Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბექა ლილუაშვილი - ეს არის პარტია, რომელიც თავის ღირებულებებთან, თავის ამომრჩევლებთან დამარცხდა. ის, რის გამოც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა “ოცნებას”, აღარ შერჩათ, დაწყებული საგარეო პოლიტიკური კურსიდან, გაგრძელებული ადამიანის უფლებებამდე

ეს არის პარტია, რომელიც თავის ღირებულებებთან, თავის ამომრჩევლებთან დამარცხდა. ის, რის გამოც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა “ოცნებას”, აღარ შერჩათ, დაწყებული საგარეო პოლიტიკური კურსიდან, გაგრძელებული ადამიანის უფლებებამდე.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/408649238616251/

მისა დაუშვილი - უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე

უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე არის და იცოდეთ, რომ დღეს ამისი განმუხტვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორ დროს, სწორი ნაბიჯი უნდა გადადგათ, სწორ დროს, სწორი კომპრომისი უნდა დაინახოთ, როდესაც ათობით ათასი შენი მოქალაქე გეუბნება, განსაკუთრებით მომავალი თაობა, რომ ეს არ გააკეთოო. აქ კომპრომოსი ჩვენთან კი არ გაქვთ, არამედ თქვენივე მოქალაქეებთან, თქვენივე ამომრჩეველთან. იცოდეთ, რომ უარს ჩვენ ა

ბექა ლილუაშვილი - გულში ჩაიხედეთ ხალხო, როგორ შეიძლება ამ ქვეყნის პარლამენტში თითოეულმა თქვენთაგანმა დღეს, ეს კანონპროექტი კანონად აქციოთ და ოკუპირებულ აფხაზეთში ეს კანონი ვერ მიიღონ

გულში ჩაიხედეთ ხალხო, როგორ შეიძლება ამ ქვეყნის პარლამენტში თითოეულმა თქვენთაგანმა დღეს, უახლოეს მომავალში ეს კანონპროექტი კანონად აქციოთ და ოკუპირებულ აფხაზეთში ეს კანონი ვერ მიიღონ. რა იქნება თქვენი საქციელი ამ შემთხვევაში, როგორ გამოჩნდება ის, რომ ოკუპირებული ქვეყნის ლეგიტიმური პარლამენტი იღებს რუსულ კანონს და ოკუპირებული ტერიტორიაზე ეგრეთწოდებული პარლამენტის წევრები უარს უცხადებენ რუსულ კანონს, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა იქნება? ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი

შოთა არველაძე - დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს - არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს, გაიწვიეთ უკან ეს კანონი

არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს,- ამის შესახებ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. „არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შე

ლატვიის პრეზიდენტი - ჩემი სოლიდარობა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული ოცნებისთვის

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს. "ჩემი სოლიდარობა ქართველ ხალხს და ევროპული ოცნებისთვის მათ ბრძოლას," - წერს რიკევიჩსი.   ipn

ვინ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს II მოსმენით - სია

რუსული კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას არ ესწრებოდნენ მამუკა მდინარაძე და ნიკა სამხარაძე. მხარდამჭერთა სიას შეემატნენ ფრიდონ ინჯია და გივი ჭიჭინაძე, რომლებსაც პირველ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ბარვენაშვილი გიორგი ბენაშვილი გია ბერაია ირაკლი (დაჩი) ბერაძე რიმა ბითაძე მაია ბოლქვაძე ანზორ ბოლქვაძე ელისო ბოჭორიშვილი მაკა გოცირიძე ელგუჯა დავითულაინი ბე

პარლამენტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, 23-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. პარალმენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტის განხილვის განმავლობაში სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი,- თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა. უმეტეს შემთხვევაში, პაპუაშვილის განმარტებით, მიზეზი ის იყო, რომ დეპუტატები მიკროფონის გარეშე საუბრობდნენ და მისი მოწოდების მი

რასა იუკნევიჩიენე - ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია - მე ქართველი ხალხის მჯერა, ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ!

ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მე ქართველი ხალხის მჯერა. ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე თბილისში მიმდინარე აქციებს. „ნიღბები ჩამოხსნილია, ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ თავისი წინააღმდეგობა და ნამდვილი სახე აჩვენა. ის ამის მომხრე არასოდეს ყოფილა. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მე ქართველი ხალხის მჯერა. ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ!“, - წერს რასა იუკნევიჩიე

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში - დვალი და ოსმანოვი

ფიზიკოსები გია დვალი და ზაზა ოსმანოვი მშვიდობიანი აქციის დარბევის და სამართალდამცველების ქმედების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი თაობის, ჩვენი შვილების თაობის გვერდით, რომელიც მასიურად ჩაერთო მშვიდობიან პროტესტში “რუსული კანონის” წინააღმდეგ. მათ შესანიშნავად ესმით, თუ რისთვის იბრძვიან. ეს არ არის უკმაყოფილება რაიმე ერთი მორიგი კანონით, არამედ მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნული: შევდგებით ჩვენ საბოლოოდ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის

"ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, ამიტომ მივმართავ პოლიციელებს..." - გიორგი გახარიას ბრიფინგი

ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს - არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩ

გიორგი გახარია - პოლიციელებს მივმართავ, არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! - მიიღებს თუ არა ამ კანონს ივანიშვილი, ის უკვე დამარცხებულია - 26 ოქტომბერს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას გავაფორმებთ

ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს - არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამ

გიორგი გახარია - აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად - საშიში

გიორგი გახარია: “რუსული კანონის ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო. ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას - აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად - საშიში.”    

ზურაბიშვილი კომპს: ქართველ ხალხს ამ ურთულესი გამოწვევების დროს ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება.   საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვე

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზე დაიგეგმა

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება. როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორ

ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები - დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან

დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მათ ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს. „დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი გადამწყვეტი არჩევანისთვის, იბრძვიან. მათ ის ოცნება აქვთ, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა. ჩვენ

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა.  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.  თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო, სადაც ბოტანიკის მიმართულებით კვლევა წარმოებდა.  მოეწყო შესაბამისი ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა ორანჟერეა, გაკეთდა ტერასები, გაიყვანეს სარწყავი სისტემ

ანა ბუჩუკური - უცხოური ძალა დააკონკრეტეთ და მიუთითეთ რუსეთი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა, მთავარი საფრთხე მოდის ოკუპანტი სახელმწიფოსგან

უცხოური ძალა დააკონკრეტეთ და მიუთითეთ რუსეთი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა, მთავარი საფრთხე მოდის ოკუპანტი სახელმწიფოსგან. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7416736065079344/

როგორ მოსჩანს თბილისის პროტესტი ლონდონიდან (ვიდეო)

იაკობ ჯანგავაძე და ზაზა დობორჯგინიძე საუბრობენ თბილისის გამოსვლებზე, რუსულ კანონზე და გამოსავალზე ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისიდან... "გახარია საქართველოსთვის"    

მიშა დაუშვილი - ჩვენ, რაც გუშინ ვნახეთ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის აბსოლუტურად არალეგიტიმური დარბევა და ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს

ჩვენ, რაც გუშინ ვნახეთ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის აბსოლუტურად არალეგიტიმური დარბევა და ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ჩვენს ევროინტეგრაციას. აქცია იყო მშვიდობიანი და ძალის გამოყენება იყო არალეგიტიმური!  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/416871494419463/

"გახარია საქართველოსთვის" - ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - ძალადობა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზე... სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ივანიშვილსა და მმართველ პარტიას

პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - ძალადობა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე. ეს არის საკუთარი მოქალაქების მიმართ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლწესრიგის დაცვასთან. გამოყენებული ძალა იყო არალეგიტიმური იმ ფონზე, როცა აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და არ გასცდე

ზაზა სარალიძემ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ზაზა სარალიძემ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ზაზა სარალიძემ დაუდასტურა „ნეტგაზეთს“. მისი თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდების დისკრედიტაციას ცდილობს და მათ იმ ტერმინებს უწოდებს, რასაც სარალიძის თქმით, მის მოკლულ შვილზე ამბობდნენ: „დღეს უკვე მომავალ თაობას დაუწყო ბულინგი ხელისუფლებამ. რასაც ჩემს მოკლულ შვილს უწოდებდნენ, რომ იყო მოძალადე, დღეს უწოდებენ ჩემს ცოცხალ შვილს. ვიღაცა ამბიონიდან გამოდის და იუდას უწოდებს ჩემს ცოცხალ შვილს, ვი

პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა. ორგანიზაცია მოუწოდებს Შინაგან საქმეთა სამინისტროს: უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის & საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეწყვიტოს აქციის დაშლის უკანონო პრაქტიკა. ორგანიზაცია მოუწოდებს Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: – დაემორჩილონ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო

აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს. სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.
×
×
  • შექმენი...