საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, „ოქსფორდის კავშირში“, „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს.
„ოქსფორდის კავშირში“ საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი. ოქსფორდის კავშირის „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს.
საქართველოს პრე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმ
ის, ვინც ასეთ სისულელეს იტყვის, ვერ გავიზიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინც არის, ევროკავშირი ამერიკასთან ერთად, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
მისი თქმით, ევროკომისარმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო წინ მიდის, ხოლო ევროკომისარი „არ არის კუბილიუსი, ან გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრეგოროვ
საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.
„საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.
მათივე ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება.
„ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება.
ქალაქ თბილისშ
12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და დღეს მისი პირდაპირი ინტერესია, რომ როგორმე ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრზე გადაანაწილოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ თანმიმდევრულობით უნდა უზრუნველყოს ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება აიძულოს.
რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს ისევ მიიტანეს სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე ოლქზე. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 2 ფრთოსანი რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის.
წინასწარი ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციი
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ის უსაფუძვლოა. პარლამენტში კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა".
"რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო, ორი მოქალაქის დაღუპვა მიუსამძიმრა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, გაიმართა ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მორიგი შეხვედრა რუსული სარაკეტო ტერორის ახალ ტალღასთან დაკავშირებით.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ განცხადებებს, ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება. ყველა იმ გარე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პარტიების შემოწირულობები დათვალა.
1 944 073 ლარის შემოწირულობიდან 666 000 ლარი (34%) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 611 ლარით ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით.
„გამჭვირვალობის“ ცნობით, მმართველი პარტიის მიმართ გაცემული შემოწირულობების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების
„ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად ფონდი შექმნა.
მილიარდერმა, რომლის კომპანიებიც ავსტრალიაში წიაღისეულს მოიპოვებს, განაცხადა, რომ მისი მიზანია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიარდი დოლარი შეგროვდეს. თავად მილიარდერმა და მისმა მეუღლემ კი ფონდში 500 მილიონი დოლარი უკვე ჩარიცხეს.
ფორესტის თქმით, ფონდში შეგროვებული თანხის გამოყენება და უკრაინის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
მისივე ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს.
„ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ხერსონში მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა წამების ბევრი ადგილისა და საფლავის აღმოჩენაა მოსალოდნელი.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმა
აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკა შეაფასეს.
„ამერიკელი ხალხი დიდი ხანია სოლიდარობა
„რესპუბლიკელებმა“ შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მისაღებად საჭირო ზღვარი მას შემდეგ გადალახა, რაც „რესპუბლიკელმა“ მაიკ გარსიამ კალიფორნიაში გაიმარჯვა. რაც შეეხება „დემოკრატებს“, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ 208 მანდატი აქვთ.
2022 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 210 ექიმს დაეკისრა, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49-ს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
„ ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომ
ჰოლივუდის კინოსტუდია Warner Bros.-მა აკრძალა თავისი ფილმების ჩვენება რუსული ტელეარხებით, რომლებიც „ნაციონალური მედიაჯგუფის“ შემადგენლობაში შედიან. ესენი არიან "ესტეესი", "რენ-TV-ი", "მეხუთე არხი" და "დომაშნი", ისევე როგორც more.tv-ის ვიდეოსამსახური.
Warner Bros-მა აკრძალვა დააწესა იმის მიუხედავად, რომ რუს დისტრიბუტორთან მისი სალიცენზიო ხელშეკრულებები ძალაშია, სულ მცირე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში.
Warner Bros.-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოკომპანიაა. მის ყველაზე პოპულარულ პროექტე
მოსკოვში იმყოფება ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი(ფაჩუაშვილი). მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა მონაწილეობისთვის მეათე სამეცნიერო კონფერენციაში „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“, რომელიც 16-17 ნოემბერს ტარდება ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში და ეძღვნება მისი პირველი დირექტორის, დავით არსენიშვილის ხსოვნას. მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტი ნიკოლოზ
ევროპის კომისია 16 ნოემბერს ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღების მოწოდებით გამოვიდა, რათა ამ ქვეყნებსა და ევროპის უმეტეს ნაწილს შორის მოგზაურობა სასაზღვრო კონტროლის გარეშე იქნას დაშვებული.
ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ევროპულ საბჭოს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ ევროპის ამ სამი ქვეყნის მისაღებად შენგენის ზონაში, რომელიც 26 წევრისგან შედგება და ისლანდიიდან საბერძნეთამდეა გადაჭიმული.
ბულგარეთმა და რუმინეთმა შეფასების პროცესი 2011
უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთის სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა საჰაერო თავდაცვის სისტემის ეს რაკეტა იგივე, რაც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
„სიენენის“ ცნობით, ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნა ვაშინგტონის მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქების გარემოებებ
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 2023 წლის 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია პარტია „გოლოსის“ დეპუტატ იაროსლავ ჯეელზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, როგორც მედია წერს, რადას წევრებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას.
მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ინიცირებულ შესაბამის დადგენილებებს 294-მა და 297-მა დეპუტატმა დაუჭირ
უკრაინული ძალები კონტრრაკეტებს ისროდნენ რუსული რაკეტების ჩამოგდების მიზნით, ერთ-ერთი წარუმატებლად გასროლილი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
მორავეცკის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამხედროების დამატებითი ჯგუფი გაგზავნეს.
„ამ ინციდენტის შემდეგ ჩვენი ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადაიყვანეს. მე ასევე ვთხოვე ჩვენს სამსახურებს, პოლიციას, მესაზღვრეებს და ასევე სამოქალაქო სამსახურებს მზადყოფ
პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭრა 76-მა დეპუტატმა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტით, დგინდება შემდეგი საკითხები – „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დ