Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. Precursor პრინციპში გეთანხმები რომ მოუმზადებელი ვმოქმედებ ხშირად, მაგრამ ამ მომზადების საშუალება თუ არ მაქვს რა გავაკეთო? უმოქმედობას ისევ მოქმედება მირჩევნია.. აგერ სახლის პირობებში ვაგრძელებ შიმშილობის აქციას და რატომ? იმიტომ რომ გვერდში მდგომი არ მყავს, ეხლა ეს გვერდში მდგომი მენახა და მერე დამეწყო აქცია? სად ვნახო ან როგორ? სხვა დანარჩენშიც გეთანხმები. თუ თბილისმა არ გადმოგვიშვა/გადმოგვიყვანა ესეიგი არ ყოფილა საშველი და შევეცდები საერთოდ დავივიწყო საქართველოში დაბრუნების თემა. სააკაშვილის რეჟიმის შეცვლამდე მაინც. მერეა და მანდ რომ სულ ყველას 110% ფეხებზე ვეკიდოთ ეს ხომ არ ცვლის იმ ფაქტს, რომ საქარველოს მოქალაქეები ვართ და თანამედროვე სამყაროში მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში გაქვს ადამიანს როცა გინდა მაშინ დაბრუნების უფლება? სადმე აწყობილ ქვეყანაში გადაყვანას ხომ არ ვითხოვ? თუ მოქალაქეობა ჩამოგვართვეს გვითხრან ბატონო და არარც ამ აქციას მივმართავდი.. Anima Libera საკუთარ ქვეყანას ფეხებზე ვკიდივართ ევროპა დაგვეხმარება ვითომ? არა მგონია.. თუ აქციით არაფერი გამოვიდა და სიმართლე გითხრა პირველი ორი დღე ისეთი დამაიგნორეს რომ ეჭვი მაქვს არაფერი გამოვა, მაშინ ესტონეთში უნდა გადავიდეთ როგორმე.. სადმე ვიმუშავებ არალეგალურად იმდენი მაინც რომ დავაგროვო ესტონეთის საზღვრამდე მივიდეთ.. რავიცი რა, ისეთი დავიღალე ფიქრის თავიც აღარ მაქვს მგონი.. laci საელჩოდან პასუხი არ ყოფილა. არც კი გამოსულა ვინმე. ეხლა სახლში ვარ აქ ვაგრძელებ აქციას, რადგან რავი მარტო იქ დგომა მთლად აზრიანი საქმე არ არის. ეხლა მინდა ვინმე ვნახო ვინც გვერდით დამიდგება, რომ რამე რომ იყოს 03-ზე მაინც დარეკოს და აუხსნას რა და როგორ.. მშრალი შიმშილობა შევწყვიტე. გუშინ საღამოდან წყალს ვსვავ. გუშინ დღისით საელჩოსტან ისეთი შემომიტია ორგანიზმმა ვიფიქრე ვკვდები თქვა : ))) მართლა არ მეგონა უწყლობა დღენახევარში თუ მაგრძნობინებდა თავს.. საკვებს არ ვიღებ და ასე რამდენადაც ვიცი კარგი ერთი და მეტი კვირაც შეიძლება გაძლოს ადამიანმა.. ვნახოთ ორშაბათს შეიძლება ისევ საელჩოს წინ გადავიდე, იქნებ ის მაინც მითხრან რომ ვერაფერს ახერხებენ თორე ასე უყურადრებობას არ ვაპატიებ..
  2. ეს ამ მომენტისთვის ბოლო ინფორმაცია აქციასთან დაკავშირებით.. http://wp.me/pySj7-gS შიმშილობის აქცია – დღე მესამე მომიტევე პატივცემულო მკითხველო, რომ დანაპირები ვერ შევასრულე და გუშინ ვერ გამოვაქვეყნე აქციის მსვლელობის მეორე დღის შესახებ ინფორმაცია. დრეს გამოვასწორებ ამას და ახალ ინფორმაციასაც დავდებ. გუშინ, 28 აპრილს საელჩოს წინ გავათენე ღამე, საელჩოს გვერდით მდებარე სკვერში სადაც აქციის მსველობის ძირითად დროს ვატარებ. შუაღამე ჩამთვლიმა ეტყობა და წვიმის წვეთებმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად რომ კარგა გვარიანად ვარ შეციებული, მოკლედ კანკალმა ამიტანა და საელჩოს რამდენიმე წრე დავარტყი, თან რომ არ დავმალო მყუდრო ადგილსაც ვეძებდი სადაც წვიმას დავემალებოდი. ასეთი ადგილი ვერ ვნახე თუმცა წვიმამ მალევე გადაიღო და ისევ სკვერშI დავბრუნდი. იმ ღამეს ორჯერ მომიხდა რუსი სამართალდამცავებისთვის საბუთების წარდგენა და ახსნა იმისა თუ ვინ ვარ და რატომ არ მივდივარ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან. მეგონა განყოფილებაში წამიყვანდნენ თუმცა არა, საკმაოდ კორექტულად გამომკითხეს ინფორმაცია და წარმატებაც კი მისურვეს ისე დამშორდნენ.. იქნებ ეს რუსეთში მიმდინარე ე.