Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები

Recommended Posts

ქართული პრესის მიმოხილვა 11.01.2010

11 / 01, 2010 11:28

· იაგო კაჭკაჭიშვილი - “როცა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ირაკლი ალასანიას “ჩაძირვას” ცდილობენ, უგულავას დამარცხება არარეალური ხდება”

· სოზარ სუბარი - “არჩევნების გაყალბებას მძიმე შედეგები მოჰყვება. აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავ”

· ლევან თარხნიშვილი - “სამიდან თუ ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურაც დასახელდება, დავთანხმდები”

· გუბაზ სანიკიძე - “სააკაშვილი არ არის მიზეზი, სააკაშვილი არის შედეგი! მიზეზი ვართ თითოეული ჩვენგანი, სუყველა!”

იაგო კაჭკაჭიშვილი - “როცა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ირაკლი ალასანიას “ჩაძირვას” ცდილობენ, უგულავას დამარცხება არარეალური ხდება”

“რამდენადაც ვიცი, საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია პატრიარქ კირილის საქართველოში ვიზიტის შესახებ, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია. საერთოდ, არ მგონია, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში ორი ქვეყნის ეკლესიების პოზიციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ჩვენ არ ვცხოვრობთ რელიგიური ფუნდამენტალიზმის გარემოში, როცა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები და ინსტიტუტები უფრო ნაკლებ ინსტიტუციურ ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე ქვეყნის სულიერი წინამძღვრები. საბედნიეროდ, საქართველო იმით მაინც ჰგავს ცივილიზებულ ქვეყნებს, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებნი საჯარო ფიგურები არიან და არა სასულიერო პირები”, - აცხადებს სოციოლოგიის პროფესორი, იაგო კაჭკაჭიშვილი, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რის შეცვლას შეძლებს სენატორი მაკკეინი?! / “არჩევნები ერთი დიდი ბაზარია” / “ორი დაპირისპირებული ქვეყნის ეკლესიათა შორის ჯანსაღი ურთიერთობა წარმატებული “სახალხო დიპლომატიის” ნაწილად მიმაჩნია”.

“თუმცა, მეორე მხრივ, უთუოდ გასათვალისწინებელია ის ვითარება, რომ საქართველოში (და მსგავსი მდგომარეობაა რუსეთშიც) მორალური ავტორიტეტისა და ინსტიტუციური ნდობის თვალსაზრისით, ეკლესია და პატრიარქი უალტერნატივო ლიდერები არიან. ამის გამოუყენებლობა ქვეყნისთვის მწვავე პრობლემების მოგვარების ხელშესაწყობად არ იქნებოდა სწორი. ორი დაპირისპირებული ქვეყნის ეკლესიათა შორის ჯანსაღი ურთიერთობა, როცა ეკლესია მოქმედებს, როგორც ნდობით აღჭურვილი არასამთავრობო ორგანიზაცია, წარმატებული “სახალხო დიპლომატიის” ნაწილად მიმაჩნია. უბრალოდ, არ ვარგა, როცა ამ ტიპის აქტივობების მიმართ საზოგადოებას არაადეკვატური მოლოდინი გაუჩნდება ხოლმე და ასეთ კომუნიკაციებში პანაცეას ხედავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი.

“დემოკრატიულ საზოგადოებებში საჯარო პოლიტიკას ვერასოდეს ჩაანაცვლებს მისიონერული მოღვაწეობა და ეს მართებულია. სხვა საკითხია, რომ საქართველოს საჯარო პოლიტიკა კონფლიქტურ რეგიონებთან (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან) და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით სუსტია და უფრო და უფრო დრამატულად ვითარდება. ჩვენმა საზოგადოებამ ასეთი საჯარო პოლიტიკის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს და არა მის ჩანაცვლებაზე საეკლესიო არხებით”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართულმა ბოლოდროინდელმა აქტიურობამ (პოლიტიკურ სპექტრს ვგულისხმობ) პოზიტიური შედეგი გამოიღო. თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო გარემო სისტემური მთლიანობაა, რომლის ცალკეული რგოლები ურთიერთგანმაპირობებელი და არა თვითკმარი მოცემულობებია. ანუ, თუ ამ სისტემაში ერთი რგოლი მაინც ჩავარდნილია, ეს მხოლოდ ამ რგოლს კი არ ვნებს, არამედ - მთელ სისტემას. ეს ვითარება ძალიან ჰგავს სოციოლოგიურ გამოკითხვებს, სადაც შეიძლება ემპირიული მონაცემების კარგი სტატისტიკური დამუშავება მოახდინო, მაგრამ ამან ვერაფერი მოიტანოს. მეორე მხრივ, შეიძლება საკვლევი ველი არ გააყალბო, მაგრამ კვლევის ინსტრუმენტი - კითხვარი იყოს არაპროფესიულად შედგენილი, რაც მთელ კვლევას გააფუჭებს”, - დასძენს იაგო კაჭკაჭიშვილი.

“მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საარჩევნო გარემო დღეს კვლავ ითხოვს სხვადასხვა მიმართულებით სერიოზულ ცვლილებებს, რომელთა გატარების გარეშე ის კარგიც გაცუდდება, რისი ინიცირებაც აქამდე მოხდა. მაგალითად, დღეს ისევ “აქილევსის ქუსლად” რჩება რეალური საარჩევნო სიების ფორმირება, არადა, ამის მოგვარების გარეშე სამართლიან არჩევნებზე ლაპარაკი ილუზიაა... მერობის კანდიდატთა სპექტრის მრავალფეროვნება სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას: ჯერ ერთი, როგორც გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს, თბილისელი ამომრჩეველი მერს უფრო მეტად სოციალურ პრობლემებზე მზრუნველი მეურნის იმიჯს მიაწერს, ვიდრე პოლიტიკოსის. ეს ფაქტორი პოლიტიკის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის საკმარისად მაპროვოცირებელი აღმოჩნდა არჩევნებში კენჭის საყრელად. მეორეც, ნებისმიერი არჩევნები არის საზოგადოებისთვის თავის შეხსენების ან სულაც თავის გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი. მაშასადამე, მეორე მაპროვოცირებელი ფაქტორი პოპულარობის ხიბლია, რომლისგანაც თავის დაღწევა ბევრს უჭირს”, - ამბობს გამოცემის რესპონდენტი.

“არცთუ უმნიშვნელოა (შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც კი) არჩევნებში მიზნობრივი ან ანგაჟირებული მონაწილეობა, როგორც დაგეგმილ პოლიტიკურ თამაშში განსაზღვრული როლის შესრულება. არჩევნებში ზოგი კანდიდატი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ზოგს სურს კონკრეტული კანდიდატის დასუსტება, ანუ სხვის სასარგებლოდ ვიღაცისთვის ხმების წართმევა და სხვ. არჩევნები ერთი დიდი ბაზარია, სადაც ყველა კანდიდატს სურს, რაღაც მიჰყიდოს ამომრჩეველს და ამით გარკვეული სარგებელი მიიღოს. ცხადია, არც მომავალი არჩევნებია გამონაკლისი. დღესდღეობით, თბილისის მერის არჩევნებში უგულავას დამარცხების შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ ოპოზიციისთვის ამ შესაძლებლობების გამოყენება ძალზე რთულია”, - აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.

“რა მაქვს მხედველობაში? იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის რომელიმე რეიტინგული კანდიდატი შეძლებს საპროტესტოდ განწყობილი ამომრჩევლის თავის სასარგებლოდ ტოტალურ მობილიზებას, უგულავას დამარცხების შანსი გაიზრდება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ვითარებას, როცა ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ კანდიდატს, ირაკლი ალასანიას მხარდაჭერას ღიად არ უცხადებენ სხვა შედარებით “წონიანი” ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, როგორებიც არიან ლეიბორისტები, ეროვნული ფორუმი, ქრისტიან-დემოკრატები და სხვ. - მეტიც, ცდილობენ ამ კანდიდატის “ჩაძირვას” - ცხადია, უგულავას დამარცხება რეალურ კი არა, ვირტუალურ კონტურებს იძენს. დღეს არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას დამოუკიდებლად, სხვა პარტიათა მხრიდან ლოიალობის გარეშე, არ შეუძლია ოპოზიციის ნიშის ტოტალური დაკავება. ფაქტია, რომ პრაიმერმა, როგორც ამ ლოიალობის მაპროვოცირებელმა ინსტრუმენტმა, მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ვნახოთ, მოიტანს თუ არა რაიმე წარმატებას რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები და კონსულტაციები”, - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი.

“ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლების თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში და თუნდაც თბილისის მასშტაბით დამარცხებას აუცილებლად სჭირდება ოპოზიციის, უფრო ზუსტად, “რეიტინგული ოპოზიციის” ერთიანობა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე მოხდა თავსებადი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების ინსტიტუციური და რაციონალური გაერთიანება “ალიანსის” სახით, რამაც თავისი პოზიტიური შედეგი გამოიღო (დღეს ეს პოლიტიკური ბლოკი, ყველა გამოკითხვით, წამყვან პოზიციებზეა ოპოზიციურ სპექტრში). თუმცა ისიც ფაქტია, რომ დღესდღეობით ამ ბლოკის სხვა დონორებით როგორც ინსტიტუციური (მასში სხვა პარტიების გაერთიანების სახით), ისე სიმბოლური (სხვა პარტიების მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვის სახით) გაძლიერების რესურსი არ ჩანს. ეს კი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის გარდა, ზურგს როგორც უზარმაზარი ფინანსური და მედიარესურსი, ასევე არჩევნების შედეგების ხელოვნური კორექციის უზარმაზარი გამოცდილება უმაგრებს”, - დაასკვნის იაგო კაჭკაჭიშვილი.

სოზარ სუბარი - “არჩევნების გაყალბებას მძიმე შედეგები მოჰყვება. აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავ”

“გაერთიანებაზე ზოგადად კონსულტაციები გვაქვს არა მხოლოდ “დაიცავი საქართველოსა” და ლევან გაჩეჩილაძესთან, არამედ გაცილებით უფრო ფართოდაც. მათ შორის იმ პარტიებთან, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ რომელთათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება და დავადგეთ მრავალპარტიული დემოკრატიული განვითარების გზას. რა შედეგს მივაღწევთ, ამაზე ჯერ საუბარი ძნელია. კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს, ჯერჯერობით მეტის თქმას აზრი არ აქვს... თუ რომელიმე პარტია მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ერთმანეთს ხელი არ უნდა შევუშალოთ”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გაზეთ “მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით სოზარ სუბარი: “არჩევნების გაყალბებას მძიმე შედეგები მოჰყვება” / “ალიანსი” გაერთიანების თაობაზე ლევან გაჩეჩილაძეთან მართავს კონსულტაციებს.

“დღეს სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით ხელისუფლებას აქვს მაღალი რეიტინგი და ამის მეტ-ნაკლებად მჯერა - ეს რეიტინგი გამოიწვია იმ იმედგაცრუებამ, რომელიც საზოგადოების აქტიურობას მოჰყვა. მაგრამ ეს იმედგაცრუება ზუსტად ისევე შეიძლება შეიცვალოს სხვა განწყობით ძალიან მცირე ხანში, როგორც ეს მრავალჯერ მომხდარა. ერთ მარტივ რამეს გეტყვით - თუ საზოგადოებამ ოდნავ მაინც ირწმუნა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლას კიდევ აქვს აზრი, მაშინ ის, რაც მოხდა შარშან 26 მაისს, როცა სტადიონი ხალხით გავსო, განმეორდება. ეს ძალისხმევა საკმარისია, რომ ხელისუფლებამ წააგოს თბილისი და ძალიან ბევრი რეგიონი. მიხეილ სააკაშვილს შარშან აპრილ-მაისში ჰქონდა 20%-ზე ბევრად დაბალი ნდობა, რაც მართლაც კატასტროფული შედეგია ქვეყნის პრეზიდენტისთვის. ამ ხალხს განწყობა არ შეცვლია, მაგრამ რაღაც იმედგაცრუების გამო დახუჭეს თვალი ყველაფერზე და დღეს თითქოსდა პრეზიდენტს გამოუცხადეს ნდობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

“ამაზე იმუშავა ძალიან კარგად გათვლილმა 24-საათიანმა პიარმა. მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ერთ დღეში შეიცვლება. ზოგადად ქვეყანაში მხოლოდ სამი ადამიანია, ვისაც დადებითი რეიტინგი აქვს, მიხეილ სააკაშვილი მათ შორის მესამეა, ორი მათგანი კი “ალიანსის” ლიდერია - არ მიყვარს ხოლმე ასეთი რამის თქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ სოციალურ კვლევებზე და არა ჩემს პირად მოსაზრებაზე. ჩვენ გვჭირდებოდა რეალური კვლევა, რომ ვიცოდეთ, სად ვართ. შესაბამისად, ამ კვლევის გაყალბება არაფერში გვჭირდებოდა. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ საზოგადოებას სხვა მონაცემები მივაწოდეთ და ჩვენთვის სხვა მონაცემები გვაქვს. გარწმუნებთ, ასე არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვეყრდნობი არა ჩვენს მიერ მოწყობილ გამოკვლევას, არამედ ორი ამერიკული საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ კვლევების მიმართაც განსაზღვრული უნდობლობა არსებობდეს, მაგრამ დამერწმუნებით, რომ მათ ჩვენ არ ვუხდით ფულს და არ ვუკვეთთ მუსიკას”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“უგულავას აქვს რეიტინგი 30%-ის ფარგლებში - ზოგი გამოკითხვით ოდნავ მეტი, ზოგი გამოკითხვით ოდნავ ნაკლები. ეს იმ ფონზე, როცა მას კვირაში 200-ზე მეტჯერ აჩვენებენ სხვადასხვა სახის მედიაში. ეს არის წარმოუდგენელი შედეგი საქართველოსნაირ ქვეყანაში. უთო რომ ჩართო, უთოდანაც გიგი უგულავა ლაპარაკობს და ამ ფონზე მისთვის 30%-იანი რეიტინგი წარმატებად კი არ უნდა ჩაითვალოს, არამედ - კატასტროფად. გამოდის, მოსახლეობის 70%-ს ეზიზღება, ვერ მოიპოვა მათი ელემენტარული ნდობა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ 24-აათიან რეჟიმში მუშაობს. მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებთან მიდის დაბადების დღეებზე, შედის პირდაპირ ოჯახში და ისინი პირღია რჩებიან - ასეთ დონეზე აქვს პიარი, რასაც აქამდე არ აკეთებდა. “ალიანსს” მიგვაჩნია, რომ გამარჯვება ნამდვილად შეგვიძლია, ოღონდი ამისთვის ოპოზიციაში უფრო მეტი ერთიანობაა საჭირო”, - დასძენს სოზარ სუბარი.

“შანსები არის ძალიან მაღალი. უგულავამ გამოიყენა თავის ყველა რესურსი და 30%-იან ზღვარს ვერ გასცდა. ცხადია, დანარჩენი 70% შეიძლება გაიბნეს სხვადასხვა კანდიდატებს შორის , მაგრამ მათი ხმების უმრავლესობა შეიძლება მიიღოს იმან, ვინც იქნება გამოკვეთილი ალტერნატივა. ხელისუფლების გამოკვეთილი ალტერნატივა ჯერჯერობით არის “ალიანსი” - სხვა ალტერნატივა ხელისუფლება არ ჰყავს და სწორედ ამაში უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება”, - აცხადებს სოზარ სუბარი და შეკითხვას - “იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება გამოაცხადებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა უგულავამ, შეეგუებით ამას?” - პასუხობს:

“თუ ეს მოხდა იმიტომ, რომ გაყალბდა არჩევნები - ჩვენ ყველა მეთოდით უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ხალხმა დაიბრუნოს თავისი არჩევანი. არჩევნების გაყალბებას მძიმე შედეგები მოჰყვება. აბსოლუტურად არაფერს გამოვრიცხავ”.

ლევან თარხნიშვილი - “სამიდან თუ ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურაც დასახელდება, დავთანხმდები”

“ეს ხალხი ძალიან სასაცილო ვითარებაში იგდებს თავს. მოთხოვნებსა და მესიჯებს ყოველთვე იმის მიხედვით ცვლიან, როგორი პოლიტიკური ვითარებაა. აქამდე ყველა უბედურების სათავე ცესკო-ს თავმჯდომარე იყო, მაგრამ როცა მისი არჩევის წესი შეიცვალა და ოპოზიციურ პარტიებს მიეცათ უფლება თავად გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე, აღმოჩნდა, რომ ეს არაფერ შუაშია და სხვა პრობლემებია”, - აცხადებს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან თარხნიშვილი გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე ჩატარდება! / “არ ვნანობ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ვიყავი, რადგან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა”.

“ის სხვაც რომ გამოვასწორეთ - მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით - სიტყვა-სიტყვით ის რომ ჩავწერეთ, რასაც ითხოვდნენ, თქვეს, უფრო მნიშვნელოვანი სიებიაო. როცა სიების შემოწმების საშუალებაც მიეცათ, გვითხრეს თანხები არ გვაქვსო. სახელმწიფო თანხებს მაინც გამოუყოფს, მაგრამ ახლა თურმე დრო აღარ არის. ატეხეს ერთი ამბავი, თბილისში ხალხს წერენო და რეგისტრაცია გავაჩერეთ. რაც არაა კონსტიტუციური ნაბიჯი - მაგრამ ამაზეც წავედით და გვითხრეს, კი, მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ აქ კიდევ სხვა ამბებიაო. ხვდებით, რომ ეს დაუსრულებელი პროცესია? სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ტენდენციაა - საკუთარი წარუმატებლობების სხვისთვის გადაბრალება ყველაზე მარტივია. ახლაც ამას აკეთებენ, ამბობენ - ჩვენ ვერ ვთანხმდებით ერთ კანდიდატზე, ცუდია ხელისუფლება, რომელმაც 50%-იანი ბარიერს ნაცვლად 30% გააკეთაო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან თარხნიშვილი.

