-
პოსტები
5.769 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი asds
-
როგორ არის ნათქვამი??? შეიძლება არ ვეთანხმენოდე შენ აზრს, მაგრამ თავს დავდებ რომ აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლო გქონდესო ხომ? : )) ეგეთი პონტია რა ჩემთვის ეს თემა.. ერთმანეთი დაჭამონ ბატონო, მაგრამ ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების ხელყოფაზე ადეკვატური რეაგირება საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მოახდინოს, ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ რაიმენაირი უფლებების გარეშე რომ არ აღმოჩნდეს.. ხო ნუ ბურჭულაძის პიროვნებას არ ვიცნობ და არც მისი რომელიმე ნაწარმოები წამიკითხავს, არ ვიცი სამწუხაროდ, არ ვიცი საბედნიეროდ, მაგრამ ეს ყოველივე საკითხისადმი ჩემ პრინციპულ დამოკიდებულებას არ ცვლის.. გაიმარიაჟა რა, იტიპას პონტში, ამიტომ უნდა ჩაიქოლოს?
-
ეგ ბურჭულაძე საერთოდ არ მაინტერესებს, არც ის მაინტერესებს რას წოვს და რატომ, მაგრამ რაც მაინტერესებს ის არის რომ საზოგადოება, მინიმუმ საზოგადოების ერთი ნაწილი მუდამ მზად არის წაქცეულს გადაურბინოს და რატომღაც ამაზე პრაქტიკულად არავინ იღებს ხმას.. ვისი რა საქმეა მამენტ ბურჭულაძე სად რას იტყვის და როგორ? მთავარია სიტყვის თქმის უფლება და შესაძლებლობა ქონდეს. არადა გურჯისტან სოსაითის სრულიად არაადეკვატური რეაგირება "ქუთაისის ინცინდენტზე" ნათლად მეტყველებს იმაზე თუ რა დონეზეა ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და გინდაც საზოგადოების განვითარების დონე.. ამაზე რატომღაც არავინ ფიქრობს ან მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს როცა თავად ექმნება პრობლემები..
-
ეს თემა რაზეა? როგორი მაგარი ტიპია შალვა რამიშვილი? როგორი ცუდი/მშიშარა და ბანძი ტიპია ეს ვიღაც ქურდების პატივისმცემელი და ბოზების მტკენი მწერალი თუ მიშა რომ მაგარია? ბოზების დედაც მოვსდღან ტო ასი წელი, ძაღლების დედებსაც ################## და ქურდებსაც გაუმარჯოს ღმერთთმა. აი რა მერე? ვინ ტყანვს სააკაშვილს ან საერთოდ ვინმეს კონკრეტული მოქალაქე ვის სცემს პატივს და ვის არა? ბიჭო რა ვეჩნა წაქცეულის ჩაქოლვაზეა ტო გურჯისტანი, რა ჭირს მაგ ქვეყანას საერთოდ? ხტთფუ ბლიად.. რამიშვილო შენ ბოზ მამიდას მიხედე რა ვიღაცა ხარ... ტოჟე მნე მორალისტი ბლიად.. ქურდული გაგების აგიტატორი და ვინმე მოძველბიჭო მასტი რომ არ ვარ ქე იცით ასე რომ ასე.. როგორ ეხლა გახდა #######იანი ყველა, 10 წლის წინ სად იყო ეს ჩმორი ბიდლა?
-
მემარცხენე ლიბერალიზმის ადეკვატური ალტერნატივა არ არსებობს. ეს აქსიომაა.. სხვა საქმეა ვის როგორ ესმის მემარცხენეობა, ვის რა ამოძრავებს და ვინ რეალურად არის და ვინ არა მემარცხენე.. მემარჯვენეობა აბსოლიტური უმეცრების და არაადმიანობის შედეგია.. როგორ შეიძლება ადამიანი იყო მემარჯვენე, როცა მემარჯვენეობა ადამიანს ადაიანობას ართმევს და ვაჭრობის ინსტრუმენტად განიხილავს მხოლოდ..
