ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში, ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მ
დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იწყებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. მთლიანად განადგურებულია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე სამსახურში "ტასს"
აშშ-ის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ ინფორმირებულ, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ სააგენტოები Reuters-ი და Associated Press-ი. წინასწარი ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.
წყაროების ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საშუალებებს. ასევე, დამატებით საბრძოლო მასალებს უკრაინისთვის უკვე გადაცემული ჰაუბიცებისა და სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS.
საქართველოს ხალხის უხვი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისადმი ცხადყოფს, თუ ვის მხარეს არიან, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა მედიის კითხვაზე პასუხად. შეკითხვის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ არ სცემენ პასუხს, ვინ მხარეს არიან რუსეთ-უკრაინის ომში.
„ჩემი აზრით, ნათელია, ვის მხარესაა საქართველოს ხალხი და ეს არის უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა. უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და თავისი ტერიტორიის თავისუფლებ
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეგობრები და მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები.
„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება.
უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე - რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ნაბიჯით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას და „თბილისელებსაც ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცემათ“.
„გვინდა, ვაცნობ
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები.
„შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავ
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს გამბედაობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„სახალხო დამცველის თანამდებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა. სახალხო დამცველის ოფისი არის ის არის ერთ-ერთი იმ მცირე უწყებებს შორის, რომლებიც, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებულები არიან დაიცვა
პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს.
როგორც მედია იუწყე
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება.
ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
ოცნება დიდი ხანია საზოგადოებას აჩვევს კანონის სათავისოდ განმარტებას. უფრო მეტიც, როცა კანონში საერთოდ არაფერი წერია, მაშინაც ბედავენ, შავზე თეთრის მტკიცებას. ახლა ამ მეთოდებით გმირებს მიადგნენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლში მართლაც წერია, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის სამხედრო ს
თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები არიან თუ არა გმირები, რაზეც კობახიძემ განმარტა:
„პირველი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან უკრაინაში წასული, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის.
მე
ირანში სიკვდილით დასაჯეს აქტივისტი მოჰსენ შეკარი. მასთან ერთად სიკვდილით დასჯა კიდევ 10 მომიტინგეს აქვს მისჯილი შემოდგომაზე მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ BBC იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეკარი 8 დეკემბერს დილით ჩამოახრჩვეს. მანამდე ირანის რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "ღვთის წინაშე დანაშაულში".
სასამართლოს განმარტებით, ის 25 სექტემბერს საპროტესტო აქციების დროს თეირანში გზის გადაკეტვაში მონაწილეობდა და პროსამთავრობო რაზმის
გაზეთ The New York Times-ის რედაქციის წევრთა უდიდესმა ნაწილმა, 1100-მდე ჟურნალისტმა, გაფიცვა გამოაცხადა და 24 საათით შეაჩერა მუშაობა.
გაფიცვის მიზეზი ისაა, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელფასების ზრდის და შინ მუშაობის პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
ნიუ-იორკის პროფკავშირის, The NewsGuild-ის, წევრების თანახმად, 2021 წლის მარტის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკება გაიჭიმა და მათ შედეგი სურთ. პროფესიული კავშირის თანახმად, ამ მასშტაბის გაფიცვა New Yo
ხორვატიამ თანხმობა მიიღო, შენგენის ზონის ნაწილი გახდეს 2023 წლის იანვრიდან.
ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა.
გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების სხდომაზე ბრიუსელში. ცნობაში არაფერია ნათქვამი შენგენის ზონის წევრობის სხვა კანდიდატების, რუმინეთის და ბულგარეთის შესახებ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შენგენის ზონაში რუმინეთის გაერთიანებას არ ეთანხმებოდა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დათასნხმდა.
ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ნიდერლანდებმა და ავსტრიამ დაბლოკეს.
„როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ცხადია, ამ საკითხზე, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თემაზე, ჩვენ ერთიანები არ აღმოვჩნდით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ევროკომი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.
კობახიძის თქმით, ეს არის ამ თემის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკური კუთხით საუბარი კი არ სურს.
„ვიღაც თუ მიდის საქართველოდან, ირიცხება, მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალებში, გამოდის, რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე. მაგალითად, საქართველოში ვინმე რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების შემ
მამუკა მდინარაძეს არ უთქვამს და ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოართვას.
„ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის
მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის და იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში12 წელია იმყოფება.
გრინერი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის გამო თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს კალათბურთელის გაცვლა შესთავაზა.
„სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილი ვიქტორ ბუტი ოპერაციის შედეგად 2008 წელს ტაილანდის დედაქალ
მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ უკრაინელ ხალხს წარმოადგენს და იმედი
"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს" - თქვა მმართველი პარტიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილი TV IMEDI-ს ეთერში უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრებზე საუბრისას. მდინარაძის განცხადებიდან მალევე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან.
“სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს სა
12 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფორმატში განაგრძობენ მუშაობას.
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ანუ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ჩართული ქვეყნების ს
უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამ“ არხში წერს.
მისი ცნობით, უკრაინის შეირაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით წინ მიიწევენ.
„ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების ნაწილის, რომლებიც ხერსონის მიმ