“პრინციპში, რაზეც საუბარი იყო, ყველაფერი გაკეთდა. ოპოზიციის როლი მნიშვნელოვნად გაზრდილია - ისინი ირჩევენ ცესკო-ს თავმჯდომარესაც და ყველა საარჩევნო უბანზეც მდივნები ჰყავთ. არავინ ამბობს, რომ კოდექსი იდეალურია, რადგან ჩვენ არ შევხებივართ საპრეზიდენტო და საპარლამენტო ნაწილს. თუმცა, როგორც კი საკონსტიტუციო კომისია პროექტს დადებს, მუშაობა ისევ გაგრძელდება. საბოლო ჯამში, კოდექსი საკმაოდ ნორმალურია. უბედურება ისაა, რომ კონსენსუსი ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ასე ესმის - ისინი აყენებენ წინადადებას, რომლის გათვალისწინებაც 100%-ით თუ არ მოხდა, - კონსენსუსი არ შედგა. თუ ალიანსის 15 წინადადება მივიღეთ და არ დავეთანხმეთ არგუმენტირებულად ბარიერის საკითხს, კონსენსუსი არ შედგა? ის, რაც ოპოზიციას დაწყებული აქვს - მცდელობაა, რომ მომავალში წარუმატებლობა ისევ სხვას გადააბრალონ. რეიტინგები არსებობს და დამალული არაა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ყველამ მშვენივრად იცის, რა მდგომარეობაც აქვს. გაერო-ს ეგიდით არჩევნების ჩატარება საერთოდ კომიკური რამაა. როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნებს ან ახლადშექმნილ ან არშემდგარ ქვეყნებში ატარებენ. ჩვენ თუ ამას ვითხოვთ, ე.ი. ვამბობთ, რომ საქართველო არშემდგარი ქვეყანაა, რასაც არ ვეთანხმები. ოპოზიცია ამ მოთხოვნით წინასწარ მიიჩნევს, რომ შემდეგ სათქმელი ჰქონდეს - რადგან გაერო-მ არ ჩაატარა არჩევნები, ასე იმიტომ მოხდა და ყველაფერში საარჩევნო ადმინისტრაციაა დამნაშავე. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა სერიოზული სახით ამბობენ, რომ ადგილებზე პროცესის კონტროლის საშუალება არ გვქონდაო. კი მაგრამ, კომისიაში თითო წევრი ყველას ჰყავს. მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ყველა წევრი თურმე დააშინეს, მოისყიდეს ან დაყრუვდა და დაბრმავდა - გამოდის, რომ 45 ათასი ადამიანი და დამკვირვებლებიც მატყუარები ან მამაძაღლები არიან და ყველამ იმ ერთს უნდა დაუჯეროს, ამდენ ხალხს არჩევნების გაყალბებაში რომ სდებს ბრალს”, - დასძენს ლევან თარხნიშვილი.

“არჩევნები არ ჩაიშლება. ვენეციის კომისიაში კოდექსის გადაგზავნა ესწრება, მაგრამ მეეჭვება, პასუხის მიღება მოესწროს. განსაზღვრული შეთანხმებები მიღწეულია. კარგი იქნებოდა, ვენეციის კომისიის დასკვნის მიღება მოსწრებოდა, მაგრამ, მოდით, ასე ვთქვათ - არსად წერია, რომ მაინცდამაინც ყველა არჩევნების წინ აუცილებელია ვენეციის კომისიის დასკვნა. პოლიტიკური შეთანხმება, რომ მაისში უნდა გაიმართოს არჩევნები, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვნად ჩაითვალა, ვიდრე ვენეციის კომისიის დასკვნა”, - აცხადებს ლევან თარხნიშვილი და შეკითხვას - “ცნობილია, რომ თქვენც ისევ გსურთ ცესკო-ს თამჯდომარეობა...” - პასუხობს:

“პროცედურიდან გამომდინარე, შემიძლია მხოლოდ დავეთანხმო ან არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თუკი ჩემს კანდიდატურას წარადგენს. ჩემი როლი აქ მთავრდება. რაც შეეხება ამბიციებს, მიმაჩნია, რომ 2 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა და რომ არა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, დარჩენილი მქონდა კიდევ 2 წელზე მეტი. ამიტომ, არავისთვის უნდა იყოს მოულოდნელი, ეს ამბიცია მქონდეს. მაგრამ ეს, პირველ რიგში, პრეზიდენტის გადასაწყვეტია. სამიდან თუ ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურაც დასახელდება, ალბათ, დავთანხმდები. დაველოდოთ შედეგებს, ვიცი, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩემი სახელის გახმიანებას აპირებს. რა მოხდება ვნახოთ, დრო არც ისე ბევრია. როგორც უნდა იყოს, არ ვნანობ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ვიყავი, რადგან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა”.

გუბაზ სანიკიძე - “სააკაშვილი არ არის მიზეზი, სააკაშვილი არის შედეგი! მიზეზი ვართ თითოეული ჩვენგანი, სუყველა!”

“ხმები ოპოზიციის გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია, მაგრამ ხმებს ოპოზიციის მძიმე ავადმყოფობის შესახებ გიდასტურებთ. პრობლემა სააკაშვილში არ არის. პრობლემა არის ოპოზიციაში. მე ვლაპარაკობ ყველაზე და მათ შორის “ეროვნულ ფორუმზეც”. რაც უნდა ვიმართლოთ თავი, ამას აზრი არ აქვს”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: ქართველებო, გამოუტყდით საკუთარ თავს, ღმერთის უფრო გეშინიათ თუ მერაბიშვილის? თუ მერაბიშვილის გეშინიათ - მაშინ ნუღარ ქართველობთ, მაპატიეთ და ნუღარ იბრიქებით.

“გააჩნია, რა იგულისხმება ამ მესამე ტალღაში და როგორ შევხვდებით ამ მესამე ტალღას - ისევ ისე უაზროდ, დაქსაქსულად თუ უფრო სერიოზულად დავგეგმავთ ამ საქმეს. მე გარწმუნებთ, რომ რამდენიმე სერიოზულ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩვენ ძალიან სერიოზულ საკითხებს დავგეგმავთ და განვახორციელებთ. ხაზს ვუსვამ, სერიოზულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად! სულ რამდენიმე დღეში საზოგადოება დაინახავს ამ კონსულტაციების შედეგს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.

“ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქართველობა როგორ ცხოვრობს? სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი! მთელ ქვეყანაში ასი ოჯახი თუ არის ფინანსურად წარმატებული და ისიც იმიტომ, რომ გაძარცვეს ეს ქვეყანა, მაგრამ არ შერჩებათ არაფერი. ეს არ არის ფეოდალიზმი, რომ საგვარეულოებად იყოს დაყოფილი ქვეყანა. მერაბიშვილები არ არიან ჯაყელები, რომ მესხეთი მათ ეკუთვნოდეთ, გოროზია არ არის დადიანი, რომ მის შვილზე გადავიდეს სამეგრელოს გუბერნატორობა! დადგება დრო და ძალიან შეგვეცოდება ჩვენ ეს ხალხი, ეს ხელისუფლება. საცოდავები იქნებიან, რადგან ძალიან მძიმე დღეში ჩააგდებს მათ ცხოვრება. უნდა შეგვეცოდოს კიდეც”, - განაგძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ისტორიაში, სააკაშვილი, რა თქმა უნდა დარჩება. ყველა ისტორიის ლუკმაა, ოღონდა გააჩნია როგორი - ტკბილი თუ შხამიანი? მე ჩემი ქვეყნის გაშვებულ შანსებს დავტირი პირველ რიგში! მე ძალიან ვწუხვარ, რომ სააკაშვილმა ვერ ივარგა. მას ჰქონდა მონაცემები, რომ საქართველო მართლა ექცია სანიმუშო ქვეყნად კავკასიის რეგიონში თუ აღმოსავლეთ ევროპაში! კარგად დავფიქრდეთ ამ ფორმულაზე: სააკაშვილი არ არის მიზეზი, სააკაშვილი არის შედეგი! მიზეზი ვართ თითოეული ჩვენგანი, სუყველა! გაივლის დრო და დაიწერება, რომ ის თაობა, რომელიც XX საუკუნისა და XXI საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდა აღმოჩნდა სუსტი, უსუსური, უპრინციპო, უზნეო, მშიშარა, ნაცარქექია. აღარ გამოარჩევენ იქ გუბაზ სანიკიძესა და ჯაბა ხუბუას, ჩვენ მიგვაყოლებენ ზედ - დაუნდობელია ისტორია!” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122271.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

·

დავით უსუფაშვილი: “თარხნიშვილს ყველა იცნობს, სიჭინავას არავინ იცნობს, ხარატიშვილს - ვანო მერაბიშვილი...”

“ოპოზიცია შოკშია, ოღონდ აღარ იცის, ეს შოკი უფრო მეტად პრეზიდენტის ქმედებამ გამოიწვია ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებით თუ მისმა უმრავლესობამ, როცა პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევა ლამის ოპოზიციას გადააბრალა, აშკარად კანონდამრღვევი სააკაშვილი კი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით მოუცლელ პრეზიდენტად გამოაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სამი თარხნიშვილი” ცესკოს თავმჯდომარეობაზე / ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევანს არ იწონებს.

“სააკაშვილმა 14 კანდიდატიდან არჩევანი თარხნიშვილზე, ზურაბ ხარატიშვილსა და ოთარ სიჭინავაზე შეაჩერა. პრეზიდენტის ამ არჩევანს ოპოზიცია უკვე სკეპტიკურად უყურებს... პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან ამ კანდიდატების დასახელება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არჩევნებში პასიურ მდგომარეობაში ყოფნას არ აპირებს. საყვარელიძის აზრით, ხელისუფლება კი ეცდება, საარჩევნო პროცესი მის სასარგებლოდ წარიმართოს, მაგრამ იგი ასევე შეეცდება, ლეგიტიმურობის ფარგლებს არ გასცდეს. ის დარწმუნებულია, რომ თავად ხელისუფლება არ მოინდომებს ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ ლევან თარხნიშვილის დანიშვნას, მაგრამ მისი კანდიდატურის კვლავ წამოყენება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება წინა არჩევნებზე დაშვებულ შეცდომებს არ აღიარებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არასამთავრობოებს სრული იგნორირება გაუკეთა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად სამი საჯარო პირი მორჩილების ნიშნით შეარჩია... “ალიანსის” წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ შერჩეულ კანდიდატებზე ამგვარი კომენტარი გააკეთა: “თარხნიშვილზე არაფერს ვიტყვი, რადგან ყველა იცნობს... სიჭინავას არავინ იცნობს, ხარატიშვილს - ვანო მერაბიშვილი...” - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით კანდიდატებით უკმაყოფილო ოპოზიციამ რევოლუცია გაიხსენა.

“კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენელმა კახა კუკავამ გამოცემას განუცხადა, რომ 12 იანვრის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგად გაქრა ყოველგვარი იმედი და ილუზია, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები გაიმართებოდა. “აშკარაა, რომ ეს ადამიანი არჩევნების გზით ხელისუფლების დატოვებას არ აპირებს” - ასკვნის კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც “24 საათისთვის” მიცემული კომენტარი სააკაშვილის მიმართ მუქარის ტექსტით დაასრულა: “თუ სააკაშვილს უნდა, რომ რევოლუცია მიიღოს, ის მიიღებს რევოლუციას 31 მაისს!” - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“ლოგიკურად ჩნდება ეჭვი - სამეულში თარხნიშვილის შეყვანით, პრეზიდენტი სააკაშვილი ღიად ხომ არ მიდის კონფრონტაციაზე? ექსპერტებმა უკვე არაერთხელ გაახმიანეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვა, რეალურად, არც ხელისუფლებას უნდა და არც ოპოზიციას. შესაბამისად, არჩევნების ჩასაშლელად, შესაძლოა სააკაშვილმა კარგი გათვლაც გააკეთა - თარხნიშვილის ცესკო-ს თავმჯდომარედ დამტკიცების შემთხვევაში ოპოზიციის განსაზღვრულ ნაწილს ექნება მიზეზი, გაყინულ-დამყაყებული პროცესი დაძრას - გამოვლენ, ხალხს ეტყვიან, დაგვცინის სააკაშვილი, არჩევნების გაყალბებას ისევ აპირებს, არჩევნებზე წასვლას აზრი აღარ აქვსო და მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისკენ”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით სააკაშვილი კანონს არღვევს - თარხნიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს?

“შესაბამისად, ფუნქცია გაუჩნდება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ბოლო პერიოდში, ეროვნული კრების გამართვასა და კომბლებისა თუ ცოცხების რევოლუციის მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობს და როგორც კულუარებში ამბობენ, მათ მხარს “კონსერვატორები” და ბურჯანაძის პარტიაც უჭერს. ან სხვა სქემა გათამაშდება - არჩევნები გაიმართება თარხნიშვილით, გაიმარჯვებს უგულავა და როგორც ლევან გაჩეჩილაძე იტყოდა, “მთავარი ჯახიც” დაიწყება. ისე, რეიტინგდაკარგულ და უფულო ოპოზიციას მიზნის მისაღწევად, ალბათ, ეს ვარიანტიც აწყობს. სხვაგვარად, ვერაფრით ავხსნით იმ ფაქტს, რომ საარჩევნო კოდექსზე ცვლილებებზე მუშაობის დროს, სპეციალური ჯგუფის არც ერთ წევრს “აზრად არ მოსვლია”, მოეთხოვა უგულავას გადადგომა მისი კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, დასახელებისთანავე”, - ვარაუდობს სტატიის ავტორი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122458.html

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსი ძალოვნები კვლავ საქართველოში "ტერორისტების" მომზადებაზე საუბრობენ

15 / 01, 2010 11:10

რუსი ძალოვნები კვლავ საქართველოში "ტერორისტების" მომზადებაზე საუბრობენ.

საქართველოს სამხედრო ბაზებზე უცხოელი ინსტრუქტორები ტერორისტებს ამზადებენ, რათა რუსეთში ტერორისტული აქტები გახორციელდეს, - ასეთი ბრალდებით ამჯერად რუსეთის შს მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი არკადი ედელევი გამოვიდა.

განცხადება ედელევმა ვლადიკავკაზში გამართულ კოლეგიაზე გააკეთა, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტროს მუშაობის შედეგები განიხილეს.

მისივე თქმით, “საქართველოში მომზადებული ტერორისტები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს განიხილავენ, როგორც რუსეთის სამხრეთში დესტაბილიზაციის საშუალებას”.

“ტერორისტული დაჯგუფებები საფრთხეს წარმოადგენენ ჩრდილოეთ ოსეთისთვის, ინგუშეთისთვის, ჩეჩნეთისთვის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩეი-ჩერქეზეთისთვის”, - აღნიშნა მან.

ანალოგიური ბრალდებებით, როგორც ცნობილია, ადრე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ალექსამდრე ბორტნიკოვიც გამოვიდა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2010

15 / 01, 2010 11:04

ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი დღეს დანიშნავს?!

“ცესკოს თავმჯდომარის საარჩევნო პროცესისადმი ბოიკოტის გამოცხადების მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს და სამმა პარტიამ გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. ამის გამო პარლამენტს კიდევ ერთი საკითხი დაემატა და ცესკო-ს თავმჯდომარეს სესიაზე დაამტკიცებენ. წინასწარი ინფორმაციით კი, თარხნიშვილს სიჭინავათი ჩაანაცვლებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ცესკო-ს თავმჯდომარეს დღეს პარლამენტი დანიშნავს.

“იმ შემთხვევაში თუკი ცესკო-ს ოპოზიციური ნაწილი თავმჯდომარის დამტკციცებას ვერ შეძლებდა, პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებდა და ამისთვის პარლამენტს ვადა 21 იანვრამდე აქვს. თუმცა, უკვე არსებობს მოლოდინი, რომ პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს. დღევანდელ სესიაზე უნდა დამტკიცდეს ცესკო-ს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანადიდატურებიც და როგორც ჩანს, ცესკო-ს თავმჯდომარესაც დღეს დაამტკიცებენ. პრინციპში, ამის მოლოდინი არსებობდა კიდეც, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პარლამენტს მოუწევდა. თუმცა, ბოლო მომენტამდე “ქრისტიან-დემოკრატები” ცდილობდნენ, რომ ოპოზიციისთვის ეს გადაწყვეტილება გადაეფიქრებინათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუმცა გუშინ ცესკო-ში კომისიის თავმჯდომარის არჩევა არ შედგა, რის გამოც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. სხდომას ესწრებოდა ოპოზიციის 4 წარმომადგენელი: “ქრისტიან-დემოკრატები”, “ჩვენ თვითონ”, “მრეწველები” და “რესპუბლიკელები”. კენჭისყრაში მონაწილეობა კი სამმა მათგანმა მიიღო. კენჭისყრაზე უარი განაცხადა “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელმა გოჩა ჯოჯუამ. მისი განცხადებით, ცესკო-ს ოპოზიციური პარტიებს არჩევანის გაკეთების მინიმალური შანსი ჰქონდათ. მისივე თქმით, თავიდანვე იყო მცდელობა, რომ სიტუაცია ჩიხში შესულიყო და ასეც მოხდა... შედეგების მიხედვით სამივე ბიულეტენი გაბათილდა. ოპოზიციის წევრებმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან არც ერთს არ დაუჭირეს მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს წარდგენილი სამი კანდიდატიდან პარლამენტი ერთს დაამტკიცებს”, - დასძენს გამოცემა.

“საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ პარლამენტი გადაწყვეტილებას ოთარ სიჭინავას სასარგებლოდ მიიღებს. როგორც ამბობენ, იგი სააკაშვილის ბავშვობის მეგობარია და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც ამ ნიშნით იქნა შერჩეული. ამ ვითარებაში კი ცხადია, გადაწყვეტილების პარლამენტში მიღება საკმაოდ ბევრ პრობლემას მოხსნის და სიჭინავას დამტკიცება უპრობლემოდ მოხდება. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პროცესის პარლამენტში გადატანა თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა სამწუხაროდაც კი მიიჩნია. მისი თქმით, “ძალიან სამწუხაროა, რომ ცესკო-ს ოპოზიციურმა წევრებმა არ გამოიყენეს შანსი - თავად გაეკეთებინათ არჩევანი”. მისივე ვარაუდით, ოპოზიციის ეს წევრები, რომლებიც უნდა გამოირჩეოდენ ყველაზე მეტად დამოუკიდებლობით, მოექცნენ პარტიული კონტროლისა და დიქტატის ქვეშ”, - წერს სტატიის ავტორი.

“უკვე ყველა ამბობს, რომ ლევან თარხნიშვილი მეორედაც იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე. ტესტად მონათლულ ადგილობრივ არჩევნებსაც ის ჩაატარებს. უკვე ისიც გარკვეულია, რომ ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს არა ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ პარლამენტის უმრავლესობა დაამტკიცებს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით არჩევნები უკვე გაყალბებულია.

“ოპოზიცია სამივე კანდიდატს სახელისუფლოს უწოდებს. “კონსერვატორი” კახა კუკავა ოთარ სიჭინავას და ზურაბ ხარატიშვილს, ლევან პირველად და ლევან მეორედ მოიხსენიებს. კუკავა მიიჩნევს, რა მნიშვნელობა აქვს მათ გვარ-სახელებს - ცესკო-ს თავმჯდომარე ტელეფონით იმართება ხელისუფლების მიერ და რა დაკვეთასაც მიიღებს, იმას გააკეთებს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილი მზად არის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. “კონსერვატორები” პრეზიდენტის ამ ნაბიჯს გამოწვევად იღებენ და არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მზად არიან რევოლუციისთვის. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს რთული საქმელი არ არის. ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ქუჩაში თავისი მომხრეების მობილიზებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროგნოზები გამართლდა. ცესკო-ში კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა - თავმჯდომარის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანო დღეს უყრის კენჭის. ცესკო-ს გუშინდელ სხდომაზე არ მისულან “ლეიბორისტები” და “კონსერვატორები”. კენჭიყრაში სამმა ოპოზიციონერმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყარაზე უარი განაცხადა “ქრისტიან-დემოკრატების ”წარმომადგენელმა. შედეგების მიხედვით, სამივე ბიულეტენი გაბათილდა - ოპოზიციის წევრებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან არც ერთს არ დაუჭირეს მხარი”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით პოლიტიკური სიურპრიზი არ შედგა.