-
რას ქვია და იმას ქვია რომ უკლებლივ ყველა ადამიანი პლანეტა დედამიწაზე, მათ შორის საქართველოს მოსახლეობა უსიტყვოდ იმსახურეს სამართლებლივ, სოციალურ სახელმწიფოში ცხოვრებას. იმსახურებს უსაფრთხოების გარანტიებს და იმსახურებს, რომ რთულ სიტუაციებში (დაზღვეული არავინ არის) სახელმწიფო (სახელმწიფო სტრუქტურები) ავტომატურ რეჟიმში ასრულებდეს მასზედ დაკისრებულ ძირითად ფუნქციას და მოქალაქეს დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებოდეს. საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე იმსახურებს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების შესაძლებლობას და ყველა მოქალაქე იმსახურებს თავისუფლებას, თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობას. რათქმაუნდა ლამაზი თვალების გამო არა, ადამიანი რომ არის ამიტომ იმსახურებს. სახელმწიფო იმისთვის არსებობს რომ ადამიანებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას, სადაც ყოველ მოქალაქეს ადამიანური ღირებულებების, ცოდნის, განათლებისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად ექნება თვითრეალიზების შესაძლებლობა. ეს უნდა გაკეთდეს და რომელი მოქალაქე როგორ გაივლის საკუთარ ცხოვრებას ეს არავის საქმე არ არის გარდა კონკრეტული მოქალაქისა. მთავარია მოქალაქეს ამ გზის თავისუფლად გავლის შესაძლებლობა მიეცეს.. ყოველი თქვენთაგანი ყოველდღიურად ამდიდრებს სახელმწიფო ბიუჯეტს, ყოველდღიურად იხდით გადასახადებს დაწყებული პურის შეძენით და დასრულებული კომუნალური ან საშემოსავლო გადასახადებით და მითხარით სად არის სახელმწიფო, რომელმაც თქვენთვის უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას? სად არის სახელმწიფო, რომელმაც თავისუფალ და სამართლებლივ გარემოში თვითრეალიზების და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა უნდა მოგცეთ? სად არის საერთოდ სახელმწიფო? არ არსებობს ბატონო ჩემო, არ არსებობს ეს სახელმწიფო და რევოლუცია ზუსტად იმიტომ არის საჭირო რომ ის შეიქმნას!
-
ეგ არის რა.. ძნელია ვინმეს ენდო და გვერდით დაუდგე, ამიტომ ალბათ ამ "ვინმეს" განვლილი გზა უნდა იყოს კრიტერიუმთა შორის უმთავრესი.. ამის გარდა მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ რა გვინდა საქართველოს მოსახლეობას, მხოლოდ სააკაშვილის შეცვლა თუ კრიმინალური რეჟიმის და პოლიტკური სისტემის დემონტაჟი, კორუმოიურებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ნეიტრალიზება და ახალი ელიტების ფორმირების გზით ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა? ანუ საქართველოს რეალურად დემოკრატიულ, სოციალურ სახელმწიფოდ გარდაქმნა. თუ მოსახლეობას მხოლოდ სააკაშვილის შეცვლა აღელვებს მაშინ მე პას (საქართველოს პრობლემა მარტო სააკაშვილი არ არის), მაგრამ თუ მოსახლეობას ახალი/უკეთესი საქართველოს და უკეთესი საზოგადოების შექმნა აქვს მიზნად ესეიგი ჩემი პოლიტიკურ იდეოლოგიური ხედვა სწორია და მოთხოვნადიც გახდება, შესაბამისად კი რევოლუციის ლიდერთა (იდეოლოგთა) გუნდის ფორმირება და რევოლუციის დაწყება ერთი და იგივე იქნება.. ამიტომ დავწერე ბლოგზე და ფორუმებზე პოსტი რევოლუციის ლიდერზე, რადგან მე პირადად ნამდვილად ვარ რევოლუციის ლიდერის/ლიდერების ძიების პროცესში..