წ. პოლიციის რეფორმის ერთგვარი შედეგიც იყოს? ყოველ შემთხვევაში მე პირადად სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან რუსეთის სამართალდამცავებისგან გაცილებით უარესს ველოდი (ვინ იცის წინ არის ეს უარესი).. მოკლედ ღამემ მშვიდად ჩაიარა, 28 აპრილის დღე კი აშკარად არ განვითარდა “გეგმის” შესაბამისად.. გუშინ დილით კიდევ ერთხელ შევახსენე შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლებს, რომ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქციას ვმართავდი და რომ აქციის შინაარსისა და მოთხოვნების შესახებ საელჩოსთვის გადაცემულ მიმართვაში მქონდა საუბარი. დავინტერესდი მიმართვის ბედითაც, რომელიც წინა დღის დილით შევიტანე საელჩოში, და მიპასუხეს რომ მიმართვა საელჩოს ხელმძღვანელობას გადაეცა და საელჩომ თემაზე მუშაობა დაიწყო. სიმართლე ვთქვა არ დავიჯერე ამ თანამშრომელის სიტყვები, რადგან აქციის დაწყებიდან 24 საათი იყო გასული და კაციშვილი საელჩოდან არ შემხმიანებია.. ეს იქით იყოს და გუშინ დღის 12 საათისთვის შეუძლოდ გავხდი. მშრალმა შიმშილობამ თავისი გაიტანა ეტყობა. თითქოს ერთდროულად ამტკივდა ყველაფერი, არ მეგონა გონებას თუ არ დავკარგავდი და საელჩოს შენობის შესასვლელის წინ დავდექი. ვიფიქრე თუ გონი დავკარგე საელჩოს თანამშრომლები მაინც გამოუძახებენ სასწრაფოს, რადგან იციან რა ხდება.. მოკლედ კარგა გვარიანად შევშინდი, რომ არ დავმალო. სადღაც მოსკოვის ცენტრში, ისიც სკვერში გონმიხდილს ვინ უნდა მოგაქციოს ყურადღება. იფიქრებდა გამვლელი ვინმე ბომჟიაო ალბათ და ისე შეიძლება გავმგზავრებულიყავი იმქვეყნად კაციშვილი ვერაფერს გაიგებდა”. აქცია საპროტესტოა და არა სუიციდური ბოლო ბოლო. გუშინ საგამოს გადავწყვიტე, რომ ვიდრე ვინმე გვერდში მდგომი დამკვირვებელი არ მეყოლება აქცია საელჩოს ტერიტორიიდან სახლში გადავიტანო. სად ვიშიმშილებ მაგას არსებითი მნიშვნელობა არა მგონია ქონდეს შვეიცარიის საელჩოსთვის. გარდა ამისა მშრალი შიმშილობა შევწყვიტე. არ მეგონა 2 დღეში თუ ცუდად გამხდიდა. ამ ეტაპზე მხოლოდ საკვების მღებაზე ვაცხადებ უარს. ფიზიკური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი “ნორმაშია”. გუშინ საღამოდან წყალს ვიღებ და პირში სიმშრალემ ფაქტიურად გამიარა, ხმა მქონდა შეცვლილი და ამ დილისთვის ფაქტიურად დამიბრუნდა, არც გუშინ დღისით რომ დამემართა ეგეთ შეტევას ქონია ადგილი. ზოგად სისუსტეს ვგრძნობ და პერიოდულად ფოკუსის დაჭერა მიჭირს. წნევა “თამაშობს” ალბათ. ეგ არის და ეგ.. თუ მოსკოვში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიდან ვინმეს ექნება სურვილი და საშუალება შვეიცარიის საელჩოსთან გამომყვეს, როგორც “დამკვირვებელი” აქციას ისევ შვეიცარიის საელჩოსთან გადავიტან (თუ მსურველი გამოჩნდა გთხოვთ დამიკავშირდეთ +7 926 818 63 61), თუ არა და დაველოდები რამდენიმე დღე შვეიცარიის საელჩოსგან რეაქციას და შემდეგ გადავწყვიტავ რა გაგრძელება ექნება ამ ყოველივეს.. დღეს, ოდნავ მოგვიანებით შვეიცარიის საელჩოში დავრეკავ და შევატყობინებ, რომ ობიექტური მიზეზების გამო სახლის პირობებში გაგრძელდება. სხვა რა? სხვა ჯერჯერობით არაფერი. არ მეგონა შვეიცარიის საელჩო 2 დღე თუ რეაგირების გარეშე დატოვებდა ჩემ მიმართვას, მაგრამ.. ვნახოთ იქნებ დღეს იკადრონ და დამირეკონ მაინც, იქნებ მოვკვდი ეს ოხერი, ასეთი გულგრილობაც დაუშვებელია ალბათ.. პ.ს. ნაწილობრივ გადავხედე ქართულ სოციალურ ქსელებში აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიებს და მადლობა მინდა გითხრათ ყველას ვინც გულგრილი არ დარჩით.. მოგვიანებით განვაახლებ პოსტს თუ რაიმე სიახლე იქნება. ..... მოდერებო გთხოვთ თემის სათაური შეცვალოთ. თანაფორუმელის შიმშილობის აქცია ან რამე ამდაგვარი დაწერეთ თუ არ შეწუხდებით..
