Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ლევან გოგიჩაიშვილი - თავისივე ორგანიზებულ ზეიმზე რომ ხალხი კობახიძეს აგდებს სცენიდან, ამაზე დიდი სოციალური კვლევის ინდიკატორი არ არსებობს (ვიდეო)

თავისივე ორგანიზებულ ზეიმზე რომ ხალხი კობახიძეს აგდებს სცენიდან, ამაზე დიდი სოციალური კვლევის ინდიკატორი არ არსებობს. რაც არ უნდა დაუპირისპიროს “ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეებს, “ოცნება” უკვე წაგებულია.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/764372605772786

მიშა დაუშვილი -  ინვესტორებმა დაინახეს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და სამართლიანი გარემო ჩვენს ქვეყანაში აღარ არის, დღევანდელ ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია, ამიტომ, ინვესტიციებისგან თავს იკავებენ

ინვესტორებმა დაინახეს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და სამართლიანი გარემო ჩვენს ქვეყანაში აღარ არის, დღევანდელ ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია, ამიტომ, ინვესტიციებისგან თავს იკავებენ. ეს ინვესტიციები შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებითი მამოძრავებელი ძალა იქნებოდა ჩვენი ეკონომიკისთის. დაყოვნებული და გაუქმებული ინვესტიციები კი სრულად “ოცნების” პასუხისმგებლობაა.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.f

ნათია მეზვრიშვილი - საერთაშორისო პარტნიორები არ ენდობიან იმ კვლევებს, რომლებსაც კარდაკარ დაატარბს ოპოზიციის ნაწილი. არსებობს საერთაშორისო კვლევა, ძალიან ავტორიტეტული, ეს იციან ოპოზიციურმა პარტიებმაც და აი იმ კვლევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა

საერთაშორისო პარტნიორები არ ენდობიან იმ კვლევებს, რომლებსაც კარდაკარ დაატარბს ოპოზიციის ნაწილი. არსებობს საერთაშორისო კვლევა, ძალიან ავტორიტეტული, ეს იციან ოპოზიციურმა პარტიებმაც და აი იმ კვლევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1155647969099933/

ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოს წევრობის 5 კანდიდატი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე. დღეს შესარჩევი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ეტაპზე კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს. ადმინისტრაციამ გაავრცელა კომისიის წევრის, თამარ ლალიაშვილის კომენტარიც: „კონკურსანტების შეფასების მთავარი კ

შინაარსს არ ვხედავთ რაღაც ტექნიკურ გაერთიანებებში, "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანება უბრალოდ გამორიცხულია - მიხეილ დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრები, წინასაარჩევნოდ ტექნიკურ გაერთიანებებში შინაარსს ვერ ხედავენ და განსაკუთრებით წარმოუდგენლად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება მიაჩნიათ: "შინაარსს არ ვხედავთ რაღაც ტექნიკურ გაერთიანებებში, ეს არასწორად მიგვაჩნია, ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა კონკრეტული, ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის. რაც შეეხება "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანებას, ეს უბრალოდ გამორიცხულია. ხოლო ლოგიკურია მათი გაერთიანება, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის "ნაცმოძრაობა". ისინი, რა თქმა უნდა, უნდა გაერთ

პარტია „საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე მხარი არ დაუჭირა, რითაც ეროვნულ ინტერესებს კიდევ ერთხელ უღალატა

„ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე მხარი არ დაუჭირა, რითაც ჩაიდინა ეროვნული ინტერესების კიდევ ერთი ღალატი, - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა. „რეზოლუცია მოუწოდებს დეო

მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა - 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა

ლევან გოგიჩაიშვილი - პარტია "გახარია საქართველოსთვის" რეიტინგი გაიზომა 2021 წელს და ეს რეიტინგი მზარდია (ვიდეო)

რაც არ უნდა კვლევები ატარონ აფილირებულმა ენჯეოებმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაცია, ერთმანეთთან დარბიან ამ რეიტინგებით და ვაჭრობენ. ჩვენი რეიტინგი გაიზომა 2021 წელს და ეს რეიტინგი მზარდია.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2117501835301235

მიხეილ დაუშვილი - ფეხბურთელების მხრიდან „ქართუსთვის“ მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი - ცუდს უნდა დაერქვას ცუდი, კარგს კარგი