“გუშინ ცესკოში არმყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს თავმჯდომარის თაობაზე. “კონსერვატიული პარტია” ვერავითარ განსხვავებას ვერ ხედავს თავისუფლების ინსტიტუტის მიერ დასახელებელ ლევან თარხნიშვილს, გაერო-ს ასოციაციის მიერ დასახელებულ ოთარ სიჭინავასა და ფონდ “ალპეს” მიერ დასახელებულ ზურაბ ხარატიშვილს შორის”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით არჩევანი ხელისუფლებას.

”ხელისუფლება ისევ აპირებს არჩევნების შედეგებით მანიპულირებას. ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის კისერზე იყოს. ვფიქრობთ, რომ მთავრობის სატელიტ პერსონებზე ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკურად სწორი არ იქნებოდა. ვინც უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, ოპოზიცია გაიმარჯვებს და რაც მთავარია, ბოლომდე დაიცავს თავის გამარჯვებას”, - განაცხადეს კონსერვატორებმა. “ალიანსი საქართელოსთვის” წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის თქმით, “ერთი თარხნიშვილის ნაცვლად მივიღეთ სამი თარხნიშვილი. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა”. პარტიის “ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებით, რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებენ, ხდება “პოლიტიკური პარტიების შანტაჟი... ხოლო კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი დაამკიცებს, დიდი ალბათობით თარხნიშვილი იქნება, რომელიც ყოვლად მიუღებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122623.html

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2010

16 / 01, 2010 10:38

• “ინტერპრესნიუსმა” ეროვნულ არქივს საკუთარი ფოტოარქივი გადასცა

• დავით გამყრელიძე - “ჩემი და ალასანიას დაპირისპირება არის აბსურდი... ბიზნესში კი არა, ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებ და ვფიქრობ, ძალიან მალე”

• ცესკო-ს თავმჯდომარე მერაბიშვილის ფავორიტად დასახელებული კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი გახდა

• რა როლი ეკისრებათ “გივის” და მასთან ერთად გაგზავნილ “ბრძოლისუნარიან” ხალხს უკრაინის არჩევნებში?

“ინტერპრესნიუსმა” ეროვნულ არქივს საკუთარი ფოტოარქივი გადასცა

“საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესინიუსმა” გუშინ საქართველოს ეროვნულ არქივთან მემორანდუმი გააფორმა და საკუთარი ფოტოარქივი გადასცა, რომელიც 10 წლის განმავლობაში დაგროვდა. ეროვნული არქივის შენობაში ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა. სააგენტოს ხელმძღვანელის ბაია ცანავას თქმით, ეს არ არის მხოლოდ ფოტოგამოფენა. ის არქივი, რომელიც “ინტერპრესნიუსს” დაუგროვდა, შეინახება ეროვნული არქივის საცავში, ხოლო საავტორო უფლება კი მათ დარჩებათ”, - წერს გაზეთ “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ინტერპრესნიუსმა” ეროვნულ არქივს საკუთარი ფოტოარქივი გადასცა / გამოფენაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სჭარბობდნენ.

“ეს იქნება იმის გარანტი, რომ არ განადგურდება ეს ფოტოები და შემორჩება მომავალ თაობას. სწორედ ამ იდეამ გვიბიძგა გამოფენაც მოგვეწყო და ამიტომ გავბედეთ ამ ნაბიჯის გადადგმა. ძალიან გაგვიჭირდა ფოტოების შერჩევა, მაგრამ შეირჩა სამოცდაათამდე ფოტო, რომელიც კარგ განწყობაზე დააყენებდა დამთვალიერებელს”, - ამბობს ცანავა. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ამბობს, რომ ეროვნული არქივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, რადგან წლების განმავლობაში შექმნილი ვაკუუმის შევსება მოხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენდა ჩვენთვის, რადგან არ შემოდიოდა ფოტომასალა, სადაც ასახული იქნებოდა ბოლო წლების მანძილზე მომხდარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული მოვლენები. მკვლევარები, რომლებიც ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიან და ინტერესდებიან საქართველოს უახლესი ისტორიით, აქამდე ვერ სარგებლობდნენ აღნიშნული მომსახურებით. ამიერიდან “ინტერპრესნიუსის” მხარდაჭერით გვექნება უმაღლესი ხარისხისა და საინტერესო შინაარსის ფოტოები და ნებისმიერ მკვლევარს ექნება საშუალება გაეცნოს ამ დოკუმენტებს და გადაიღოს ასლები”, - ამბობს იაშვილი. გამოფენაზე იყვნენ როგორც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე, ასევე პოლიტიკოსები, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აშკარად სჭარბობდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“ახალი მემარჯვენეების” წევრის მანანა ნაჭყებიას თქმით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ არქივს ექნება შესაძლებლობა ბოლო ათწლეულის ისტორიის ფოტოვერსია ჰქონდეს, რომელიც მაღალი ოსტატობითაა ასახული. “მე ოპოზიციონერი ვარ და ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ამ კადრების ნახვამ კეთილი ღიმილი მომგვარა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი დღე იყო”, - განაცხადა ნაჭყებიამ. მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ფოტომატიანე მომავალ თაობას სრულად შეუქმნის წარმოდგენას მიმდინარე პროცესებზე”, - წერს სტატიის ავტორი.

გამოფენაზე მოსულ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიგი წერეთელსა და “ახალი მემარჯვენეების” წევრებს შორის მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებთან, კერძოდ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით მცირე დისკუსიაც გაიმართა... წერეთელი ფოტოგამოფენის შეფასებისას ამბობს, რომ ექსპოზიციამ უახლესი ისტორიის ბევრი საინტერესო მომენტი გაახსენა და დააფიქრა. “ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ისტორიის ნაწილი და არის ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ფოტო, აქ ყველაფერია აღბეჭდილი. ზოგადად მომეწონა, მაგრამ ჩემი ფოტო უკეთესი შეიძლებოდა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიგი წერეთელი.

დავით გამყრელიძე - “ჩემი და ალასანიას დაპირისპირება არის აბსურდი... ბიზნესში კი არა, ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებ და ვფიქრობ, ძალიან მალე”

“ეს არის ყოველ საფუძველს მოკლებული - ბიზნესში წასვლა არც თავში გამივლია, არც ამ ტიპის საუბარი მქონია ვინმესთან და არც პოლიტიკისა და ბიზნესის შეთავსებაზე ვფიქრობ. ბიზნესში კი არა, ხელისუფლებაში მოსვლას ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. ნამდვილად ვერ მივანიჭებ მაგ სიამოვნებას ვერც მიხეილ სააკაშვილს და ვერც “ნაციონალებს”, რომ ახლა, როცა ასე ახლოს არის ხელისუფლების ცვლილება, თავი დავანებო ამ ბრძოლას. არავითარ შემითხვევაში, პირიქით, ძალიან სერიოზულად ვემზადები ჩემს თანაალიანსელ მეგობრებთან ერთად ხელისუფლებაში მოსასვლელად”, - აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა უთხრა დავით გამყრელიძემ “ალიას” პოლიტიკიდან ბიზნესში წასვლაზე?

“ეტყობა, ხელისუფლებას ისე აშინებს ჩემი და ალასანიას მჭიდრო ტანდემი, რომ ახალი წლის შემდეგ პრესა არ წყვეტს საუბარს ჩვენს ე.წ. დაპირისპირებაზე, რაც არის აბსურდი. ხან ვითომ კოკა გუნცაძისა და საარჩევნო შტაბის გამო ვიკამათეთ, ხან შუალედური არჩევნების გამო, რას აღარ იგნებენ, ამ თემის განხილვაც არ ყოფილა. არათუ დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობაც კი არ ყოფილა ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის. სანიმუშო პარტნიორობა გვაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით გამყრელიძე.

“ძალიან კარგად ვიცით თბილისელების დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი ვიცით ის პერსპექტივა, რაც აქვს ირაკლი ალასანიას და სოზარ სუბარის კანდიდატურას. სამუშაო ბევრია, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ნაადრევად ჩავერთოთ ისეთ კამპანიაში, რასაც ფინანსურად ვეღარ გავწვდებით, თორემ დანარჩენი ყველაფერი გამოჩნდება ძალიან მალე და ნახავთ, ვინ გაიმარჯვებს თბილისში - გნებავთ თარხნიშვილი დანიშნონ, გნებავთ მერაბიშვილის ბუღალტერი. თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური და გამოვა არჩევნებზე, ჩვენ გავიმარჯვებთ. 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე ცესკოს თავმჯდომარე თარხნიშვილი იყო, მაგრამ თბილისი პირწმინდად წააგო სააკაშვილმა, ასე პირწმინდად წააგებს უგულავა ალასანიასთან”, - აცხადებს დავით გამყრელიძე და შეკითხვას - “ნოღაიდელმა განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში რევოლუცია გარდაუვალი იქნება. ასეთ შემთხვევაში, დადგებით ნოღაიდელის და რევოლუციის გვერდით?” - პასუხობს:

“მე რევოლუციის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის. მიმაჩნია, რომ რევოლუციებმა საქართველო დაღუპა, საქართველოს სჭირდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და ჩვენ ამას მივაღწევთ - გარწმუნებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი არის გამოფიტული. სააკაშვილმა დაკარგა ყოველგვარი დასაყრდენი და ამის დასტური იყო ბათუმის ე.წ. ენერგეტიკული სამიტი, რომელიც სამარცხვინოდ ჩაიშალა. სააკაშვილმა ვერ უზრუნველყო, რომ რომელიმე პრეზიდენტი მაინც ჩამოსულიყო ამ სამიტზე. ეს რეჟიმი დასრულებულია, ჩვენი ამოცანაა რომ ამ რეჟიმის დემონტაჟი უზრუნველვყოთ უსაფრთხოდ და მშვიდად. ისე არ მოხდეს, რომ ერთი ბელადი მეორეთი იქნას ჩანაცვლებული - ვინც რევოლუციას აწყობს, ის ამ თემაზე ბევრს არ ლაპარაკობს. ნოღაიდელს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მაგრამ მისი რეიტინგი არ არის სათანადო”.

ცესკო-ს თავმჯდომარე მერაბიშვილის ფავორიტად დასახელებული კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი გახდა

“ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე პირველ რიგში სახალხო დამცველის იმ დასკვნას წაიკითხავს, სადაც საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზეა საუბარი, - ყოველ შემთხვევაში ამის პირობა ზურაბ ხარატიშვილმა გუშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დადო. ძნელი სათქმელიასაპარლამენტო უმრავლესობამ ამ პირობის გამო გააკეთა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მერაბიშვილის ფავორიტად დასახელებული კანდიდატი ცესკო-ს თავმჯდომარე გახდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უმრავლესობის არჩევანი / პარლამენტმა თარხნიშვილი ადგილზე ხარატიშვილი დაამტკიცა.

“ზურაბ ხარატიშვილს მხარი 98 დეპუტატმა დაუჭირა, არც ერთის წინააღმდეგ. ყველაზე მოულოდნელი პარლამენტში გამართული კენჭისყრის წინ ლევან თარხნიშვილს განცხადება აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ცესკო-ს თავმჯდომარეობა აღარ სურდა. იმისთვის კი, რომ პროცედურა არ გაწელილიყო და პრეზიდენტს მის ნაცვლად სხვა კანდიდატის წარმოდგენა არ დასჭირვებოდა, ოფიციალურად საკუთარი კანდიდატურა არ მოხსნა, თუმცა განაცხადა, რომ არაფორმალურად საკუთარ კანდიდატურას ხსნიდა და უმრავლესობის წევრებს მოუწოდა არჩევანი დანარჩენ ორ კანდიდატს შორის გაეკეთებინათ. თარხნიშვილს მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არადა, უმრავლესობა ბოლო წუთამდე ყოყმანობდა, ვისთვის დაეჭირა მხარი. კანდიდატების გამოცხადებიდან არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ცესკო-ს თავმჯდომარედ მისი ბავშვობის მეგობრის ოთარ სიჭინავას დანიშვნა სურდა და ვარაუდობდნენ, არჩევანი სწორედ მის სასარგებლოდ გაკეთდებოდა. ზურაბ ხარატიშვილი კი მერაბიშვილის ფავორიტად სახელდებოდა და შესაძლოა, ამის გამოც უმრავლესობა ბოლო წუთამდე ცვლიდა ვარიანტებს, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებდნენ არჩევანს. საკითხის სესიაზე გატანამდე კი დეპუტატებმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გაარკვიეს, ამ თანამდებობაზე დანიშვნა რატომ სურდათ და რა საარჩევნო გამოცდილება გააჩნდათ”, - დასძენს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ ხარატიშვილი საარჩევნო პროცესისადმი დემოკრატიული მიდგომებით და პროცესის გამჭვირვალობის დაპირებით უფრო მეტად გამოირჭეოდა, ვიდრე სიჭინავა, მაგრმ ძნელი სათქმელია, უმრავლესობამ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ ამის გამო მიიღო თუ იმიტომ, რომ მერაბიშვილის კადრად ითვლება. მაგრამ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თავისთავად მერაბიშვილის კადრის გამარჯვება, გარკვეულწილად უგულავას შანსებს ამცირებს. თუმცა, ხარატიშვილი იმის პირობასაც დებს, რომ პოლიტიკური ფიგურა არ იქნება და მხოლოდ სამართლებრივად გადაწყვეტის საკითხებს. საბოლოოდ, ხარატიშვილს მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა - ეს იმას ნიშნავს, რომ მას ოპოზიციის ერთადერთმა წარმომადგენელმაც მხარი დაუჭირა: განსხვავებული პოზიცია სესიაზე მხოლოდ თორთლაძემ დაფიქსირა და მაშინ, როცა ოპოზიციამ კენჭისყრის პროცესში განაცხადა, მონაწილეობა არ მიეღოთ, დემონსტრაციულად განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა”, - წერს სტატიის ავტორი.

რა როლი ეკისრებათ “გივის” და მასთან ერთად გაგზავნილ “ბრძოლისუნარიან” ხალხს უკრაინის არჩევნებში?

“უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხაილ ბროდსკიმ გუშინ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და უკრაინის პრემიერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის იულია ტიმოშენკოს სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის ხანგრძლივობა 1 წუთი და 45 წამია და საუბრის თემა არჩევნებზე დამკვირვებლების დაუშვებლობაა. საუბრისას სააკაშვილი ტიმოშენკოს ახსენებს, რომ “იქ გივია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა როლი აქვს გივი თარგამაძეს უკრაინის არჩევნებში?! / სააკაშვილი-ტიმოშენკოს სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ საუბრობს.

“როგორც შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, საუბარია გივი თარგამაძეზე, რომელიც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის როლის შესრულებას ეცდება, თუმცა, კონკრეტულად რა როლი ეკისრება თარგამაძეს, უცნობია. ბროდსკის თქმით, ის ზონდერ-ბრიგადების მეშვეობით არჩევნების გაყალბებას შეეცდება. უმრავლესობის ლიდერი აკაკი მინაშვილი ამ ბრალდებას აბსურდს უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოურ საიტებზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს - პრეს-სპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპზე ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ კომენტარს შესაძლოა უკუშედეგი მოჰყვეს და ყველამ სხვანაირად გაიგოს, ამიტომ დუმილს ამჯობინებენ. აღნიშნულზე კომენტარი არც იული ტიმოშენკოს პრესსამსახურმა გააკეთა. ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს არც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიხაილ ბროდსკის მტკიცებით, გივი თარგამაძე, რომელიც უკრაინაში იმყოფება, თანამშრობლობს იულია ტიმოშენკოსთან და არჩევნების ჩაშლის გეგმას ამუშავებს. ბროდსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, უშიშროების სამსახურს და გენერალურ პროკურორს ზემოხსენებულ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა და საერთაშორისო კრიმინალურ სტრუქტურებთან იმ ადამიანების კავშირის გადამოწმებას მოითხოვს, რომელთაც მიხეილ სააკაშვილმა იულია ტიმოშენკოსთან საუბარში “ბრძოლისუნარიანი”უწოდა. ხსენებული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი უკრაინულ პორტალებზე განთავსდა. ჩანაწერის მიხედვით, ტიმოშენკო სააკაშვილს ეუბნება, რომ ყველაფერს გააკეთებს საერთაშორისო დამკვირვებლების არჩევნებზე დასაშვებად. საქართველოს პრეზიდენტი მას ახსენებს, რომ უკრაინაში “გივია” და ამბობს, რომ მან უკრაინაში ყველაზე “ბრძოლისუნარიანი” ხალხი გაგზავნა”, - დასძენს გამოცემა.

“გუშინვე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით შექმნილ გაუგებრობას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეგობარი საქართველოს სურვილი არის მხოლოდ ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა. მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციის თემა უკრაინაშივე გახდა დიდი რეზონანსის საგანი. სააკაშვილის განმარტებით, საქართველოს გეგმებში არ შედის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა. საქართველო ამ არჩევნებში ვერც ჩაერევა და არც ჩაერევა. მანჯალაძის ინფორმაციით, პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა დაუშვებელი და გამორიცხულია. ამასთან, ქართული მხარე მზად არის, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღონ მონაწილეობა უკრაინელმა დამკვირვებლებმა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს არის სამწუხარო ფაქტი... ქვეყანა, რომლის არჩევნებმაც არაერთხელ გამოიწვია კითხვის ნიშნები, სხვას ჭკუას არ უნდა ასწავლიდეს. ამ დროს კი ქვეყნის სახელისუფლებო ჯგუფის წევრი მიდის სხვა ქვეყენაში არჩევნების ობიექტურად ჩასატარებლად. ცოტა საეჭვოა, რომ ის მართლაც დემოკრატიული არჩევნებისთვის იბრძოდეს. ასე რომ, ამ ჩანაწერის გახმაურებით საქართველოსთვის ფრიად არასასიამოვნო ფაქტი გახმოვანდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122702.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბაყურადღება ხალხო:

Германия призывает отказаться от Internet Explorer

K2Kapital 2 часа назад

Федеральная служба безопасности в сфере информации Германии рекомендовала гражданам страны не пользоваться программой Internet Explorer для выхода в интернет. Как сообщает Associated Press, поводом для данного предостережения стал скандал, связанный со взломом хакерами систем безопасности Google в Китае. Атака была проведена на компьютеры лиц, вышедших в глобальную сеть именно через Internet Explorer.

http://www.bbc.co.uk/russian/science/2010/..._explorer.shtml

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2010

18 / 01, 2010 11:48

· ანდრო ბარნოვი - “პრობლემა ისაა, რომ სამართლიანი არჩევნების გამართვა რეალურად თითქმის არავის სურს!”