  3. სიახლე არაფერია.. ჯერ ჯერობით არაფერი.. გარდა იმისა რომ ჩემ სიტყვებს რგორც უნდა ისე ატრიალებენ გინდა საქართველოში გინდა რუსეთში : ))) ჩემზე ინფორმაციებს რომ ვკითხულობ ხანდახან დაჯერება მიჭირს რომ ნამდვილად ჩემზეა : )))) ეს ლენტა რუზე გასული ინფორმაციის ამბავში, ეხლა ვნახე პირველად.. ... აქციას რაც შეეხება ხვალ იქნებ ნაცნობმა ჟურნალისტებმა თბილისიდან გაარკვიონ შვეიცარიის საელჩოს პოზიცია, თორე მე კი მივეცი მიმართვა მაგრამ მთელი დღე რადგან სიტყვა არ დაუძრავთ იქნებ ადრესატამდე არც მისულა და კანცელარიის საქაღალდეს ვერ გაცდა.. ასეა თუ ისე მშრალ შიმშIლობაზე ვარ, საკვები არ მადარდებს მაგრამ უწყლობა 3-4 დღეში დამაგდებს და ან ამ დროში გაიასნდება ყველაფერი ან მომჭამონ მერე ოფიციალურმა მოსკოვმაც, თბილისმაც და ბერნმაც ზა კამპანიუ : ))) ეხლა საელჩოს გვერდით მდებარე ერთ ერთ კანტორაში ვარ ნეტბუქის დატენვის საშუალება მომცეს და მეც შეგეხმიანეთ აგერ.. ... მეზობელ ფორუმზე რა გნიასი მოყვა თემას რა ხდება : ))) ყველას მაკიაველი როგორ გონია თავი ეს ოხერი : ))) ........... ბაბუ მშრალი შიმშილობოით რამდენი დღე ქაჩავს ორგანიზმი გეცოდინება შენ და მითხარი თუ შეგიძლია.. საერთოდ რა ემართება ორგანიზმს? სრაზუ ითიშება თუ როგორ? თუ რამე საელჩოს გვერდით სკვერში ვარ და საელჩომდე მივათრიო კაცო თავი იქ მოვკვდე : ))))))
  4. http://wp.me/pySj7-gL შიმშილობის აქცია - დღე პირველი მოგესალმები მკითხველო და მოგახსენებ, რომ ჩემთვის მოულოდნელად მოკლე დროში მოვაგნე შვეიცარიის საელჩოს, აქციის დაწყებაც დაგეგმილზე ცოტა ადრე მომიხდა. 11 საათზე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს ოფიციალური მიმართვა გადავეცი აქციის შინაარსისა და რაობის აღმსახველი ტექსტით და მეც ვალმოხდილი მებრძოლივით საელჩოს შენობის უკან მდებარე მყუდრო სკვერში "დავბანაკდი" : )) იმედია "დობლისტნი" რუსული მილიცია, აწ უკვე პოლიცია არ მაიძულებს ტერიტორიის დატოვებას. ჯერ ჯერობით სულ ეს არის. 11:40 საათისთვის. მოგვიანებით ისევ განვაახლებ პოსტს, თუ ამის შესაძლებლობა და რაიმე სიახლე მექნება. პ.ს. თავს არ დავდებ ეს ტიპი სურათზე ჩემ ზურგს უკან რომ დგას შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს გვერდით, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. : )) წეღანაც "აიარ ჩაიარა" საელჩოს დაცვამ და პოლიციამ ზევით ქვევით, მაგრამ შეწუხება არ უცდიათ..
  5. კი აქციას ხვალ ვიწყებ 12 საათზე. კომპი თან მიმაქვს და თუ რაიმე სიახლე იქნება კი დავდებ ინფორმაციას აქაც, ბლოგზეც და FB-ზეც. პლუს ჟურნალისტებსაც მივაწვდი სიახლეებს.. დღეს რამდენიმე რედაქცია გამომეხმაურა და იმედია არც აქციის გაშუქებას დამზარდებიან..
  6. რუსეთის ფსიხუშკა ნამდვილი კურორტი იქნება : ))) 24 საათში ისეთს უზავენ ადამიანს საკუთარ სახელსა და გვარს ვერ გაიხსენებს არა თუ იმას რას და რატომ აპროტესტებდა : )))) რა ვქნა ტო მართლა ერთგვარ შოკში ვარ რუსეთის არაცივილიზებულობის/უკიდურესად დაბალი განვითარების დონის შემხედვარე.. ბიუროკრატია აქვთ ისეთი ადამიანს "ძვლებიანა გადაგამუშავებს", თუ ამათთან კონფლიქტში შეხვედი და ვერ მოიგე. იმიტოა დროზე მინდა აქედან გავაღწიოთ.. არადა ევროპული ქვეყანა რომ არ იყო რუსეთი ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ჩვენში დარჩეს და ადამიანის სიცოცხლე თუ ჩალის ფასად მიაჩნდათ ნამდვილად არ ვფიქრობდი..
  7. საბჭოთა კავშირის დროს ბაბუ პროტესტის ფაქტის დაფიქსირება იყო დისიდენტების ძირითადი ამოცანა, მე კიდე პროტესტით შედეგის მიღწევა მინდა.. მოსკოვი პრაღა არ არის ადამიანო, აქ რომ ეგეთი რამე გააკეთო რაც შენ ჩეხეთში გააკეთე საგიჟეთიდან აღარ გამოგიშვებენ.. ეს ახვრები დღემდე ჩეკისტური მიდგომებით ხელმძღვანელობენ ასეთ საქმეებში, ასე რომ საელჩოსთან მივიდე და იქ ვენების დახსნა დავიწყო არა მგონია რაციონალური ნაბიჯი იყოს.. მივალ ტო კულტურულად, გადავცემ განცხადებას და იქვე საელჩოს წინ მოვნახავ დროებით ნავსაყუდელს.. შვეიცარიელები რუსები ხომ არ არიან? არა მგონია იცოდნენ საელჩოს გარეთ კაცი შიმშილობდეს და ეგ თემა ფეხებზე დაიკიდონ.. რავიცი მე ასე ვფიქრობ თორე შევხედავ 3-5 დღე და თუ არაფერი თქვენი დედაც თქვა მივაძახებ და როგორმე ესტონეთში გადავიყვან ოჯახს. შევეცდები მაინც.. რავიცი მე ასე მესმის.. ევროპაში რომ ვიყო შეიძლება უფრო რადიკალური ვყოფილიყავი, მაგრამ რუსეთში ვარ, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და ჩემ შვილებს ყველაზე ნაკლებად ფსიხუშკაში გამოკეტილი ან სადმე ციმბირში გადასახლებული ვჭირდები.. რუსეთია ეს ბაბუ რუსეთი. საკონცენტრაციო ბანაკი-გულაგი ანუ. დღემდე..