-
ნაცების დანიშნული რევოლუციონერი არ გაიშვა რა.. აღარ გამოვა ის დადგმა რაც ედიკას სააკაშვილით ჩანაცვლებით გათამაშდა, აღარ გამოვა რადგან 2003-2007 წლებში ვაშინგტონი რეალურად ამყარებდა ახალ "რევოლუციურ" ხელისუფლებაზე იმედებს და მხარი დაუჭირა, დაგეგმა და განახორციელა კიდეც ე.წ. რევოლუცია, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოზეც ჩაიქნია ხელი და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმზეც.. ენერგოდერეფანი სომხეთზე გადავა და შესაბამისად ვაშინგტონს არანაირად არ აინტერესებს ის თუ რა და როგორ მოხდება საქართველოში.. უფრო მეტიც, რეალურ რევოლუციას მხარსაც კი დაუჭერს რათა "შური იძიოს" სააკაშვილზე და მის გარემოცვაზე.. ამას თავი გავანებოთ ვინ უნდა მოატყუონ ან ვინ მოტყუვდება სააკაშვილი რომ ვთქვათ ბოკერიამ ან უგულავამ, ანდა ალასანიამ ჩაანაცვლოს? რა შეიცვლება ამით? არც არაფერი ხო? შესაბამისად მხოლოდ გაიზრდება რევოლუციური ცვლილებების აუცილებლობა და მოთხოვნა რევოლუციაზე, რაც ამ უკანასკნელს გარდავალს ხდის.. მთავარია რუსეთთან და სომხეთთან ომში არ ჩაითრიოს კრიმინალურმა რეჟიმმა საქართველო და ქვეყანა არ განახევრდეს..
-
არაფერს მაგ ადამიანს მე არ ვთხოვ, ბაბუმ ლინკი დადო და დადებითად დაახასიათა ხოდა ჩვენც აგერ კრიტიკული მზერით შევხედეთ მაი პიროვნებას : )) კარგია თუ უანგაროდ უნდა ხალხის სამსახური. და თუ ეს ასეა აუცილებლად გამოჩნდება.. სხვა თემაა რომ მე პირადად რევოლუციის ლიდერის ძიების პროცესში ვარ და ხაჭაპურიძეს ნამდვილად ვერ ვხედავ რევოლუციონერის ამპლუაში : ))
-
ასდს ვარ კაცო ვინმე ფორუმ.გეელი ზეპატრიოტი ჯეელი ხომ არ გგონივარ : ))) სადღეგრძელოებით საუბარი კი მე არ მჩვევია, ასე რომ... თქვენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ქვეყანაში სადაც ცხოვრება შეიძლება და სადაც ცხოვრება სასიამოვნოა. დამიჯერე ასე იქნება!
-
მესმის შენი სიმართლე გითხრა.. მესმის და ობიექტურობიდან გამომდინარე ვამბობ რომ საქართველოს მოსახლეობას რევოლუცია ჭირდება.. უბრალოდ მომწიფდა საზოგადოება ცივილიზაციური განვითარების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად და რევოლუციამ შუალედური საფეხური უნდა შეუქმნას.. თუ გაუმართლა საქართველოს და რევოლუციონერების სახით მართლა იდეინი ადამიანები მიიღო, ესეიგი შუალედურ საფეხურსაც სწრაფად გაივლის და რევოლუციურ ხელისუფლებასაც მოკლე ვადაში მოიტოვებს ისტორიის ფურცლებზე. ასე რომ სადღაც 10-15 წელიწადში დღევანდელობა ახალ თაობებს წარმოუდგენელიც კი შეიძლება ეგონოთ.. ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა ჩემი ქვეყნის
-
რევოლუცია მოხდება ნუკრიკო. აუცილებლად მოხდება, რადგან თქვენი და ყოველი მომდევნო თაობა ცივილიზებულ, განვითარებულ, სოციალურ და სამართლებლივ სახელმწიფოში ცხოვრებას იმსახურებს. თქვენ გული არ გაიტეხოთ მთავარია.
-
იცი რა არის ჩემი დვიჟოკი? მე ვფიქრობ რომ ადამიანი ადამიანურად უნდა ცხოვრობდეს.. არც მეტი, არც ნაკლები.. ასე რომ... რევოლუცია დავიმსახურეთ! მთავარია თავი მოვაბათ.. ადამიანობასაც გავიხსენებთ, რადგან ის არასდროს დაგვიკარგავს, თუმცა ნამდვილად ეცადნენ არაადამიანები რომ დაგვეკარგა.
