-
პოსტები
5.769 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი asds
-
ცუდია რომ პატარკაციშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენაბმდე არ აქტიურობდა.. დარწმუნებული ხართ რომ არაფერი სხვა გარდა ხალხის ინტერესისა არ ალაპარაკებს? არც პატარკაციშვილის ოჯახის ფინანსური ინტერესი? მე არ ვარ დარწმუნებული სამწუხაროდ და ცუდია რომ პირადად არ ვიცნობ.. დღეს "პოპულარულ" რევოლუციის თემას ბევრი მედროვე შეიძლება მიეტმასნოს, მაგრამ არაფერი გამოუვათ! ნამდვილ რევოლუციებს ნამედვილი ადამიანები აწყობენ მხოლოდ! ასე რომ ხაჭაპურიძემ ჯერ თავგანწირვა დადოს, მერე იდეოლოგია და ამის მერე ილაპარაკოს რევოლუციაზე.. ასე აჯობებს...
-
რკინის ჯვრები რას ნიშნავს ან რა შუაშია? რელიგიაზე "დამყნობილი" რევოლუცია ქრისტიანულ სამნყაროში ჯერ არ გამიგია.. იმედია ჯვარი სხვა პონტშია ნახსენები..
-
სახელი და გვარი არ აქვს მაგ ადამიანს? ცუდი ინტერნეტი მაქვს და ვერ ვხსნი ლინკს.. მანახეთ ერთი ვინ არის მაი რევოლუციონერი და რა გზა განვლო რომ მისი რევოლუციონერობა დავიჯერო..
-
ანუ რევოლუცია თავად წარმოაჩენს ლიდერს? ეხლა სიტყვაზე ვამბობ და მე რომ ხვალ ზეგ საქართველოში დავბრუნდე და დავუშვათ არ დამიჭირეს, რევოლუცია რომ დავიწყო საზოგადოება ვითომ მზად შეხვდება ამას? რევოლუცია ხომ მხოლოდ რეჟიმის დემონტაჟი არ არის? საზოგადოების ცნობიერების, პრინციპებისა და ღირებულეების რევიზიაც ხომ მოყვება ამ პროცესს და არის ამისთვის საქართველოს მოსახლეობა მზად? ლიდერი ხომ იმისთვისაც არის საჭირო, რომ გზის იდენტიფიცირება მოხდეს, ანუ ადამიანებმა გაარკვევით იცოდნენ თუ საიდან მიდიან და სად??
-
http://wp.me/pySj7-ga ვგონებ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არსებული კრიმინალური რეჟიმის რაობა აპრიორში გამორიცხავს მშვიდობიანი მეთოდებით ანტისახალხო/ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმისა და კორუმპირებული პოლიტკური სისტემის დემონტაჟს. მოგეხსენებათ ისიც, რომ საქართველოში არსებული ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი კრიმინალური რეჟიმის მარიონეტია და არაფერი საერთო ხალხისა და ქვეყნის სამსახურთან არ გააჩნია. არც ის გახლავთ სიახლე, რომ კორუმპირებული ე.წ. საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა ბანკროტია და ობიექტურად ვერ უზრუნვეყობს საზოგადოებისა და ქვეყნის ცივილიზაციურ განვითარებას და ალბათ ისიც გაცნობიერებული გაქვთ, რომ მხოლოდ (ნამდვილ) რევოლუციას ხელეწიფება როგორც კრიმინალური რეჟიმისა და პოლიტიკური სისტემის ასევე ხელოვნური/არაადეკვატური პოლიტიკური სპექტრისა და მთლიანობაში (კორუმპირებული) ე.