  8. როგორ არის იცი, ეხლა ლეგალები ვართ, სადღაც ნახევარი წელი ვიყავით არალეგალები, რადგან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების არაადეკვარუტი დამოკიდებულების გამო (დეტალებში რომ ვთქვა თუ რაში გამოიხატა ეს შორს წავალთ) შეგნებულად ვთქვით უარი თავშესაფარზე რუსეთში და საქართველოში დეპორტაცია მოვითხოვეთ. როგორც არალეგალები უნდა დავედეპორტებინეთ, მაგრამ ამის ნაცვად ლტოლვილის სტატუსი მოგვცეს. იტოგში ისევ ლეგალები გავხდით, მაგრამ რა ჯანდაბა მინდა ამათი ეს ქაღალდი თუ თითონ საემიგრაციოს თანამშრომლებმა არ იციან რას ნიშნავს ლტოლვილის სტატუსი და რა უფლებები აქვს რუსეთს კონსტიტუციის თანახმად ლტოლვილებს რუსეთში? იტოგში ისე აქვთ ქვეყანა მოწყობილი რომ აგერ უკვე 18 თვეა წელში გამართვას ვცდილობთ და ვერ ვახერხებთ, ყველაფერი პრობლემდება, რეგისტრაცია რომ რეგისტრაციაა ეგეც კი, არადა რეგისტრაციის გარეშე ვერ იმუშავებ, ვერ იმუშავებ და ოჯახს ვერ შეინახავ და მოკლედ შენც ხვდები რა ჩიხი გამოდის.. მერეა და სადაც საემიგრაციოს თანამშრომლებმა არ იციან ეს ლტოლვილის სტატუსი რას ნიშნავს იქ იასნია დამსაქმებლებმაც არ იციან და მოკლედ სამსახურში არალეგალად უფრო მოეწყობი ვიდრე ჩვენი საბუთით, არალეგალად კიდე ჩემი ისტორიის გადამკიდე არ მაწყობს, რადგან არ ვიცი ეს არაადამიანები წინ რომ არ დამახვედრებენ ამას და ჩვენს საწინააღმდეგოდ არ შემოაბრუნებენ.. იტოგში რუსეთში ადამიანურად ცხოვრების შესაძლებლობა არ მოგვეცა რა, ასე რომ იქნებოდა სიმართლე გითხრა ცხინვალშივე ვხვდებოდი, მაგრამ ფეესბესთან დაპირისპირება როგორ უნდა მომეხერხებინა იქ? თან როცა ოჯახით ვიყავი? ჰოდა გადმოგვიყავნეს თუ არა რუსეთის ტერიტორიაზე და ვიფიქრე თი არა "ხვოსტი" მოვიცილე თქვა და ეგრევე საქართველოში დაბრუნების მცდელობებს მივმართე. ასე დღემდე ვცდილობ.. იტოგში ამ ქვეყანაში ან ფეესბეზე უნდა იმუშავო ან ადამიანად არავინ ჩაგაგდებს, მე კიდე არც ამათი ფეესბე მადარდებს და არც ამათი ადამიანობა. ერთი იმდენი აქედან გავაღწიოთ როგორმე.. რაზე უნდა ილაპარაკო ადამიანმა, როცა რუსეთში რამდენიმე კვირის გადმოსულები ვიყავით როცა ბავშვი გამიხდა ცუდათ და კაციშვილმა ყურადღება არ მოგვაქცია, კიდევ კარგი ბავშვი გამოჯამრთელდა, მაგრამ სადაც ბავშვის სიცოცხლე ფეხებზე კიდიათ იქ იასნია საერთოდ ადამიანი არ მიაჩნიათ არაფრათ.. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და არ მინდა ამ ქვეყანაში არცერთი წამი გავჩერდეთ.. იმედია ამჯერად მაინც მოვახერხებთ რუსეთის დატოვებას..
  9. ამათ საკუთარი დედები შეაშინონ კაცო, მე რავა უნდა შემაშინონ, აცრილი ვარ მაი ჰამბებზე : ))) უბრალოდ აქციის ჩატარების საშუალებას თუ არ მომცემენ რა აზრი ექნება ამ ყველაფერს თორე გამომიშვებენ მა რა ჯანდაბა იქნება.. მამენტ ისედაც შეიძლება დამიჭირონ რამდენიმე საათით ან დღით, მაგრამ ეგ არაფერი.. მთავარია მე არ მივცემ მიზეზს რომ ხულიგნობა, დაუმორჩილებლობა და ეგეთები ვერ მომაკერონ. ჩემთვის დობრა ვიდგები საელჩოს წინ. აქ რატომ დგახარო ხომ ვერ მეტყვიან ტო? თუ მეტყვიან? : ))) ვნახოთ მოკლედ. "ჩაინიკი" აქციონერი ვარ ჯერ კაცო, მაცალე გამოცდილების მიღება : ))) შენ რას გეგმავ ბაბუ? ჩეხები თავბედს იწყევლიან ალბათ შენი ქვეყანაში შეშვების გამო : ))) აქ ჩამოდი და რუსეთს გაუშროთ სისხლი : ))))) მეტი არა ჩემი მტერი რუსეთს რამე ან ვინმე ადარდებდეს მაგრამ....
  10. კალაძე ჟოპოზიციის ლიდერად! ნახმარების პარტია რომ შექმნან მაგ ნაგიჟრებმა და მორიგეობით იბელადონ არ შეიძლების? რავა ყველა მიშას აგრეგატზე მოხტუნავე ჩუჩუ პოლტიკაში ძვრება : ))) მიდი მიშპოც მიდი, ბოლომდე იხმარე ეგ ვიგოდნიკი ნაგიჟრები. შენ მაინც ჩემი წერა უნდა გახდე : )))))
  11. ჯერ ჯერობით არაფერი არ ისმის ან და რა უნდა ისმოდეს. ხვალ 12 საათისთვის განცხადების ტექსტს გადავცემ საელჩოს წარმომადგენლებს (იმედია გამომართმევენ) და აქციაც დაიწყება. ბლოგზე და FB-ზე დავდებ თუ რამე სიახლე იქნება.. ხვალვე მინდა ბიბისის და ეხო მოსკვის გავაგებინო. რამდენიმე ქართულმა საიტმა ანონსი გამოაქვეყნა და არც აქციის მსველობის გაშუქებას იუარებენ ალბათ.. ეგ არის და ეგ.. ვნახოთ რა გაოვა.. იქიდან უშედეგოდ რომ ფეხს არ მოვიცვლი ეგ კი ვიცი და დანარჩენი ან მე გავიტან ჩემსას და ან ჩემი გვამის გატანა მოუწევს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან. მეგობრებმა დაგიჭერენო და მეც გადავწყვიტე პლაკატები არ გამოვიყენო. ხელჩანთაზე მივამაგრებ A4-ის ფორმატზე წარწერას რომ თუ შემთხვევით რომელიმე ჟურნალისტმა მოინდომა ჩემთან გასაუბრება ადვილად ამომიცნოს.. მადლობა ყურადღებისთვის რათქმაუნდა, მაგრამ არც ხელმოწერეის შეგროვება გამოვა საქართვეოში და არც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, მაგაზე ფიქრიც არ ღირს. ხალხს თავის თავი გაჭირვებია, ინფორმაციასაც არ ფლობენ და ასი წელი თავს არ შეიწუხებენ თანამოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის გამო.. შვეიცარიელების იმედი მაქვს რა. რამდენიმე დღე შენი თქმისა არ იყოს არ შეიმჩნევენ ალბათ რომ საელჩოსთან ვშიმშილობ, მაგრამ რომ დაინახავენ ტიპი არსად წასვლას არ ვაპირებ შეიძლება მოთხოვონ თბილისს მოქმედება და თბილისმაც უარი ვერ თქვას ჩვენ დაბრუნებაზე. თან თუ დაგვაბრუნეს სავარაუდოდ არ დამიჭერენ, ჯერ რაზე უნდა დამიჭირონ და მერეც სინდისის პატიმარი რა ჯანდაბად ჭირდებათ? პირველ დღეებში ყოველ შემთხვევაში ხელს არ მახლებენ და მეც შანსი მექნება ალბათ ოჯახი რომ გადავმალო და იატაკქვეშეთში წავიდე.. : ))) აბა აწი ჩემი გამოსწორება აღარ იქნების, დაგვიანდა მაი ჰამბავი : ))))) სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ..
  12. სომხეთთან ომს ვერ გადავრჩით. ყარაბახის კლანი ან დატოვებს სომხეთის ხელისუფლებას ან ვაშინგტონისა და მოსკოვის ნებასურვილისამებრ იმოქმედებს. შესაბამისად იქნება ომიც. ეს უბრალოდ გარდაუვალია.
  13. ე.წ. ყარაბახის კლანის სომხეთის ხელისუფლებიდან ჩამოშორება გარდაუვალი იყო.. სარკისიანის სიკვდილით (თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა) სომხეთ საქართველოს შორის საომარი მოქმედებების დაწყებისა და სომხეთის მიერ სამცხე ჯავახეთისა და აჭარის ოკუპირების გზაზე მდგარი უკანასკნელი სერიოზული დაბრკოლება მოიხსნა.. ---- თვალსაწიერ მომავალში სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, "სანაცვლოდ" კი რუსეთის მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას განახორციელებს.
  14. http://wp.me/pySj7-gE ინფორმაცია პრესისთვის გაცნობებთ, რომ 27 აპრილს 12 საათზე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს შენობის წინ (მოსკოვი. ოგოროდნაია სლობოდას შესახვევი 2/5 — Москва. Пер. Огородная Слобода, 2/5 ) ვიწყებ უვადო შიმშილობის აქციას, “საქართველოში დაბრუნებაში დახმარების მოთხოვნით”. შეგახსენებთ, რომ 2008-2009 წლებში პროფესიული (ჟურნალისტური) საქმიანობის გამო, საქართველოს სპეციალური სამსახურების არასასურველი “ყურადღების” ცენტრში ავღმოჩნდი. შედეგად ოჯახისა და პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე 2009 წლის 3 სექტემბერს ოჯახთან ერთად ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში გადავედი. 2009 წლის 11 სექტემბერს რუსეთის სპეც-სამსახურების წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაგვიყვანეს, აქტიური ჩარევისა და ზეწოლის შედეგად. რუსეთის ფედერაციაში რამდენჯერმე მომიწია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფე-ეს-ბე) მხრიდან თამამშრომლობის წინადადების უარყოფა, რის შემდეგაც რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელი გახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანასკნელი 18 თვის მანძილზე რამდენჯერმე ვცადე ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთის ფედერაციის დატოვება და საქართველოში დაბრუნება, (სადაც ჩემი აზრით ნაკლები საფრთხე ემუქრება ოჯახის წევრებს ვიდრე რუსეთში), თუმცა უშედეგოდ. ამდენად იძულებული ვარ პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო და ამ გზით შევეცადო ოფიციალური თბილისის ყურადღების მიპყრობას და ოჯახის სამშობლოში დაბრუნებას. რუსეთის ტერიტორიაზე გადარჩენის შანსი ჩვენ არ გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ თემით დაინტერესდებით და მედიამხარდაჭერას აღმოგვიჩენთ. პატივისცემით: ლევან გუდაძე. ტელ: +7 905 579 80 89 +7 926 818 63 61 ........................ ღმერთი სამობით არისო და იქნებ საქართველოში დაბრუნების მესამე მცდელობა გამოდგეს შედეგიანი..
