Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ხერსონის პრორუსული ხელისუფლება მამაკაცებს "სახალხო ლაშქარში" ჩაწერისკენ მოუწოდებს

მოსკოვის მიერ დანიშნული ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლება ქალაქში დარჩენილ მამაკაცებს ადგილობრივ "სახალხო ლაშქარში" გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა ხერსონის უკრაინის რეგიონში დაიწყო ადგილობრივი მილიციის ფორმირება და განაცხადა, რომ ქალაქში დარჩენილ ყველა მამაკაცს, რომელიც ამჟამად ევაკუაციის შესახებ ბრძანებ ამოქმედებას ელოდება, შეუძლია შეუერთდეს სახალხო ლაშქარს, თუ ისინი არ დატოვებენ ქალაქს. 24 ოქტომბერს ტელეგრამში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში საოკუპაციო ხელისუფლება აცხადე

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს. როგორც ფერაძემ პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ამოქმედდა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა, თუ საბოლოო ჯამში კლინიკები დასაქმებულებს თანხებს არ ჩაურიცხავ

მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ საფუძველს ამზადებს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ამაში დაადანაშაულოს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურა

„ოცნება" საფუძველს ამზადებს, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ გვექნება, მის ვერ მიღებაში დაადანაშაულოს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის წერილს, რომლითაც მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის თაობაზე მიმართა. დაუშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი რ

ნათია მეზვრიშვილი - სასამართლო აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ შევასრულებთ რეკომენდაციებს და დეკემბერში გვექნება მარცხი, რაც პირველ რიგში იქნება ივანიშვილის და „ოცნების“ პასუხისმგებლობა

სასამართლო აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ შევასრულებთ რეკომენდაციებს და ჩვენ, ქვეყანას, დეკემბერში გვექნება მარცხი, რაც პირველ რიგში იქნება ივანიშვილის და „ოცნების“ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას გამოეხმაურა. მისივე თქმით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება ფართოვდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ფართოვდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულია პროექტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ ყველა იმ დანაშაულზე გავრცელდება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის ნებისმიერი მ

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად​

ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ახლა რეგულარულად ანადგურებენ „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების 70 პროცენტზე მეტს, რომელიც რუსეთმა ირანისგან აგვისტოში შეისყიდა. უკრაინამ პირველი ასეთი თვითმ

„არეანაპოლი“ - კვარაცხელიას ხუთი ტოპ-კლუბი აკვირდება, „ნაპოლი“ მას კონტრაქტის გახანგრძლივებას და ხელფასის გაორმაგებას სთავაზობს #1TVSPORT

„არეანაპოლი“ ახალ დეტალებს ავრცელებს იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ქართელ ფეხბურთელს ევროპის ხუთი ტოპ-კლუბი იწვევს და გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. „ნეაპოლიტანური კლუბი მზად არის, 21 წლის ქართველს არაჩვეულებრივი სტარტის შემდეგ კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. „ნაპოლის“ უკვე აქვს მკაფიო წინადადება და ჩემპიონატის დაწყებიდან მხო

სოსო თოფურიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კითხვები მატულობს პარტიის ლიდერების მიმართ, მაქვს სერიოზული დოკუმენტები, სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პარტიაში პოლიტიკური ველი რადიკალურად შეიცვლება

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. „სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები. ანა წითლიძე: „თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც რეალურად არსებობს მის

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები, ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“

თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები. ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. „საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რადგან ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან“, – განაცხადა საბერძნეთის ს

შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს. „ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე

საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია

დავით სერგეენკო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოს განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, მაგრამ ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან. სერგეენკოს არ მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქრება. „არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე.

ედგარს რინკევიჩსი - რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევის დახმარების პროცესში

რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომის საწარმოებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ერთიანობა უკრაინის დასახმარებლად საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრობლემები, როგორც წესი, დაკავშირებულია გადაწყვეტილებების აღსრულების სიჩქარესთან. მაგალითად, როგორც ედგარს რინკევიჩსი ამბობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება

თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირზე ჩვენი გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) მოიპოვეს, მეორე ადგილზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი გავიდა, ბრინჯაოსმედალოსანი კი მირიან მაისურაძე (92კგ) გახდა.

