არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით სამი პოლიტიკური ძალა - იმედია, ეს წრე გაფართოვდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მისი პარტიის, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პროევროპელთა ერთობა მნიშვნელოვანია და კარი ღიაა ყველა პროევროპელისთვის.
„პროევროპელთა დიდ ერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ მიტაცებუ
სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", სატელევიზიო ეთერებში შეხვედრასა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხარვეზების განხილვას სთავაზობენ. "სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე, "დროადან" ელენე ხოშტარია და "გირჩი-მეტი თავისუფლებიდან" ზურა ჯაფარიძე მმართველი პარტიის პასუხს ელოდებიან.
"მივმართავთ "ქართულ ოცნებას", თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ,
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს.
გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები "პათოლოგიური მატყუარები არიან", სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორცი
ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება - ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ომის გახანგრძლივება, არამედ ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე უჭერს მხარს.
„მთავრობებს და მმართველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა დავადასტურო ჩემი დი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონო ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან წარმატებულ
აშშ-მა ორ მოლდოველ ოლიგარქს, ვლადიმირ პლახოტნიუკს და ილან შორს, კორუფციული ქმედებებთან და მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა.
კერძოდ, აშშ-მა დაუწესა სანქციები რუსეთისა და მოლდოვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში, ასევე სისტემატურ კორუფციულ ქმედებებში.
„აშ
არაფერი ისეთი არ ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს და შესაბამისად არც ისეთი, რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება იყოს, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას სოსო გოგაშვილის მხრიდან მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით.
„არა არს რა დაფარული, რაცა არა გაცხადდესო, ხომ არის ნათქვამი და ვნახოთ. მე ძალიან მშვიდად ვარ და ძა
დღეს მე მაკრიტიკებენ ადამიანები, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით სამ კვირაში მიიღეს კანონები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მაშინ, საქართველოს პარლამენტმა სამ კვირაში მიიღო ცვლილებები, რომელიც პირადად გირგვლიანის საქმის გამო მიიღეს. იმ დეპუტატებიდან ზოგიერთი შეიძლება, ახლანდელ პარლამენტშიც იყოს. ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებენ და, რომლებმაც გირგვლ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ენერგეტიკულ საკითხზე თანამშრომლობა იგეგმება.
როგორც ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა, უნგრეთმა საქართველოს და რუმინეთის გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მიიღოს. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება თანამშრომლობა სხვა მიმართულებებითაც.
„უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნ
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან იმუშაოს, რათა გამონახოს გზები ორმხრივი სარგებლის მიზნით თანამშრომლობისთვის.
მისი მტკიცებით, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიერონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოს სტაბილურობას.
Reuters-ი წერს, რომ ორ ქვეყანას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ტაივანის მიმართ ჩინეთის პოლიტიკასთან და ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობებთან, უთანხმოება აქვთ.
რამდენიმე კვირის წინ პეკინი
ევროკავშირი ცდილობს დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში. სასამართლო სისტემის რეფორმა არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემა საქართველოში პროფესიონალური და დამოუკიდებელი უნდა იყოს.
„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი იყოს “, - აღნიშნ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მიერ ზაფხულში მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან თავი შეეკავებინა, „დისკრიმინაციულს“ უწოდებს.
როგორც მან უნგრეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ვერც მორალურად იქნება გამართლებული. უნგრეთის პრემიერის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ, ე
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 34 წლის ქალი მოკლეს. პოლიციამ ქალის ძმა, 35 წლის კაცი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის გა
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა და პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა,- ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბერნსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის ფონზე აშშ-ის ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ.
„სიენენის“ წყაროებს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. მათივე განცხადებით, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ომის დაწყების შემდეგ ახლა ყველაზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ „პირველი არხის" ეთერში გააკრიტიკა საქართველოს მოსამართლეების ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ის კი არ გვჭირდება, რომ მოსამართლეები ექსკურსიაზე დაჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხუთი დღე რა უნდა ისწავლოს მოსამართლემ იქ? რომელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად? მაგიტომ მინდა, რომ შევხვდე [საერთაშორისო პარტნიორებს]. ის თანხა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ცოტა ჭკვიანურად, კარგად, მოხდ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 1996 წელს დაბადებული კაცი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ცდილობდა ბავშვის მოტყუებითა და მუქარით მის ბინაში შესულიყო. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში
დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადაიდო სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კანდიდატების მოსმენის გრაფიკი დაზუსტდება და შესაბამისად ინფორმაციასაც გაავრცელებენ.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა
აშშ-მა ჰიპერბგერითი შეიარაღების კომპონენტები წარმატებით გამოსცადა. პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რაკეტა ვირჯინიის სანაპიროდან გაუშვეს, რაც იარაღის ახალი კლასის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ჰიპერბგერითი საშუალებების გაშვება რაკეტის გამოყენებით ხდება, რომელიც მიზნის მიღწევამდე ატმოსფეროს ზედა ნაწილში მიფრინავს და ბგერის სიჩქარეს ხუთჯერ აჭარბებს.
ჰიპერბგერითი რაკეტა საათში 6 000 კილომეტრს ფარავს.
დასავლური მედია წერს, რომ აშშ-მა და მისმა გლობალურმა კონკურენტე
ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტისას განაცხადა.
მიშელის თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მიწოდების დივერსიფიკაცია.
შარლ მიშელის განცხადებით, ყაზახეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო არენასა და რეგიონში.
„მინდა მოგილოცოთ, პირველი ევროკავშირი-ცენტრალური აზიის ლიდერთა შეხვედრის მასპინძლობა. ცენტა
თქვენ წინაშეა დედამიწის და მთვარის ფოტო. სურათის მარჯვენა მხარეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პლანეტაა, მაგრამ მთვარის შემჩნევა ცოტა რთულია. ხედავთ?
NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა Lucy-მ, რომლის მიზანიც იუპიტერის სიახლოვეს არსებულ ასტეროიდთა კვლევაა, ეს ფოტო 13 ოქტომბერს, დედამიწასთან გადაფრენისას გადაიღო.
ჩვენი პლანეტისა და მისი ბუნებრივი თანამგზავრის ასეთი ხედით გადაღება არც ისე ბევრ კოსმოსურ ხომალდს შეუძლია.
მთვარე დედამიწისგან საშუალოდ 384 000 კილომეტრით არის დაშორებული. კ
ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს ძალიან მჭიდრო ვადები დაუწესა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, რომლებმაც ამ საერთო ძალისხმევაში ძალიან კონსტრუქციულად უნდა მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩმა უპასუხა კითხვას, როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიისგან მიღე
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირს უდიდესი გავლენა ჰქონდა, უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვედანტ პატელმა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ხახუბიას საცხოვრებელ სახლში მიდიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათ შორის ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი ი