  15. ძალიან ზედაპირულად განიხილავთ სიტუაციას ვგონებ.. ის კი არ არის მნიშვნელოვანი სომხეთის მოსახლეობას რა შიზოიდური ჰაზრები აწუხებს, არამედ ის თუ ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიის როგორი პოლიტიკური რუქა აწყობს.. ხოდა რადგან ვაშინგტონია რეგიონში "მთავარი იგროკი" გამოდის რომ სწორედ იმ ვაშინგტონმა გაწირა საქართველო.. გვიყურეს და გვაფინანსეს 20 წელი, ფსევდო რევოლუციაც კი მოგვიწყვეს იმის იმედად რომ საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა ხარისხობრივად გაუმჯებესდებოდა, მაგრამ არ შეირგო გურჯისტან სოსაითიმ ეს ყოველივე.. არც ახალი ელიტა ჩამოყალიბდა, არც ცნობიერებაში მოხდა გარღვევა და არც გონზე მოსვლა გვიცდია, ხოდა ვაშინგტონმაც პაშლი ვი ვსე ნახუიო აგვისტოს ომით გვითხრა და სტავკა სომხეთზე გააკეთა.. სომხეთზე გაივლის ანუ ენერგოდერეფანი და ეს რომ ისე მოხდეს როგორც ვაშIნგტონს აწყობს აზერბაიჯანს ერევანი პატარა სისხლით დაუთმობს ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს კი შესაძლოა დიდი სისხლის ფასადაც, სამცხე ჯავახეთსა და აჭარას დაახევს. რათქმაუნდა რუსეთის ფიზიკური და ვაშინგტონის იდეოლოგიური/პოლიტიკური მხარდაჭერით.. ვიფხანოთ ყვერები და ვუმტკიცოთ მერმე საკუთარ თავს რომ ყურებამდე ქაქში რომ ვიყოთ კი არა სულ რომ ჩავიხრჩოთ და ჩავსასუქდეთ მაინც ყველაზე ყველაზე იმფერ ამფერები და #######ზე საკოცნელი ხალხი ვართ.. აი სააკაშვილს რისი იმედი აქვს და მის გარემოცვას ეგ ვერ გამიგია.. დავიჯერო ვერ ტვინავენ სიტუაციას??
  16. სააკაშვილის შეცვლას თუ ველოდე დავხოცილვართ აქ შIმშილით და ეგ არის : ))) რას ამბობ ადამიანო, თავი როგორ უნდა გავიტანოთ ამ ურჯულო ქვეყანაში როცა რეგისტრაცია რომ რეგისტრაციაა მაგის გაკეთების საშუალებასაც კი არ გვაძლევენ? არადა თვითონვე ითხოვენ ეს არაადამიანები ამ რეგისტრაციას და ვერც მუშაობას დაიწყებ რეგისტრაციის გარეშე.. არალეგალარ მუშაობით კიდე იმდენ ფულს ვერ გააკეთებ ოჯახი არჩინო.. არვიცი ეხლა პირადად მე მიქმნიან ამ ახალ ახალ პრობლემებს თუ საერთოდ ასე არაადამიანური დამოკიდებულება აქვთ იძულებით გადაადგილებული პირებისადმი, მაგრამ დამპირდნენ თუ არ ითანამშრომლებ ჰაერში დარჩებიო და აგერ ფაქტია 18 თვის მანძილზე წელში გამართვის შესაძლებლობას არ გვაძლევენ.. რეგისტრაციასაც თუ გააპრობლემებდნენ ეგ ნამდვილად არ მეგონა რა.. არჩაკისტანია ეს რუსეთი, უსერიოზულესი ფარჩაკისტანი..
  17. babuagiorgi რუგზაკში ჩაგიდებ 2-3 ლიტრა წყალს და ერთი ორი დღე მეყოფა.. ღამეც იქ ვიქნები, რადგან ოჯახით მოსკოვის ობლასტში ვარ და მოსკოვიდან ობლასტამდე და უკან წასასვლელი ყოველდღიური 500-700 მანეთი არ მაქვს.. საავადმყოფოს მერე ფაქტიურად ნოლზე ვზივარ და ბოლო კაპიკებით ვაკეთებ ამ აქციას.. ჟურნალისტებს ხვალ დავუგზავნი ანონსს და იმედია დაინტერესდებიან დაგააშუქებენ თემას. ქართულ რედაქციებს ხო დავუგზავნი და მინდა ბიბისის გავაგებინო როგორმე. ინეტით ვნახავ მაგათ კოორდინატებს. ამასწინ აწიეს სკანდალი რუსეთის ფემეესთან დაკავშირებით და კაკრაზ თემის ერთგვარი გაგრძელება გამოუვათ.. ეხო მოსკვისაც შევეცდები გავაგებინო.. მოკლედ ხო იცი რაც გიწერია ადამიანს ის გიწერია რა. თუ მიწერია რომ აქციით შედეგს მივაღწევ ესეიგი მივაღწევ და ზედმეტი დაგრუზვაც არ არის საჭირო.. მადლობა რჩევებისთვის, გავითვალისწინებ შეძლებისდაგვარად..