მიმაჩნია, რომ მათი [ფეხბურთელების] მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის უარყოფით გამოხმაურებებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ, მას შემდეგ, რაც ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართუს” მადლობა გადაუხადა. როგორც დაუშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება და არასწორია, რომ ფეხბურთელების მიერ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს არღვევს და თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს არ ასაჯაროებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა. მათივე ცნობით, ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგი

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 ივლისს ფესტივალი ‘’ნაყინობანა’’ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 6 და 7 ივლისს ‘’დიდი ნაყინობანა’’ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.     ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ჯამბაზის წარმოდგენა, გასართობი პროგრამა, თემატური გათამაშებები, სხვადასხვა სახალისო აქტივობა და ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება დახვდებათ. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას  მუსიკა

მერია: უფასო სამგზავრო ბარათებზე ინფორმაცია ყალბია

თბილისის მერიის განცხადებით, ყალბია ინფორმაცია, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათებს უფასოდ მიიღებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყალბ ინფორმაციას ყალბი გვერდები ავრცელებენ და იყენებენ მერიის ლოგოს.

პრეზიდენტი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ს

მიშა დაუშვილი -  “ოცნების” მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, ამიტომ არ არსებობს მათ მიმართ ნდობა, არც ქვეყნის შინგით და არც ქვეყნის გარეთ (ვიდეო)

“ოცნების” მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, ამიტომ არ არსებობს მათ მიმართ ნდობა, არც ქვეყნის შინგით და არც ქვეყნის გარეთ.    მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/824171973111431

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიურ პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განმარტებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. „ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით

მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციითვე, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ცნობისთვის, მთაწმინდის ტერიტორიაზე მთის ფერდობზე, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს გაუჩნდა. იპნ

მთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი გაჩნდა

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ბუჩქებს გაუჩნდა. მათივე თქმით, ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც. უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. პუბლიკა

პერსონალური პასუხისმგებლობა, სოციალური საკითხები და არჩევნები - გიორგი გახარიას კომენტარი ხარაგაულის ადგილობრივ მედიასთან (ვიდეო)

პერსონალური პასუხისმგებლობა, სოციალური საკითხები და არჩევნები - გიორგი გახარიას კომენტარი ხარაგაულის ადგილობრივ მედიასთან An9bE0vzZOdgo5oVEAUNxVzbVO3vkBZ8bpMcw6xdalbM0hk-8AwHPo9uMALPHp-hTuT1Q8ZYkfaSG-UsIHXrjcdI.mp4

„დედის გასვენების დღეს, მამას ინსულტი დაემართა და მალე დაეღუპა, მარტო დარჩა...“ - სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ჩემპიონს ემშვიდობებიან

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან... „როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი. სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წი

ბექა ლილუაშვილი - გენპროკურორად დაინიშნება ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აწყობს - ის ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი

ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გარკვეული გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გენერალურ პროკურორად დაინიშნება ის, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს და ეს პროცესი დაორგანიზდება ისე, როგორც მმართველ გუნდს უნდა, იმიტომ, რომ ის ამ თვალსაზრისით ერთპიროვნულ შესაძლებლობას ფლობს. "ეს პროცესი დღეს იმდე

უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 21 ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედ

ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 6-კვირიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს თემთა პალატაში ადგილებს და შესაბამისად, რომელი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათამდე გაგრძელდება. კენჭისყრის დაწყებისთანავე იწყება ხმების დათვლის პროცედურა, რის საფუძველზეც ეგზიტპოლები გამოქვეყნდება. პირველადი მონაცემები, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება 23:00 საათზე, ხოლო სრული სურათ

გიორგი ჭანტურია - ხალხის რაქცია კობახიძეზე არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია "ოცნებისთვის", იმაზე უფრო მძიმე, რაც დასავლეთს დაუწესებია

გუშინ, რაც მოხდა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია "ოცნებისთვის", იმაზე უფრო მძიმე, რაც დასავლეთს დაუწესებია, იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიერ დაწესებული სანქცია, რომელსაც დრო არ გააჩნია. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/507388168299045
×
×
  • შექმენი...