· “მაესტროს” პირდაპირ ეთერში სასამართლოს - “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” - პირველი თემა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება იქნება

· გია თორთლაძე - “სანამ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება, რომელსაც ბევრი კარგი ლიდერი ეყოლება, მანამდე არაფერი შეიცვლება”

· ლევან გაჩეჩილაძე - “იციან, ძალიან მძლავრი ტალღა მოვა ძალიან მალე გაზაფხულზე”

· კახა ბენდუქიძე: რუსეთის ბაზრის გახსნა - სატყუარა დოყლაპიებისთვის

ანდრო ბარნოვი - “პრობლემა ისაა, რომ სამართლიანი არჩევნების გამართვა რეალურად თითქმის არავის სურს!”

“რაც შეეხება რონალდ ასმუსის წიგნს “მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა”, ზოგადად ყველაფერი რეალური ჩანს. არ უნდა გვიკვირდეს, რომ აშშ ინტერვენციის სცენარსაც განიხილავდა. სცენარი ალბათ ბევრი განიხილებოდა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რაც საბოლოოდ გაკეთდა ან არ გაკეთდა. ეს წიგნი კარგად უნდა წავიკითხოთ, ასე ამოგლეჯილი ფრაზებით მსჯელობა ძნელია. ზოგს ისე ესმის, თითქოს პუტინს ბუშმა უბიძგა საქართველოზე თავდასხმისაკენ. არ ვიცი, საიდან მოაქვთ ეს დასკვნები, მაგრამ წიგნი ნამდვილად საინტერესო ჩანს. ფაქტი ისაა, რომ ამ ომით საქართველოს გარდა, აშშ-ც საკმაოდ დაზარალდა. ჯერ ერთი, საგრძნობლად შეირყა მისი იმიჯი. ამას გარდა, აშშ რეალურად კარგავს გავლენას ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთშიც კი”, - აცხადებს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნუ დავიყვანთ ყველაფერს მხოლოდ ეჭვებამდე, ვეძებოთ პოზიტიურიც” / “სინამდვილეში რუსეთი ამერიკამ გააჩერა და ასევე ვეჭვობ, თურქეთის როლიც არ იყო ამ საქმეში უკანასკნელი”.

“ამ რეგიონებში პოზიციების დაკარგვის შემდეგ ამერიკას დიდი პერსპექტივა აღარც ევროპაში ექნება და ეს სწორედ ისაა, რისთვისაც იღვწის მოსკოვი. ახლა ვინმემ გამაგებინოს, რატომ უნდა სდომებოდა ბუშს პუტინის გალაშქრება პატარა საქართველოზე, სადაც ასე უნდათ ამერიკასთან ურთიერთობა? არ არის ეს აბსურდი? ერთი სიტყვით, ეს უსაფუძვლო სპეკულაციებია. სინამდვილეში, წიგნში ლაპარაკია იმაზე, რომ მოსკოვმა ისარგებლა აშშ-ევროპის უთანხმოებით, ამერიკის წინასაარჩევნო პერიპეტიებით და წამოიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რადგან კარგად იცოდა, თუ აშშ ჩაერეოდა, რუსეთის უმნიშვნელო პასუხიც კი აშშ-ევროპას შორის უფსკრულს გააჩენდა და ვაშინგტონი იძულებული გახდებოდა, დაუყოვნებლივ დათმობებზე წასულიყო, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეცნო დამარცხება. ბუნებრივია, ვაშინგტონმა დამარცხებას გამარჯვება არჩია და სხვა გზა ალბათ არც იყო. მათ აცალეს რუსეთს, ცუდად მოქცეულიყო, რის შემდეგაც გაჩერება უბრძანეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო ბარნოვი.

“აქ უკვე სიტუაცია სხვაგვარად შემოტრიალდა, რადგან რუსეთის შეჩერება ევროპის ინტერესებშიც შედიოდა და თურქეთისაც. მაგრამ ამერიკას რომ ადრევე განეხორციელებინა სამხედრო ინტერვენცია, მაშინ ყველა ყველაფერს ვაშინგტონს დააბრალებდა, ისე დახატავდნენ სიტუაციას, რომ ამერიკამ ომი დაუწყო რუსეთს. ეს რესპუბლიკელებისთვის საუკუნოვანი კატასტროფა იქნებოდა, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობები სერიოზულად გაიყინებოდა. შედეგად კი იმას მივიღებდით, რომ რუსეთი უპირობო გამარჯვებას მოიპოვებდა და ამერიკას პრაქტიკულად გააძევებდა კონტინენტიდან. შორიდან ასე ჩანს და რამდენადაც მესმის, ასმუსის წიგნიც ამას ამტკიცებს”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“დარწმუნებული ვარ, წიგნში ბევრი ისეთი ფაქტი იქნება, რომელიც ამ მოსაზრებას გაამყარებს. რაც შეეხება ძველ ევროპას, როგორც ყოველთვის, მისთვის ახლაც სულ ერთი იყო ყველაფერი და სარკოზი სწორედ ამ პოზიციას გამოხატავდა: “ნუ იქნება მხოლოდ ბუნტი”! აი, ეს აინტერესებს ევროპას. მშვიდ ვითარებაში კი ყველაფერზე მოილაპარაკებენ. ჩვენში ბევრ აბსურდულ მტკიცებას მოვისმენთ: თითქოს ევროპა მოელაპარაკა რუსეთს, ევროპამ გააჩერა და ა.შ. სინამდვილეში კი რუსეთი ისევ ამერიკამ გააჩერა და, ასევე, ვეჭვობ, თურქეთის როლიც არ იყო ამ საქმეში უკანასკნელი. ერთი სიტყვით, ამ წიგნის წაკითხვით, იმედი მაქვს, არაერთი საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას შევძლებთ”, - დასძენს ანდრო ბარნოვი.

“ოპოზიციას საერთოდ არ უფიქრია ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე. რაც მათ გააკეთეს, ის იყო, რომ ბოლო მომენტში ხმამაღლა მხარი დაუჭირეს ეკა სირაძეს და მისი კანდიდატურა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქციეს. ჩანს, გათვლა ასეთი იყო, რომ ხელისუფლება ეკა სირაძეს მხარს არ დაუჭერდა და შემდეგ ოპოზიციას საფუძველი ექნებოდა, ეთქვა, ერთადერთ კარგ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა ხელისუფლებამ და ამიტომ ამ არჩევნებს არ ვენდობითო. ნამდვილად მინდოდა, ცესკოს თავმჯდომარე ეკა სირაძე გამხდარიყო - ნდობის ფაქტორის გარდა, ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ეკა აბსოლუტურად მიუმხრობელია და ესმის ამ მიუმხრობლობის უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მისნაირი თავმჯდომარე ხელს შეუწყობდა არჩევნების პროცესის შედარებით მშვიდ ვითარებაში წარმართვას. რა თქმა უნდა, მინდოდა ცესკოს ასეთი თავმჯდომარე ჰყოლოდა და არა სრულიად უცნობი ხარატიშვილი. ამიტომ, ვწუხვარ, რომ ეკა სამ კანდიდატს შორისაც კი არ დასახელდა. ასევე ვწუხვარ, რომ ხელის შეწყობის მაგივრად, ოპოზიციამ ხელი შეუშალა ამ პროცესს თავისი განცხადებებით”, - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი.

“ახლა იტყვიან, რა ძალა ჰქონდა ოპოზიციას, რა უნდა ექნაო. მაგრამ გარწმუნებთ, სურვილის შემთხვევაში, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად, შეიძლებოდა დიდი ხნით ადრე დისკუსიის წამოწყება ამ თემაზე, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის გაშლა, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და რამდენიმე კანდიდატის წამოწევა. არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ხარატიშვილის კეთილსინდისიერებაში შემქონდეს ეჭვი. უბრალოდ, საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის მის შესახებ და სწორედ ესაა მისი ძირითადი ნაკლი, რაც უმნიშვნელო ნაკლად ვერ ჩაითვლება, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი სახელმწიფო გადატრიალებით იმუქრება... დაიჯერებს საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი, რომ არჩევნები სამართლიანად გაიმართება? რა კეთდება იმისათვის, რომ ასეთი ეჭვები არ გაჩნდეს? სამწუხაროდ, ეს პრეტენზიები ეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. პრობლემა ისაა, რომ სამართლიანი არჩევნების გამართვა რეალურად თითქმის არავის უნდა! ყველა ხრიკებისა და ფანდების ძიებაშია და ბუნებრივია, ამ ასპარეზზე ხელისუფლების დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია” - მიიჩნევს ანდრო ბარნოვი.

“მაესტროს” პირდაპირ ეთერში სასამართლოს - “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” - პირველი თემა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება იქნება

“თებერვლის ბოლოს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერით გადაცემა “ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას” გავა. სასამართლოზე წარმოდგენილი იქნება 12 ნაფიცი მსაჯული, მოსამართლის როლს მინდია უნრეხელიძე შეითავსებს, ხოლო ბრალმდებელი ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი იქნება. ამჯერად მიმდინარეობს მასალების დამუშავება და სავარაუდოდ, სასამართლოს პირველი თემა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხი იქნება”, - წერს გაზეთი “მთელი კვირა” სტატიაში სათაურით ვის გაასამართლებენ “მაესტროს” პირდაპირ ეთერში? / ოქრუაშვილი, ბურჯანაძე და გოგა ხაინდრავა ჩვენების მისაცემად მზად არიან.

“რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას საქმეს, ბატონ თემურ შაშიაშვილის მიერ ხსენებული აუდიოჩანაწერი სასამართლომდე არ მოსულა. როგორც კი მოვა, შევისწავლით. თუ არის იქ ისეთი მასალები, რომლითაც რამე დასკვნების გაკეთება შეიძლება, რა თქმა უნდა, სასამართლოზე განვიხილავთ. სასამართლო ვალდებულია, ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს, რომელთაც პირველებმა აცნობეს საზოგადოებას პრემიერის გაზით გაგუდვის ამბავი და საქმის ყველა ფიგურანტს, მოწვევა გაუგზავნოს. ჩვენ ვიცით, რომ ისინი აქ არ მოვლენ, ეს იქნება პასუხი და გამოცხადდება, რომ მოწვეული იქნა სასამართლოში და თავი აარიდა მოსვლას... სანამ ამ კასეტას თავად არ მოვუსმენ, ვერაფერს გეტყვით. როცა ეს კასეტა ჩვენამდე მოვა, თუ იქ გია ბარამიძის ხმა ისმის, მის ინტერესებში უნდა იყოს და იქ დაასაბუთოს, რომ ეს არის ტყუილი. თუ არ მოვა, ეს უკვე პასუხი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.

“როგორც ადვოკატი და როგორც მოქალაქე, ვფიქრობ (ისევე როგორც საზოგადოების დიდი უმრავლესობა), რომ ეს იყო მკვლელობა. მაგრამ იმ ამპლუიდან გამომდინარე, რაც მე დამეკისრა სახალხო სასამართლოში, რომ ვიყო ბრალმდებელი - არა მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის მოვალეობა მაქვს, არამედ რაღაცები უნდა დავამტკიცო. სანამ ეს მტკიცებულებები არ მექნება, მანამდე, როგორც ბრალმდებელს, არ შემიძლია ეს ვთქვა. რაც შეეხება ოქრუაშვილს, მე პირადად მაქვს აზრი, რომ ის პირდაპირი ჩართვის საშუალებით დაიკითხოს არა მხოლოდ ჟვანიას, არამედ უამრავ სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელთანაც მას შეხება ჰქონია... რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არა მხოლოდ ოქრუაშვილი, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები მზად არიან, ისაუბრონ ღიად და მათი დაკითხვა ძალიან საინტერესო იქნება”, - დასძენს გელა ნიკოლეიშვილი.

“მაგალითად, ხაინდრავა მზადაა არა მხოლოდ ჩვენება მისცეს, არამედ ოფიციალური დოკუმენტები წარმოადგინოს, რომლითაც თავის ჩვენებას დადასტურებს. არიან სხვა ადამიანებიც - როგორც ვიცი, ბურჯანაძეც მზადაა ამისთვის. რაც შეეხება ზურად ნოღაიდელს, მისი პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. რადგანაც ეს საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, ჩვენ ვალდებული ვართ, საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილება ვცადოთ. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის ყოველთვის, მით უმეტეს, ასეთი ხელისუფლების პირობებში. ხიფათი არის, მაგრამ თუ ხელისუფლება ამას გააანალიზებს, მიხვდება, რომ ეს მათ ინტერესებშიც შედის. როცა საზოგადოებას არ აქვს ნდობა ხელისუფლებისადმი, ვერ აღწევს სიმართლეს ოფიციალურ სასამართლოზე, ასეთ შემთხვევაში რჩება 2 გზა - ან უნდა დაემონოს, ან რევოლუციის, ლინჩის წესის გზით შეცვალოს ხელისუფლება”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.

“ეს გზა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ცივილიზებული გზით გაარჩიოს თავისი პრეტენზიები საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში, ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა იყოს, რომ ეს დაპირისპირება არ მივიდეს ლინჩის წესამდე და რევოლუციამდე, რაც საზოგადოების ნორმალურ წევრებს ხელს არ გვაძლევს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა შეეცადოს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. ისინი ხომ ამტკიცებენ, მართლები ვართო - დაამტკიცონ საჯაროდ, ხალხის წინაშე და ჩვენ მათ ამის საშუალებას მივცემთ”, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი და შეკითხვას - “სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ ამ საქმეში თემურ ალასანიას როლზე, თუ მოიწვევთ მას?” - პასუხობს:

“ალასანია იქნება, სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვიმეორებ, სასამართლო მოიწვევს ყველას, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. მეორე საკითხია, რამდენად მოვლენ ისინი. ალბათ, არ მოვლენ. ეს უკვე იქნება პასუხი საზოგადოებისთვის, რომ ეს ადამიანები უარს ამბობენ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პირდაპირ ეთერში გასცენ პასუხი”.

გია თორთლაძე - “სანამ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება, რომელსაც ბევრი კარგი ლიდერი ეყოლება, მანამდე არაფერი შეიცვლება”

“ოპოზიციის ის ნაწილი რასაც აცხადებს, პირდაპირ გეუბნებით - კარგად დამუშავებული რუსული გეგმაა. ხომ ხედავთ, უკვე ღიად დადიან რუსეთში. სამი თვის წინ რომ გეკითხათ, პრორუსულები ხართ თუ არაო, აღშფოთდებოდნენ და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდნენ. დღეს კი ყველაფერი ნათელია. ასეთი კიდევ ბევრი გამოჩნდება. რუსეთი ყველანაირად ეცდება, აქ სიტუაცია არიოს. არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. რამდენად გამოუვათ, ეს მეორე საკითხია”- აცხადებს პარლამენტარი გია თორთლაძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია თორთლაძე: “პირდაპირ გეუბნებით, ეს რევანშისტული მოძრაობაა”.

“მათი კონსტიტუციური უფლებაა შექმნან საბჭოები და უხუცესთა დარბაზები, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ უხუცესთა დარბაზებს საქართველოში არასდროს უმუშავია. როგორც კი ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს გააკეთებენ, იქნება ძალა, ვინც ამას წინ აღუდგება. აჯანყება და რევოლუცია ყველა ქვეყანაში დასჯადია და თუ რომელიმე ბრძენს თავში აზრად მოუვა, საკადრის პასუხს მიიღებენ. მაინტერესებს, აქამდე რომ ამბობდნენ, ამაზე არ წავალთო, ეს გადატრიალება ახლა გახდა კარგი? ისიც იციან, რომ შიდა ძალებით ამისი შანსი არ არსებობს. ახლა თუ რუსების ტანკებს ელოდებიან, დაელოდონ და ვნახოთ, რა იქნება. ეს არის რევანშისტული ჯგუფი. ხელისუფლება ცხრა დათმობაზე წავიდა. საარჩევნო კოდექსი ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა. ამიტომ ვეცადოთ სისტემური ცვლილებისკენ წასვლას და არა სისხლისა და არეულობისკენ. ისევ რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გვექაჩებიან, ქვეყნის ღალატია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია თორთლაძე.

“ეს ხალხი, სხვადასხვა დროს შევარდნაძის უზენაეს საბჭოში იჯდა. ჩვეულებრივი რევანშისტული მოძრაობაა, რომელსაც ისევ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. მიეჩვია ნოღაიდელი და ბურჯანაძე ფულის შოვნას, სხვადასხვა მინისტრებიცა და ის პოლიტიკოსებიც, რომელთაც შევარდნაძის დროს ბიზნესი ჰქონდათ. ეს არის რეალობა. მე უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება მინდა. ეგენი უარესისკენ გვექაჩებიან - ეს “ფილმი” კი ჩემს ქუჩაზე თავიდან ბოლომდე ნანახი მაქვს. ვნახე, ვინ რისთვის იბრძოდა. ამიტომ ვამბობ - ეს რევანშისტული მოძრაობაა, რომელსაც რუსეთი ტაშს უკრავს. ეპატიჟება ნოღაიდელს, სადაც ლაპარაკობენ არა დევნილებსა და ჯარების გაყვანაზე, არამედ ხელისუფლების გადატრიალებაზე. მათ გვერდით არასოდეს ვიქნები - როცა ვიყავი, ვნახე, ვინც არიან. ისე უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, ეს რეფორმით მოხდება თუ ნგრევით”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“არჩევნები აუცილებლად გაიმართება. ის პარტიები, რომლებიც პრორუსული არიან, ეცდებიან მოვლენათა ინსპირირებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხელისუფლება რამდენად ძლიერი იქნება. რუსებსა და პრორუსულ ძალებს არეულობა სურთ. ეს ხალხი სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე რომ გველაპარკება, მაინტერესებს, რუსეთში რომელი ერთია? არა დემოკრატია, არა თავისუფალი სასამართლო და მედია, არა ადამიანის უფლებების დაცვა - ესაა რუსული გეგმა და ასე ცხოვრობს თავადაც. რატომ ჰგონიათ, რუსეთს უკანალში თუ შეუძვრებიან, აქ თავისუფალ სასამართლოსა და მედიას მიიღებენ? რისთვის უხდიან პუტინსა და მედვედევს მადლობას - კარგად რომ დაგვბომბეს? ხელს ართმევენ და იქ ჩასვლას ერთმანეთს ასწრებენ! ეს არის სინდის-ნამუსგარეცხილი ხალხის ქმედება. მე თუნდაც დარღვევებით ჩატარებული არჩევნები მირჩევნია ზარბაზნებსა და რუსის ჩექმას, თუმცა ვიბრძოლებ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს”, - დასძენს გია თორთლაძე.