-
ასდს მოკვდება თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოციალური სამართლიანობისთვის, მაგრამ რევოლუციის ლუდერობა? რავიცი.. რავიცი ... : )) მე რევოლუციის ლიდერი :ihihi: ზვუჩიტ ოდნაკო : ))
-
:givi:
-
რევოლუციისთვის მზაობას ნერვები არ განსაზღვრავს.. ცნობიერებაში როგორ ვართ, ეგ არის მნიშვნელოვანი.. ბოლო ბოლო მივხვდით იმას რომ თანაბარუფლებიანი ადამიანები ვართ ყველა, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი წარმომავლობისა და მივხვდით იმას რომ წესიერება, პატიოსნება, სიკეთე, კეთილშობიელბა, ცოდნა და განათლება, პატიოსნება და პროფესიონალიზმია მნიშვნელოვანი თუ ჯერ კიდევ ვფიქრობთ რომ ყველამ ყველაფერი ვიცით და მხოლოდ ქართველები ვართ რაც ვართ??? რევოლუცია თავისით არ მოდის, ის შეიძლება დაიმსახურო მხოლოდ!
-
რა მნიშვნელობა აქვს მე ვინ მომწონს და ვინ არა, მნიშვნელობა ხომ იმას აქვს ვინ საიდან მოდის და რა გზა გაუვლია? მე პირადად ხაჭაპურიძის უკან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სტროგად ფინანსურ ინტერესს ვხედავ, რადგან ასე ვხედავ და ეს კაციც პატარკაციშვილთან ასოცირებას ვერასდროს გაექცევა.. ხოდა ეხლა შენ მითხარი ბაბუ, თუ ადამიანმა იმდენი ვერ იაზროვნა თავის დროზე და ვერ მიხვდა, რომ პატარკაციშვილის საექსპერიმენტო არ იყო საქართველო და პატარკაციშვილიც არ იყო საქართველოს ლიდერობის ღირსი, მაშინ დღეს როგორ უნდა ხვდებოდეს იმას თუ რა ხდება გინდა საქართველოში და გინდაც საქართველოსთან დაკავშირებით? აი მე არ მესმის და შენ თუ გესმის მითხარი.. კვიცს კოჭებში ეტყობაო ნათქვამია, ხოდა ამით იწყება და ამით მთავრდება რა ხაჭაპურიძის პოლიტიკური კარიერა.. ხო, ნუ ია ვტაკ დუმაიუს პონტში : ))
-
ექსპერიმენტების ფუფუნება აღარ გვაქვს ბაბუ. რატომ უნდა ცხოვრობდეს ჩემი ხალხი არაადამნიანურ პირობებში მითხარი? რატომ უნდა იძინებდეს დღეს ამ დედაარღნიან ოცდამეერთე საუკუნეში ბავშვი მშიერი საქართველოში? რატომ? რატომ ვერ უნდა უმკლავდებოდეს საქართველოს მოქალაქე უსამართლობას? არა რა, ასე არ შეიძლება.. მხოლოდ ერთი გასროლის შანსი გვაქვს ბაბუ და ეს გასროლა მიზანში უნდა მოხვდეს. მე თავს დავდებ იდეისთვის, ამაში ეჭვი იმ ხალხსაც არ ეპარება ვგონებ რომელთაც აი არ უყვარვარ კი არა ვეზიზღების პონტში კიდეც, მაგრამ მე არ ვარ საქართველოს ხვალინდელი ლიდერი. არ მინდა და არც მაინტერესებს ეგ თემა. ადამიანი მანახეთ ვისაც უშიშრად გადავაბარებდი (გადააბარებდი) პასუხისმგებლობას რამე რომ მოხდეს. 4-5 მილიონიან საზოგადოებას ეს ხომ უნდა შეგვეძლოს?
-
არანაირი რვა პარტია საქართველოში არ არსებობს. არსებობს კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დასაბამს გამსახურდიას დამხობის დღიდან იღებს და რომელიც ყველა მეთოდებით ცდილობს საზოგადოების "დაბოლებას" და ძალაუფლების შენარჩუნებას.. დედებს მოვუკითხავთ მაგ ########## მალე! ასე რომ ვინ სად გაიქცევა მაგ არაადამიანებიდან და რატომ ყველაზე ნაკლებად მადარდებს.. სამართლიან სასჯელს ანტარქტიდაზეც კი ვერ დაემალებიან. ეს იცოდნენ კარგად!
