სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უაოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.
„მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამ
"საოცარი ემოციები გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ფეხბურთელებმა - როცა აგებ, როცა არ გიმართლებს და მაინც ამაყად და ბედნიერი აფრიალებ შენი პატარა ქვეყნის დროშას შუაგულ ევროპაში.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი კი არა! ბრძოლა არის აზრი ყველაფრის! ყოველთვის! და ყველგან!
ეს არის საქართველო. ჩვენ ვართ საქართველო!"
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს, ვინაიდან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც დასავლეთმა საქართველოს ურჩია.
ამის შესახებ მან ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
რიინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგე
საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, შტატების სანქციების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ დრომდე ამერიკის ვიზა ჰქონდა, ვიზის არავალიდურობის შესახებ უკვე ეცნობა. – ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავდა ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიოდ აცხადებდა, რომ საქართ
მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ!, - ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
"საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...იყო
თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე.
„ჩვენი პოზიცია იყო და ახლაც ასეთია, რომ როცა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე ვსაუბრობთ - ეს სწორია, გ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაბლოზე საქართველო - თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა.
შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.
ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ - ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო-თურქეთის მატჩთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ის ესწრებოდა საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში და გამარჯვების მომენტი გაიზიარა ქართველ გულშემატკივართან.
„ვესწრებოდი საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში. ძალიან სასიამოვნო იყო ამ მომენტის გაზიარება ამდენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლების მიზანშეწონილობა არ არსებობს.
საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო.
უწყება წერს, რომ 2024 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მოწოდებას გამოძიების განახლე
ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად დაუდასტურა.
„მედიაჩეკერის“ მასალაში არაფერია ნათქვამი არხის დატოვების მიზეზზე.
თიკო ფეიქრიშვილს „იმედზე“ შუადღის გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა.
ეს გადაცემა თიკო ფეიქრიშვილამდე დატოვეს სხვა წამყვანმაც, ეკა ამირეჯიბმა.
მასთან ერთად არხზე დილის გადაცემა „იმედის დილა“ დატოვეს ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა.
„იმედის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა „ქრონიკის“ ჟ
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიე
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ საქართველოში რუსული კანონის მოქმედების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შანსი არის ნული. ასე გამოეხმაურა ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების გახსნის შანსი ნული იყო რუსული კანონის ინიციირებამდე, მას შემდეგ კი 20-30%-მდე გაიზარდა.
“ფორმულასთან” საუბრისას კუბილიუსმა კობახიძის ნათქვამი “უცნაურად” შეაფასა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ამგვარ განცხადებებს “ქართული ოცნე
ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო.
იპნ
ერაყისა და იორდანიის შემდეგ, რუანდამ გაიწვია ხელმოწერა უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელმომწერთა სია 17 ივნისს განახლდა.
ამასთან, სიაში დამატებულია მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც 16 ივნისის მდგომარეობით იქ არ იყო.
15-16 ივნისს შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ორდღიანი დისკუსიის შემდეგ 80-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს, რომელსაც საქართველოც აწე
დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მატჩი დავით ყიფიანის დაბადების დღეს, 18 ივნისს დაემთხვა.
ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თბილისის „დინამოს“ „ოქროს ხანის“ სიმბოლოდ იქცა, 1951 წელს თბილისში დაიბადა.
ყიფიანმა „დინამოში“ 1971-1982 წლებში 351 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. იყო სსრკ- ს ჩემპიო
ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო - „ლელოს“ წარმატებები! ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი სტრატეგიაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ.
ბუჩუკურის განმარტებით, ამისთვის მათი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლ
თბილისის მერიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ დაზიანების აღმოფხვრას, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება.
„დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლ
დემოკრატიის გასამყარებლად, ბალანსის დასაცავად და პოლარიზაციის დასასრულებლად მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური იდენტობის მქონე ორგანიზაციები არსებობდეს, ამიტომ ვურჩევდით “ლელოს” თანაბრად დისტანცირდეს ორივე პოლიტიკური ძალისგან. „ლელოს“ „განაცების“ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ ვერანაირი თანამშრომლობის შანსს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1216358609532192/
რაც შეიძლება მეტი ისეთი პოლიტიკური პარტია უნდა მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, არც ამ პარტიის გუშინდელ დღესა და დღევანდელ განშტოებას წარმოადგენს და არც „ქართული ოცნების“ სატელიტია, იმიტომ, რომ ორპოლუსიანობა შედის „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში. ჩვენ ვხედავთ პრემიერს, მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და ცდილობენ, საზოგადოებაში დალექონ აზრი, თითქოს მხოლოდ ორი პარტიაა, რომელიც ბარიერს გადალახავს. ეს მათი ინტერეს
ჩვენ ყველა პარტიას, რომელიც განაცებული არ არის, ვგულშემატკივრობთ, რომ პარლამენტში მოხვდნენ. ჩვენი ინტერესია, რომ ასეთი პარტიები რაც შეიძლება მეტად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835847015090412/
"მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო და ვუთხრა, რომ ჩვენ, ქართველებს, ყველას ერთად ევროპულ კავშირში გაწევრიანებას ფასი უკვე გადახდილი გვაქვს და ეს ფასი გადახდილი გვაქვს რამოდენიმეჯერ, 2008-ში, 1992-ში, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და ყველგან.
დამნაშავეა ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც დღეს თავისი გაურკვეველი მიზნებით და ხშირად კორუფციული მიზნებით, ამ ფასს, რომელიც 30 წლის განმავლობაში თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გადავიხადეთ, უბრალოდ ანიავებს და ეს პასუხისმგებლობა, ეს არ არის
GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძემ აცხადებს, რომ წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.
მისი თქმით, ხვალიდან მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი ჩაირთვება.
კერძოდ, ნადირაძემ უპასუხა კითხვას, რა ვადებში დასრულდება სამუშაოები და როდის აღდგება წყლის მიწოდება და განმარტა, რომ უფრო ნათელი გახდება სურათი მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყება.
„დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმო
დღეს გამოდიან ადამიანები, რომლებიც თვისობრივად, იდეოლოგიურად, შინაარსობრივად, ფასეულობებით გადაჯაჭვულები არიან ნაცებთან და ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ თითქოს სტერილურები არიან ნაციონალური მოძრაობისგან.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3743909855869779/