Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები უკრაინელ ჯარისკაცებს დონბასში 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს

რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში. გენერალურ შტაბში აცხა

პეკინში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, პარკები და მუზეუმები დაიხურა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა. ჩინეთში, გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტში. დაინფიცირების შემთხვევებმა ახალ რეკორდს მიაღწია დედაქალაქ პეკინშიც, სადაც, გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების ორი ახალი

კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 9 ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა და ომბუდსმენის მოქმედმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. იგი სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველას, ვინც თავისი კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრება გაიარა. საკითხი ახლა პლენარულ სხდომაზე გადავა. კენჭისყრამდე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტის ფარგლებში "ქართული ოცნების" ფრაქ

„იმ დილით ეს ყმაწვილი და ზრდასრული მამრი წაკინკლავდნენ" - ზოოპარკი გაქცეულ მაკაკაზე

თბილისის ზოოპარკი facebook-ზე რამდენიმე დღის წინ ზოოპარკიდან გაქცეულ მამკაკის ისტორიას ჰყვება. როგორც ადმინისტრაცია facebook-პოსტში აღნიშნავს, ვოლიერიდან გაქცეული მაიმუნი უკან მალევე დააბრუნეს, გაქცევის წინაპირობა კი ასეთი იყო:

ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ

ბათუმის პორტში საათზე მეტია, სამართალდამცველები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე ნაღმს ეძებენ. როგორც პორტის პროფკავშირების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და აღნიშნა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. პორტი ამ დროისთვის ჩაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განმარტებები არ გაკეთებულა.   ავტორი - მერაბ წულუკიძე

ხერსონის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ქალაქ ხერსონს

ხერსონის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ქალაქ ხერსონს. ამის შესახებ ტელეგრამარხზე წერს ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე იური სობოლევსკი. „ისევ დარტყმები, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არიან დაჭრილი სამოქალაქო პირები, მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება“ – წერს სობოლევსკი ტელეგრამში. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობა, დაღუპულების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული.   ავტორი - ლევან ახალაია

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.7178 ლარი, ევრო - 2.7814 ლარი, ფუნტი - 3.2111 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7178 ლარი ეღირება, ევრო – 2.7814 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2111 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7188 ლარი ღირდა, ევრო – 2.8213 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2419 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ნოემბრისთვის ამოქმედდება.

იენს სტოლტენბერგი - საჭიროა მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის და ყველა პარტნიორისთვის, რომელიც საფრთხის ქვეშაა

ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, როგორც მოკავშირეებს, რომ დავიცვათ ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორები, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიის წინაშე ყველაზე დაუცველები, როგორიცაა საქართველო, რომელმაც უკვე განიცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია 2008 წელს, ჩვენს მხარდაჭერას იღებდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო უნდა დაეხმაროს პარტნიორებს, რომ თავი დაცულად იგრძნონ. „მტკიცედ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია. ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლის სულ მცირე ერთი კერაა და დაკვამლიანება შეინიშნება. უცნობია, ხანძარი რა ფართობს მოიცავს. მათი თქმით, შესაბამის სამსახურს ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს. სოფელში მერის წარმომადგენელი ზვიად შარიქაძე ამბობს, რომ ხანძრის კერამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი, რასაც დაახლოებით 2 საათი სჭირდება. მისივე ინფორმაციით, შ

„გარშემო ყველას ვირუსი აქვს“ - რა ტიპის ვირუსები ტრიალებს და რა უნდა ვიცოდეთ?

დღეს საქართველოში ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტთა თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება ჩვეულ დროზე ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. შესაბამისად, ექიმები ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება. ისინი თვლიან, რომ დღეს, ქვეყნისთვის, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსის, რომლის მუტაციაც - ომიკრონი, არ გამოირჩევა გართულებებით და გრიპთან შედარებით, მისი მიმდინარეობა უფრო მს

სალომე ზურაბიშვილი - საკმაოდ ვრცლად ავხსენი, რატომ არ შევიწყალებ სააკაშვილს, მეორე მხრივ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ მსურს, მას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა, რომ მას არ აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „მე ეს ძალაუფლება არ მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, „თქვენ შეიძლება, ეს მოითხოვოთ. თქვენ იყავით საგარეო მინისტრი მის ადმინისტრაციაში“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ. „მე ა

ქართველ მთასვლელებს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო „ოქროს წერაყინი“ საფრანგეთში, ქალაქ ბრიანსონში გადაეცათ

ქართველმა მთასვლელებმა ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ დაიმსახურეს – არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მწვერვალი სარაგრარი დალაშქრეს, რომლის სიმაღლეც 7 300 მეტრია. ჩვენმა ალპინისტებმა მწვერვალის დასალაშქრად უნიკალური მარშრუტი აირჩიეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მხრიდან განსაკუთრებულ მიღწევად შეფასდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია საფრანგეთში, ქალაქ ბრიანსონში გაიმართა.   ავტორი - ალექსანდრე ქურხული

პედრო სანჩესი - ბოროტების ახალი ტალღა მიმართულია უკრაინისა და უდანაშაულო უკრაინელების განადგურებისკენ, მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს, რისთვისაც აუცილებელია ერთიანობა და სიმტკიცე