-
110%
-
მისტერ ალასანიას რასაც დაავალებენ იმას იტყვის იქ და ისე როგორც დაავალებენ.. შეიძლება ვაშინგტონს მიაჩნდა და დღემდე მიაჩნია სააკას შემცვლელად და კიდევ უფრო დეზინტეგრირებული საქართველოს მმართველად, მაგრამ ტრუხაა ეგ კაცი (არის კი კაცი საერთოდ?) და ტრუხა რომ არის თავადაც კარგად იცის.. შეიძლება იდეები აწუხებს, მაგრამ იდეიონობა თუ მისი ბუნებაა სააქმე დადოს! გაქაჩავს კი? .....
-
:givi:
-
სხვა ძალის ინტერესებიდან გამომდინარე თუ არ აქტიურობს თავგანწირვა დადოს. სხვაგვარად ვერ დაამტკიცებს ვერც რევოლუციონერობას და ვერც ვერაფერს..
-
საქართველოში არ იყავი იმ დღეებში და ამდენად არ ფლობ ინფორმაციას ეტყობა.. აგვიასტოს ტრაგიკული მოვლენების დროს ერთი მე დავუპირისპირდი სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს ღიად, როგორც საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი და მეორე რამდენადაც ვიცი პოლიტოლოგები გულბაათ (გუგა) რცხილაძე და გიორგი ვეკუა.. არავის სხვას ხმა არ ამოუღია, არავის! და დღეს რომ ეს ნაბოზვარი ფსევდო ოპოზიციონერები სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დავალებით და ხალხის აბუჩად აგდების ხარჯზე (მოსახლეობაში არსებული საპროტესტო მუხტის განე ი ტ რ ა ლების მიზნით) ცდილობენ, მათ შორის აგვისტოს თემით მანიპულირებას, მხოლოდ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ რევოლუცია აუცილებელია და გარდაუვალი! აქვე ავღნიშნბავ რომ ჩემთვის აგვისტოს კონფლიქტი იყო და არის კრიმინალური რეჟიმის მიერ საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და ამდენად დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე!
-
მე პირადად ერნესტო გევარა 20-ე საუკუნის ადამიანად მიმაჩნია და კაცობრიობის ისტორიაში უნიკალურ მოვლენად რათქმაუნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა ადამიანებში ვერ ვხედავ ან ვერ დავინახო მემარცხენე ლიბერალიზმის/ჭეშმარიტი რევოლუციონერის სულისკვეთება. ხაჭაპურიძის აქტიურობას (მეტ ნაკლებად) ვიცნობ, თუ ჭეშმარიტად ხალხის ინტერესი ამოძრავებს და თუ პრინციპული ადამიანია ეს გამოჩნდება. აქამნდეც გამოჩნდებოდა მამენტ, მაგრამ ნუ იქნებ მომავალში გამოჩნდეს.. ერთია, რომ ვინც აგვისტოს დღეებში სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დანაშაულებრივ სამხედრო ავანტიურას ღიად არ დაუპირისპირდა პოლიტიკისთვის შეუფერებელ ადამიანად მიმაჩნია და მით უმეტეს ვერ ჩავთვლი ასეთ კონტინგენტს რევოლუციონერად.. შეიძლება სააკაშვილს ებრძვის აღნიშნული პერსონა ან ხელისუფლებისთვის იბრძვის, მაგრამ რევოლუცია და რევოლუციონერობა სხვა "რამეა".. ეს სხვა "რამე" დაგვანახოს.. პ.ს. ლინკზე რას იძახის არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ადამიანის სიტყვებს საქმე უნდა ამყარებდეს..
-
pluto შენთვის საინტერესო ფორუმი რომელია გენაცვალოს ასდს ძია ფორუმი კი არ არის უინტერესო, ჩვენ ქართული საზოგადოება ვართ გზააბნეულ/ინტერესდაკარგული.. ამაზე იქნებ დაფიქრდეთ..