„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები "ბლოკჩეინის" სისტემით გაიმართება.
„კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - “ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა, ერთი ხმა
პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღოინისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1955 წელ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს პრეზიდენტად. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ლიდერმა ქალაქ სამსუნში ვიზიტის დრო გააკეთა.
„იმედი მაქვს, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ბოლოჯერ ჩვენი სახელით“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ ის ესტაფეტას ახალგაზრდებს გადასცემს.
თავის გამოსვლაში ერდოღანმა თქვა, რომ მმართველმა პარტიამ „სამართლიანობა და განვითა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორ
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება. შესაბამის ცვლილებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება, ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.
„უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.
ამა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ბელგიის მთავრობის მიერ წამოწყებული გამოძიების გათვალისწინებით, რობერტა მეცოლამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა უფლებამოსილება, რომელიც დელეგირებული ჰქონდა ევა კაილის, როგორც ვიცე-სპიკერს.
მანამდე კაილი საბერძნეთში საკუთარი პარტიიდან გარიცხეს.
შეგახსენებთ, 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი
იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ მიეცემა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება, რაც მას აქამდე არ გააჩნდა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შეეძლება ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით პირთა ვიწრო წრესთან (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც
ბელარუსის წინადადება უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ ხაფანგია, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ბელარუსის საკუთარი ტერიტორიის გავლით ლიეტუვაში უკრაინული მარცვუელის ტრანსპორტირების შესახებ წინადადება სანქციებიდან გამოსვლის მორიგი მცდელობაა. უკრაინული მარვლეული პოლონეთისა და სხვა ქვეყნების გავლით უკვე მიდის ბალტიის პორტებში. ეს ხაფანგია. მოდით მას თავი ავარიდოთ”, - წერს ნაუსედა.
ცნობისთვის, პარასკევს ბელარუსმა შეატყობინა გა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს ინკლუზიური თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის რეჟისორს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა.
პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ღამით ირანული დრონების დარტყმის შემდეგ ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სრულ სიბნელეშია. მისი თქმით, ამ დროისთვის ოდესაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა.
თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ ელექტროენერგია მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება.
„ენერგოსისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან - სისტემაში მწვავ
რუსეთის ქალაქ ტვერის ადმინისტრაციის შენობის მახლობლად საახალწლო ნაძვის ხე მორთეს ქაღალდის ფიგურების გირლანდით, რომელზეც გამოსახულია „რუსეთის მტრების“ სახეები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„რუსეთის მტრების“ სიაში მოხვდნენ ასევე მომღერალი ალა პუგაჩოვა, მისი მეუღლე, კომიკოსი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ლაიმა ვაიკულე, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის წინააღ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ალექსანდრე შტუპუნი ომის 291-ე დღეს აჯამებს და ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსეთის ჯარის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 11 დასახლებულ პუნქტში.
გენშტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ჯარებმა სამი სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
ისევ არსებობს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა
ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს.
მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გაზარდა და უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობს.
როგორც ბორელი ამბობს, ანკარა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.
მთავრობა განმარტავს, რომ შესწავლილი და გაანალიზებულია 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილება და მიზანშეწონილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვა. მათი ცნობით, აღნიშნული სპეციალობა კლასიფიცირდება პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორში, ISCO-08 გამოცემის მიხედ
საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, დამრღვევისგან მოითხოვონ, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. შესაბამისი ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა მოამზადა.
კანონპროექტის გათვალისწინებით, დამრღვევს უფლება ექნება, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვ
საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება - ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას და მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსახლეობა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად ტესტს COVID-ზე დროულად აღარ იკეთებს, შედეგად კი, კლინიკებში დაგვი
უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, 2023 წლისთვის, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, წინადადება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 10 დეკემბერს წერილობითი პროცედურით დაამტკიცეს და ევროპარლამენტს მისაღებად შემდეგ კვირას გადაეცემა. დახმარების პაკეტი 2023 წელს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სტრუქტურულ გადაწყვეტილებას ითვალისწინებს. თა
ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის და იციან, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ეს უკვე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია.
„ბოროტების ღერძი ჩამოყალიბებულია. ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის და იციან, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ. რუსეთის ფედერაც
სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას.
როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონ
არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, თუ ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკაში არ მოხდება, პროგრესი არ იქნება.
„არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. თუ არ იქნება უზრუნველყოფ
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
25 წლის ჯამბულატ ხოფერია საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა.
ავტორი - თეა აბსარიძე
თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება. როგორც „ინტერპრენიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება.
მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.