Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. სენაკის ბაზაში 20-მდე ქართველი ჯარისკაცი ისევ ტყვეობაში იმყოფება რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ფოთის პორტში ტყვედ აყვანილი 20-მდე ქართველი ჯარისკაცის გათავისუფლელბაზე რუსი ჯარისკაცები კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან. ამ დროისთვის კი ისევ სენაკის სამხედრო ბაზაში რჩებიან ტყვეობაში. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს სამეგრლო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. ჯარისკაცების განთავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს რუს ჯარისკაცებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, ალეკო ახვლედიანი და სასულიერო პირები აწარმოებდნენ. "ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები თუმცა განთავისუფლების შესახებ კონკრეულ პასუხს არ იძლევიან. გვითხრეს გავერკვევით და გარკვეული პაროცედურების შემდეგ შეიძლება გავანთავისუფლოთო", - განაცხადა ალეკო ახვლედიანმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთან საუბრისას. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 20-მდე ქართველი ჯარისკაცი ტყვედ გუშინ 19 აგვისტოს ფოთის პორტიდან აიყვანეს და სენაკის ბაზაზე გადაიყვანეს. http://itnexclusive.ge
  2. საჩხერის რაიონის სოფელი პერევიდან აფეთქებების ხმა ისმის საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა პოსტი დაიკავეს. როგორც საჩხერის გამგებელმა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტსა განუცხადა, აღიშნული სოფლიდან ამ წუთებშიც ისმის აფეთქებების ხმა. მისი თქმით, აფეთქებები გუშინ საღამოს 19:00 საათიდან ხორციელდება. საჩხერეში 19 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი იმყოფება. რუს სამხედროებს რაიონში შესვლის მცდელობა დღეს დილითაც ჰქონდათ, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით ქალაქში შესვლა გადაიფიქრეს და პოსტზე დაბრუნდნენ. ცნობისათვის, სოფელ პერევში შესვლა ჯანვშანტრანსპორტიორებმა ოსეთის ტერიტორიიდან შეძლეს, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სოფელი ოსეთის მოსაზღვრედ მდებარეობს. ჯავშანტრანსპორტიორების სოფელში შესვლის შემდეგ, ქართულმა პოლიციამ რაიონის პიკეტირება მოახდინა. http://itnexclusive.ge
  3. დაღუპული ქართველები (ფოტომასალა) ფოტორეპორტაჟი დანგრეული ცხინვალიდან საზარელი ფოტომასალა ცხინვალიდან ფოტომასალა კონფლიქტის ზონებიდან ქართველების დაჭრილთა სია - 11.08.2008
  4. მეტროსადგურ გურამიშვილთან ავტოავარია მოხდა დაახლოებით 09:00 საათზე მეტრსადგურ გურამიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს შეეჯახა ბე-ემ-ვე-სა და გაზ-24-ს ტიპის ავტომობილები. შემთხვევა დიდი სიჩქარით მოძრავი ბე-ემ-ვეს ტიპის ავტომობილის საავტომობილო გზის გაზონზე შეჯახების შემდეგ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეჯახების შედეგად, ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდათ. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ავტომობილებმა ცეცხლის დროული ლოკალიუზება მოახდინეს. ავარიის შემდეგ სამი დაშავებული პირი, რომელთაგან 2 ბე-ემ-ვე-ში იმყოფებოდა, თბილისის #8 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიმდინარეობს გამოძიება.
  5. ნასკი გამხადე ქალო, ნასკიიიიიიიიიი...
  6. FIORENTINO

    CHAT

    ეგ დამატებული იყო და მოვხსენი ეგ ფუნქცია... მასტები ძაან დიდ სურათებს აყენებენ და მერე გვერდებს წელავს...
  7. და გადაწყვიტა ის დაეკარგა თეთრ მერსედესზე ამხედრებულ ღიპიან ძიაკაცთან...
  8. FIORENTINO

    CHAT

    ეხა სათაურების სიგრძის პრობლემას უნდა მივხედო და მერე კიდევ ბევრ რამეს დავამატებ ფორუმზე...
  9. FIORENTINO

