Jump to content
Planeta.Ge

Blogs

რუსეთის შს სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა პუტინის ყოფილ სპიჩრაიტერზე

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა პოლიტოლოგსა და პუბლიცისტ აბას გალიამოვზე, თუმცა საძიებო ბარათში არ არის მითითებული, თუ რა კონკრეტული საქმისთვის იძებნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი. გალიამოვმა არაერთხელ გააკეთა ომის საწინააღმდეგო განცხადებები. 2023 წლის თებერვალში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა.   გამოცემა „Вот так“-მა სთხოვა გალიამოვს, კომენტარი გაეკეთებინა შს სამინისტროს გადაწვეტილებაზე. პ

პარლამენტში, ქალ დეპუტატებთან ერთად, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური საფრანგეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, ესტონეთის, ფინეთის, უნგრეთისა და საბერძნეთის ელჩებს შეხვდა

პარლამენტში, ქალ დეპუტატებთან ერთად, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური საფრანგეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, ესტონეთის, ფინეთის, უნგრეთისა და საბერძნეთის ელჩებს შეხვდა.   შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხო.   ანა ბუჩუკურმა ელჩებს პარტია ,,საქართველოსთვის“ ხედვები გააცნო თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ შესრულდეს თითოეულ რეკომენდაცია.   ელჩებთან შეხვედრაზე ანა ბუჩუკურმა კიდევ ერთხელ დააფიქსი

ანალენა ბერბოკი - ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს, ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გახდეს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შხვდება მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. „საქართველომ დაიკავა მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ უკრიანის წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიის ომთან დაკავშირებით. მოსახლოების უმეტესობა მიისწრაფის ევროკავშირისკენ. კვლევების თანახმად, ქართველების 80 პროცენტს სურს, რომ მათი ქვეყ

პატრიარქი ბართლომე: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც პასუხისმგებელია ომისთვის

კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად იყოფს პასუხისმგებლობას უკრაინაში შესაძლო დანაშაულებისთვის. პატრიარქის აზრით, რუსეთის ხელისუფლება „ეკლესიას იყენებს იარაღად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“. ამასთან, ბართლომემ აღნიშნა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს, მისი თქმით, ომის შემდეგ რუსეთის სულიერ აღორძინებაში. პატრიარქი ლიეტუვის პარლამენტში გამართულ კონფერ

ვოლოდიმირ ზელენსკი - მტკივნეულია დონბასის ყურება, რომელსაც რუსეთმა საშინელი ტანჯვა და ნგრევა მოუტანა, ჩემთვის პატივია მხარდაჭერა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც ფრონტის ხაზს სასტიკ პირობებში იცავენ

ჩემთვის პატივია მხარდაჭერა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც იცავენ ჩვენს სახელმწიფოს ფრონტის ხაზის ყველაზე სასტიკ პირობებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის მონახულების შემდეგ განაცხადა. ზელენსკის თქმით, დონბასში მან მოინახულა უკრაინელი სამხედროები, ომში დაჭრილი მებრძოლები და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს, რომელიც დაშვებულ სამხედროებს დახმარებას უწევს და რეაბილიტირებაში ეხმარება. „მტკივნეულია დონბასის ქალაქების ყურება, რომელთაც რუსეთმა საშინე

25 მარტს საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება

25 მარტს, 14:00 საათზე, “პულმან - აქსის თაუერსის” საგამოფენო სივრცეში, საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წევრები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს, ქართველი ინჟინრების მიერ პროექტირებული უპილოტო (დაპილოტირებადი) უნივერსალური დრონები. კომპანია “missiya“-ს წარმოებული საფრენი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: პოლიცია, სახანძრო, სამაშვე

საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. „პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზ

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ფინანსთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები. ipn

შსს მუხიანში მომხდარ მკვლელობაზე - ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობ მამაკაცს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 39 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობითვე, დაკავებულმა მამაკაცმა მის ნაცნობს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, ცხედარს კვალის დაფარვის მინიზნით ცეცხლი წაუკიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგ

სახელმწიფო კომპანიების უფროსები, რომელთა ხელფასი გაიზარდა და თვეში 16 000-20 000 ლარია