  18. ერთ პლაკატზე დავწერ ინგლისურად და რუსულად. "ჰელფ ას თუ რეთურნ ჰომ" (დაგვეხმარეთ რომ დავბრუნდეთ სახლში, ანუ) შეიძლება დავწერო ინგლისურად ან რამე ასეთი. ამის გარდა მოკლე განცხადებას დავწერ ინგლისურ ენაზე თუ რას ვითხოვ და რატომ და შვეიცარიის საელჩოს გადავცემ. კიდევ რა აბა? რედაქციებს დავუგზავნი ინფორმაციებს და თუ გამოაქვეყნეს ხო გამოაქვეყნეს თუ არა და რაც იქნება ის იქნება რა.. სურათების გადაღება მეც მინდა, მაგრამ არავინ მყავს რომ ეს სურათები გადამიღოს.. თუ ვინმე ახლობელი გეგულება მოსკოვში თხოვე იქნებ მაგ ამბავში დამეხმაროს, ანუ სურათების გადაღებაში და შენთვის გადმოგზავნაში. ბლოგზეც დავდებდი იასნია.. მირჩიე კიდევ რამე. გამოცდილება გაქვს ამ მხრივ და საყურადღებოა შენი აზრი.. აბა ოჯახის უუფლებო მდგომაეობაში არსებობას შევეგუო? შანსი არ არის.. სხვა ვარიანტი გარდა ამ აქციისა რომ მქონოდა ამაზე არც დავფიქრდებოდი, მაგრამ... აქცია ყველა ვარიანტში იქნება, მთავარია შედეგი იყოს საჭირო და რუსეთიდან დავახვიოთ.. რუსოფობი გავხდე ლამის ამ ნაგიჟრების გადამკიდე და მინდა მე ეხლა ეგ? : )))
  19. ვინ უნდა ჩამომიტყუოს კაცო, ჩემისით მოვდივარ : )) ეგ არის რომ კეთილი ნებისა და ვალდებულებების აღსრუების ფორმატში ოფიციალურმა თბილისმა დაბრუნებაში დახმარება აქამდე არ ინება.. ეხლა შიმშილობის აქციითა და შვეიცარიული მხარის ჩარევით შევეცდები დაბრუნებას.. შეიძლება რუსებმაც მწარედ გაჭედონ ეს ყველაფერი რომ გახმაურდება, მაგრამ თუ თბილისმა დახმარება გადაწყვიტა მოსკოვი ვეღარაფერს იზავს..
  20. მამენტ ცუდია რომ პლანეტის ბაზაზე არანაირი საინიციატივო ჯგუფი არ შექმნილა.. შექმენით 5-10 კაციანი ჯგუფი და ჩემი თემით დაიწყეთ აქტიურობა. მარტო წერა ა მოგბეზრდათ? სამოქალაქო საზოგადოება გვინდაო ყველა უბნობს არადა განძრევას ზუსტად ამ ყველას ზარება : ))) პოლიტფორუმზე ამაზე ნაკლები ხალხი შემდის და ობიექტურად ვერ დამეხმარება.. თან ჩემ გამო ამასწინდელი ამბოხებაზე პანიკებით ისედაც "მოხვდა" იქაურობას.. იტოგში გურჯისტან სოსაითის გადატვირთვაა საჭირო, ჰოდა ჩამოვიდე ერთი, ისეთს გადავტვირთავ შემდეგი 100 წელი უპრობლემოდ იაროს : )))
  21. სანამ რუსეთში ვართ ვერც მოგვარდება.. მე ამ ღორებზე არ ვიმუშავებ და ისე კიდე მე კი არა მამაზეციერი ვერ გაარღვევ ამათ ბიუროკრატიულ აპარატს არადა სხვაგვარად ნორმალური ცხოვრების შანსი არ მოგეცემა.. რატო უნდა წვალობდეს ჩემი ოჯახი ტო რუსების არაადეკვარუტობის გამო? მერეა და რუსებმა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გადმოგვიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ უკანონოდ და არანაირი უფლება არ აქვთ ჩვენი ნების საწინააღმდეგოთ გაგვაჩერონ საკუთარ ტერიტორიაზე.. მთავარია თბილისმა გადაწყვიტოს ჩვენი დაბრუნება და როგორმე დაგვაბრუნებენ. ჩერეზ ბელორუსია ან უკრაინა მაინც.. რუსეთის საზღვარზე ღიად შეიძლება არ გაგვატარონ ფეესბეშნიკებმა.. ეს ახვრები ადამიანად არ თვლიან არავის საკუთარი თავის გარდა. არ მეგონა ასეთი დასლევებული ქვეყაა თუ იყო.. დახმარებას რაც შეეხება რავიცი აბა მე ასეც ვაკეთებ ამ აქციას და ისეც და თემა თუ გახმაურდა და პლანეტაც იქნება ამ საკითხში დაფიქსირებული შეიძლება ფორუმიც გაპიარდეს.. თუ როგორ ეს თქვენ მოიფიქრეთ.. ხვალ დილით საქართველოს საელჩოს ჩავაყენებ საქმის კურსში და მერე ანონსის დაგზავნას ვაპირებ.. რედაქციებს დავუგზავნი და აქაც დავდებ და FB-თი თუ დამეხმარებით ინფორმაციის გავრცელებას უკვე საქმე იქნება.. თუ არა და მარტო დავუგზავნი ყველას ვინც ფრენდებში მყავს.. დავუგზავნი რა, ვოლზე ჩაუგდებ.. ხმაური თუ აიწია გამოგვივა დაბრნება ალბათ.. თუ არა და დავიბრიდები იმ საელჩოსთან და მერმე მაინც დავისვენებ : )))))
  22. გადავყვები თან ტო. მაგათი დედაც.. ერთი ადამიანი ვიქნები, საელჩოს წინ, შეიძლება A4-ის ფორმატის ფურცელზე ინგლისურად დავწერო მოთხოვნა ან შეიძლება თეთრ ტილოზე და მკერდზე მივიმაგრო. არც გზას გადავკეტავ და არც სავალ ბილიკს, არც მეგაფონით ვიხმაურებ და მოკლედ აქციას რომ ვატარებ მე მეცოდინება, შვეიცარიის საელჩოს და იმ ჟურნალისტებს ვისაც ანონს დავუგზავნი. რაში მჭირდება მოსკოვის მერიის ან ინფორმირება ან მაგ არაადამიენბისგან თანხმობა.. რუგზაკში ჩავაწყობ თბილ ტანსაცმელს, კომპს და ეგ არის რა. სანამ რუსეთის საზღვარს არ გადავკვეთავთ აქციას არ შევცყვიტავ.. თუ დამიჭერენ და ერთი ზარის უფლება მექნება და ისე ვიზავ რომ მედიამდე მივიდეს ეს ინფორმაცია. ბოლო ბოლო ოფიციალურ თბილისს მოსწონს ეს თუ არა საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემი და რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახის წევრების კონსტიტუციური უფლებები უნდა დაიცვას. სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს რომ ხვალ საქართველოს საელჩოში რომ დავრეკავ მეტყვიან უაქციოთ გადაგიყვანთო, მაგრამ ამის შანსი 1%-ც არ არის ალბათ..