    CHAT

    დილა მშვიდობისა...
  10. FIORENTINO

    CHAT

    დილა მშვიდობისა...
  11. და აი... კიდევ ერთი წყვილი ფორუმზე, რომელიც სულ ცოტა ხანში ვნების ქარ-ცეცხლში მოექცევა... :roll2:
  12. გადაწყვიტა მან მთელი ცხოვრება ექცია საკუთარ სიამოვნებად და დაიწყო ყველაფერი ქალიშვილობის დაკარგვით...
  13. ქართული უგუნურების ფენომენი ანუ პირველი კავკასიური ენერგეტიკული ომი >>> დანტე თბილელი ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის დამყარების ბრძანების გაცემიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. სააკაშვილის გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებიდან არა თუ ცხინვალის რეგიონი, სამეგრელო და ქართლიც გავიდა. ათ დღეზე მეტია ქვეყნის ტერიტორიას რუსეთის ოკუპაციური ჯარების ჯავშანტექნიკა "აუთოვებს". სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული კატასტროფა ურთულეს მონახაზს იძენს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი "ელიტა" კი სდუმს. არავინ კითხულობს იმას, თუ რატომ მიეცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე არმიის შემოყვანის საბაბი და შესაძლებლობა, მით უმეტეს, რომ მოსკოვი ცხინვალში მცხოვრებ საკუთარ "მოქალაქეებზე" თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას არასდროს ფარავდა. არავინ კითხულობს, რადგან იშვიათს ადარდებს. საზოგადოების მინიმუმ ერთი, თუნდაც მცირე ნაწილი კი კითხვებზე პასუხს და მორიგი ქართული ტრაგედიის ავტორების დასჯას მოითხოვს. ამ ფონზე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების დამწუხრებული გამომეტყველებით ნათქვამი "ახლა კრიტიკის დრო არ არის, ახლა ერთიანობაა საჭირო" როგორც მინიმუმ დამაჯერებლობის სერიოზულ დეფიციტს განიცდის. რა მოხდა 8 აგვისტოს? რა დაიწყო და როდის დასრულდება? ოფიციალური თბილისის განმარტებები საყოველთაოდ ცნობილია. რუსეთი თურმე საქართველოს ოკუპაციაზე ოცნებობდა საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან. რეალურად კი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთი აღმოჩნდა ქვეყანა, რომელმაც ყალბი მიზეზებით საუკუნის მეორე ენერგოომი წამოიწყო. საქართველო ამერიკა-რუსეთის ენერგოდაპირისპირების მსხვერპლი აღმოჩნდა. ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით მოსკოვმა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 58-ე და 43-ე არმიის რამდენიმე დივიზია შემოიყვანა. რუსეთმა დაიკავა ქართლი და სამეგრელო. გადაიკეტა აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობის ტრანსპორტირების ყველა მიმართულება. საყურადღებოა, რომ ქართულ-რუსული კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი თურქეთის მონაკვეთზე აფეთქდა, სადაც აღდგენითი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საქართველოში განვითარებული მოვლენების და თურქეთის ტერიტორიაზე ნავთობსადენის აფეთქების შედეგად მსოფლიო ბაზარმა ჯამში დღეში 1.2-1.5 მლნ ბარელი ნავთობი დაკარგა. ეს მაშინ, როცა ნავთობის ფასმა მკვეთრი კლება დაიწყო და 155 აშშ დოლარიდან 112 აშშ დოლარამდე დაეცა. ექსპერტებში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ნავთობის ფასის შემდგომ კლებას აზერბაიჯანული ნავთობის ბლოკირება აფერხებს. რუსეთის ფედერაცია, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ენერგორესურსების ექსპორტით მიღებულ შემოსავლებზე მოდის მნიშვნელოვნად ზარალდება, მაგრამ იმაზე გაცილებით ნაკლებად ვიდრე მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანული ნავთობის უწყვეტი მიწოდების პირობებში დაზარალდებოდა. ანუ რუსეთი საქართველოზე აგრესიით მსოფლიო ენერგობაზარზე ზეგავლენას ცდილობს და ახერხებს კიდეც. ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ძნელი სავარაუდოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლობირებით დაწყებული ტრანსკასპიური ენერგოპროექტები როდისმე განხორციელდეს. რამდენად დაცულია უკვე არსებული მილსადენები კი, უახლოეს მომავალში გაირკვევა, რადგან რუსეთს საბჭოთა კავშირის გამოცდილებიდან გამომდინარე უკან დასახევი გზა არ გააჩნია და ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ვარდნის შეჩერებას ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდით შეეცდება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთის ოკუპაციური ჯარები საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებენ? რუსეთის არმია საქართველოს სავარაუდოთ დატოვებს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც: 1. თბილისში ვაშინგტონიდან მართული სააკაშვილის ხელისუფლება კრემლიდან მართული მარიონეტებით შეიცვლება. 2. რუსეთი დანარჩენ საქართველოსთან ერთად თბილისსაც დაიკავებს ან სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით ხელისუფლების სადავეებს რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ პოლიტიკურ ფიგურას (ძალას) ჩააბარებს. 3. არის მოვლენების განვითარების კიდევ ერთი სავარაუდო სცენარი და ეს რუსეთის მიერ სამეგრელოზე კონტროლის შენარჩუნებითა და სამცხე-ჯავახეთში არეულობის ინსპირირებით საქართველოს ენერგოდერეფნის ფუნქციის შესრულების ყველა შესაძლებლობის ნეიტრალიზებაა. რუსეთს მანევრირების შესაძლებლობა რჩება. ამერიკის შეერთებული შტატები კი თბილისის დაკარგვით სამხრეთ კავკასიისა და შუააზიაზე ზეგავლენის ყველა ღირებულ შესაძლებლობას კარგავს. ამიტომ გააქტიურდა ამერიკის დიპლომატია და ეჭვგარეშეა, რომ ვაშინგტონი მაქსიმუმს გააკეთებს სააკაშვილის ხელისუფლებაში შენარჩუნებისთვის. ამერიკელი იდეოლოგების დახმარებით სააკაშვილი აუცილებლად შეეცდება მართვადი ტელეკომპანიებისა და მედია-საშუალებების მეშვეობით დღევანდელობასა და 1921 წელს შორის პარალელების გავლებას. ნაციონალიზმის რესურსის მაქსიმალურ გამოყენებასა და საერთო ქართული ტრაგედიის უპირობო გამარჯვებად წარმოჩენის მეშვეობით ძალაუფლების შენარჩუნებას. რამდენად წარმატებულად, ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა, ადვილი სავარაუდოა, რომ საქართველოში სააკაშვილისა და ვაშინგტონის მმართველობა დასასრულს უახლოვდება. რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ვაშინგტონმა ტრანსკავკასიურ ენერგოდერეფანზე კონტროლის შენარჩუნება შესაძლოა რუსეთისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დათმობით სცადოს, თუმცა ექსპერტებს ალბათ ესმით, რომ კრემლს სოხუმი და ცხინვალი არც დამოუკიდებელი სჭირდება და არც დამოკიდებული. სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის სამიზნეს არა მხოლოდ და არა იმდენად თვითაღიარებული რესპუბლიკების უსაფრთხოება, არამედ ენერგორესურსების სატრანსპორტო კვანძები და ინფრასტრუქტურაზე კონტროლი წარმოადგენს. რუსეთი უბრალოდ არ გაჩერდება. P.S. საქართველო კიდევ ერთხელ გახდა საკუთარი ადგილმდებარეობისა და ზესახელმწიფოების დაპირისპირების მძევალი, ცხინვალის რეგიონი კი პირველი კავკასიური ენერგო ომის საბაბი. შესაძლოა ცხინვალის ტრაგედიამ მაინც აიძულოს ქართული საზოგადოება შეცდომებზე დაფიქრდეს, რადგან ვიდრე ქვეყანა ზესახელმწიფოების დაპირისპირების ნეიტრალური დამკვირვებელი არ გახდება და ვიდრე ყველაფერში სხვის დადანაშაულებას ჯანსაღი თვითკრიტიკა და საღი აზრი არ შეცვლის, საქართველო მხოლოდ წააგებს. ისტორია მეორდება. საზოგადოების უმრავლესობის ფენომენალური უგუნურების გამო ქვეყანა წლიდან წლამდე სიამაყესთან ერთად, ათეულობით ათას სიცოცხლეს კარგავს.
  14. FIORENTINO

