უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს განაცხადეს, რომ დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული რამდენიმე შეტევის შედეგები. მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "და
2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავენ. 16 ადამიანი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. მათი სახელით სარჩელი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა.
"დღევანდელი მოცემულობი
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. მისი პანაშვიდი თბილისში იმართება, ხუთშაბათს კი დაკრძალავენ.
ლევან სახელაშვილის პანაშვიდი
"კარგი ვაჟკაცი, კარგი მებრძოლი იყო. იბრძოდა საქართველოს გამთლიანებისთვის. 2006 წლიდან ერთად მოვდივართ, აგვისტოს ომშიც ერთად ვიბრძოდით. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით", - უთხრა "მთავარ არხს" ლევან სახელაშვილის მეგობარმა.
უკრაინაში ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს იქ ათეულ
2022 წლის სამ თვეში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია. მეორე ადგილზეა თურქეთი - დაახლოებით 2.1 მილიონი. თურქეთს მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაში საქართველო აფხაზეთის გარეშეა, რადგან საქართველოს ეს რეგიონ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით 14 რუსი ჯარისკაცი, დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს.
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში 147 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.
„დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგია : 14 რაშისტი, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატის მართვის პუნქტი, ასევე 3 საბრძოლო საცავი ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე“, - აცხადებენ სარდლო
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა,
სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი - 1939-1945 და ეს ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ - და ასევე გაყიდონ იარაღი! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უბედურება იარაღის ინდუსტრიაა.
რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ.
ვაშინგტონში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა განაცხადა.
„ამერიკული მხარის ინიციატივით 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, - წერს უნანიანი ს
ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
მედიის ცნობით, მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა რომან ტკაჩუკმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ არსებობს მთელი ენერგომომარაგების სისტემის გამორთვის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ დარტყმებს მიაყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
ტკაჩუკის თქმით, ქალაქის ხელისუ
ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტბა ვიქტორიაში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ტბის მახლობლად მდებარე აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. ავიაკატასტროფის დროს ქარიშხალი და ძლიერი წვიმა იყო.
მაშველები მგზავრების გამოსაყვანად ტბაში ნავებით შევიდნენ, რადგან წყალში ჩავარდნის შემდეგ, თვითმფრინავის ნაწილები თითქმის მთლიანად ჩაიძირა.
თვითმფრინავის ბორტზე 39 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი რანგის შეხვედრები სტრასბურგსა და პარიზში გაიმართება, სადაც პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და „პარიზის მშვიდობის ფორუმში“.
„დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.
დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის
ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მომდევნო თვეებში.
ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.
როგორც ზელენსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა, საუბარი ეხებოდა უკრაინის მაკროფინანსური დახმარების საკითხს.
შეხვედრაზე აღინიშნა მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების მნიშვნელობა, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის.
ამასთან, ზელენსკის თქმით, განიხილეს სანქციების გაზრდის საკითხი და ქმედებები ირანის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს აგრესიას.
კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის 6 ნოემბრიდან დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს.
„უკრენერჰოში“ აცხადებენ, რომ ქალაქის მოსახლეობა სოცქსელებსა და სპეციალურ პორტალზე წინასწარ შეიტყობს მათ რაიონებში დენის გათიშვის შესახებ.
კიევის ხელისუფლებამ მოიმარაგა დიზელის საწვავი, ელექტროგენერატორები, საკვები და სასმელი წყალი. ზამთრის პერიოდში ქალაქში გათბობის 1000-ზე მეტი პუნქტი იმუშავებს.
არ არის გამორიცხული არც კიეველთა სრული ევაკუაცია. ასეთ შემთხვევაში ქალაქიდან სამი მილიონი ადამიანის გაყვა
შაბათს იტალიის დედაქალაქ რომში ათიათასობით იტალიელი გამოვიდა აქციაზე უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად.
მშვიდობის გარდა, იტალიელები ითხოვდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას.
ხალხს ეკავა ბანერები „არა ომს. არა იარაღის გაგზავნას“. იტალია, ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ომის დაწყებიდანვე მხარს უჭერდა უკრაინას და ამარაგებდა მას იარაღით.
ახალმა ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას. მაგრამ ყველა არ ეთანხმ
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ და ასევე მესტიაში მოქმედი სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი თვლის, რომ ქვეყნიდან და კომპანიებიდან კადრების გადინების გამოწვევის გადაჭრა, მხოლოდ ღირსეული სახელფასო ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
ირაკლი გურჩიანმა მაგალითად, მის მართვაში არსებული კომპანიები მოიყვანა და აღნიშნა, რომ შემოსავლიან კომპანიებს ღირსეული ხელფასის გაცემის შესაძლებლობა აქვთ.
„ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ კადრების გადინება ს
ცალკე აღებული კანონის მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„დეოლიგარქიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა, სახელმწიფო ინსტიტუტები, პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები მოქმედებდნენ არა პარტიული ინტერესიდან, არამედ კონსტიტუციიდან და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩვენ დეოლი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.
კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.
ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 აპარატს ვანადგურებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფინანსურად დაუჭირონ მხარი უპილოტო თვითმფრინავების საზღვაო ფლოტის შექმნის ინიციატივას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კარგი სიახლეები უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკა
ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ და უზრუნველყოფენ, რომ უკრაინა გამოიყენებს თავის თავდაცვის უფლებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს არ უნდა მოხდეს. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობის როლს მარცვლეულის დერეფნის შეთ
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე ისაუბრა. როგორც შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაზე განაცხადა, „მიუღებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება“.
ოლაფ შოლცის თქმით, ეს გზავნილი გადასცა ჩინეთის ხელმძღვანელობას და მხოლოდ ამიტომ ღირდა ჩინეთში ვიზიტი.
გერმანელმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას.
გერმანიი
აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ამომრჩევლებს ფილადელფიის შტატში შეხვდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუალედურ არჩევნებს აშშ-ის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მომენტი უწოდა.
„დემოკრატია ფაქტობრივად კენჭისყრაზეა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ერისთვის და ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა ვილაპარაკოთ“, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში დემოკრატიული წაგება შედეგებს ათწლეულების განმავლობაში მოიტანს.
უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე - საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სამი საათი. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით... ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი