერთობა, როცა მის გვერდით იქნები ეცადე, მისთვიის საინტეერესო თემებზე დაიწყო ლაპარაკი (იქნება ეს მუსიკა, კინო, ცხოვრება), არჩევანი დიდია ოღონდ რაკიღა საილენთია, ეცადე ილაპარაკო აუღელვებლად, დაძაბვის გარეშე და მოზომილად, ანუ პირველ ჯერზე ნუ აიწყლიანებ ახლა ენას და კიდევ, მთავარი, ყველა გოგოს აქვს ტანსაცმელი, რომელიც იცის, რომ ძალიან უხდება იმედია, ასეთები შენც გაქვს, ხოდა როცა იცი რომ მას ნახავ, იმ დღეს უნდა იყო განუმეორებელი, ანუ კარგად უნდა გამოიყურებოდე მე მჯერა, რომ შენ ყოველთვის კარგად გამოიყურები, მაგრამ ვამბობ, ვლაპარაკობ განსაკუთრებით კარგად უნდა გამოიყურებოდე თქო. ტანსაცმელი ვერაფერს გახდება, თუ სახე არ გაიმეორებს იმავეს, თვალები ვნებას უნდა აფრქვევდეს, შეფარულ ვნებას, უყურე თვალებში, არ შეგრცხვეს გაუყარე თვალი თვალში, მიეცი საშუალება მანაც დაინახოს რა ლამაზი თვალები გაქვს, არ მოარიდო მზერა, თუ გრძნობ, რომ გიყურებს, შენც გაუსწორე თვალი და არ მოაცილო მანამ სანამ გიყურებს, თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, უბრალოდ გაუღიმე
-
ხოოოო რაკიღა აზიატია, ზედმეტ აქტიურობას არ გირჩევ თუ თვითონაც გაქცევს ყურაგღებას ეს ძალიან კარგია, მეგობრობით დაიწყე, ანუ იყავი ყურადღებიანი, გულისხმიერი როცა ლაპარაკობს ყურადღებით მოუსმინე, ყოველ შემთხვევაში ისეთი სახე მიიღე, რომ ძალიან გაინტერესებს რას ამბობს თუ ეს ყვალაფერი უკვე, ასეა დაწერე და შემდეგ საფეხურს დავპოსტავ
-
არ გეწყონოს, ცოტა ბავშვური საქციელია, ეგ იგივეა შოკოლადს ჭამდე, არ მოუტეხო ან სილაში თამაშობდე და სათამაშო არ ათხოვო!!! რა ვიცი, მე ასე მომეჩვენა და რა ვქნა ისე ცუდი არ არის, უბრალოდ ბავშვურია, ამდენად, ვუშვებ, რომ იმ მომენტში, როცა ამას ამბობდი, შეიძლება, ძალიან საყვარელიც იყავი თუმცა მოყოლილი სხვა პონტია, და რეალში გაცილებით ეფექტური იყო შენი სვლა
-
ხო, ეს მემგონი საკმარისია. ერთი დეტალი კიდევ თუ იცი, ჰყოლია შეყვარებული? თუ კი, როგორი იყო ის გოგო, რატომ დაშორდა? თუ ეს დეტალებიც იცი, გვითხარი და სრული პორტრეტი შეიკვრება
-
გააჩნია ბიჭს, იცნობ თუ გაცნობა გინდა ყურადGების მიქცევით? რა ტიპია, რაც იცი მის შესახებ დაწერე და... მერე ვნახოთ, იდეები თუ მომაწვა ყველაფერს დავწერ აბა მოიკრიბე გონება და გაიხსენე ყველაფერი შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს შენისთანა კარგი გოგოსთვის :rolleyes:
-
უსამართლოდ იგებს ბრძოლას :help:
-
მაცარელა იტალიური ყველია ძალიან უხდება პიცას პიცცაა
-
დაიკიდე, სხვაგან მეგონა ამას ვპოსტავდი :ena: ):
-
წავედი ახლაა მე ნიკოლოოოოოზ, გადააგდე ახლა ან სავარცხელი, ან სალესი ქვა, თორემ დაგეწიე და ეგ არის )
-
ნატო!!! მენატრება ნატო!!!
-
ხო გამოჩნდა ვინ რას წარმოადგენდა? გადავრჩით ეგენი რომ ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში ეგენი საარჩევნო სიებზე, და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ვერ შეთანხმდნენ და სახელმწიფოს წყობილება უნდა შეეცვალათ, არეულობა მერე გენახა ეგ რომ დაეწყოთ, შუა გზაში დაჭამდნენ ერთმანეთს და მასთან ერთად ქართველ ხალხს...
-
ხო შეიძლება რამე არ მოგვწონდეს ამ მთავრობის, მაგალითად თავი, მაგრამ ასე მგონია ასეთი მთავრობა (კარგი კუთხით ვამბობ) ჯერ არ გვყოლია.
-
გასაგებია, რომ კონკრეტულად არ ამბობ, მაგრამ მე რომ კონკრეტულად მომწონს? ჩვენ ამ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მმაგრამ შენს აზრს პატივს ვცემ, მე ჩემი აზრი მაქვს თან არაერთი
-
ნარკომანი, დედის მაგინებელი, უწიგნური, უვიცი... ყოველ შემთხვევაში თბილისს ასეთი მოუნდა 5 იანვარს
-
ლუჟკოვი ვიღას დაკარდვია? გადამრევს ეს ხალხი
-
სტიუ ვანდერი, რეი ჩარლზი...