    CHAT

    პრივეტებე...
  15. კითხე უფროსებს რა არის ერი და რა არის საზოგადოება... :hello:
  16. საზოგადოება და ერი ერთმანეათისგან ვერ გაგირჩევია და...
  17. და ეგღა მაკლდა ოპოზიციონერი ვიყო... მდაბიო საზოგადაოებში რომ კიდევ ოპოზიციონერი იქნები... ;)
  18. ლოლ ასე მთელი ცხოვრებაა ბანალური და თუ ასეა მაშინ მოიკალი თავი...
  19. რაც შეეხება შეურაცკოპას, არ მიმიყენებია! (იცი ისედაც)... უბრალოდ არ გაქვს შენი აზრი, ის აზრი, რომელიც დაასკვენი შენ... მაგრამ ეგ გამოსწორებადია, ჯერ პატარა ხარ... მე ის ხალხი მძულს, ვინც უკვე 40-ს მიუკაკუნა და ჯერაც ვერ მიხვდა ვერაფერს... ;)
  20. ოპოზიციის დედაც და გრეჩიხასიც... მეზარება მოკლედ წერა, არ აქვს აზრი... ;)
  21. ანუ რუსებს კიდიათ ყველა და ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს ომის თვალსაზრისით... და რომ ამოკეტონ რუსეთი, მაინც გაქაჩავს...
×
×
  • შექმენი...