წ. საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ნეიტრალიზება. აღბიშნულიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკურად მიმაჩნია კითხვა თუ ვინ შეიძლება გახდეს საქართველოში რევოლუციის სულისჩამდგმელი და ლიდერი? მკითხველმა ამ პოსტის ქვეტექსტად ჩემი ამბიციები შეიძლება ამოიკითხოს და გარკვეულწილად სწორიც იქნება. რათქმაუნდა მაქვს ამბიცია უნიკალური წვლილი შევიტანო რევოლუციის საქმეში, მით უმეტეს, რომ რევოლუციის იდეის აქტუალიზებას წლების მანძილზე ვცდილობ, მაგრამ არ მაქვს ამბიცია ვიყო ხელისუფლებაში და ეს მომენტი ბევრ რამეს ცვლის. არადა სხვა ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე ეწევა არგუმენტირებულ რევოლუციურ აგიტაცია/პროპაგანდას და რომელიც უკომპრომისოდ იყო და არის დაპირისპირებული შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან არ ვიცნობ და ამდენად დასმულ კითხვაზე პასუხის მიღება ჩემთვის არანაკლებ საინტერესო იქნება ვიდრე თქვენთვის.. ვინ შეიძლება იყოს რევოლუციის ლიდერი? მიმდინარეობს თუ არა საზოგადოებაში ახალი/რევოლუციონერი ლიდერის ძიების პროცესი? აღიარებს კი საზოგადოება ახალი ლიდერის წარმოჩენის აუცილებლობას და არის კი მზად უკომპრომისოდ დაუპირისპირდეს კრიმინალურ/ანტისახალხო რეჟიმს? საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და ფიქრობთ თუ არა საერთოდ..
-
ეხლა გამიელვა ფიქრმა, საინტერესო იქნება ერთ კამერაში რომ ავღმოჩნდეთ თქვა, ჯვარი გწერია, რას ამბობ, მაგრამ დაბრუნებას ვაპირებო და .... : ))) ცხოვრება უცნაური რამეა, რა იცი რა ხდება : ))
-
ხელები შორს ჩავესისგან! მაგარი კაცია
-
ვადაგასული პასპორტები გვქონდა და პირადობის მოწმობებთან ერთად ჩამოგვართვეს რუსებმა ცხინვალში.. მერე საემიგრაციოს გადასცეს საზღვარზე რომ გადმოგვიყვანეს და დღეს საემიგრაციოს აქვს, მაგრამ ჯერ ერთი არ მოგვცემენ საბუთებს და მეორეც რომც მოგვცენ ვადაგასული პასპორტებით როგორ გინდა საზღვარზე გადახვიდე (ვინ გადაგიშვებს?) თორე ამდენი სალაპარაკო არც გახდებოდა, ერთი წლის წინ ჩამოვიდოდით უკან.. მარტივად არის რა საქმე ბაბუ, ფეესბეშნიკები რუსეთის ტერიტორიაზე გადმოსვლიდან ერთ თვეში სადღაც დამპირდნენ რომ ჰაერში მოგვიწევდა ყოფნა თუ არ ვითანამშრომლებდი და დანაპირევი შეასრულეს. სანამ ამ ქვეყნიდან არ დავახვევთ ასე ცასა და დედამიწას შორის ვიქნებით გამოკერილი და იმიტომაც არის საქართველოში გადმოსვლას რომ ვცდილობ უკვე მესამედ, თორე მოხალისე კი არ ვარ : ))) ვიცი მანდ რომ ზარ ზეიმით არ დამხვდებიან.. რა ძალა გადგია მასე რომ ჩახვიდე? მესმის მოგენატრა სახლი და სამშობლო, მაგრამ რომ დაგიჭირონ მაგ არაადამიანებმა მერე რას შვები? სიტყვას შეგაწევს ვინმე თუ? ნუ ჩეხეთის საელჩო კი იაქტიურებს სავრაუდოდ, მაგრამ.... რავიცი..
