"რუსეთი ვალდებულია საქართველოდან ჯარები გაიყვანოს" - ნიკოლა სარკოზი "რუსეთი ვალდებულია საქართველოდან ჯარები გაიყვანოს", - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ სააკაშვილისადმი გამოგზავნილ წერილში. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის მხრიდან საჭიროების შემთხვევაში, სამშვიდობო ფორმატში დამატებითი ზომების მიღებაა შესაძლებელი, რუსულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიიდან", - ნათქვამია წერილში. წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უსაფრთხოების მიზნით, დამატებითი ზომების მიღების საკითხი მხოლოდ ცხინვალის რეგიონს ეხება და არა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას. http://itnexclusive.ge