სახელმწიფო საწარმოებში, რომლებიც საერთო ჯამში ზარალზე მუშაობენ, ხელმძღვანელი პირებს მაღალი ხელფასები უნარჩუნდებათ ან ეზრდებათ. ზოგ სახელმწიფო საწარმოში კი, დირექტორების ხელფასი წელიწადში ჯამში 228 ათასი, 226 ათასი 143 ათასი ლარია, რაც თვეში საშუალოდ 16 600 ლარზე მეტია. მაგალითად: სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 35 648 ლარით გაიზარდა [2021 წელს ჯამში იყო 202 607 ლარი, 2022 წელს კი – 238 255 ლარი. ანუ, თვეში

ხმის მიცემა დაწყებულია - კვარაცხელია სერია A-ს თვის მოთამაშის ნომინანტია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შანსი, სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი იმ ხუთ კანდიდატს შორის მოხვდა, რომლებიც Easports-მა შეარჩია. გამოკითხვა უკვე დაწყებულია და კვარაცხელიას გარდა, ასევე დასახელებულები არიან კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“, მცველი, სამხრეთ კორეა), არმან ლორიენტე („სასუოლო“, ნახევარმცველი, საფრანგეთი), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, ნახევარმცველი, საფრანგეთი) და დესტინ უდოგი („უდინეზე“, მცველი, იტალია). შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია აგვის

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვით, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული

შვედეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას

შვედეთის პარლამენტმა, რიქსდაგმა, ოთხშაბათს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ნატოში ქვეყნის გაწევრიანების უფლებას იძლევა. დოკუმენტს ხმა მისცა 269 დეპუტატმა - როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა და მემარჯვენე პოპულისტებმა პარტიიდან „შვედი დემოკრატები“. წინააღმდეგ ხმები მისცა 37-მა დეპუტატმა ორი ოპოზიციური მემარცხენე პარტიიდან. კენჭისყრის შედეგი მოსალოდნელი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა შარშან მაისში უდიდესი პოლიტიკური ძალების კო

ლევან იოსელიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეხვდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე. „დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, ვისაუბრეთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებზე და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოგვი

თამარ გაბუნია - პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას - კომერციზაცია სრულიად გამორიცხულია

პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამორიცხულია. „პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი,

რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვი ამიერკავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია აცნობა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება. რუსული მედიის ცნობით, პოზიცია შეეხება მოლაპარაკებების ფორმატის მრავალთვიანი შეფერხების მიუღებლობას. უწყების აზრით, მოლაპარაკებები არამოტივირებულად გაუქმდა და გადაიდო. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსულმა მხარემ კიდე

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე კორპუსში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

თსუ-ს რექტორი - სამომავლოდ აუცილებელია, ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს - სტუდენტებთან შევთანხმდით, რომ გარკვეული პროცედურის ნაწილი დაიხვეწება

ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რითაც ის 14-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების შესვლას გამოეხმაურა. როგორც მან ,,მაისის სტუდენტური მოძრაობასთან” შეხვედრის შემდეგ განმარტა, ის გეგმავს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდეს

თბილისში დისტრიბუციისთვის 80 ლოკაციაა გამოყოფილი - მერია

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის გამართული სამუშაო შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ბიზნეს ასოციაცია სააგენტოს მიაწვდიდა სადისტრიბუციო მანქანებისთვის შერჩეულ ადგილებს, ხოლო სააგენტო შეისწავლიდა წარმოდგენილ წინადადებებს, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის ურბანული სამსახური ავრცელებს. „ბიზნეს ასოციაციამ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი

რუსეთის დუმის დეპუტატი - რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე, ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან, - ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწ

პარლამენტში ხვალ ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

23 მარტს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ფინანსთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.

ბერდია სიჭინავა რუსთავის მერიაში მიმდინარე პროცესებზე - საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, მერს გააჩნია საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულება და არა პირიქით

პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში რუსთავის მერიაში მიმდინარე პროცესებზე პოსტს აქვეყნებს: "რუსთავში მიმდინარე პროცესები: - რუსთავის მერია, რომ მუნიციპალიტეტის ბეჭედს უმალავდა საკრებულოს და უკანონოდ არ ამოწმებდა კანონიერად მიღებულ აქტებს, ყველას გახსოვთ. - ამის შემდეგ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტს აქვს 2 ბეჭედი, მიუხედავად ამისა, დაახლოებით ნახევარი წელი, საკრებულოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მერიას არ

ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა

5კგ, 54 სმ. - ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ფოტოს და ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
×
×
  • შექმენი...