Jump to content
Planeta.Ge

Blogs

,,რა საჰაერო მიმოსვლა, რა გაზიფიკაცია, რა ზღაპრებს გვიყვებიან?" - აფხაზებს დაპირებების არ სჯერათ

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში  რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს და ვიცე პრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ,,შეხვედრებზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს, ასევე, ინვესტიციების მოზიდვაზე, საჰაერო მიმოსვლის დაწყებასა და აფხაზეთის გაზიფიკაციაზე.“ - ნათქვამია ბჟანიას პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფხაზები ეხმაურებიან და წერენ, რომ ამ დაპირებებით დაი

ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 დროებითი წევრი ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში აირჩა. „არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, დაკვირვებოდა სხდომას ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში „Facebook“ პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით. ცესკო-ს წევრებმა ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვ

მარიუპოლში უკრაინელმა მეომრებმა რუსული საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საწყობი ააფეთქეს

მარიუპოლში უკრაინელმა მეომრებმა რუსული საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საწყობი ააფეთქეს. ხანძარი ნოვოსელივკის რაიონში არსებულ ბაზაზე გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ გაავრცელა. მან თავის Telegram-არხზე რუსების სამხედრო საწყობში 24 თებერვალს გაჩენილი კოცონის ამსახველი ვიდეო-კადრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჭურვების აფეთქების ხმაც ერთვის თან.   ,,მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფი ადასტურებს, ცენტრალური ოლქის სოფელ ნოვოსელოვკას მიდამოში არსებული

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის დაკვირვებით, რუსეთს ირანული დრონების მარაგი ეწურება

როგორც ჩანს, რუსეთს ირანული დრონების მარაგი ეწურება, ვინაიდან, ბოლო 10 დღეა, მათი გამოყენების შესახებ არავიტარი ინფორმაცია არ გავრცელებულა, - ამის შესახებ, თავის რეგულარულ მოხსენებაში, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა წერს. „2023 წლის 15 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების (OWA-UAV) გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე, სულ მცირე, 24 Shahed-136 უპილოტო საფრენი

გასულ წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევის 1200-ზე მეტი ფაქტი აღირიცხა

2022 წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევის 1200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ვებ-გვერდი იუწყება. განცახდებაში აღნიშნულია, რომ ,,დამნაშავეები უშიშროების სამსახურისა და ФСБ- ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.“ მათ ,,აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის“ ან ,,აფხაზეთის ტერიტორიულ და შიდა წ####ბში სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევა ედებათ ბრალად.   დამნაშავეე

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო განმარტავს, სასანქციო სიაში 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი მოხვდა. მათ შორის, ჰოკეისტ ვლადისლავ ტრეტიაკოვის წინააღმდეგ, რომლის სახელიც როგორც ლეგენდარული ჰოკეისტი, ტორონტოს დიდების დარბაზშია გამოფენილი. ე.წ. შავ სიაში ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ყოფილი ცოლი, სვეტლანა და მათი შვილი ილიაც მოხვდნენ. კანადამ ასევე აკრძალა რუსეთს ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტ

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი - სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ დიდ პოტენციალს, შეგვიძლია, საქართველოში მეტი ღონისძიება ჩავატაროთ

დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება, მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, იოჰან ელიაშმა ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო და დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ჩემპიონატისთვის ააშენა. იოჰან ელიაშმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი, მისი მომზადების დონე და ს

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს. როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი იუწყება, სანქციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საექსპორტო პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე. ასევე გაფართოვდება ე.წ. შავი სია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას ან აწვდიან რუსეთს დრონებს. აღსანიშნავია, რომ მე-10 პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა პოლონეთის პოზიციის გამო,

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქო გადაიბარებს - წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, იმ ლოჯისტიკურ საშუალებებს, რაც ამ პროცესისთვის იქნება საჭირო, კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცემს. მისივე თქმით, გელათის შესახებ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით. 14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახ

პაპუაშვილი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე: ხდება „სტიგმატიზება რუსულ კანონად“, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი და გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების წუხილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით; თუმცა გამჭვირვალობა აუცილებელია და მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს გაგრძელდება. „მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის - დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით... გასაგებია წუხილი, რომელიც მათ აქვთ, იმ პროპაგანდი