“კანდიდატის დაყენება თვითმიზანი არ არის. ეს პოლიტიკური განაცხადია. მე ვიცი, ჩემს კანდიდატურას რატომაც ვაყენებ. რატომ უნდა დავუთმო პრორუსულ ზურაბ ნოღაიდელს და მასთან ერთდ პრაიმერი მოვაწყო, რომელსაც გვერდით ძიძიგური და დავითაშვილიც დაუდგნენ? პირიქით, არანაირი სურვილი არ მაქვს, მათგან ვინმე მერი გახდეს. ოპოზიცია ვერასოდეს შეთანხმდება ერთ კანდიდატზე, რადგან სრულიად სხვადასხვა აზროვნების ხალხია წარმოდგენილი. ან რატომ უნდა ჰყავდეთ პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს საერთო კანდიდატი? სანამ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება, რომელსაც ბევრი კარგი ლიდერი ეყოლება, მანამდე არაფერი შეიცვლება. გაერთიანებები იქნება ცოტა ხნით - ისიც ზიზღის გამო. ზიზღით გაკეთებული საქმე გინახავთ სადმე?” - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.

ლევან გაჩეჩილაძე - “იციან, ძალიან მძლავრი ტალღა მოვა ძალიან მალე გაზაფხულზე”

“ეს სააკაშვილის ხასიათია, რომ მას ხალხი, სახელწიფო, სამშობლო, კანონი და კონსტიტუცია ფეხებზე ჰკიდია. მისი სურვილის მიხედვით იმართება ეს ქვეყანა და ახლა რა გასაკვირია, სააკაშვილმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამო კიდევ ერთხელ გააკეთოს ის, რაც ათასგზის გაუკეთებია - უკვე პრობლემის არსს იმაში ვხედავ, ვინც ამაზე კომენტარს იძლევა და არა იმაში, ვინც კანონს არღვევს. ვიცით, რომ სააკაშვილი კრიმინალია, კანონდამრღვევი, კაცთმოძულე პიროვნებაა”, - აცხადებს ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ “მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან გაჩეჩილაძე: “ოპოზიციის ერთიანობისთვის კომპრომისებია საჭირო / “არჩევნების გაყალბებას მესამე საპროტესტო ტალღა მოჰყვება”.

“არ მაინტერესებს გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი. ვადგავარ მათი იგნორირების პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, არჩევნები უკვე ყალბდება. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ აქ არჩევნების გზით შეუძლებელია ხელისუფლების გამოცვლა. ან უნდა შევძლოთ სიტუაციის შეცვლა, თუ არადა, მაშინ უნდა ითქვას, რომ საქართველოში დიქტატურაა. როცა ბრძოლაში ხარ, სულ იმედიანად უნდა იყო. სხვა შემთხვევაში დღეს არსებულ პოლიტიკურ სპექტრს სიცოცხლისუნარიანობა არ უწერია. არც მე, სხვათა შორის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან გაჩეჩილაძე.

“ვახო სანაიას ადრე დიდ პატივს ვცემდი იმ პრინციპების გამო, რის გამოც ის წამოვიდა “რუსთავი 2”-დან. როგორ მოაჯადოვეს, არ ვიცი. დღეს მას, როგორც ჟურნალისტს, არ აღვიქვამ. ეს არის ჩვეულებრივი დაქირავებული მუშაკი. ამას სპეციალურად ვამბობ, რომ ვახო სანაიამ წაიკითხოს - მითვლის ხოლმე, რაღაც ეთერში მიიღე მონაწილეობაო. მაგრამ სანამ პირდაპირ ეთერს არ მომცემენ, უარს ვაცხადებ. ის 4-საათიანი გადაცემა რომ ჰქონდა, გაუქმებულია და ახლა თავს იტყუებს თუ ხალხს ატყუებს, უკვე ვეღარ გავიგე. რაც შეეხება რუსეთის აგენტობას, რაც 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმი მოირყა, პროპაგანდისტულად მას სჭირდება სერიოზული მტრის ხატის შექმნა. იმაზე უფრო მეტის - ვიდრე არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგია, რომელსაც კარგი გასავალიც აქვს და სხვათა შორის. საფუძველიც - რუსეთი არის მართლა ისეთი ქვეყანა, რომელსაც აგრესიული ინტერესები აქვს საქართველოსთან მიმართ და არ უყვარს ასეთი ჩხიკინი”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“იციან, ძალიან მძლავრი ტალღა მოვა ძალიან მალე გაზაფხულზე. სააკაშვილის ამასწინანდელი პანიკა, რომ რუსეთი ამზადებს საქართველოში გადატრიალებას, მეცნობა. ხალხო, ეს იყო ზუსტად ის რიტორიკა და ტექსტი, რაც იყო ადრე, 6 იანვარს, თითქოსდა პატარკაციშვილი რუსეთთან ერთდ იარაღდებოდა და ამზადებდა სააკაშვილის გადატრიალებას. ეს არის ცრუ ბიჭის ამბავი. მგელი მოდის, მგელი მოდისო, იყვირა და ახლა უკვე ნამდვილად მოდის მგელი. რაც უნდა მაბრალონ, რომ დამიჭირონ, რომ მე ვარ რუსეთის აგენტი და რუსეთის დავალებებს ვასრულებ, მე გავაკეთებ იმას, რაც ჩემს ქვეყანას მოუტანს სტაბილურობას და გახდის ერთიანს... ოპოზიციისთვის სააკაშვილი მერის სავარძლის საბუთს არ გამოწერს. ამაში უკვე 100%-ით ვარ დარწმუნებული იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომ რუსეთი საქართველოში გადატრიალებას ამზადებს. მოხარშულს ვიცნობ სააკაშვილს”, - დასძენს ლევან გაჩეჩილაძე.

კახა ბენდუქიძე: რუსეთის ბაზრის გახსნა - სატყუარა დოყლაპიებისთვის

“ცხადია, რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია განსაზღვრული სექტორებისთვის, ვინც ტრადიციული დასახელებების პროდუქციას აწარმოებს - “ბორჯომს”, “ხვანჭკარას”, იმიტომ, რომ რუსეთში იცნობენ... ჩვენ ეს ბაზარი შეიძლება დაგვიბრუნონ, გვიბოძონ, მაგრამ ამან შესაძლოა კიდევ უფრო დიდი საფრთხე შექმნას. ის ბაზარი უკანონოდ ჩაგვიკეტეს. კაცმა გამოაცხადა, ქართული ღვინო, რომელიც არ უნდა იყოს, ყველა მავნებელიაო. ასევე თქვეს ქართულ წყალზეც. მეორედ როდის გამოცხადდება - უცნობია. ამიტომ გონიერი ბიზნესმენისთვის რუსეთის ბაზარი უნდა იყოს მისი გაყიდვების არაუმეტეს ერთი მესამედისა, თუ სურს, სტაბილურად იმუშაოს”, - აცხადებს კახა ბენდუქიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსეთის ბაზრის გახსნა - სატყუარა დოყლაპიებისთვის / “რადიკალური რეფორმების გატარების გარდა, საქართველოს სხვა გზა არ აქვს”.

“უმნიშვნელოვანესი საკითხია, დღეს რატომ გააქტიურდა ამაზე ლაპარაკი. რუსეთმა ჩვენთან ბრძოლის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი მოსინჯა. ემბარგო, არჩევნებში თავისი ხალხის მხარდაჭერა, ომი... ეს ყველაფერი საქართველოს ნამდვილად არ წადგომია, მაგრამ ქვეყანა არ დაღუპულა. ამიტომ რუსეთმა რაღაც ახალი ინსტრუმენტი უნდა მოძებნოს. ჩემი აზრით, არსებობს ორი მიზეზი. რუსეთის ახალი მიდგომაა: მოდი, ახლა კარგი ბიჭები გავხდეთ და ქართველებს მოვეფეროთ - არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს. მაგალითად, შევხვდეთ ნოღაიდელს და ვუთხრათ, რომ “ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართული ღვინის იმპორტს რუსეთში” და ასე შემდეგ. ეს “კეთილი პოლიციელის” როლია, რადგან თუ რუსეთში შედის ჩემი წარმოებული ღვინო, ისე გაბრაზებული აღარ ვარ; კი, ომი იყო, მაგრამ ამდენი ფული გავაკეთე...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა ბენდუქიძე.

“რუსეთის ახალი პოზიციის მეორე მიზეზი ძალიან კონკრეტულია. რუსეთმა, ყაზახეთმა და ბელორუსიამ შექმნეს საბაჟო კავშირი. 2011 წელს, ფაქტობრივად, ეს ერთიანი სივრცე იქნება. შიგნით საბაჟოები აღარ იარსებებს. უკვე დღეს შეგიძლია ბელორუსიაში შეტანილი პროდუქცია დაბეგვრის გარეშე გადაიტანო რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ აკრძალავს ვერც ღვინის, ვერც “ბორჯომისა” და ვერც ვერაფრის შეტანას! ბოლოს და ბოლოს, შეიტან ყაზახეთის ჩრდილოეთში და ორენბურგის ოლქში გადაიტან. პროდუქციას იქ მაღაზიაშიც გაყიდიან. ან ბელორუსიაში შეიტან და ბრიანსკის ოლქში გადაიტან. ვინაიდან ეს გარდაუვალია, ქართული პროდუქციის რაღაც ნაწილი რუსეთის ბაზარზე შეაღწევს. ამასთან ბრძოლა იქნება ძალიან რთული და მთელი საბაჟო კავშირის იდეას დაანგრევს. ჩემი ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლებამ იფიქრა - რადგან ეს “კეთილი პოლიციელობაც” კარგია, მოდი, ეს იდეები შევაჯვაროთ; ანუ იძულებული კი არ გავხდით, ქართული პროდუქცია შემოგვეშვა, არამედ ჩვენ ვართ კარგი ბიჭები და ამიტომ შემოვუშვითო”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“მაგიტომაც თქვა მედვედევმა, არ გამოვრიცხავ, ქართული პროდუქცია რუსეთში გაიყიდოსო. ამასთან, რუსეთი შეეცდება, ეს ბიზნესი იყოს მონოპოლიზებული, ვინმე ერთს ჩაუვარდეს ხელში საქართველოდან რუსეთში ღვინის შეტანა, ვინმე ისეთს, ვისაც საქართველოში რაღაც კავშირები აქვს. ებრალიძე იქნება, ძასოხოვი თუ ხუბუტია, არ ვიცი, მაგრამ ამგვარი კონსტრუქცია უნდა შეიქმნას. ეს ადამიანი კარგი კაცის სახელს დაიგდებს, რადგან მთელი რეგიონების პრობლემებს გადაწყვეტს; ქართველებს ეცოდინებათ, რომ ამ პირის დახმარებით შეუწყო ხელი რუსეთმა მათი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანას. რუსეთზეც გაბრაზებული ნაკლებად იქნებიან. ეს ადამიანი ხომ ფულსაც გააკეთებს და იმ ფულით შეეცდება საქართველოს ხელისუფლებასაც ნელ-ნელა ძირი გამოუთხაროს”, - დასძენს კახა ბენდუქიძე.

“ჩემი აზრით, საქართველო მნიშვნელოვნად გამოვიდა ამ კრიზისიდან. ვფიქრობ, რომ წლეულს გვექნება ეკონომიკური ზრდა. ჩემი შარშანდელი პროგნოზი გამართლდა, როცა ეკონომიკის ზრდის მინუს ხუთი პროცენტი ვივარაუდე. ვფიქრობ, წლეულს დაახლოებით 3%-იანი ზრდა გვექნება. ეს ცოტაა, მაგრამ ავადმყოფობიდან გამოსვლისას პაციენტი საკვების მიღებას რომ იწყებს, ქართულ ეკონომიკას ის ეტაპი უდგას. ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რადიკალური ეკონომიკური პოლიტიკა. მაშინ გვექნება შანსი, დავეწიოთ ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, აღმოსავლეთ ევროპას”, - აცხადებს კახა ბენდუქიძე და შეკითხვას - “დღევანდელ ხელისუფლებას აქვს კი რადიკალური რეფორმების გატარების სურვილი და შესაძლებლობა?” - პასუხობს:

“როცა რუსული ტანკები 40 კილომეტრში დგას, რადიკალური რეფორმების გარდა, სხვა გზა აღარც გვაქვს. თუ რეფორმები არ ჩავატარეთ და ქვეყანა არ გამდიდრდა და გაძლიერდა, მაშინ ის ტანკები იდგება არა 40 კილომეტრში, არამედ უფრო ახლოს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რეფორმებს არ ჩაატარებს, განწირული იქნება. დემოკრატია და თავისუფალი ეკონომიკა ფოჩიანი კამფეტი კი არ არის. დემოკრატია და თავისუფალი ეკონომიკა საქართველოს გადარჩენის, გამთლიანებისა და განვითარების გზაა”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122795.html

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ბიზნესმენი გია ჭანტურია გახდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრაი დედაქალაქის მერის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ბიზნესმენი გია ჭანტურია გახდეს.

ამის შესახებ პოლიტიკურ კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ.

ჭანტურიას პრემიერის თანანმდებობაზე დანიშვნის მიზეზად მისი წარმატებული ბიზნეს საქმიანობა სახელდება. ჭანტურია ამჟამად აზერბაიჯანში საქმიანობს, თუმცა, აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

ამასთან, ჭანტურია არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე კანდიდატად ,,ქრისტიან-დემოკრატებმა” წარადგინეს, თუმცა, მას პრემიერ- მინისტრობისთვის ეს ხელს ვერ შეუშლის, რადგან იგი აღნიშნული მოძრაობის წევრი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი იყო. ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი, ახალმა ხელისუფლებამ მასზე ძებნა გამოაცხადა, რის გამოც ჭანტურიას საქმიანობის გაგრძელება აზერბაიჯანში მოუწია

http://epn.ge/?lang=geo&id=991&nid=1524

ლიცემერი: შეგახსენებთ , რომ ჭანტურიას ედუარდი თავის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზურაბ ნოღაიდელი - “ ჩემი მოკვლა ადვილი არ იქნება... რაც უნდა იმუქრებოდნენ კუდ-ის მხდალი თანამშრომლები, შედეგი იქნება ერთი”

“სამართლიან საქართველოზე მეოცნებე ყოფილი პრემიერი ხელისუფლებამ ძალიან გააბრაზა, ხელისუფლებაზე ის კარგა ხნის წინ გაბრაზდა, მაგრამ ასეთი აღფოთებული ნოღაიდელი ჯერ არავის უნახავს. ნაპრემიერალი იმდენად არის აღშფოთებული, რომ გამგებელს ხელის მოტეხვას უპირებს, პრეზიდენტს და შს მინისტრს კი პოლიტიკური ნეკროლოგის გამოქვეყნებას ჰპირდება”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ნოღაიდელი: “მალე სააკაშვილის და მერაბიშვილის პოლიტიკური ნეკროლოგებს წაიკითხავთ”.

“ოპოზიციაში გადაბარგებულ ნოღაიდელს თავიდან სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ოპოზიციას ფული რომ ჰქონოდა, შეიძლება ნოღაიდელი ახლოს არც გაეკარებინა. ამ ეკონომიკური კრიზისის ჟამს კი ასეთ საბადოს ხელიდან ვერ გაუშვებს. ბოლო პერიოდში მის გარშემო რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ მოიყარა თავი, თუმცა ეს ძალები აღიარებენ, რომ ნოღაიდელს ჯერ კაპიკიც ვერ გააგდებინეს. ნოღაიდელს ფულის გარდა წონა პუტინმაც შემატა. ეს ღალატად, ერის გაყიდვად შეფასდა. არანაკლებ ცუდად შეუფასეს მას კოკოითთან შეხვედრა... როგორც გუშინ გაირკვა, ნაციონალები მარტო წივილ-კივილს და განცხადებებს არ დასჯერდებიან. ბოროტი ადამიანები ნოღაიდელის ნეკროლოგის გამოქვეყნებით იმუქრებიან თურმე. ეს ამბავი ექს-პრემიერს სანდო ხალხმა მოუტანა. “ხისტი ზურაბა” ამაზე ძალიან გაბრაზდა. თანაც იმდენად, რომ თავად შეუდგა ნეკროლოგების წერას. ოღონდ პოლიტიკური ნეკროლოგისას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“... რესტორანში, სადაც კუდ-ის თანამშრომლები არხეინად ქეიფობდნენ, ნოღაიდელის ახლობელსაც შეუვლია, რომელიც, როგორც ნაპრემიერალი ამბობს, ხელისუფლების მაღალჭინოსანია. სწორედ ამ მაღალჩინოსნის წყალობით გახდა ერისთვის და ნოღაიდელისთვის ცნობილი, რა “დაიგინეს” იმ სუფრაზე კუდელებმა. ამ, იმ “დაგინების” გამოა, ნოღაიდელი ერს რომ ჰპირდება, ძალიან მალე სააკაშვილისა და მერაბიშვილის პოლიტიკურ ნეკროლოგებს წაგაკითხებთო”, - დასძენს გამოცემა.

“ამის არ მეშინია. უბრალოდ, ამ ხალხს უნდა, რომ ასე იყოს. არასერიოზულად ვუყურებ ამას. ჩემი კი არა სააკაშვილის და მერაბიშვილის ნეკროლოგს წავაკითხებ ძალიან მალე საზოგადოებას და ეს იქნება პოლიტიკური ნეკროლოგი. ასევე, იმ ადამიანების ნეკროლოგს, ვინც იქ იყვნენ და იქადნებოდნენ ჩემი ნეკროლოგის წაკითხვით. ისინი აუცილებლად აგებენ ამაზე პასუხს. ესენი არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რამდენად მაქვს ინფორმაცია, კუდ-ის ე.წ. შემსრულებელი თანამშრომლები არია, რომლებიც აუცილებლად პასუხს აგებენ”, - აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ექსპრემიერი აცხადებს, რომ მის მკვლელობას გეგმავდნენ.

“მკვლელობას რომ ხელისუფლება უკვეთავს ამას კი არ ვფიქრობ, არამედ ასეა. კარგად ვიცნობ მათ და მინდა ვუთხრა, რომ ჩემი მოკვლა ადვილი არ იქნება. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - ხელისუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი. მაგრამ ხალხს ვერავინ მორევია. საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე არჩევნების მოგება შეუძლებელია. სააკაშვილს კი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვს, რომ ადგილობრივი არჩენები მოიგოს. მაგრამ თუ ის ეცდებაარჩევნების გაყალბებას და ხელისუფლების უზურპაციას, მაშინ ამას მოჰყვება ადეკვატური შედეგები და რაც უნდა იმუქრებოდნენ კუდ-ის მხდალი თანამშრომლები, შედეგი იქნება ერთი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ნოღაიდელი და შეკითხვას - “იმედის” სარეცილური რეპორტაჟის სიუჟეტში ქვეყნის მტრების სიის სათავეში ფიგურირებდით...” - პასუხობს:

“ამ გადაცემას ვპასუხობ თანამიმდევრული მოქმედებით. იმით, რომ მაისში საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება. რაც შეეხება ვახო სანაიას, ის პასუხს აგებს საკუთარი სინდისის წინაშე. კონკრეტულ იურიდიულ მოქმედებებს ნამდვილად არ მივმართავ. ამ გადაცემაში კარგად დავინახეთ, რომ სააკაშვილი არის სრულ ისტერიაში და ეს იყო ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. დაუსაბუთებელი ბრალდების და იარლიყების მოკერების გარდა არაფერი არ იყო. როცა სააკაშვილმა პუტინთან შეხვედრაზე ილაპარაკა დიალოგის დაწყებაზე, ეს შეიძლება და მე თურმე არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. ეს არაა სააკაშვილის, მერაბიშვილის და ადეიშვილის ქვეყანა. მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად და აუცილებლად შევუნარჩუნებთ საქართველოს გაერთიანების შანსს”.

