საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ, ქვეყანაში ფასების ზრდას შეუწყო ხელი. ინფლაციის შესამცირებლად ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას იყენებს, რაც ასევე ნიშნავს ათასობით სესხზე მაღალ პროცენტს.
"რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა... რა თქმა უნდა, პირველი ტალღა, შემოსვლა რუსეთიდან და ბელორუსიდ
გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes Benz-მა ოფიციალურად განაცხადა რუსეთიდან გასვლისა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული შვილობილი კომპანიის წილების გასხვისების თაობაზე, მათ შორის საუბარია პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხანაზე.
სააგენტო Reuters-ი ციტირებს კონცერნის პრესმდივანს, რომლის თქმითაც, ეს არ შეეხება რუსულ საწარმო Камаз-ში არსებულ წილებს, ვინაიდან წლის ბოლოსთვის, გეგმის მიხედვით, ის Daimler Truck-ს გადაეცემა.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდი
აშშ-მა უკრაინას გადასცა პირველი ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ამის შესახებ კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში.
"რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ", - აღნიშნა ჰეისმა.
აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისათვის ორი ერთეული NASAMS-ის, მაგრამ არა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მათ შესახებ მოლაპარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე ხუთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გამოავლინეს სამი ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა.
მისივე თქმით, სამივე ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია.
„როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწესა და დამსახურებულ ჟურნალისტს, ოთარ ქინქლაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა.
სხვადასხვა წლებში ოთარ ქინქლაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი, შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი, განათლების მინისტრი, აგრეთვე ჟურნალ „დროშის“ მთავარი რედაქტორი.
მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის იპოდრომის ბაზაზე, განათლების სამინისტროს საცხენოსნო სპორტული სკოლის ჩამოყალიბებაში, რის გამოც ამ სკოლა
„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ ანალიზით, რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი პირდაპირი კონფრონტაცია აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ევგენი პრიგოჟინსა და მის უზარმაზარ გავლენებზე. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიზის თანახმად, პრიგოჟინს უნიკალური მდგომარეობა უკავია, რომელი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე - რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც სწრაფი ტესტებით ყოველდღიურად ხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომ „თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს“ აუზის წყლის ტესტირება
ეს სკანდალი - "ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?" ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც ზურაბიშვილი ალიევისაგან მოისმენდა და იტყოდა - აშკარად ჩანს, რომ არ უნდოდათ, პრეზიდენტს გაეგო, რაზე იქნებოდა საუბარი, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაფასა, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო.
მისივე თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტი
13 ოქტომბრის, ვაკის პარკის ტრაგედიიდან ზუსტად 13 დღე გავიდა. მარიტას თანაკლასელები საკლასო ოთახებს უკვე დაუბრუნდნენ... სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში კი მათ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ეხმარება.
„პრაიმტაიმთან“ მოძღვარი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პირველივე წუთებიდან იცის, რადგან შოკირებული ბავშვები ვაკის პარკიდან პირდაპირ მასთან, ტაძარში მისულან. მათ ითხოვეს, რომ მარიტას, ლაზარეს და ანდრიას გამოსაჯანმრთელებლად მამაოს ჯანმრთელობის პარაკლისი ა
რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს. სიმონიანმა ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა.
კრემლის პროპაგანდისტი გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატის, „მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის გააფთრებული მხარდამჭერის“, კონსტანტინ ზატულინისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვას.
სიმონიანი წერს, რომ ზატულინს ჩასვლა აუკრძალა „სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა“ და დასძენს: „სხვათა შორის, მეც“.
რუსეთის
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულების დაწყებიდან რამდენიმე საათში ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
სუნაკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს შეუძლიათ ჰქონდეთ დიდი ბრიტანეთის უცვლელი სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი. „ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიქნებით“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
უკრაინის შემდგომი დახმარება იყო ერთ-
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. გენერალური შტაბის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცდილობს დროებით დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას, ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებას და შეტევას ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით.
უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორი
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა და რამდენიმე ადგილზე ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ელექტროსადგურში და ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი, სამი კი დაშავებულია.
ავტორი - თამთა რუხა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება, ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა.
„ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური“ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს რომ გამოიყენოს“, – განაცხადა რაიდერმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციის განვითარებას ყურადღები
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს.
„დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სე
მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, უკრაინის პასუხი იქნება სამართლიანი და გარდაუვალი.
„ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურეს განსაკუთრებული ურთიერთობა აშშ-სა და ბრიტანეთს შორის და განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
„ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის და რუსეთისთვის, აგრესიის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონში, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს აკონტროლებენ, ამიტომ ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქიდან გასვლას, როგორც ეს მოხდა იზიუმში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტებისთვის ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა სიცოცხლისთვის საშიშია, გაქცევის გზები არ იქნება.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები ქუჩის ბრძოლების გამართვას შეძლებენ, იმიტომ, რომ ეს არ არის საუკეთესო ვარია
ევროკავშირში შესასვლელად რეკომენდაციებს უკრაინა წლის ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან კიევში გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შტაინმაიერთად შეხვედრაზე მათ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს.
“უკვე ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში წევრობას ეხება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
კერძოდ, უკრაინამ შვიდი რ
გერმანია უკრაინას MARS II ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას, ოთხ ჰაუბიცას გადასცემს და გააგრძელებს საჰაერდო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
“მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა. შემდგომ დღეებში ისინი გადეცემა უკრაინას”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეორე ვადით არჩეულმა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. როგორც მან განაცხადა, სასამართლო ხელისუფლება თავდასხმით რეჟიმზე გადადის.
„გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს „ჭეშმარიტებას“, სხვა დანარჩენი, ყველა, განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. გეკითხებით, სად არის კლანი? სასამართლოშია კლანი თუ არასამთავრობო სექტორში? მტკიცებულებებით ვამხელთ ყველა სუბიექტს, მიუხე