Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ო'ბრაიენი: თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა, იქნება შეზღუდვები

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ თუ რუსული კანონი არსებული ფორმით იქნება და არ შეიცვლება ისე, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება შეზღუდვები. მან ისაუბრა ფინანსურ და სამგზავრო შეზღუდვებზე, ასევე, აღნიშნა, რომ საფრთხე დაემუქრება აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას. თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა – EU-ის სტანდარტებთან შეუსაბამო, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას და გაგრძე

აქციაზე დაკავებული ქაცარავა სასტიკადაა ნაცემი

დავით ქაცარავა, რომელიც პოლიციამ აქციაზე დააკავა, სასტიკად არის ნაცემი. მას სახეზე ეტყობა მძიმე დაზიანებები. „გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, დაკავებულია. არის სასტიკად ნაცემი თავის არეში, ყბა აქვს გატეხილი, ყვრიმალის ძველი აქვს მოტეხილი, თვალი ჩასიებული. სახე და თავი აქვს დეფორმირებული ფაქტობრივად, ძალიან მიზანმიმართულად ძალიან ბევრმა ადამიანმა ურტყა თავში განსაკუთრებულად,“ — ამბობს ნეტგაზეთთან სოფო ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავას ცოლი. ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმ

პარლამენტთან აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. ამ წუთებში, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. იპნ

გიტანას ნაუსედა - ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ - არავის აქვს თქვენი ევროპული ოცნების წართმევის უფლება

არავის აქვს ქართველი ხალხისთვის ევროპული ოცნების წართმევის უფლება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გინატას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ თქვენს ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არავის აქვს თქვენი ევროპული ოცნების წართმევის უფლება. არავის არ აქვს ხალხის ევროპული ღირებულებებით ცხოვრების სურვილის გაჩუმების უფლება”, - წერს ნაუსედა. იპნ

"გახარია საქართველოსთვის" - რუსული კანონის მიღებით ბრძოლა არ სრულდება! გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება! ბრძოლა ხელისუფლებიდან „ოცნების“ ჩამოსაცილებლად და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად!

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "როგორც მოსალოდნელი იყო, „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო და საკუთარ მოქალაქეებს ომი საბოლოოდ გამოუცხადა. ივანიშვილი მოძალადედ გადაიქცა, პარლამენტი კი ყაზარმად გადააქცია. რუსული კანონის მიღებით ბრძოლა არ სრულდება! გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება! ბრძოლა ხელისუფლებიდან „ოცნების“ ჩამოსაცილებლად და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად! საზოგადოებამ უნდა გავაგრძლეოთ უწყვეტი და მწვავე შიდა პროტესტი, საერთაშორისო პარტნიო

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი, გხედავთ”

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას ესმის ქართველების ხმა. ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-წერს, მათ შორის, ქართულ ენაზეც. “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს რობერტა მეცოლა.  

სენატორი რიში: საქართველოს მთავრობამ აჩვენა, რომ არ აინტერესებს ევროპული მომავალი

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში წერს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ სილაა გააწნა ქართველების 80%-ს, ვისაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის სახეში სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, — აცხადებს რიში.   საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაი

სახალხო დამცველი შსს- ს მოუწოდებს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 14 მაისის 17:15 საათისთვის აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა. ის მოუწოდებს და შსს-ს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები.

პარლამენტთან აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ დაარტყა, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას აშუქებდა. ამასთან, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გაუშვეს. იპნ

გაერო: რუსულმა კანონმა, შესაძლოა, დააბრკოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში რუსული კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს  სამოქალაქო საზოგადოებისა და  მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას.

დედის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს, რომ ლაზარე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.       „პუბლიკა” ინფორმაციის დასადასტურებლად და დაკავების მუხლის გასარკვევად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.  უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. პუბლიკა

პუტინის პრესსპიკერი: დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი საქართველოს საქმეებში არ ერევა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ „კრემლი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც სანქციების გატარებითაც კი იმუქრება”. პესკოვმა ეს განცხადება რუსული კანონის შეფასების დროს გააკეთა. დღეს, 14 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოში ჩამოვიდა. 13 მაისს სამთავრობო არხმა „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ო’ბრაიენს ბიძინა ივანიშვილთან სანქციების პაკეტი

ალექსანდრე მოწერელია - დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში

არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში!  ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/

ანა ბუჩუკური - „ოცნების“ ისტერია გასაგებია, რადგან ისინი არიან დამარცხებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ზუსტად იციან რა მავნებლობას სჩადიან ივანიშვილის გამო და თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება

„ოცნების“ ისტერია გასაგებია, რადგან ისინი არიან დამარცხებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ზუსტად იციან რა მავნებლობას სჩადიან ივანიშვილის გამო და თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4736354173255495/

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება". კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკ

შალვა კერესელიძე - დრო დადგა მადლობა გადაუხადოთ ქართველ ხალხს ამდენი ხანი, რომ გითმინათ

ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარ მოქალაქეებზე და ოპონენტებზე თავდასხმები არა მხოლოდ "ნაც.მოძრაობის" ხელისუფლების დროს გვახსენებს, არამედ კიდევ უფრო უარესს, 90-იან წლების დროინდელ უკანონო ბანდფორმირებებს და იმდროინდელ პარლამენტსაც. დრო დადგა მადლობა გადაუხადოთ ქართველ ხალხს ამდენი ხანი, რომ გითმინათ. ამავე დროს, ბოდიშიც მოუხადეთ ჩადენილი არასწორი სახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის და არჩევნების გზით მშვიდობიანად დატოვეთ ხელისუფლება.  შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია სა

მიშა დაუშვილი - რასაც 2012 წელს ვებრძოდით, დღეს იმას განასახიერებთ "ოცნება", ამიტომ ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდება და ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

არასდროს, არსად მომავალ თაობაზე ხელისუფალს არ გაუმარჯვია. იცოდეთ, არც მუქარის, არც ძალადობის და არც არანაირი სასჯელის არავის ეშინია. რასაც 2012 წელს ვებრძოდით, დღეს იმას განასახიერებთ "ოცნება", ამიტომ ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდება და ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.  მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1739335179924600/

პრეზიდენტი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

პრეზიდენტი ერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამავე რელიზით, პრეზიდენტმა რომ, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავ

შალვა პაპუაშვილი - მივმართავ განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, რა წესია, კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას - ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ

კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ. თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა.

„ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში კვლავ დაუპისპირდნენ ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა. „თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,“ — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა. ამის შემდეგ პარლამენტის სხდომის ტრანსლაციას ხმა გაეთიშა, თუმცა სხდომათა და

მიშელი: პირადად ვარ იმედგაცრუებული იმით, რაც საქართველოში ხდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ პირადად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. ამის შესახებ მან კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. მიშელის თქმით, კონტაქტში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და აღნიშნავს, რომ „თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნპირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. და სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპები”.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - დიმიტრი სამხარაძის მხრიდან ლევან ხაბეიშვილის მისამართით ისმოდა გინებაც

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ დაუპი

მიშა დაუშვილი - დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება

დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ფაქტობრივად, რასაც “ოცნება” აკეთებს ამ დღეებში, არის ძალადობა, ჰიბრიდული ომი და აგრესია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საკუთარ მოქალქეებთან და მითუმეტეს ახალგაზრდებთან ბრძოლაში აქამდე არავის არ გაუმარჯვია და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, უბრალოდ დროის ამბავია, ეს ყველაფერი როდის დასრულდება.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქა
×
×
  • შექმენი...