"axali Taoba" 19.01.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2010

20 / 01, 2010 12:22

· უკრაინული არჩევნები - “ფრონტის ხაზზე” წასულები ორმხრივი აგრესიის ქვეშ აღმოჩნდნენ

· ოკუპანტები ქართულ მიწაში ფესვებს მყარად იდგამენ - ცხინვალი-ახალგორის გზა წლის ბოლოსთვის დასრულდება

· როგორ გამოასახლეს დევნილები იაშვილის კლინიკიდან

უკრაინული არჩევნები - “ფრონტის ხაზზე” წასულები ორმხრივი აგრესიის ქვეშ აღმოჩნდნენ

“უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული... ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება. ფაქტია, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: ეს არის დასავლური და რუსული ღირებულებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა შედეგებით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, დემოკრატიულ პოზიციებზე მყოფმა ძალებმა კონსოლიდაცია მოახდინონ. ასეთ შემთხვევაში გამარჯვება დარჩება იულია ტიმოშენკოს. თუ ეს კონსოლიდაცია ვერ მოხერხდა, მაშინ პრეზიდენტი იანუკოვიჩი გახდება. იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში, ის სიტუაცია, რა სიტუაციაც არის ორ ხელისუფლებას შორის, სააკაშვილსა და იუშჩენკოს შორის, ასეთი დამოკიდებულება აღარ იქნება”, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით გაჩეჩილაძე და ალასანია ერთიანდებიან?!

“საქართველო აღმოჩნდება მძიმე მდგომარეობაში, ერთ-ერთ ძლიერ მოკავშირეს დაკარგავს. არ მინდა ცოტა ზედმეტი გამომივიდეს, მაგრამ გარე საფრთხეები ძალიან მოიმატებს საქართველოს წინააღმდეგ... ქართველი ჟურნალისტები და დამკვირვებლები იანუკოვიჩმა აღიქვა, როგორც თავისი მოწინააღმდეგეები და ამ მიმართულებით წინააღმდეგობაც გამოხატა”, - აღნიშნავს პაატა დავითაია.

“გივი თარგამაძე უკრაინაში თავის ბიზნესს უფრთხილდება, რომელსაც აუცილებლად დაკარგავს. ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ სამარცხვინო ქმედების შედეგად, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უკრაინაში ჩაიდინა, შესაძლოა ქართულ-უკრაინულ მეგობრობას წერტილი დაესვას”, - წერს “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით გივი თარგამაძეს მალე ბიზნესს დაუხურავენ.

“საქართველოში არ ეყოთ, რომ ზონდერები ატარებენ არჩევნებს ყოველგვარი გაყალბებით და ახლა გადაწყვიტეს, ზონდერებით ჩაეტარებინათ უკრაინაში არჩევნები და, ცხადია, არ გამოუვიდათ. ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, რომ გაყალბების ქართული მეთოდების გავრცელებას ვცდილობთ ჩვენს მართლა მეგობარ ქვეყნებში. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრობას ამით ჩრდილი არ მიადგება, წადგომით კი ნამდვილად არ წაადგება ის, რაც გააკეთეს ჩვენმა ზონდერებმა იქ. ადამიანები, რომლებიც არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, ადამიანები, რომლებიც უნდა ისხდნენ ციხეში, ჩასული არიან იქ და ცდილობენ იგივეს განმეორებას, რასაც ისინი აკეთებდნენ საქართველოს არჩევნებზე. როგორც შეიძლება ვინმეს ეჭვი შეეპაროს, ისინი რის გაკეთებას აპირებენ საქართველოში, როცა მეზობელ და მეგობარ ქვეყნებშიც კი ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით ცდილობენ არჩევნების გაყალბებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.

“ერთი წუთითაც არ დაუმალავთ ამ აქციის ხელმღძვანელებს, რისთვისაც მიდიოდნენ იქ, პირდაპირ თქვა გივი თარგამაძემ რადიოში, ვუსმენდი და ასე განაცხადა, რომ იქ არ უნდა მოვიდეს იანუკოვიჩი ქვეყნის სათავეში. იქ გაცილებით მაღალი დონეა დემოკრატიის, ვიდრე საქართველოში, ეს უნამუსოები კი გამოდიან და საჯაროდ აცხადებენ, რომ უკრაინაში დემოკრატია ჩაიჭრა და ჩაფლავდაო. დემოკრატია სადაც ჩაფლავდა, კარგად ჩანს საერთაშორისო დასკვნებიდან, რომლებმაც საქართველო არჩევითი დემოკრატიიდან გამოიყვანა და გადაიყვანა იმ ქვეყნებში, სადაც არ არის არჩევითი დემოკრატია და საქართველო და უგო ჩავესის ვენესუელა არიან ერთ ჯგუფში. ანუ უგო ჩავესი და სააკაშვილი არიან ერთნაირი დიქტატორები, იმ განსხვავებით, რომ უგო ჩავესს რეალური ძალაუფლება აქვს, სააკაშვილი კი არის ფსევდო ძალაუფლების მქონე დიქტატორუკა, ანუ დიქტატორის პრეტენზიების მქონე ვერ შემდგარი დიქტატორი”, - განმარტავს სოზარ სუბარი.

“ეს პირადად სააკაშვილისგან მოდიოდა. ყველა თანხდება იმაზე, რომ უკრაინაში გაგზავნილი 2 ათასი ადამიანი ძირითადად სპეცრაზმელები იყვნენ, გარდა რამდენიმე დეპუტატისა... ამბობდნენ, არავითარი რეგისტრაცია არ აქვთ და საარჩევნო უბანზე უნდოდათ ძალით შესვლაო. რასაკვირველია, დააპატიმრეს და სცემეს. ჩვენთანაც იმავეს გააკეთებდნენ, ვიღაც უცხოელები რომ ჩამოვიდნენ, ყოველგვარი საბუთების გარეშე საარჩევნო უბნებზე მოითხოვონ შესვლა და თქვან, არჩევნებს დავაკვირდებითო. ჩვენი პოლიციელები, ხომ წარმოგიდგენიათ, რას უზამენ... რაც შეეხება ჟურნალისტებს, ძალიან საწყენია, მაგრამ ის ჟურნალისტებიც არ იყვნენ აკრედიტებული”, - აცხადებს რამაზ კლიმიაშვილი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბოლო დღეებში სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა.

კორესპონდენტის შეკითხვას - “თუმცა, ბატონო რამაზ, მათ გააჩნდათ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაცია” - კლიმიაშვილი პასუხობს:

“ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ აკრედიტებული. კანდიდატ იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბში მათ არ ჰქონდათ აკრედიტაცია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: მათ არ ჰქონდათ პრესის დამადასტურებელი მოწმობა ჩამოკიდებული, სადაც მითითებული იქნებოდა ტელეკომპანიისა და რეგისტრაციის ნომერი, ვინაობასთან ერთად. ეს ელემენტარუდი წესი ხომ იცოდა ჟურნალისტმა, მაგრამ მას დავალება ჰქონდა, რომ ეს გამოეწვია”.

“უკრაინაში ნაცემი ტელეკომპანია “იმედის” უცხოეთის ამბების პროდიუსერი ირაკლი გვარამაძე აცხადებს, რომ არჩევნების გაშუქება ქართველი ჟურნალისტებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მათ მუშაობა “ფრონტის ხაზზე” მოუხდათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თავი ფრონტის ხაზზე მეგონა “ / როგორ სცემეს ქართველი ჟურნალისტები უკრაინაში.

“16-ში დილიდან მივედით საარჩევნო უბანზე. გვინდოდა წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება... ჩავწერეთ იულია ტიმოშენკოს შტაბის ხელმძღვანელი, შემდეგ წავედით იანუკოვიჩის შტაბში, მის შტაბში შესვლისთანავე მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემით იქ არავის ვუცემივართ, იმიტომ რომ დღე იყო და ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობდა ქუჩაშიც, მაგრამ რამდენჯერმე ჰქონდა ხელის გაკვრას ადგილი და ჯიკავ-ჯიკავით გამოგვყარეს გარეთ. ვერ მოვახერხეთ შიგნით კამერის ჩართვა და ამ კადრების გადაღება... შემდეგ ავიღეთ გარე კადრები, თუ როგორ გვიღებდნენ ფოტოებს, როგორ იმახსოვრებდნენ ჩვენს სახეებს. ამით შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით, რომ სხვადასხვა ადამიანები მონაცვლეობით გვითვალთვალებდნენ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი გვარამაძე.

“საღამოს, როცა მე და ზურა ხვისტანი მარტო დავრჩით, სახლში წასვლის წინ საბილიარდოში შევიარეთ. ამ დროს გამოჩნდნენ ვიღაც უცნობი მამაკაცები, დაიწყეს შეძახილები, ჯერ მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მერე ეგრევე გადმოვიდნენ ცემაზე. ექვსი ადამიანი იყო ჩვენს საცემად მოსული და აშკარად კარგად მომზადებულები, რადგან ისეთი ტიპის დარტყმა, როგორიც მე მივიღე, მხოლოდ მოკრივეს ან კარგად ნავარჯიშევ ადამიანს შეუძლია. ეს შემდეგ ექიმებმაც დაადასტურეს საავადმყოფოში... თავი ფრონტის ხაზზე მეგონა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძალიან გაგვიჭირდა მუშაობა. აშკარა წინააღმდეგობებს ვაწყდებოდით ყველა ნაბიჯზე. არ გვქონდა არანაირი შესაძლებლობა, მასალები გადმოგვევზავნა, იმ ფირმამ, რომელთანაც კონტრაქტი გვქონდა ამ აპარატურაზე, გაგვიუქმა ეს კონტრაქტი და ვეღარ ვაგზავნიდით მასალებს. კონტრაქტი კი ზეწოლის შედეგად გააუქმეს. შემდეგ ვაგზავნიდით ინტერენტით მასალებს, ისიც მოტყუებით და ამის შემდეგ ჩვენს სასტუმროში ინტერნეტიც გათიშეს”, - ამბობს გამოცემის რესპონდენტი და დასძენს:

“განსაკუთრებით ამაზრზენი იყო კვირა საღამოს დონეცკის ოლქის საბჭოს თავმჯდომარის საქციელი. ამ კაცმა თავისი მთელი კონფერენცია მიუძღვნა ქართველებსა და ქართველ დამკვირვებლებს და ჟურნალისტებს. დაგვადანაშაულა ცრუჟურნალისტობაში, რომ იქ სიტუაციის დასაძაბად ვიყავით ჩასული და ესეც არ იკმარა - შეურაცხყოფებზე გადავიდა, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთლიანად ქართველ ერს მიაყენა შეურაცხყოფა, რაზეც ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ იქაურობა... დონეცკი არის ბრძოლის ველი, სადაც რუსეთის ინტერესები არის მკვეთრად წარმოდგენილი და ჩვენ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ამიტომ იყო... აგრესია ჩვენ მიმართ თავიდანვე ხელოვნურად შექმნეს, რადგან ცესკომ არ მოგვცა აკრედიტაცია, ეგონათ, რომ თავს შევიკავებდით ჩასვლისგან, მაგრამ როდესაც მაინც ჩავედით და მოვიპოვეთ აკრედიტაციები, აგრესია გაორმაგდა. ანუ, ეს განცხადებები და ყველაფერი იყო ხელოვნურად შექმნილი, იქ არავინ არაფრის გაყალბებას არ აპირებდა... დონეცკის ოლქში ქართველი დამკვირვებლების მოვალეობა იყო, ამომრჩევლების ხელოვნური გაზრდისთვის შეეშალათ ხელი. ეს იყო და ეს. სხვა დანარჩენი ყველაფერი იყო ხელოვნური პანიკა და აგრესია მათი მხრიდან”.

ოკუპანტები ქართულ მიწაში ფესვებს მყარად იდგამენ - ცხინვალი-ახალგორის გზა წლის ბოლოსთვის დასრულდება

“ოსები ყანჩავეთი-ცხინვალის გზას გასული წლიდან უკვე სერიოზულად აკეთებენ. ყანჩავეთიდან ერთ მონაკვეთში გზის გასაფართოებლად კლდეებიც კი ააფეთქეს. გზის შესაკეთებლად დაახლოებით 200-მდე ახალი ტექნიკაა ჩართული: ტრაქტორები, ბულდოზერები, სატვირთო მანქანები. ცხინვალიდან ერედვამდე უკვე ასფალტიანი გზაა. დარჩენილი ნაწილი კი გაზაფხულიდან უკვე მთლიანად იქნება მოხრეშილი. ანუ გაზაფხულიდან უკვე მოასფალტება უნდა დაიწყონ. წინასწარი გეგმის მიხედვით, 12-მეტრიანი უნდა იყოს გზა. თან 20 კილომეტრით ამოკლებენ. სეპარატისტების გეგმითვე ახალგორი-ცხინვალის (როგორც უწოდებენ, ლენინგორი-ცხინვალის) გზის შეკეთება, რომლითაც სარგებლობა შემოდგომა-ზამთრის ცუდ პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია, წლევანდელი გაზაფხულისთვის ვერ მოესწრება, მაგრამ წლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კოკოითისა და რუსი ოფიციოზის ახალგორული ვიზიტი.

“მინდა გითხრათ, რომ ახალგორი ცხინვალისა და მოსკოვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, დღეს ყველაზე ცხელ წერტილად, ცხინვალი კი არა, ახალგორი მოისაზრება. წარმოიდგინეთ, თბილისთან ისე ახლოა, რომ აქედან სულ რაღაც 40 წუთში მანდ ხარ. ზუსტად ამიტომაც მოსკოვის ფული არც ენანება და თავადვე აკონტროლებს. ვერ ხედავთ - თავად კოკოითი უკვე მერამდენეჯერ ჩამოვიდა და თან რუსი ჩინოვნიკებიც მოიყოლა. როგორც ჩანს, არც მათ ეზარებათ აქ ჩამოსვლა და არ აქაური ხელქვეითების დატუქსვა”, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში ერთ-ერთი ახალგორელი.

როგორ გამოასახლეს დევნილები იაშვილის კლინიკიდან

“დევნილთა მასობრივი განსახლების პროცესი ჯერ კიდევ 2009 წლის ბოოლს დაიწყო. ზოგი ქუჩაში გაყარეს, ზოგს რაიონებში შესთავაზეს საცხოვრებელი, ზოგიც, სავარაუდოდ, უყურადღებოდ მიატოვეს... მიუხედავად იმისა, რომ დევნილები ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევენ და საცხოვრებელი ფართების დაცლაზე უარს აცხადებენ, საბოლოოდ, ფართს პოლიციის ძალით მაინც აცლევინებენ”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით “უშიშროების თანამშრომლები დაგვემუქრნენ, შენობას თუ არ დატოვებთ, ყელს გამოგჭრითო”.

“იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ ფლიგელში შესახლებულ დევნილებსაც, რამდენიმე დღის წინ, პოლიციის ძალით დაატოვებინეს საცხოვრებელი. 60-მდე დევნილი ოჯახი მუხიანში, ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური კოლეჯის ყოფილ შენობაში შეასახლეს. მიუხედავად იმისა, რომ დაჰპირდნენ, რემონტს გაგიკეთებთ და ისე გადაგიყვანთო, პირობა არ შეუსრულებიათ - დევნილთა ოჯახებს თითო მოზრდილი ოთახი გამოუყვეს, სახელდახელოდ, კარებზე ცარცით მათი გვარები დააწერეს, ბარგი შეუყარეს და უთხრეს, აქ იცხოვრებთო. ოთახები რომ სარემონტოა, ცხადია. თუმცა ამას დევნილები იმდენად არ ჩივიან, რამდენადაც იმას, რომ სველი წერტილები წესრიგში არ არის, ელექტროგაყვანილობაც ახლა მონტაჟდება. დევნილებმა ისიც ვერ გაიგეს, წყალს ინდივიდუალურად, ოთახებში შეუყვანენ თუ არა... ~ვერსია” დევნილებს ესაუბრა. პრეტენზიები ხელისუფლების მისამართით ისმოდა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ “მოსყიდული ტელევიზიების” საშუალებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს დევნილები კმაყოფილი იყვნენ მუხიანში გადმოყვანით. არადა, ყველაფერი სხვაგვარადაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სოხუმიდან დევნილები ვართ. მანამდე წყალტუბოში, სანატორიუმში ვცხოვრობდით. შვილი ავად იყო, პირველი ჯგუფის ინვალიდია. აფხაზეთის ომში იბრძოდა, დაიჭრა და წელსქვემოთ მოწყვეტილია... ორი ოთახი გამოგვიყვეს, გავარემონტიეთ და 2001 წლიდან იაშვილის კლინიკაში ვაფარებთ თავს. იქ უკეთესი პირობები გვქონდა, თუმცა ერთი წლის წინ ჩვენ ქვემო სართულზე და წყალი გადაგვიკეტეს... წინასაახალწლო დღეებში, 29 დეკემბერს, პოლიციელები მოვიდნენ. გაგვაფრთხილეს, 5 იანვარს იაშვილის კლინიკა უნდა დატოვოთ, თუ არა, უკიდურეს შემთხვევაში, ძალით გამოგყრითო. დაგვემუქრნენ, თუ არ გამოხვალთ, “დუბინკებით” გამოგათრევთ, ძველი მხედრიონელები ვართ, კიბეებზე დაგაგორებთ, ყელს გამოგჭრით და აქედან ძალით გაგიყვანთო. მითხრეს, უშიშროებიდან ვართო. ერთმა ისიც თქვა, თქვენი უბნის ინსპექტორი ვარო. მთავრობის წარმომადგენელმა კი, თურმე თქვა, თითქოს ჩვენზე 15-ათასიანი ფულადი შემოთავაზება იყო და უარი ვთქვით. არადა, არავის არასოდეს შემოუთავაზებია ფული. ბინებსაც არ გვაძლევდნენ, ისე უნდა დაგვეცალა იაშვილის კლინიკა. ხალხი რომ გადაირია, მერე გვაჩვენეს ეს შენობა. ლტოლვილთა სამინისტროდან და თბილისის მერიიდან იყვნენ მოსული, დაგვპირდნენ, გაგიკეთებთ და ისე გადაგიყვანთო, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორც პირობებში გადმოგვიყვანეს”, - აცხადეს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში დევნილი ნანი უგრეხელიძე.