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი - კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - მისი მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან

შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, კანონროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროკავშირი მოუწოდებს, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ

ვოლოდიმირ ზელენსკი - მთავარია, ჩემმა შვილებმა იამაყონ ჩემით - მიხარია, რომ ისინი უკრაინაში არიან, რადგან ქვეყანა აქ არის, რადგან ბიჭები და გოგონები აქ იხოცებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან ის და მისი ოჯახი ომის რეალობას, ყველაზე რთული იყო იმ კითხვებს შორის, რომელიც მას დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. ”ბოლო კითხვა ყველაზე რთულია. მე ისინი, რა თქმა უნდა, მიყვარს, მე მიყვარს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, ისინი ჩემთვის მთავარი ადამიანები არიან. მე მათ ხშირად ვერ ვხედავ. ჩემი მშობლები - მე მათ საერთოდ ვერ ვხედავ. ისინი ყველა ჩემს გულში არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმ

აშშ-ის საელჩო - წელს, 25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვხედავთ, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას

წელს აშშ-ის საელჩო 25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 1921 წლის ამ დღეს, საკუთარი თანამემამულეების „დაცვის" მოგონილი მიზეზით, საქართველოში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. „მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო. ამ ქმედებით დაირღვა 19

პრემიერმაირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მივიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს - რამდენ პროცენტს შეუჩერდა ფინანსური დავალიანების გამო

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს. საუბარია ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ სტუდენტებზე - ეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური პასუხია პარტია ,,საქართველოსთვის" დეპუტატ ანა ბუჩუკურის კითხვაზე. უწყების ცნობით, 13.02.2023-ის მდგომარეობით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს 11.8%-ს - ფინან

ანდრია ჯაღმაიძე გელათზე - დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები

დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განაცხადა. „ყველა მხრიდან უნდა შეწყდეს ამაზე, რამე პოლიტიკური დივიდენტების მოპოვების მცდელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი, რაც არის იმას უნდა მივყვეთ ყველა. ჩვენ ვუჭერთ მხარს, რომ საუკეთესო სპეციალისტები იყოს შერჩეული. ვნახეთ დასკვნები, ეს დასკვნები

აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი და რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტი მოიცავს 9.9 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად თავისი მოქალაქეების კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა სანქციები 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაცი

ვიტალი კლიჩკო - მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის! - თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება მოაქვს

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! - ამის შესახებ ქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსულ აგრესიას უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბ

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს და უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოჯახის გამოსახლებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო ს

ბექა ლილუაშვილი - დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვეუბნებიან, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ - სხვანაირად როგორ გვითხრან, რომ სხვა მხარეს წავედით?

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის იზოლაციური პოლიტიკა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას ნიშნავს და ქვეყნისთვის მშვიდობის ერთადერთი გარანტი ევროკავშირია. როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვანიშნებენ, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ, რითაც გვეუბნებიან, რომ „სხვა მხარეს წავედით“. „ცხადია, პრეზიდენტის განცხადება, შინაარსობრივი თვალსაზ

საქართველოში პოლონეთის ელჩი - ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს” - ეს არაა სხვების ომი, ეს არაა ომი ჩვენგან შორს

ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს”, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა. “ჩვენ გვესმის ეს [განცხადებები]. ზოგი პოლონეთშიც ამბობს ამას, ეს პოლიტიკოსების ძალიან მარგინალური ჯგუფია, მაგრამ ეს გტკენს, გრძნობებს გტკენს და ზიანს აყენებს პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ მივდევთ და უკრაინის და სხვა მეზობლების წინაშე წარვადგენთ”, - განაცხადა მაშკიევიჩმა. მან 2008 წელს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა დ

პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა

პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. „უკრაინას პოლონეთიდან პირველი Leopard-ები მიეწოდა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს უსაფრთხოებისთვის უკრაინასა და ევროპაში”, - წერს მიულერი. თავად მორავეცკიმაც კიევში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. „დღეს აქ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვებით ჩამოვედი, არამედ ც
×
×
  • შექმენი...