ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6773 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8283 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8300 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კვიციანების ოჯახის ახლობელმა განუცხადა. ყოფილი დეპუტატის ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეთა.
შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს.
ნორა კვიციანი 2012
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა და დღეს აღმოსავლეთის სამეზობლო სრულიად განსხვავებულია.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა. დღეს ჩვენ ვუყურ
ღარიბაშვილის მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავისი მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე საუ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას.
ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მიმდინარე „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდ
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპარლამენტში აგორებულ კორუფციულ სკანდალში გახვეულ არასამთავრობო ორგანიზაციას ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები ტოვებენ. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „დაუსჯელობასთან ბრძოლას“, რომლის საპატიო წევრები იყვნენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი და მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, მოგერინისმა და ავრომოპულოსმა არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოში თანამდებობები უკვე დატოვ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ზრდის ქვეყნის ბმას ევროკავშირთან.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტის დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ზრდის ე.წ. ქონექთივითს, ანუ ქვეყნის ბმას ევროკავშირთან, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ურთიერთობები თუ პოლიტიკური კავშირები. ამის საპირწონედ მისასალმებე
ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხერსონში ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ოთხი კი დაიჭრა და მათ სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს.
გამოძიების ცნობით, რუსმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ქალაქ ხერსონსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში.
ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ხერსონში რამდენიმე მრავალსართულიან სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხერსონის პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალა
საქართველოს პრემიერი-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შეიცლება კანონმდებლობა და ახალგაზრდები "სასულიერო პირის მოწმობებით" ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე დღეს, 12 დეკემბერს ისაუბრა.
"ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. ეს იყო ფიქციური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ...
ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომ
უკრაინაში რუსეთის პრიორიტეტული ამოცანა, როგორც ჩანს, კვლავაც არის წინ წაწევა დონეცკის ოლქის სიღრმეში, მაგრამ რუსეთის ჯარები დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ ამის მიღწევას უახლოესი თვეების განმავლობაში, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მორიგ ანგარიშში.
„უახლოეს ხანებში რუსეთის სტრატეგია სავარაუდოდ ვერ მიაღწევს ამ მიზანს: ძალზე ნაკლებად არის სავარაუდო, რომ რუსეთის ჯარებს ამჟამად უნარი შესწევთ, შექმნან ეფექტიანი დამრტყმელი ძალა, რომელიც ამ რაიონების ხელში ჩაგდებას შეძლებდა“, - წერია ანგ
ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მიმართულებით სერიოზული პროგრესია.
„ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ბოლო 2-3 წელში. გაისად მთლიანი შიდა პროდუ
ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს 1.5 მილიარდს ედავება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ქვეყნის გაძარცვა გადაწყვიტეს და ქვეყანას არბიტრაჟში უჩივლეს.
„ყველას კარგად მოეხსნება, რომ, ჯერ კიდევ, 20016 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს.
ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ ეს არის კატეგორიულ
ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მთავრობას არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე.
„ჩვენ არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის მინისტრი, შემდეგ მე თავდაცვის მინისტრი, ეს პოლიტიკა გაგრძელდა. თქვენ ალბათ ე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.
მინისტრის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს საკითხი ცალმხრივად გადასაწყვეტი არ არის.
„ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური საკითხი, ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა და ეს
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“ წერს.
მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.
ვარჰეის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სა
საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, სახალხო დამცველობის კანდიდატად ნებისმიერი კონკურსანტი განიხილოს, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა აბაშიძის გარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უთხრა.
"არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩე
სამი ქალი მოკლეს რომის ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად, კიდევ ოთხი კი დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი იყო.
BBC-ს თანახმად, კაფეში იმყოფებოდნენ რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები.
რომის მერის, რობერტო გუალტიერის განცხადებით, მომხდარის გამო ის დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას დაესწრება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 57 წლის მამაკაცი. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლამდე ის ყველას მო
გთავაზობთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ ზოგიერთ შენიშვნასა და რეკომენდაციას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აკაკი გვიანიძე წერს.
მისი თქმით, 2026 წლის ჩათვლით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი ქუჩების დაპროექტება, რაც სწრაფად მზარდი ქალაქისთვის კატასტროფულია.
"ახალ დასახლებებში (განსაკუთრებით ხიმშიაშვილის, აეროპორტის, კახაბრისა და სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულებში
უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუაბრი შედგა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს უკრაინელი ბავშვების შეფარებისთვის, ისევე როგორც, უკრაინული ქალაქებისთვის „ასობით გენერატორის“ მოწოდების გამო.
„აღინიშნა თურქეთის მხარდაჭერა “მარცვლეული უკრაინიდან“ ინიციატივის მიმართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ შემდგომი სამუშაოები და მარცვლეულის დერე
უკრაინაში რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ენერგოსისტემაში რჩება ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი.
„ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით”,- განაცხადა შიმგალმა და დასძინა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ზამთარს „ელექტროენერგიის მოხმარებაზე მნიშ
,,დღემდე მკვდარი სულებით ჰყავთ სამსახურები სავსე და განყოფილებებში ისეთი ადამიანები ერიცხებათ, რომლებსაც სახეზეც არ იცნობენ"
2012 წელს, მაშინ, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და მმართველობა ,,ქართული ოცნების“ ხელში გადავიდა, ვინმეს რომ ეთქვა, გაივლის რამდენიმე წელი და მმართველი გუნდი სამსახურებიდან თანამშრომლებს საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გაჟღერების გამო დაითხოვსო, ძალიან ბევრ ადამიანს ამის დაჯერება გაუჭირდებოდა. რაღა მაშინ, ბევრს დღესაც
ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. მისი სიტყვებით, აუცილებელია, მთელს მსოფლიოს ეუწყოს აზრი, რომ აგრესია მოგებას ვერ მოუტანს აგრესორს.
„პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, ეს ეხებათ ფრონტზე ჯარისკაცებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ და დანარჩენებს სულ კენწერომდე. ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით,“ თქვა კლევერლიმ.
BBC-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო-პ