დედაჩემი ერთხელ მკითხავთან იყო, მაშინ ახალი გათხოვილი იყო. მკითხავმა უთხრა რომ შენი მეუღლის მამაკაცური შტო დაწყევლილიაო. მამაჩემის მამა ახალგაზრდა დაიღუპა და მამაჩემიც 2 წლის რომ ვიყავი მაშინ მოკლეს. მკითხავს ეგ არ უთქვია. ისე ელაპარაკა დედაჩემს რომ მამაჩემის სიკვდილის მერე მიხვდა. მაშინ უთხრა რომ შენ უფროს ვაჟზე წყევლა გაჩერდებაო, ძალიან თავისებური ადამიანი იქნებაო. + ამ ყველაფერს ისეთი დეტალები უთხრა რომ მართლა არავინ იცოდა. გავიდა დრო და დედაჩემმა გააჩინა ვაჟი, შემდეგ მეორეც რაც დაემთხვა მკითხავის ნათქვამს. ასე რომ ალიბი მაქვს წყევლისადმი რეზისტენტულობის