-
ჯერ ჯერობით ციხეში არ ვარ და არც მოსკოვში. ორშაბათს ჩავალთ და პირველ რიგში საემიგრაციო სამსახურის ცენტრალურ ოფისს მივაკითხავ და ვიარების განმუხტვაში ხელისშეწყობას ვთხოვ, დიდი ალბათობით დაგვაიგნორებენ, მაგრამ მაინც მივალ, აქციას რომ კუდები არ გამოაბან და სააკაშვილის სპეც-სამსახურების თანამშრომელია და მიზანმიმართულად ცდილობს რუსეთის დისკრედიტირებასო არ მომაწერონ რუსული მედიით.. შესაბამისად სამშაბათს ან მაქსიმუმ ოთხშაბათს აქციას დავიწყებ, ინფორმაციასაც დავუგზავნი ქართულ რედაქციებს. თუ დაინტერესდებიან ხომ კარგი, თუ არა და ნუ რაც უნდათ ის უქნიათ.. საქართველოს საელჩოშიც დავრეკავ (ალბათ მეასედ) აქციის დაწყებამდე, იქნებ გონება გაეხსნათ და თავად მითხრან დაგაბრუნებთ საქართველოშიო და აქციაც აღარ გახდება საჭირო, ვნახოთ..
-
ვახ, არ ხარ საქმის კურსში კაცო და როგორ აგიხსნა აბა? ჩვენი საბუთები რუსებს აქვთ და არ მოგვცემენ, პლუს ამას პასპორტი არც მქონია, უფრო სწორედ ვადაგასული მქონდა (შესაბამისად გამოუყენებადი), რადგან არსად წასვლას საქართველოდან არ ვგეგმავდი და ახალი არ ამიღია.. მერეა და წელიწადზე მეტია ჩემი განცხადება დევს საქართველოს საელჩოში და რეაგირება არ აქვთ, ეგ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დროებითი მოწმობა საელჩომ არ უნდა მომცეს? ასე რომ არასტანდარტული (პოლიტიკური "სოუსით" დამშვენებული) შემთხვევაა ჩვენი მაგალითი და მთლად ისე მარტივად არ გამოდის როგორც შენ ფიქრობ..
-
არ მიცნობ (პრინციპში არც არავინ მიცნობს) და იმიტომ ფიქრობ რომ რუსები ჩემ გამოყენებას შეძლებენ.. აქამდეც მოხერხებდნენ ამას მე რომ მე არ ვიყო, ასე რომ არანაირი მხარდაჭერა რუსული მხარის მხრიდან არ მქონდა და არ მექნება. უფრო პირიქით.. არც კრიმინალ სააკაშვილს ეხება ეგ აქცია და მით უმეტეს არც ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ კონფლიქტს.. უბრალოდ საქართველოში დაბრუნებაში დახმარებას მოვითხოვ შვეიცარიის მხარისგან, რომელიც შუამავალია ორ ქვეყანას შორის.. რაც შეეხება საზღვარზე მისვლას და გადმოსვლას, ასე მარტივად არ არის საქმე სამწუხაროდ. საზღვარი რომ გადაკვეთო შესაბამისი დოკუმენტაცია (საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დროებითი მოწმობა) უნდა გქონდეს, ამ დოკუმენტაციას კი საქართველოს საელჩო წეილიწადზე მეტია არ გვაძლევს..
-
პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუციათ, ლტოლვილის სტატუსი მოქგვცეს (რატომღაც), ისიც იმიტომ რომ დეპორტაცია მოვითხოვე და ვერ დაგვადეპორტეს, მაგრამ სამაგიეროდ ჩრდილოეთ ოსეთში გამომკეტეს სადაც არანაირი აქტიურობის შესაძლებლობა არ მაქვს. შესაბამისად არაფერი აქ (და გინდაც დანარჩენ რუსეთში) არ მესაქმება.. საქართველოში ჩამოსვლის კი ნამდვილად არ მეშინია და ან როგორ უნდა მეშინოდეს? ჩემია ეგ ქვეყანა და ჩემი იქნება ყოველთვის. სააკიანცებმა და დანარჩენმა არაადამიანებმა მაქსიმუმი სიცოცხლე წამართვან მეტს ნამდვილად ვერას დამაკლებენ, ხელები არ შეწვდებათ.. საზღვრის უკანონო გადაკვეთასაც ვერ დამიმტკიცებენ ეგ სულელები საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რადგან ფორს მაჟორი საქართველოშიც კი ფორს მაჟორია, მაგრამ თავი ბოლო რამდენიმე დღე დარჩათ და დავით აღმაშენებლის მკვლელობითაც რომ გამსროკონ დიდი არაფერი დამაკლდება.. ოჯახმა დაისვენოს რა მთავარია, თან მე თუ დამიჭირეს ოჯახის წევრებს არაფერს დაუშავებენ ვგონებ, დაბადებიდან სულიერად ავადმყოფები თუ არ არიან..