ბოროტების ახალი ტალღა მიმართულია უკრაინისა და უდანაშაულო უკრაინელების განადგურებისკენ. ეს ყველაზე სასტიკი მიდგომა და რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ქმედებაა, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბელაზე განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს და ამისთვის აუცილებელია ერთიანობა და სიმტკიცე. „ჩვენ უნდა დავეყრდნოთ და ვიბრძოლოთ მულტილატერალიზმისა და კანონის უზენაესობისთვის. ბალიზე დიდი ოცეული სამიტზე ჩვენ მივაღწიეთ კონსენ

გახსნის მატჩისთვის დაქირავებული 200 ინდოელი ექვსი საათი საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს

200-ზე მეტმა ინდოელმა, რომელიც კატარისა და ეკვადორის ნაკრებთა გახსნის მატჩისთვის საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე სამუშაოდ დაიქირავეს, ექვსი საათი წყლისა და საკვების გარეშე გაატარა „ალ-ბაითის“ სტადიონის შესასვლელთან. ბევრი მათგანი უკმაყოფილოა შრომის პირობებით და მათდამი მოპყრობით. 205 მამაკაცისა და შვიდი ქალისგან შემდგარი ჯგუფი სტადიონზე დილის 10 საათზე მივიდა, მაგრამ 16 საათამდე ისინი არენაზე არ შეუშვეს. მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში ისინი საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს.

იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საკუთარ პარტნიორებთან – მოლდოვასთან, საქართველოსთან,  ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ასევე სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართვ

სალომე ზურაბიშვილი - არ მგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება, დროის რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად

მე ვიყავი შეშფოთებული, ისევე როგორც მთელი მსოფლიო და შეიძლება, უფრო მეტადაც კი. ჩემს გუნდთან ერთად, მთელი ღამე ვადევნებდით თვალს ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს შეგრძნებასთან, რომ ბირთვული ბალანსი კარგად მუშაობს დღეს და ამ ხაზს, რომელიც დაცულია ნატო-ს მიერ, ყველა ძალიან უფრთხილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რეაქციაზე, რომელიც სა

შპს „ლიდერს“ ცხენისა და ვირის ხორცის განმეორებით გამოვლენის გამო წარმოება შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) ხორცპროდუქტებში განმეორებით აღმოჩენილი ცხენისა და ვირის ხორცის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ხორცის ფარშში ვირისა და ცხენის ხორცის კვალის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად 16 ნოემბერს გაავრცელა, განმეორებითი კვლევების ჩატარების და მისი შედეგების შესახებ კი - დღეს, 21 ნოემბერს. სააგენტოს მიერ გ

პრეზიდენტი ზელენსკი: ყველაფერს დავძლევთ, გადავიტანთ, გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს ვიდეომიმართვით მიულოცა ღირსების და თავისუფლების დღე, რომელსაც უკრაინა 21 ნოემბერს აღნიშნავს. ზელენსკის განცხადებით, ყველამ დაინახა, რომ უკრაინელი ხალხი მზად არის ბოლომდე იდგეს, არ დაკარგა ღირსება, ვაჟკაცობა, საკუთარი თავის რწმენა და გაერთიანდა, რათა არ დაკარგოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უკრაინა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელები შეიძლება დარჩნენ ფულის, ბენზინის, ცხელი წყლის და შუქის გარეშე, მაგრამ - არა თავისუფლების. "ყ

უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700 ცხედარი იპოვეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრია კოსტინმა განაცხადა. მისივე თქმით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეა. გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოვლენილია 20-ზე მეტი ე.წ. წამების კამერა - ადგილები, სადაც, გამოძიების თანახმად, რუსი სამხედროები უკრაინის დატყვევებულ მოქალაქეებს აწამებდნ

უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ნავთობის ბაზა იწვის

ნავთობის ბაზა იწვის უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში. ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ხანძარი გამოიწვია „ფეთქებადსაშიში საგნის მოხვედრამ“. ამავე სამსახურის ცნობით, ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ორ ცისტერნას მოედო, ხანძარს 20 ერთეული ტექნიკის გამოყენებით აქრობს 84 მეხანძრე. უკრაინის ხელისუფლებას მაკეევკაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლება

მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინის არმიასა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

ლუგანსკის რეგიონში უკრაინის არმიას და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქ სევეროდონეცკთან რუსი სამხედროების კოლონა დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონის გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია რთული იქნება, რადგან რუსმა სამხედროებმა მოახერხეს რეგიონში გამაგრება და მხარდაჭერა მიიღეს სეპარატისტულ

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. კერძოდ, ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით, თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს. მათივე ცნობით, სამედიცინო სექტორში დასაქმებ

მატეუშ მორავეცკი - პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი

პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა. პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უნდა მოხდეს რუსული აქტივების კონფისკაცია და რუსეთმა უკრაინაში წარმოებული ომისთვის ტკივილი უნდა იგრძნოს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პშევოდოვში რაკეტის აფეთქების საქმი
×
×
  • შექმენი...