Jump to content
Planeta.Ge

Blogs

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი

დღეს, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი

ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, დღეიდან აითვლება EU-ში ჩვენი წევრობის დაწყება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ დღევანდელი დღიდან აითვლება უკრაინის EU-ში წევრობის დაწყების რეალური დრო. ის მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ უკრაინა არასდროს გადავა ერთიანი ევროპის გზიდან. მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს იცავს. მე მადლიერი ვარ გუნდისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის ნაწილად გ

ჰააგის სასამართლომ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ. „მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმი

რუსეთი 80-ზე მეტ უცხოურ მედია საშუალებას მაუწყებლობას უზღუდავს

რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის საპასუხო ზომა სამი რუსული მედია საშუალების („რია ნოვოსტის“, „იზვესტიასა“ და „როსიისკაია გაზეტას“) „ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეიდან შედის ძალაში. რუსეთის საგ

ვენეციის კომისია აკრიტიკებს კვოტების გაუქმებას და ცესკოს დაკომპლექტების წესში ცვლილებას

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა – ერთი გენდერული კვოტების გაუქმებას ეხება, მეორე კი – ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს.  გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ როგორც მუდმივად აცხადებს, ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა იყოს აგებული მინიმუმ შემდეგ სამ არსებით ელემენტზე: მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილ

ლაიენი: ვულოცავ მოლდოვას და უკრაინას, გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვასა და უკრაინას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ გზა შესაძლებლობებით სავსე იქნება. ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, დღეს 25 ივნისს დაიწყება. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტა

დღეიდან ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე. ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანა

ომბუდსმენი: 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ

„2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელსაც გამოიყენეს „არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებებ

კახაბერ ქემოკლიძე -  “ოცნება” აქცენტს აკეთებს, რომ საკუთარი პროპაგანდისტური ინსტრუმენტებით, განსაკუთრებით ფინანასურად ძლიერი ტელევიზიებით შემდეგი თვეების განმავლობაში ტყუილი შეასყიდოს საზოგადოებას (ვიდეო)

“ოცნება” აქცენტს აკეთებს, რომ საკუთარი პროპაგანდისტური ინსტრუმენტებით, განსაკუთრებით ფინანასურად ძლიერი ტელევიზიებით შემდეგი თვეების განმავლობაში ტყუილი შეასყიდოს საზოგადოებას, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდებათ იმიტომ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან განცხადებები კიდევ უფრო მკაფიო გახდება.    კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1544416216158649/

მიშა დაუშვილი - ჩვენ, ამ არჩევნების შემდეგ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა. ეს არის აუცილებელი პირობა, იმისთვის რომ ქვეყნის განვითარება გავხადოთ შეუქცევადი (ვიდეო)

ჩვენ, ამ არჩევნების შემდეგ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა. ეს არის აუცილებელი პირობა, იმისთვის რომ ქვეყნის განვითარება გავხადოთ შეუქცევადი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/862096349284283

ანა ბუჩუკური - პირველად ხდება საქართველოში, რომ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, დაჩქარებულად გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ხელისუფლება, ამ შესაძლებლობას არ იყენებს, მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს (ვიდეო)

პირველად ხდება საქართველოში, რომ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, დაჩქარებულად გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ხელისუფლება, ამ შესაძლებლობას არ იყენებს, მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/829342922496991

ო'ბრაიენი: აშშ-მა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში

შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო ‘ბრაიენმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან ერთად ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული ღონისძიებაზე. ო’ბრაიენი ამბობს, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ. ო’ბრაიენმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ნატოსა და ევროკა

ბექა ლილუაშვილი - როდესაც ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციურ ამოცანას და წინ ეღობება ამ ამოცანის შესრულებას, ის უკვე ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის ფარგლებს მიღმაა გასული (ვიდეო)

როდესაც ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციურ ამოცანას და წინ ეღობება ამ ამოცანის შესრულებას, ის უკვე ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის ფარგლებს მიღმაა გასული. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვიხილეთ საქართველოს ხელისუფალი სიმართლის მოშიში ხელისუფლების როლში.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ლიდერი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1211521073540656/

ოჯახის ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს

ოჯახის ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს. ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკოსი, პროფესორი გიორგი გახელაძე 19 ივნისს, დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. „პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. პუბლიკა

აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან ინციდენტის გამო შეზღუდული ჰქონდათ, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებათ

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, – ამის შესახებ აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. „ქსელის შევსებ

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ სახლთან თავს დაესხნენ

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის შექმნილი facebook-გვერდის ცნობით, მათ თანამებრძოლს, ადგილობრივ ნიკო გაფრინდაშვილს 22 ივნისს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა აქვს. სოფლის მცხოვრებლები მომხდარს 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი ეფექტურ გამოძიებასა და მოძალადეებისა და დამკვეთების დასჯას მოითხოვენ. „პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყო თუ არა გამოძიება უწყებამ. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება. მოსახლეობა სოფელ ზოდში

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ის ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას. სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადატანის მიზნით, თხევადი ბუნებრივი აირის მშენებარე პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების აკრძალვას, ფინანს

გახარიას კვირა: ეპიზოდი #20 - დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების პირობებში, რუსული კანონის პირობებში, ჩვენი გზა ევროპისკენ არის ჩაკეტილი (ვიდეო)

დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების პირობებში, რუსული კანონის პირობებში, ჩვენი გზა ევროპისკენ არის ჩაკეტილი:    

ვის უნდა ვუგულშემატკივროთ ჯგუფიდან საქართველოს გასასვლელად?

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 1 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის F ჯგუფში ბოლო, მეოთხე პოზიციას იკავებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მერვედფინალში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ბოლო ტურში, 26 ივნისს ჩვენი გუნდის მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება, რომელმაც ჩეხეთსაც მოუგო და თურქეთსაც და პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. დასაწყისში აღვნიშნოთ, რომ 6 ჯგუფში 1-2 ადგილებზე გასული 12 ნაკრების გარდა, მერვედფინალის საგზურს 6-დან 4 საუკეთე

ბორელი: თუ საქართველოს მთავრობამ ასე გააგრძელა, ევროკავშირის კარი დაიხურება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეყნების საბჭოს სხდომაზე მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საქმე ეხება რუსულ კანონს და იმ უარყოფით შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა. მისივე თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა „საქართველოშ

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, სუვერენულმა საერთაშორისო კომპანია “ფიტჩჩმა” საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა, რის მიზეზადაც სწორედ პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური გაურკვევლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება დაასა

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა

ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა - მითუმეტეს იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც საკუთარ თავსაც ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა უპრეცედენტოდ მძიმე ნიშნულზეა. “ჩვენ არ დავესწრებით

თბილისში, ავტობუსებზე მძღოლის პოზიციაზე 46 ქალია დასაქმებული

თბილისში, ავტობუსებზე მძღოლის პოზიციაზე 46 ქალია დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბლისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა გენდერული საკონსულტაციო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გახდა კომპანიისთვის, რადგან გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
×
×
  • შექმენი...