-
მთავარია ნერვებმა არ მიმტყუვნოს და ჩემ დასაკავებლად თუ მოვლენ რომელიმე ძაღლი არ გავისტუმრო ან გავიყოლო წერილზე.. დანარჩენი ნიშტიაკ, ვინ არ უცემიათ : )) აქციის ეფექტურობა კი ჩემთვის ის იქნება შვეიცარიის საელჩომ რომ არ დაგვაიგნოროს და ოფიციალურ თბილისს ის მაინც კითხოს რატომ არ აძლევთ ამ ადამიანებს საქართველოში დაბრუნების საშუალებასო.. ცხინვალიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადმოსვლა შეცდომა იყო ბაბუ, იძულებითი (სხვა გზა არ დაგვიტოვეს ფეესბეშნიკებმა), მაგრამ შეცდომა და ვიდრე საწყის წერტილს/საქართველოს არ დავუბრინდები ჩემი გზის გაგრძელება არ გამოვა. ჩემ გამო კი ოჯახის წევრები იყვნენ საფრთხეში საქართველოში და არიან გაცილებით დიდ საფრთხეში რუსეთის ტერიტორიაზე და ამდენად შვეიცარიის საელჩო, როგორც ორ ქვეყანას შორის შუამავალი საქართველოში ჩვენ დაბრუნებას თუ შეუწყობს ხელს აქციაც წარმატებული იქნება და შვეიცარიელებისაც ცამდე მადლობელი ვიქნები.. რუსული მხარისგან რომ ადეკვატურ/ცივილიზებულ დამოკიდებულებას არ უნდა ველოდე ეს 2009 წლის 11 სექტემბრიდან, რუსეთის ტერიტორიაზე ფეხის დადგმის დღიდან ვიცი, ასე რომ აქციის არ გამართვა და ისე საქართველოში დაბრუნება ვგონებ რომ არარეალურია. მით უმეტეს რომ საქართველოს საელჩო არაფერს აკეთებდა და არაფერს გააკეთებს (დარწმუნებული ვარ) ჩვენს დასახმარებლად. პ.ს. ხელის მიჭედებას კი ნამდვილად ვერ ვისწავლი (ვერ გავქაჩავ) ბაბუ, ერთი გული მაქვს კაცო ორი კი არა : ))) მიჭედების პროცესში რომ დამისტუკოს მერმე რა ვქნა?
-
რათქმაუნდა შვეიცარიას არაფერს ვერჩი, უბრალოდ როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავალ სახელმწიფოს ვთხოვ რომ საქართველოში დაბრუნებაში დაგვეხმარონ, რადგან საქართველოს საელჩო (. შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია) ყველა საერთაშორისო ნორმისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას მიმართავს და გვაიგნორებს წელიწადზე მეტია.. აი ეს მერიაში შეთანხმებები კი ნამდვილად პრობლემაა ჩემთვის, რადგან მაგდენი დრო არ მაქვს.. თუ დამიჭერენ არასანქცირებული აქციის გამართვისთვის დამიჭირონ, რა ვქნა ეხლა, თავი ბოლო 15 დღით დამიჭირონ და რომ გამოვალ ისევ გავმართავ აქციას თან შიმშილობას აქციას არ შევწყვიტავ და ბოლო ბოლო ან მე დავიტრუპები ან საქართველოში ჩამოვალთ.. ოჯახი გავარიდო ამ საკონცენტრაციო ბანაკს და მამენტ ჩემ თავს არ ვჩივი. მანდ რომ დიდი ზარ ზეიმით არ დამხვდებიან კი მესმის, ასე რომ.... უმირატ ტაკ ს მუზიკაი ბაბუ : )) ასე უფრო საინტერესოა.. ეს მერიასთან შეთანხმება აბიზალობკაა?