“დევნილი ამბობს, რომ კანონით, მისი პირობების გაუარესება აკრძალულია. კანონის ცოდნა სულაც არ სჭირდება იმას, რომ ადამიანის უფლება არ უნდა დაარღვიო, დანგრეულ, უწყლო და უშუქო შენობაში, პოლიციის ძალით, არაადამიანურად არ უნდა გადაიყვანო, მით უმეტეს დევნილი და მით უმეტეს, იმ ადამიანთა ოჯახის წევრები, ვინც სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაწირა”, - აღნიშნავს გამოცემა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123012.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრემლმა ჩრდილოეთ კავკასიის ახალი ფედერაცია შექმნა – ახალი ნაღმი თუ ძველი ნაღმის განეიტრალების მცდელობა?

2010 წლის 20 01, ოთხშაბათი - 12:24

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის გაერთიანის გეგმა, რომლიც კრემლში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ინტენსიურად მუშავდებოდა – სისრულეში მოიყვანა და СКФО – ანუ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, ახალი გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტი „კავკასიური ელიტისთვის“ მოულოდნელად, კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, და რუსეთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი – ბიზნესმენი ალექსანდრე ხლოპონინი გახდა, ამისათვის მედვედევმა ფედერალური ერთეულების სტრუქტურა შეცვალა და დუმას თხოვნით მიმართა, რუსეთის ფედერაციის ფედერალური მოწყობის კანონში სათანადო ცვლილებები განეხორციელებინა, ახალ ადმინისტრაციულ და ტერიტორიულ ერთეულში, რონმელიც რუსეთის ფედერაციის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 1 პროცენტია, ხოლო „ახალი ფედერციის“ მოსახლეობა კი რუსეთის მოსახლეობის 5,7%–ს შეადგენს, დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ჩეჩნეთი და სტავროპოლის მხარე შევიდა. ხლოპინთან ერთად კავკასიის ფედერაციაში გააგზავნეს ციმბირის სამხედრო დანაყოფის მეთაური, გენერალ–ლეიტენანტი ალექსანდრე გალკინი. რომელიც გახდა СКВО ანუ სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაური, ახალი გადაწყვეტილებებით სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რაზნმან კადიროვის ამბიციების და მართვადობის საკითხი, რომელსაც ბევრი ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებული რესპუბლიკის მეთაურად მოიაზრებდა, ამავე რანგში ხედავდა კადიროვიც საკუთარ თავს, რომელმაც ახალ დანიშვნებთან დაკავშირებით, საკმაოდ ლოიალური შეფასებები გააკეთა, თუმცა კადიროვის ამბიციების სრული უგელებელყოფა რუსეთმა ვერ გარისკა, გალკინი რუსეთის სამხედრო ძალებს უხელმძღვანელებს, ხოლო რაზმან კადიროვი კი ძალოვანი სტრუქტურების მეთაური იქნება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვის თავშეკავებას – ერთი მიზეზი აქვს, იგი იმედოვნებს, ახალ პრეზიდენტს და სამხერდო ძალების მმართველებს, კავკასიაში არაფერი გამოუვათ, მედვედევის ექსპერიმენტი კრახით დასრულდება და იძულებულნი გახდებიან ისევ კადიროვის უფლება–მოსილების გაზრდაზე დაიწყონ ფიქრი, აღსანიშნავია რომ კადიროვი პუტინის ერთგულად კადრად მოიაზრება, ხოლო რეგიონის ახალი პრეზიდენტი ხლოპონინი კი მედვედევის პროტეჟე და რჩეული. ამასთან ხლოპინი კრასნოდარის ბიზნეს ელიტის საკმაოდ ძლიერი კლანის წარმოამდგენელია, ზოგადად კავკასიის რეგიონებში კლანური მმართველობა, რომლიც ძალზე ნაკლებად არის დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე, კრემლს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ დანიშვნით მედვედევს რამდენიმე კურდღლის მოკვლა ერთდრულად უნდა, შეასუსტოს ხლოპონინის გავლენა კრასნოდარში, რომელიც ფაქტობრივ მეფედ იყო იქ აღიარებული, მოთოკოს კადიროვის ამბიციები, რომელიც ბოლო დროს უმართავი გახდა და ამასთან ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ყველაზე სუსტ და მტკივნეულ ადგილად არის აღარებული, სცადოს სიტუაციის კრემილისეული სტაბილიზაცია და მართვის ცენტრალუს სისტემაში დაქვემდებარება, ბევი რუსი ექსპერტი, სკეპტიკურად არის განწყობილი და მიიჩნევენ, რომ კავკასიის ერთ სახელმწიფოდ ქცევის მცდელობა, (თუნდაც ფედერაციის სტატუსით) მით უფრო, რომ ამ რეგიონების რესპუბლიკის უმეტესობა გაერთიანების წინააღმდეგია, წინააღმდეგობის ახალ ტალღას გამოიწვევს და კრემლისთვის ასე ნანატრი „მართული კავკასია“ კვლავ აუხდენელ გეგმად დარჩება. სერიოზულად ნაღმად მიაჩნიათ რამზან კადიროვიც, რომელიც მაღალი საფრთხის შემცველია ბომბია, რომლის მართვის პულტიც, მედვედევს აშკარად არ აქვს და როდის და როგორ აფეთქდება – ექსპერტებს პროგნოზირება უჭირთ.

http://www.fact.ge/news.aspx?i=c0f44072-f9...ee-162d4610b880

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2010

21 / 01, 2010 10:51

:

· დავით გამყრელიძე - “უგულავამ მერის სავარძელი თუ გაინაღდა, სააკაშვილის ოპოზიციაში ვიხილავთ”

· ზვიად ძიძიგურს ქვეყნის საგარეო ვექტორის რადიკალურად შეცვლა და რუსეთისკენ მიბრუნება სურს

· ალასანია უკრაინის ამბებთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს საქართველოს პრეზიდენტისგან ითხოვს

დავით გამყრელიძე - “უგულავამ მერის სავარძელი თუ გაინაღდა, სააკაშვილის ოპოზიციაში ვიხილავთ”

“უგულავა “ნიუსვიკთან” ინტერვიუში ამბობს, შესაძლოა საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფასად ნატო-ში შესვლაზე უარი თქვასო. ამას მოჰყვა მერიის პრესსამსახურის განმარტება - ეს შეცდომაა და უგულავას ასეთი არაფერი უთქვამსო. მაგრამ ეს განმარტება გავრცელდა მხოლოდ ქართული მედიით, არადა, ინტერვიუ დაიბეჭდა უცხოურ ჟურნალში, შესაბამისად, თუ რამ უზუსტობა იყო, ისევ ამ ჟურნალის ფურცლებზე უნდა გაესწორებინათ. ისე, უგულავას არავინ ეკითხება, საქართველო ნატო-ზე უარს იტყვის თუ არა, ეს გზა ქართველმა ხალხმა განსაზღვრა და შემდგომშიც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით და როგორ წავა”, - აცხადებს "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერი დავით გამყრელიძე გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უგულავამ მერის სავარძელი თუ გაინაღდა, სააკაშვილის ოპოზიციაში ვიხილავთ”.

“ერთი მხრივ, უგულავა ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, თითქოს მას პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო, მხოლოდ მეურნეა და ქალაქის კანალიზაციითა და განათებით არის დაკავებული, მეორე მხრივ კი, ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ ინტერვიუთი ის პირდაპირ პუტინის მისამართით აკეთებს გზავნილს, რომ ის არის ხელისუფალი და მას უნდა ელაპარაკონ და არა ვიღაც ნოღაიდელს. უგულავა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ არ აპირებს იყოს მხოლოდ თბილისის მერი, ის აკეთებს პირველ განაცხადს ქვეყნის პრეზიდენტობაზე. დარწმუნებული ვარ, უგულავამ გაყალბებით, ხალხის პასიურობითა და ნიჰილიზმით მერის სავარძელი თუ გაინაღდა, მალე სააკაშვილის ოპოზიციაშიც ვიხილავთ. ის შეეცდება სწორედ ამ გზით დაიკავოს სააკაშვილის ადგილი, თუმცა ეს იქნება მექანიკური ცვლილება. საზოგადოება არ უნდა მოტყუვდეს და სააკაშვილი უგულავათი არ უნდა შევცვალოთ. უნდა მოვახერხოთ, ეს რეჟიმი მთლიანად შევცვალოთ თავისი სააკაშვილით, მერაბიშვილით, ადეიშვილითა და უგულავათი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით გამყრელიძე.

“სააკაშვილს ფიზიონომიაზე კარგად თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ სასტიკად შეშფოთებულია. ბაკურიანში დადგმული სპექტაკლი გაიხსენეთ, ეს გამოსვლა მედიცინის თვალსაზრისით, კლინიკურ შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ. არსებობს ფსიქიატრიაში ასეთი ცნება - აკვიატებული იდეა. სხვათა შორის, ასეთი აკვიატებები ჰქონდა არაერთ დიქტატორს. მაგალითად, ნერონს ჰქონდა აკვიატება, რომ ყველაზე მაგარი მუსიკოსი და პოეტი იყო; ჰიტლერს ეგონა, რომ მაგარი არქიტექტორი იყო; ასლან აბაშიძე აქტიურად მონაწილეობდა საოპერო დადგმებში და სპექტაკლების ესკიზებს ხატავდა; სააკაშვილს გაუჩნდა აკვიატებული იდეა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი სპორტსმენი და სამთო-სათხილამურო კურორტების საუკეთესო სპეციალისტია. გაოგნებული დატოვა მთელი საქართველო, როგორც თავისი ჰაბიტუსით, ასევე იმით, რომ სამთო-სათხილამურო პროექტებზე შესაბამის სპეციალისტებსა და ექსპერტებს კი არ უსმენდა, არამედ თვითონ ლაპარაკობდა, რაც ყოვლად გაუგონარი და სასაცილო რამაა”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.

“ნორმალურ სახელმწიფოში ასეთ პროექტებზე სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ. ყველაფერი კი იმ ბოლო მარცხის გადასაფარავად დასჭირდა, რაც უკრაინაში იწვნია მისმა უაზრო პოლიტიკამ. აგრეთვე ყველასთვის ცნობილი გახდა, თუ რა სპექტაკლი დადგეს გურიაში კალანდობისას, როცა მოწვეულმა მსახიობებმა ითამაშეს პრეზიდენტით აღფრთოვანებული გურულების როლი. ამის შემდეგ არ ვიცი, სააკაშვილის საქციელზე სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკოთ. ამაზე ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან დღეს სააკაშვილი საშიშია ქვეყნისთვის”, - დასძენს დავით გამყრელიძე.

“არ უარვყოფ, რომ ოპოზიციის შეცდომები ნაწილობრივ შეიძლება იყოს ნიჰილიზმის მიზეზი, მაგრამ ალიანსში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა პირველებმა გავაცნობიერეთ ეს და პირველებმა განვაცხადეთ, ცვლილებების განხორციელების მიზნით, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ჩვენვე წარმოვადგინეთ თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტებზე ალასანია-სუბარის ტანდემი, ადამიანები, რომელთაც ყველაზე ნაკლებად მოეკითხებათ პასუხი ოპოზიციის შეცდომებზე და საზოგადოების ნდობითაც სარგებლობენ. მივიჩნევთ, რომ დღეს, ამ სიტუაციაში პრაიმერის ჩატარება საფრთხის შემცველია, რადგან ხელისუფლების ძალისხმევით, შესაძლოა, ყველაზე სუსტი კანდიდატი გამოიკვეთოს. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციონერ კოლეგებს, დავსხდეთ, ვისაუბროთ და ჩვენ შორის ყველაზე ძლიერის გარშემო გავერთიანდეთ. ამის მაგალითი “ახალმა მემარჯვენეებმა” და რესპუბლიკელებმა ყველას მივეცით, როცა უკან დავიხიეთ და გზა მივეცით ალასანიასა და სუბარს”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ვერავინ დამაჯერებს, რომ კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში, ძიძიგურზე ან დავითაშვილზე ნაკლებ ხმას ავიღებდი, მაგრამ აქ მთავარია საერთო გამარჯვება და არა პარტიული კუთვნილება და პირადი ინტერესები. საყვედურს, რომ ოპოზიცია ვერ ერთიანდება, ვერ მივიღებთ. ჩვენ გავერთიანდით და ვართ ერთი მონოლითური ძალა. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე გვაქვს სხვადასხვა აზრი, მაგრამ შეთანხმებას ვახერხებთ. ჯერ ერთი, არ მგონია, როდისმე საქართველოში მოხერხდეს ის, რომ მთელი ოპოზიცია ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანდეს, მეორეც, ეს უნდა ჰკითხოთ დანარჩენ ოპოზიციას. ჩვენ უკვე გავერთიანდით და მზად ვართ სხვებთან სათანამშრომლოდაც. მთავარია, მოხერხდეს საზოგადოების სრული მობილიზება და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებში. ყველაზე დიდ შეცდომას ის ოპოზიციური ძალები უშვებენ, რომლებიც საზოგადოებას ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.”, - აცხადებს დავით გამყრელიძე და შეკითხვას - “ლაპარაკობენ იმასაც, რომ პრობლემები გაქვთ თინა ხიდაშელთან...” პასუხობს:

“ტყუილია, თინა საერთოდ არ მონაწილეობს ალიანსის მართვაში”.

ზვიად ძიძიგურს ქვეყნის საგარეო ვექტორის რადიკალურად შეცვლა და რუსეთისკენ მიბრუნება სურს

“ალბათ ყველა ხედავს, რომ ნატო საქართველოს გაწევრებას უახლოეს მომავალში არ განიხილავს. ამიტომაც საჭიროა გადავხედოთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ვიფიქროთ რეალურზე. რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც საქართველომ დაიწყო ფიქრი ნატო-ში გაერთიანებაზე. რუსეთს აცოფებს, საქართველოს ნატო-ში გაერთიანება რომ სურს. ამას დაემატა ისიც, რომ საქართველო ისტერიული ტონით ელაპარაკება რუსეთს. დროა ვიფიქროთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე, დავიწყოთ რუსეთთან დიალოგი”, - აცხადებს “კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის მხრიდან პრობლემები ჯერ არ დამთავრებულა” / ზვიად ძიძიგურის აზრით, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისკენ პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას.

“მართალია, საქართველოს ნატო-ში გაწევრებაზე ვფიქრობდი და დადებითად ვაფასებდი ამას, თუკი ეს ახლო მომავალში მოხდებოდა, მაგრამ ბუქარესტის სამიტის შემდეგ ეს იმედები გამიცრუვდა. საქართველოს ხელისუფლებამ ჩაშალა ნატო-ში შესვლის პერსპექტივა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ქვეყანას არ აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი პრესა და სამართლიანი სოციალური სისტემა. ამიტომაც აღარ თანაგვიგრძნობს საერთაშორისო საზოგადოება. ნატო-ში შესვლაზე რომ უარი გვითხრეს, ეს ხელისუფლების სინდისზეა. ახლა დროა ნატო-ში შესვლაზე კი არა, საკუთარ თავზე ვიფიქროთ. საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი რუსეთთან დიალოგისთვის. ვინც ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება არ არის საჭირო და უნდა შევეგუოთ იმ რეალობას, რომელიც გვაქვს, ეს არასწორია. თუკი მივაღწევთ ურთიერთობის გაუმჯობესებას, მაშინ ტერიტორიების დაბრუნებაზე შეიძლება ვიფიქროთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.

“რაც შეეხება რუსეთთან დიალოგისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ეს პროექტი “კონსერვატიულ პარტიას” ჯერ კიდევ ნოღაიდელის რუსეთში წასვლამდე ჰქონდა. ეს პროექტი ჩვენ გამოვაქვეყნეთ და ჩაფიქრებული გვაქვს დისკუსიის გამართვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. რუსეთთან დიალოგის დაწყება აუცილებელია, რადგან იქ მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც ბედის ანაბარად არიან დარჩენილი. გარდა ამისა, არის საკითხები, რომელიც რუსეთთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას მოითხოვს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, თუნდაც ეკონომიკური საკითხები და ა.შ.”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“აგვისტოს ომი ეს იყო ისტორიული დაპირისპირება რუსეთ-საქართველოს შორის. საქართველოს ხელისუფლებამ თავად თქვა უარი პოზიტიურ ურთიერთობაზე. არიან ძალები, რომელთაც სურთ ხელი შეუშალონ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში დამთავრდა პრობლემები რუსეთის მხრიდან, ძალიან ცდება. არა, რუსეთის მხრიდან პრობლემები ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გადავდგათ ნაბიჯი ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ. ვინმე დაელაპარაკა რუსეთს ნორმალურად? არავინ. ჰოდა მოდით, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე დაველაპარაკოთ რუსეთს. შესაძლებლობები კი ნამდვილად არსებობს. არც მედიას ვურჩევ, მწვავე შეფასებები მისცეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებს”, - დასძენს ზვიად ძიძიგური.

“პირველ რიგში, რუსეთთან დიალოგის საკითხის განხილვას ოპოზიციაში და ხალხთან ვაპირებთ, რადგან ყველაზე მწვავე საკითხის - ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვა უნდა მოხდეს მშვიდ ვითარებაში. ამასთან უნდა აღდგეს რუსეთთან სავაჭრო კავშირი. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაშიც ასე ფიქრობენ და არა სხვანაირად, მაგრამ ხელისუფლებამ ისე ღრმად შეტოპა რუსეთთან დაპირისპირებით, რომ უკან ვეღარ ბრუნდება”, - აცხადებს ზვიად ძიძიგური და შეკითხვას - “თუკი რუსეთის მიმართ კეთილგაწყობაა ხელისუფლებაშიც, რა უშლით ხელს, ამ შემთხვევაში ზურაბ ნოღაიდელი ხომ არ მოისაზრება ხელისუფლების დესპანად რუსეთში?” - პასუხობს:

“ეს ნოღაიდელს ჰკითხეთ. ყოველ შემთხვევაში, რუსეთთან მისასვლელი პირი არ აქვს ამ ხელისუფლებას და ვიღაც ხომ უნდა დაელაპარაკოს მათ? ნოღაიდელმა ყველაზე კარგად გაართვა რუსეთთან დიალოგის დაწყებას თავი. “კონსერვატიული პარტია” ამას დადებითად აფასებს, თუმცა ჩვენს პარტიას რუსეთთან დიალოგი არ დაუწყია, რადგან ჯერ ქართულ საზოგადოებასთან გვინდა დიალოგი. მე ყველა დროს ვაკეთებდი ამ განცხადებას, რომ რუსეთთან საჭიროა ურთიერთობების აღდგენა და ამაზე საუბარი არ შემშინებია. არ ვიცი, რატომ აქვს ტაბუ დადებული რუსეთთან დიალოგის თემას. არჩევნები არაფერ შუაშია, მე ყოველთვის ვფიქრობ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და იმის თქმაც შემიძლია ცალსახად, რომ დღეს ნატო-ზე ფიქრი არაფრის მომტანია და შეიძლება ითქვას - არარეალური”.

ალასანია უკრაინის ამბებთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს საქართველოს პრეზიდენტისგან ითხოვს

“უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ლამის საერთაშორისო სკანდალის სახე მიიღო. ამ არჩევნებში ქართულმა მხარემ ღიად გამოხატა თავისი მხარდაჭერა იულია ტიმოშენკოსადმი და არც მეტი, არც ნაკლები, მისი გამარჯვებისთვის განსაზღვრული სვლებიც განახორციელა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ალასანია პრეზიდენტისგან პასუხს ელოდება.

“როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, სააკაშვილმა უკრაინაში მოიერიშე დესანტი გადასხა გივი თარგამაძის ხელმძღვანელობით. თუმცა, დამკვირვებლების სტატუსით უკრაინაში ჩასულ 2000-მდე დამკვირვებელს უკრაინის ცესკო-მ უარი უთხრა საარჩევნო უბნებზე დაშვებაზე და ქართველებს დამკვირვებლის სტატუსი არ მინიჭებიათ. მართალია, მეგობარი ქვეყნის პირველი პირის არჩევა სრულიად უკრაინის მოსახლეობის პრეროგატივაა, მაგრამ როგორც ქართული ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, უკრაინელთა პარალელურად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად ემოქმედა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაც უკრაინის ცესკო-ს პრინციპული პოზიციის გამო გივი თარგამაძესა და სხვა გავლენიან ნაციონალებს არ გამოუვიდათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გუშინ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ოპოზიციური ალიანსის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინაში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ავანტიურას და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სააკაშვილს ეკისრება. ალასანიას თქმით, უკრაინაში დემოკრატიული არჩევნები გაიმართა და ეს შედეგმაც დაადასტურა. შესაბამისად, სრულიად გაუთვლელი და გაუმართლებელია ამ ეტაპზე მეზობელ უკრაინასთან წინდაუხედავი ნაბიჯების გადადგმა. ალიანსის ლიდერმა მიულოცა უკრაინის პრეზიდენტობის ბრძოლის მეორე ტურში გასულ კანდიდატებს და აღნიშნა, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” სათანადოდ აფასებს მათ მნიშვნელოვან როლს უკრაინაში ჯანსაღი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საქმეში. ამავე დროს ალიანსს მიუღებლად მიაჩნია უკრაინის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა და საქართველოს ხელისუფლებისგან და კონკრეტულად პრეზიდენტისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიგვაჩნია, რომ განხორციელებული პოლიტიკური ავანტიურისა და ქვეყნის ინტერესებისადმი მიყენებული ზიანის მასშტაბები აშკარად ითხოვს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების - ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძისა და სხვათა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დასმას”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. პრესკონფერენციის ბოლოს ალიანსის ლიდერმა კომენტარი გააკეთა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით და პოლიტიკური ძალების სახელით, საქართველოს პრეზიდენტისგან ძალიან დეტალური განმარტებები მოითხოვა”, - დასძენს გამოცემა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123102.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოზარ სუბარი “მაუწყებელს” მერაბიშვილსა და თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის სრული ვერსიის გაშვებას სთხოვს

21 / 01, 2010 13:27

სოზარ სუბარი საზოგადოებრივ მაუწყებელს ვანო მერაბიშვილსა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის სრული ვერსიის გაშვებას სთხოვს.

ამის შესახებ “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს შს მინისტრისა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სატელეფონო საუბარი, რომლის უარყოფა ოფიციალურ პირებს არ მოუხდენიათ, უკრაინაში დაგეგმილ დივერსიულ მიზნებზე მოწმობს.

მისივე განცხადებით, აღნიშნული უდიოჩანაწერის სრული ვერსია ქართული ტელეარხებიდან მხოლოდ “მაესტრომ” და “კავკასიამ” გაუშვეს; მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიებიდან კი, “რუსთავი 2”-მა და “იმედმა” საუბრის მხოლოდ მოკლე ფრაგმენტი აჩვენეს, სადაც მაყურებელს ჩანაწერის სრულად აღქმისა და დასკვნის გამოტანის საშუალება არ ჰქონდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი ამ თემაზე დუმილი არჩია.

“ჩვენ მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს, განსაკუთრებით მის ახლად არჩეულ წევრებს – Dშავრედაშვილს, დანელიასა და ჩახუნაშვილს, რომელებსაც სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ქონდათ, მიიღონ ზომები, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ” (მუხლი 59) და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება”, - განაცხადა სუბარმა.

“ალიანსის” თანათავმჯდომარის აზრით, ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლების ორი მაღალი რანგის წარმომადგენლის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი საზოგადოების ინტერესის საგანია.

“კანონის თანახმად, არხი ვალდებულია, ასახოს საზოგადოებაში არსებული მოსაზრებათა პლურალიზმი. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, აუდიოჩანაწერის გაშვებისას უზრუნველყოფილი იყოს კანონის ეს მოთხოვნაც~, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2010

22 / 01, 2010 11:04

• სანდრო ბრეგაძე კოკო გამსახურდიას პარტიას ტოვებს?!

• ვინ წავა საქართველოდან უკრაინის არჩევნების მეორე ტურზე

• სოჭის ოლიმპიადის წინ ჩრდილო კავკასიის ახალი ფედერალური ოლქის შექმნით რუსეთმა ადიღელები უბიხების გზას გაუყენა

სანდრო ბრეგაძე კოკო გამსახურდიას პარტიას ტოვებს?!

“ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ჯერჯერობით არა გვაქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად - ვისთან ერთად. ეს მუშა პროცესია და ამ მოკლე პერიოდში გაირკვევა. სიმართლე გითხრათ, პირადად მე რაღაც გადაწყვეტილებების მიღების წინ ვდგავარ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით”, - აცხადებს პარტია “თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კოკო გამსახურდიასა და სანდრო ბრეგაძეს შორის განხეთქილებაა?!

“ვგულისხმობ იმას, თუ რომელი გზით უნდა ვიარო მე და რა პოლიტიკური გზით უნდა იაროს იმ პარტიამ, რომელშიც ახლა ვარ. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ იმ განმარტებებისგან, რომ ჩვენ ასე ვიზამთ და ისე ვიზამთ. დღეს, ნაციონალური მოძრაობის გარდა, არც ერთი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბებული არ არის, რა სახით გამოვა არჩევნებზე. ჯერჯერობით არა მარტო ჩვენთან, არამედ მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი ჩამოყალიბებული გეზი არ არსებობს. ეს ეხება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას... პარტიიდან წასვლაზე საუბარი არ არის. მე უბრალოდ განვაცხადე, რომ ვდგავარ ამ გადაწყვეტილების მიღების წინ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი არის დამოკიდებული იმაზე, რა პროცესები წარიმართება თუნდაც ამ ერთი თვის განმავლობაში. ვინაიდან საქართველოში საკმაოდ აირია პოლიტიკური პროცესები და საკმაოდ ბევრი პოლიტიკოსიც შეიცვალა”, -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

“პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ეხება იმ პარტიას, რომელშიც ახლა მე ვიმყოფები და და აგრეთვე ეხება იმასაც, თუ რა პოლიტიკური კლიმატი იქნება საქართველოში. ბევრი რამ შეიცვალა და გარწმუნებთ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდგომ საკმაოდ ბევრი რამ შეიცვლება საქართველოში. უკრაინის არჩევნებით შეიძლება ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არ შეიცვალოს ისე რადიკალურად, როგორც საქართველოს შიგნით შეიცვლება პოლიტიკური კლიმატი. თუ რა გადაწვეტილებას მიიღებს პარტია “თავისუფლება”, იმაზე იქნება დამოკიდებული ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა. მე გამაჩნია მყარი პოლიტიკური გზა, რომელსაც მიყვები მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გზა. თქვენ შეამჩნევდით, რომ ძალიან იშვიათად თუ მიხილავს ვინმე პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციასთან, იმიტომ რომ მე გამაჩნია ჩემი სერიოზული პრინციპები”, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე და შეკითხვას - “განხეთქილება ხომ არ არის თქვენსა და კოკო გამსახურდიას შორის?” - პასუხობს:

“არანაირი უთანხმოება არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, თუ რა პოლიტიკური გეზი იქნება აღებული ადგილობრივი არჩევნების დროს და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და შემდგომი პროცესების განმსაზღვრელი. შეიძლება გარედან არ ჩანდეს, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს შიგნით. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია დღეს იმაზე საუბარი, თუ რა იქნება ხვალ ან ზეგ და მთლიანად ქართული პოლიტიკურ სპექტრში”.

ვინ წავა საქართველოდან უკრაინის არჩევნების მეორე ტურზე

“უკრაინის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენით ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის ქართველი დამკვირვებლების დარეგისტრირებაზე უარის თქმა უკანონოდ ცნო. გარდა ამის, სასამართლომ დაავალდებულა ცესკო, რომ ახლო მომავალში მიიღოს გადაწყვეტილება ქართველ დამკვირვებელთა შესახებ. ეს ცნობა გუშინ უკრაინის პრეზიდენტობის ერთი-ერთი კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბმა გაავრცელა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით, ვინ წავა საქართველოდან უკრაინის არჩევნების მეორე ტურზე.

“ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი კიდევ უფრო გაამძაფრა უკრანული მედიის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა სატელეფონო ჩანაწერებმა. განსაკუთრებით კი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და პარლამენტარ გივი თარგამაძის საუბარმა, სადაც ისინი დამკვირვებლების უკრაინაში ჩაყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობენ. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ტიმოშენკო და იანუკოვიჩი მიიღებენ მონაწილეობას, 7 თებერვალს შედგება და მასზე ქართველი დამკვირვებლების დასწრება-არდასწრების საკითხი შესაძლოა ახალი აჟიოტაჟის საფუძველი გახდეს. ვინ იყვნენ 17 იანვარს საქართველოდან უკრაინაში ჩასული პირები, ვისგან დაფინანსდნენ და რა უნდოდათ ამ რაოდენობით უკრაინაში - აქასთან დაკავშირებით ხელისუფლება კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ცნობილია მხოლოდ იმ 26 დამკვირვებლის ვინაობა, რომლებიც ა/ო “სამართლიანმა არჩევნებმა” გაგზავნა და რომლებსაც არავითარი პრობლემები არ შექმნიათ. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა სირაძე ამბობს, ისინი 7 თებერვალს დანიშნულ არჩევნებშიც აპირებენ დამკვირვებლების გაგზავნას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აბსოლუტურად უპრობლემოდ დააკვირდნენ ჩვენი დამკვირვებლები არჩევნებს. რატომ შეექმნათ სხვებს პრობლემები, არ ვიცი. ჩვენი ორგანიზაცია არის ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქსელის წევრი, რომელსაც აქვს მისია კიევში. ჩვენ მოგვივიდა მოთხოვნა და უგდა დავაზუსტოთ რაოდენობა, რამდენს გავაგზავნით და დარწმუნებული ვართ, რომ უპრობლემოდ გაატარებს უკრაინის ცესკო ამ ხალხს”, - აცხადებს ეკა სირაძე. “სამართლიანი არჩევნებისგან” განსხვავებით, არჩევნების მეორე დამკვირვებლებს არ აგზავნის “ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”. რამდენ დამკვირვებელს გააგზავნის საქართველოს ხელისუფლება და რომელი ორგანიზაციებიდან, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ უბრალოდ დავაკვირდებით იქ, სადაც ყველაზე მეტად არსებობს იმის ალბათობა, რომ არასწორი მეთოდები იქნას გამოყენებულიჩვენ, როგორც ყველა სხვა დამკვირვებელი, ჩვეულებრივ დავაკვირდებით და დავაფიქსირებთ დარღვევებს. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს ღიად და ტრანპარენტულად”, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქავთარაძე. იგი კომანტარს არ აკეთებს იმაზე, თუ რა რაოდენობის დამკვირვებლების გაგზავნას გეგმავს ხელისუფლება. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გაგზავნიან იმდენს, რამდენიც საჭიროა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამ შემთხვევაში ჩვენს ხელისუფლებას არ გაუჭირდება დამკვირვებლების სამუშაო ადგილისა თუ პროფესიის მითითება, რამდენადაც სწორედ შსს-ს ხელშია დოკუმენტაცია და შეუძლიათ რომელიმე არასათავრობო ორგანიზაციას მიაწერონ ეს ადამიანები. ბევრია ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების მიერაა მართული. ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს ხელისუფლება. იმიტომ, რომ როდესაც ასეთი ღია და აგრესიული მხარდაჭერა ხორციელდება, უფრო უარყოფითად მოქმედებს იულია ტიმოშეკოს იმიჯზე. ამ ყველაფერს უნდა გონივრული და რაციონალური მიდგომა. როგორც ჩანს, ბატონ თარგამაძესა და იულია ტიმოშენკოს შორის არის გარკვეული შეთანხმება, თუ რა სტრატეგიით იმოქმედონ ჩვენმა დამკვირვებლებმა იმისთვის, რომ მოხდეს იანუკოვიჩის დისკრეტიდაცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

“ვინც ამ შიდა არჩევნების მაქინაციებში ერკვევა, ასეთი არის საერთაშორისო დონის სპეციალისტი გივი თარგამაძე და სწორედ ამიტომ არის ის გაგზავნილი. თავის დროზე სწორედ ამიტომ იყო ის გაგზავნილი ყირგიზეთში, ბელორუსში და ა.შ... საქმეში მთავარი ექსპერტია ჩართული, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ამით ზიანი ადგება ჩვენი სახელმწიფოს იმიჯს”, - დასძენს ირაკლი სესიაშვილი.

სოჭის ოლიმპიადის წინ ჩრდილო კავკასიის ახალი ფედერალური ოლქის შექმნით რუსეთმა ადიღელები უბიხების გზას გაუყენა

“ადიღელები ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის შექმნას აპროტესტებენ და საყოფელთაო გამოსვლებისთვის ემზადებიან. ასეთი გადაწყვეტილება ადიღელთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “ადიღე ხასემ” 20 იანვარს გამართული სხდომისას მიიღო. ორი დღის რუსეთში პრეზიდენტ მედვედევის განკარგულებით რუსეთში ახალი, რიგით მე-8 ფედერალური ოლქი შეიქმნა - დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ბარაჩაი-ჩერქეზეთი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანია, ჩეჩნეთის რესპუბლიკა და სტავროპოლის მხარე რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქიდან გამოყვეს და მათგან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი შექმნეს. ადიღელების უკმაყოფილებას ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო იწვევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ადიღელები საპროტესტო გამოსვლებს გაგმავენ / “როცა მსგავსი ოლქი საბჭოთა პერიოდში არსებობდა, ჩეჩნეთში მოხდა 40 აჯანყება, 20 - ინგუშეთში, 4 წლის განმავლობაში 4 აჯანყება მოაწყვეს ჩერქეზებმა”.

“მთავარი, რასაც “ადიღე ხასე” აპროტესტებს ისაა, რომ ადიღელთა ისტორიული სამშობლო ამიერიდან არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სუბიექტს, არამედ სხვადასხვა ფედერალურ ოლქებს შორის ნაწილდება. კერძოდ, ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი ახალ ჩრდილო კავკასიის ოლქში შედიან, ადიღე და კრასნოდარის მხარე კი - ძველებურად სამხრეთ ფედერალურ ოლქში. ადიღელთა აზრით, ახალ ოლქში ადიღე და კრასნოდარის მხარეც უნდა შესულიყო. თუმცა, ადიღელები თავად ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის შექმნის ფაქტითაც უკმაყოფილო არიან. “ადიღე ხასეს” გადაწყვეტილებით საპროტესტო აქციები, გარდა რუსეთისა, სხვა ქვეყნებიც გაიმართება, სადაც ადიღელთა დიასპორებია. თბილისში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ოლქში ადიღეს არშეყვანა მიზანმიმართულად მოხდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მგონია, რომ ადიღეს რესპუბლიკას საერთოდ რაღაცას უპირებენ. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული კონსტიტუცია სრულიად დაამახინჯეს, თითქმის ყველაფერი ამოიღეს, რაც სუვერენიტეტს გულისხმობდა. საბჭოთა კავშირის დროს ადიღე რუსპულიკა კი არა ავტონომიური ოლქი იყო. ამიტომ არაფერია გამორიცხული. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ სოჭის ოლიმპიადის წინ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გახდა, სამხრეთ ფედერაციის ოლქი გამოეყო ჩრდილოეთ კავკასიისგან. ადიღელებს უნდათ ამ ოლქში შესვლა იმის გამო, რომ ადიღები, ყაბარდოელები და ჩერქეზები ერთი და იგივე ხალხია. ბოლოდროინდელი ადიღურ-ჩერქეზული მოძრაობა ორიენტირებული იყო, რომ ყაბარდო-ბალყარეთი, ადიღე და ყარაჩაი-ჩერქეზეთი გაერთიანებულიყო ერთ ჩერქეზულ რესპუბლიკაში. სწორედ ამიტომ, ისინი არა მარტო დაყვეს, არამედ სხვადასხვა ფედერალურ ოლქში მოაქციეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

“20-30-იანი წლებში არსებობდა ასეთი ოლქი და მასში კრასნოდარის მხარის გარდა ყველა ის რესპუბლიკა შედიოდა, რომლებიც ახლა გააერთიანეს ჩრდილოეთ კავკასიის ოლქში. კრასნოდარის მხარე საერთოდ რუსული ნაციონალიზმის უბეა. აქ ძალიან ბევრი კაზაკი ცხოვრობს და ადიღელები სულ 100 ათასი კაცია, ანუ საკუთარ სამშობლოში უმცირესობას წარმოადგენენ. ამტომ მათ ანგარიშს არავინ უწევს. მათ ვერც მონათესავე ყაბარდოელები და ჩერქეზები დაეხმარებიან, რამდენად ისინი უკვე შედიან ახალ ოლქში. ამიტომ ეს პროტესტი ნელ-ნელა გასაქრობადაა განწირული. როგორი მასობრივი გამოსვლებიც უნდა იგეგმებოდეს, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში 3 მილიონი კაზაკი ცხოვრობს, უკვე სასაცილოა საუბარი რამის კეთებაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მიხეილ ლაბაძე.

“ადიღეს რესპუბლიკა კრასნოდარის მხარის შეაგულშია. ადრე იყო მოსაზრება, რომ მის შემადგენლობაში შესულიყო და არ ჩამოყალიბებულიყო ცალკე ადიღეს რესპუბლიკა. მაშინ ადიღელების პროტესტს მხარი მონათესავე ხალხებმაც დაუჭირეს. თუმცა ახლა დანარჩენებს ეროვნული თვითმყოფადობის ყველა საშუალება მიეცათ და ამიტომ ცალკე ადიღელების პროტესტი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია - ოლქის შექმნით რუსეთი ცდილობს დააცხროს “მადაზე მოსული” ჩრდილოკავკასიელები, გაუხსნის მათ ეროვნული თვითმყოფადობის ინსტიტუტებს - ტელევიზიას, სკოლებს, თეატრებს. ჩრდილოეთ კავკასია დენთის კასრია. ამ ოლქის შექმნით რუსეთი, ასე ვთქვათ, ჩრდილო კავკასიელების ამბიციის ჩაცხრომასა და მათგან მორჩილი ხალხის მიღებას ცდილობს”, - დასძენს მიხეილ ლაბაძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123197.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...