Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

ივანე ჩხაიძე - ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი H3-N2 - გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლაა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის შემთხვევების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვრის პერიოდში, ამიტომ რისკჯგუფებში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისივე განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იყო 15 ნოემბრამდე, თუმცა ეს ვადა 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მონაცემების მიხედვით, ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის H3-N2 ტიპის ვირუსი. ასევე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევებ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონეცკში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, გასულ დღე-ღამეში ასამდე თავდასხმა მოვიგერიეთ - არ ვნებდებით, ყველგან ვპასუხობთ მტერს

დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება, საომარი მოქმედებების შერბილება და შესვენება არ მომხდარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსების ასამდე თავდასხმა მოიგერიეს. „ყველა ჩვენი მებრძოლი, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს დონბასში, ნამდვილი გმირია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინელები მოწინააღმდეგეს ფრონტის არცერთ ნაწილში არ ნებდებიან. „ფრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან - ის ამ ომს ვერ მოიგებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საზარელ ომს ვერ მოიგებს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს ფილტრაციის ოპერაციები, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და გაერო-ს წესდების დარღვევა. სასწრაფოდ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რათა დაასრულოს უაზრო ომი, რომელსაც ვერ მოიგებს

ორბანი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, 18 მლრდ ევროს დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას

უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, უკრაინისთვის მომავალ წელს მილიარდობით ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა 18 ნოემბერს. ორბანის თქმით, უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, მაგრამ მას არ სურს უკრაინის ინტერესების დაყენება საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ევროკავშირმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინას რეგულარული ტრანშების სახით მისცემს 18 მი

მთავარეპისკოპოსი ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახური ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება 16 ნოემბრით არის დათარიღებული. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოს ზენონი ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად საპატრიარქოში 26 სექტემბერს დაიბარეს, მან 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა. "კომის

ივანე ჩხაიძე: გრიპის შემთხვევები გაიზარდა, აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. ჰონგ-კონგის, H3N2 ტიპის ვირუსია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია გრიპის ვირუსის შემთხვევები. მისი თქმით, აბსოლუტური უმრავლესობა არის ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსი, ხოლო ერთეული შემთხვევებია H1N1 ტიპის ვირუსის. გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაზე მან „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "წელს ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება, თუ გადავხედავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცი

ჭადრაკის ფედერაცია - სამიდან სამი გამარჯვებით ლიდერობენ სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატს, ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ სტურუა

სამიდან სამი გამარჯვებით ლიდერობენ სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატს, ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ სტურუა! წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 

ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთი თავის ტერიტორიაზე ლავროვს არ უშვებს

ვარშავამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს არ მისცეს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება 1-2 დეკემბერს ლოძში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა წერილი, რომლითაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმოქმედმა მისიამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო მიმართა ეუთოს. „ითვალისწინებს რა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების უპრეცედენტო ხასიათსა და მძი

სალომე ზურაბიშვილი - ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ საქართველომ მომავალ სამყაროში თუ უნდა იარსებოს, მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი

გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რატომ ჩამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ასეთი

მელიქიშვილის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გზის მარჯვენა მხარეს, 19 ნოემბრის 00:00 საათიდან გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. „სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირიდან და გამზირისკენ მოძრაობისას, გადაადგილება შეიზღუდება პეტრიაშვილის, შა

მიხეილ ჩხენკელი - უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლა განაგრძონ მათთვის სასურველ ენებზე, რის გამოც გაიზარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში დეპუტატების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორია. მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით, 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, რუსულენოვან სკოლებში და სექტორებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილია. ჩხენეკელის განმარტებით, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა განაგრძონ სხვადასხვა ე

„ასეთ ენას, არც ერთი ქართველი გამოიყენებდა“ - კელი დეგნანი დეპუტატ ზარქუას გამონათქვამზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას გამონათქვამი. დეპუტატმა სენატორი ჯინ შაჰინი „ჩათლახად“ მოიხსენია. „როგორც მესმის, ასეთ ენას არცერთი ქართველი გამოიყენებდა არავის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არასათანადო [გამოხატვა] იყო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასე ჩათვლიდა“, - თქვა კელი დეგნანმა დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ

დეგნანი: არასამთავრობოების შეზღუდვა ჟღერს, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა, მოძრაობა „ხალხის ძალის" განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რისთვისაც საკანონმდებლო ჩარჩოს თავად მოამზადებენ. „რა შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდვას, ეს ჩემთვის ჟღერს, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული. რასაც ვხედავთ რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ ამისთვის მუშაობდ

„ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ. ამის შესახებ EPP-ს მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა “საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური დევნა". “იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქისა და თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ადეკვატუ

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციაზე 10 ქართული ტექსტარტაპი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით, საკუთარ კომპანიას წარადგენს ადგილობრივ ინვესტორების, დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენების, სავაჭრო ასოციაციების და მეწარმეობის ცენტრების წევრთა წინაშე.

კელი დეგნანი - კითხვა, თუ სად მიდის აშშ-ის დახმარება, უნდა დავუსვათ საქართველოს მოსახლეობას

კითხვა, თუ სად მიდის ეს დახმარება, უნდა დავუსვათ საქართველოს მოსახლეობას, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მტკიცებაზე, თითქოს აშშ-დან მიღებული დახმარება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიდის. "კითხვა, თუ სად მიდის ეს დახმარება, უნდა დავუსვათ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ფერმები, ასევე მოცვის, რძის პროდუქტების საწარმოები და ვინც მუდმივად იღებენ მხარდაჭერას აშშ-სგან. ასევე სტუდენტებს, რო

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე, 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი ფუნქციონირებს, რუსულენოვანი მოსწავლეების რაოდენობა კი 16 042-ს შეადგენს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, თუ რატომ გაიზარდა სკოლებში რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა. როგორც ჩხენკელმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, სწავლის მსურველთა ზრდა უმთავრესად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას უკავშირდება, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე ვერ აგრძელებენ. „2022 წლ

გიდების სერტიფიცირება, ტუროპერატორების რეგულირება - რა წერია კანონში, რომელმაც ტურიზმის სფერო უნდა დაარეგულიროს

„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე იმსჯელეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატით გამართულ შეხვედრაზე. ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას, ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს მოიცავს. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონ

„რასაც ახლა ირანში ვუყურებთ - ეს სახალხო რევოლუციაა“ - ინტერვიუ ნობელიატ შირინ ებადისთან

„ის, რაც ახლა ირანში ხდება, სახალხო რევოლუციაა“, - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი და ადვოკატი, ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამფუძნებელი, ასევე ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკური აქტივისტი და მწერალი, რომელიც წლებია სამშობლოდან შორს, დიდ ბრიტანეთშია გადახვეწილი - ირანი მან იძულებით 2009 წელს დატოვა. 75 წლის შირინ ებადი ისევ აგრძელებს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას. ამ ინტერვიუში შირინ ებადი ირანში

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.7188 ლარი, ევრო - 2.8213 ლარი, ფუნტი - 3.2419 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7188 ლარი ეღირება, ევრო – 2.8213 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2419 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7272 ლარი ღირდა, ევრო – 2.8207 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2334 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ნოემბრისთვის ამოქმედდება.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

თბილისის საკრებულოს ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ინიციატივა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ეკუთვნის, რასაც მხარს, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატები უჭერენ. როგორც პარტიის „ანა დოლიძე ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულუკიძემ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საერთო ოპოზიციურ ალტერნატიულ შენიშვნებს და

ანა ბუჩუკური - პრემიერი ლექციას კითხულობდა, არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფაო, მაგრამ გვახსოვს, ღარიბაშვილი და მისი გუნდი, როგორ ეძახდა ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, მოღალატეს

პრემიერი ლექციას კითხულობდა, არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფაო, მაგრამ ყველას გვახსოვს, ღარიბაშვილი და მისი გუნდი, როგორ ეძახდა ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, მოღალატეს, –  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მისივე თქმით, პერსონალურად პრემიერმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს, რომ „ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლ
×
×
  • შექმენი...