-
პატივცემულო ფორუმელებო შემთხვევით ხომ არ იცით რუსეთის კანონმდებლობა აქციების გამართვასთან დაკავშირებით? კონკრეტულად ის საკითხი მაინტერესებს თუ რა ნორმები უნდა დავიცვა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს წინ შიმშილობის აქციის გამართვისას, კანონის დარღვევა რომ არ დამაბრალოს რუსეთის შსს-მ და ხულიგნობის ან ღმერთმა იცის კიდევ რა ბრალდებით 15 ან მეტ დღიანზე არ გამიშვას.. აქციას სავარაუდოდ მარტო გავმართავ და ამდენად არც საავტომობილო გზას გადავკეტავ და არც ფეხით მოსიარლეთათვის შევქმნი დაბრკოლებას. სხვა რა ნორმები უნდა დავიცვა? შენობიდან უნდა ვიდგე გარკველი მანძილის (25-50 მეტრის) დაშორებით თუ რა? იმედია პიკეტირებისთვის და მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციებისთვის მოსკოვის მერიასთან შეთანხმებები არ არის საჭირო.. პ.ს. ვინაიდან ამ და სხვა ფორუმებს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მსახურებიც ადევნებენ თვალყურს, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ვიდრე შვეიცარიის საელჩოში დავრეკავ და გავაფრთხილებ, რომ საელჩოსთან აქციას ვგეგმავ და ვიდრე აქციას დავიწყებდე, საქართველოს საელჩოში (რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს ე.წ. საქართველოს ინტერესების სექცია) დავრეკავ და მოვითხოვ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებაში დაგვეხმარონ მე და ჩემი ოჯახის წევრებს. იმედია მზად იქნებიან : )) ყოველ შემთხვევაში დესტრუყქციოლობაში მაინც ვერ დამდებენ ბრალს : )) აჰ, თუმცა მე ხომ შეიარაღებული ამბოხების ორგანიზატორი ვარ : )) კინაღამ დამავიწყდა : )) არაუშავს, მაინც დავრელავ.. პ.პ.ს იმედია იურისტებიც ხართ აქ და ჩემთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაციის მოწოდებას შეძლებთ.. თემა პოლიტიკურია, რადგან შეიარაღებული ამბოხების ორგანიზატორის საქართველოში ჩამოსვლას ეხება
-
ჟირინოვსკის ხანიგა დედას ეალერსა სრულიად პლანეტა დედამიწა.. მაგ ხანიგას რა პონტში აღიქვავთ ადამიანად? არ აღიქვავთ? უი, უკაცრავად ჭირდებათ რა ეგ მასხარა რუსული საზოგადოების მეგა-ბიდლა ბიოლოგიური ორგანიზმების სამართავად და იყენებენ რა.. "პერეგიბები" რომ მოსდის კრემლს ჟირინოვსკისთან და არა მარტო მაგ ჭუჭყთან დაკავშირებით, ესეც ფაქტია.. მალე გაემგზავრება წერილზე ჟირიკა, ასე რომ დამშვიდდით.. : ))
-
ისევ ჰომოსექსუალი დათვი სამწუხაროდ, თუ რათქმაუნდა (მინი) სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდა და დერჟავნიკებმა პუტინი არ/ვერ "დაქოქეს".. საქართველოსთვის ასევ ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებზე მზრუნავ რუს დერჟავნიკებთან ჯობია მოლაპარაკებების წარმოება, ვიდრე უღმერთო ანგლოსაქსების მარიონეტებთან.. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანგლოსაქსებმა გაუჩალიჩეს საქართველოს ბოლო ოცი წელი და ის რაც მომდევნო ორ წელიწადში ელის ჩვენ სამშობლოს (თუ ნამდვილი რევოლუცია არ მოხდა). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანგლოსაქსებმა (და ჩვენ, საქართველოს გზააბნეულმა მოსახლეობამ) გაუჩალიჩეთ საქართველოს 2008 წლის "აგვისტოც"!