  23. მოგმართავთ ფორუმის ადმინისტრაციას და თანაფორუმელებს. კოლეგებო 27-28 (თარიღი დღეს ხვალ დაზუსტდება) აპრილს მე, საქართველოს მოქალაქე ლევან გუდაძე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს შენობის წინ შიმშილობის აქციას ვიწყებ. აქციის მიზეზი და მიზანი ჩემი ოჯახის წევრებისა და პირადად ჩემი საქართველოში დაბრუნებაა. შვეიცარიის მხარეს, როგორც ოფიციალური თბილისის ინტერესების დამცველს რუსეთის ფედერაციაში, ვთხოვ-მოვთხოვ საკითხით დაინტერესებასა და საქართველოში ჩვენს დაბრუნებას. მოკლედ შევეცდები რომ აქცია "ხმაურიანი" გამოდგეს და შესაბამისად ყველა ქართულ და რუსულ რედაქციას მივაწვდი ინფორმაციას აქციის შესახებ თუმცა ურიგო არ იქნება თუ ფორუმელების ბაზაზე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი რომელიც ჩემი სახელით ქართველ ჟურნალისტებს ესაუბრება.. მოკლედ თემას მომზადება უნდა ცხადია, მაგრამ ვფიქრობ რომ ფორუმი არაფერს წააგებს თუ საჯაროდ დაფიქსირდება როგორც აქტიური/ეფექტური სოციალური მედიის ინსტრუმენტი. თქვენი გადასაწყვეტია მოკლედ. რაც შეეხება უშუალოდ აქციას აქ თუ ვინმეს რამე რჩევა გაქვთ ორგანისაციულ მხარესთან დაკავშირებით ნუ დამზარდებით და მითხარით.. ხვალ დილით საქართველოს საელჩოს ჩავაყენებ საქმის კურსში, ქართულ და რუსულ მედიასაც დავუგზავნი ანონსს და უკვე ზეგ (სავარაუდოდ) შვეიცარიის საელჩოს გადავცემ განცხადებას აქციის შინაარსისა და რაობის შესახებ და მკაცრ დიეტაზეც დავჯდები : )) თუ მედიამ გააშუქა ეს ყოველივე ვფიქრობ რომ ოფიციალურ თბილისს გაუჭირდება საქართველოში დაბრუნებაზე უარის თქმა. ყოველ შემთხვევაში თბილისი მხოლოდ მოიგებს ჩვენი საქართველოში დაბრუნებით, რადგან თემის ადეკვატური გაშუქების შემთხვევაში პირველი აზრი რაც ადამიანს მოუვა ის იქნება ალბათ, თუ რაოდენ არაადეკვატური დამოკიდებულება უნდა გამოეჩინა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს და რუსეთის სახელმწიფოს ჩვენდამი, რომ საქართველოში დაბრუნებას ვითხოვთ, ანუ დაბრუნებას იქ საიდანაც გავიქეცით და სადაც შესაძლოა საფრთხე გვემუქრება, რაც რუსეთის სახელმწიფომ აღიარა კიდეც მოგვცა რა ლტოლვილის სტატუსი.. მოკლედ ადეკვატური გაშუქების შემთხვევაში რუსეთს მაგრა ეხურება ამ ყველაფრით და კარგი იქნება თუ ერთი ორ რუს ჩინოვნიკს მაინც გამოუსმევ ამით.. ვნახოთ.. მოკლედ ასე ბატონებო. ვისაც ფეხებზე არ გკიდიათ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ.. საჭირო იქნება FB-ზე ინფორმაციის გავრცელება და საჭირო იქნება სხვა ტიპის აქტიურობაც.. დღეს საღამოს ან ხვალ დილით, მას შემდეგ რაც საქართველოს საელჩოს ჩავაყენებ საქმის კურსში შესაბამის საინფორმაციო შეტყობინებას დავწერ და დავუგზავნი მედიას, ბლოგზეც დავდებ და FB-თიც დავიწყებ გავრცელებას.
  24. ბარემც არ გკიდია, მაგრამ მარტო კაცმა რა გინდა გააკეთო.. პ.ს. საბურთალოზეც მოვლენ. რუსები..
×
×
  • შექმენი...