საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და დასძინა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში მისი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება.
„ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას!
წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება.
ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მარკ რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის, მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის გაფართოებულ ალიანსს.
„ვულოცავ მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხ
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთპარტიული ღერძის, ვერტიკალის დეკონსტრუქცია და ძალაუფლების ბალანსი.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/501428349072055
მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, - ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
„ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
იენს სტოლტენბერგმ
გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ - ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, რომელი რა მიზანს ემსახურება - ჩვენთვის კოალიცია მიუღებელია როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე ამ „ოცნებასთან“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს.
მისი თქმით, აღნიშნულ დეკლარაციას ისინი იმიტომ არ უერთდებიან, რომ დეკლარაციაში მათ
ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული კრიტიკა საქართველოში გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო, - ასე გამოეხმაურა CNews-თან საუბრისას პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ტატა ხვედელიანი ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ დასკვნას, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს და ცესკოს დაკომპლექტების საკითხს შეეხებოდა.
მისი თქმით, გენდერული კვოტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს უ
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს.
როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც.
„დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის ში
კახეთში ძლიერი ქარიშხლის გამო დაზიანდა ალავერდის ტაძრის გუმბათი. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის ვიდეოები და ფოტოები. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კახეთის მხარეში.
„პუბლიკა” დამატებითი დეტალებისთვის დაკავშირებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.
publika
ვენეციის კომისია მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ და ცენზურის დამწესებელ კანონპროექტს აფასებს და რეკომენდაციას გასცემს, ხელისუფლებამ არ გააგრძელოს მისი მიღება.
საქმე ეხება კანონს, რომელსაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ჰქვია და გულისხმობს თანმდევ ცვლილებას კიდევ 18 კანონში. საკანონმდებლო პაკეტი ითავლისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას“, ისე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურასა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.
დღეს, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ დღევანდელი დღიდან აითვლება უკრაინის EU-ში წევრობის დაწყების რეალური დრო.
ის მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ უკრაინა არასდროს გადავა ერთიანი ევროპის გზიდან.
მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს იცავს. მე მადლიერი ვარ გუნდისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის ნაწილად გ
ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ.
„მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმი
რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს არის საპასუხო ზომა სამი რუსული მედია საშუალების („რია ნოვოსტის“, „იზვესტიასა“ და „როსიისკაია გაზეტას“) „ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეიდან შედის ძალაში.
რუსეთის საგ
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა – ერთი გენდერული კვოტების გაუქმებას ეხება, მეორე კი – ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს.
გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ როგორც მუდმივად აცხადებს, ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა იყოს აგებული მინიმუმ შემდეგ სამ არსებით ელემენტზე:
მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვასა და უკრაინას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ გზა შესაძლებლობებით სავსე იქნება.
ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, დღეს 25 ივნისს დაიწყება.
7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტა
დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე.
ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს.
7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანა
„2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელსაც გამოიყენეს „არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებებ
“ოცნება” აქცენტს აკეთებს, რომ საკუთარი პროპაგანდისტური ინსტრუმენტებით, განსაკუთრებით ფინანასურად ძლიერი ტელევიზიებით შემდეგი თვეების განმავლობაში ტყუილი შეასყიდოს საზოგადოებას, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდებათ იმიტომ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან განცხადებები კიდევ უფრო მკაფიო გახდება.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1544416216158649/
ჩვენ, ამ არჩევნების შემდეგ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა. ეს არის აუცილებელი პირობა, იმისთვის რომ ქვეყნის განვითარება გავხადოთ შეუქცევადი.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/862096349284283
პირველად ხდება საქართველოში, რომ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, დაჩქარებულად გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ხელისუფლება, ამ შესაძლებლობას არ იყენებს, მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/829342922496991
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო ‘ბრაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან ერთად ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული ღონისძიებაზე.
ო’ბრაიენი ამბობს, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ.
ო’ბრაიენმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ნატოსა და ევროკა
როდესაც ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციურ ამოცანას და წინ ეღობება ამ ამოცანის შესრულებას, ის უკვე ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის ფარგლებს მიღმაა გასული.
სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვიხილეთ საქართველოს ხელისუფალი სიმართლის მოშიში ხელისუფლების როლში.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ლიდერი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1211521073540656/