-
ამ დროს საქართველოს ინტერესში პუწინი უფრო შეიძლება იყოს (და არის კიდეც) ვიდრე ჰომოსექსუალი დათვი..
-
დეპრეს, ფორუმზე გახსნილ თემებს სათაურების დონეზე მაინც არ კითხულობ? მოდერებო დაბანეთ ეს ადმინი!
-
ვაშინგტონი რულამს მოკლედ.. სირცხვილი კაცობრიობას!
-
რა გულუბრყვილოები ხართ : )) ნუ მაოცებთ
-
თქენი პოსტით თუ ვიმსჯეკებთ, აღარ ახსოვთ კი არა არც არასდროს იცოდა ბევრმა საქართველოს ისტორია.. ყველაზე ნაკლებად ეს ოსებს ეხება, თუმცა ოსებსაც ეხება რათქმაუნდა.. აღარასდროს თქვათ საქართველოში სხვა ეროვნების მოქალაქეებს არ ავიწროვებდნენო, როგორც მინიმუმი უხერხულია..
-
დროზე ადრე ნუ ჩამოწერთ კადაფის.. ჯუზეპე გარიბალდი, შარლდ დეგოლი და ენთერპრაიზი გვაქვს ჯერ ჩასაძირი!
-
kisa ბოდიში იმდღევანდელი (მიწისძვრის თემა) გაუგებრობისთვის, არანაირად არ მინდოდა წყენინება იმედია არც გეწყინა, მაგრამ თანაფორუმელმა მისაყვედურა ლამაზად არ გამოგივიდაო და მეუხერხულა ნამდვილად სულ გამარჯვებულები და გახარებულები მენახეთ
-
kisa კლასით აშკარად უფრო მაღალ საფეხურზე არიან ჩვენები და ყველაფერს თავი გავანებოთ ამ კლასის ხარჯზეც მოუგოებენ როცა გინდა და სადაც გინდა იქ. ეხლა გამახსენდა და დავწერ აგერ. ინგლისში ვიყავი მაშინ როცა ჩვენები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდნენ, ხოდა რაგბის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, გამოვტყდები, მაგრამ ეხლა მსოლფიო ჩემპიობნატზე გავიდნენ და რათქმაუნდა ვქომაგობდი და ყველაზე მაგარი რა იყო იცი, როცა ინგლისს ეთამაშებოდნენ ტოტალიზატორში წავედი და საქართველოს გამარჯვებაზე დავდე ფსონი : )) ინგლისს სამწუხაროდ ვერც იმ მომენტისთვის ვჯობდით ოსტატობაში და ვერც დღეს, მაგრამ უბრალოდ მინდოდა თუნდაც იმ ტოტალიზატორში თავშეყრილი საზოგადოებისთვის მეთქვა რომ ჩვენ აქ ვართ და არ გვეშინია : )) მგონი გამომივიდა :nekro: დღემდე მახსოვს იმ გოგოს სახე ბილეთს რომ დახედა და საქართველოს გამარჯვება ამოიკითხა : ))) კარგი დრო იყო, ტოტალიზატორში არც მანამდე ვყოფილვარ და არც მას შემდეგ, მაგრამ საქართველომ ჩემთვის იმ დღეს გაიმარჯვა (თამაში საშინლად წავაგეთ მარამ მაინც! ). საინტერესო რამეა ემიგრაცია.. თუ არ გამოცადე ისე ვერც გაიგებ ალბათ ემიგრანტის ემოციებს..