ჯაბა სამუშია - არჩევნები რომ სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში მეგობარს ვთხოვდი: „მოდი, შენც შემოიტანე საბუთი“ და გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი, მაგრამ ასე არ ყოფილა

ეს არჩევნები რომ დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში ვინმე მეგობარს ვთხოვდი: „მოდი რა, შენც შემოიტანე საბუთი“ და ამით გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი , - ამის შესახებ თსუ-ის ახლახან არჩეულმა რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არავის მოუნდა მის გარდა თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე საქმიანობა. სამუშიას განმარტებით, ის ვერ გასცემს პასუხს იმაზე

ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის მიმართ მოწოდებები არ კმარა, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მხოლოდ მოწოდებები არ კმარა, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის. უკრაინული მედიის ცნობით, ერმაკმა ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე დაწერა. „დიდმა შვიდეულმა“ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს იქიდან თავისი პერსონალი და ძალები. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით“, – აღნიშნა

გრძელდება რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე

რუსეთმა ახალი, "ფართომასშტაბიანი" სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვა - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ საღამოს გამოსვლაში 22 ოქტომბერს. უკრაინის ხელისუფლების თქმით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 1,5 მილიონამდე ოჯახი. თუმცა, ზელენსკის თქმით, რუსეთის რაკეტების და დრონების დიდი ნაწილი ჩამოგდებულ იქნა - რითიც ზელენსკიმ გაიმეორა უკრაინის არმ

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო აცხადებს, რომ ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მის სერვერზე

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია აცხადებს, რომ უცხოეთის ქვეყნიდან ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მისი ერთ-ერთი დანაყოფის ელექტრონული ფოსტის სერვერზე - იუწყება სახელმწიფო მედია 23 ოქტომბერს. სააგენტოს განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ირანის ჰაკერთა ჯგუფმა, Black Reward-მა, სოციალური მედიით განაცხადა, რომ გატეხა ირანის ბირთვული ენერგიის წარმოებისა და განვითარების კომპანიის იმეილის შიდა სისტემა. ჯგუფმა მხარდაჭერა გამოუცხადა ი

დიმიტრი გვრიტიშვილი - ე.წ. „კლანურობის“ თემა არანაირი მტკიცებულებითა და ფაქტებით არ დასტურდება - ჩვენ მზად ვართ რეფორმისთვის, მაგრამ არა „კუდიანებზე ნადირობისთვის“

ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მოწმობს ჩემი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებაზე, რომ განვახორციელო ამ მაღალი სტატუსის ფუნქციები. ის ბრალდებები, რომლებიც ისმის ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, არც ის და არც მისი კოლეგები სასამართლო რეფორმების მოწინააღმდეგე არ არიან და პირიქით, მათ ესმით, რომ „რეფორმა უნდა ი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი

ლევან მურუსიძე - სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც კანდიდატის სტატუსის მიღება ფერხდება - რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის

სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება- რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მურუსიძე განმარტავს, სასამართლოც თემის ხელზე დახვევა, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის „ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა”. „ რა თქმა უნდა რეფორმები მუდმივად უნდა მიმდინ

ბექა ღვინიაშვილი ძიუდოში აბუ დაბის გრან-სლემის გამარჯვებული გახდა

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ფრანგი ლორის ტასირი 43 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა. ფინალურ ბრძოლამდე ღვინიაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, მეორე ეტაპზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაშიდ ბორჩაშვილს სძლია. მეოთხედფინალში ღვინიაშვილმა საბერძნეთის წარმომადგენელს, თეოდოროს ცელიდისს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა.

პარლამენტის ბიუროს სახალხო დამცველობის კანდიდატები ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს 24 ოქტომბრის სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სახელით, სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება. ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ, "ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.
×
×
  • შექმენი...