საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა.
ფინალში გმარჯვება „ბორჯღალოსნებისთვის“ ამ ტურნირზე მოგებული მე-100 მატჩი იყო, ქართველმა მორაგბებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია.
შეხვედრა გუნდებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველი ლელო პორტუგალიელებმა დადეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა თ
ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, დავტოვო მანდატი – ამის შესახებ „დროებასთან” „ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს.
მისი თქმით, მანდატის დატოვების სურვილი აქვს, თუმცა დარჩება პარტიის ერთგულ წევრად.
ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო, გიორგი ხელაშვილი – ესენი არიან „ქართული ოცნების” ის სამი წევრი, რომლებმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს.
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის მმართველი პარტია ,,ოცნება” რუსული გავლენის ქვეშ მოქმედ ძალადაა მოხსენიებული” – წერს
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის მმართველი პარტია ,,ოცნება” რუსული გავლენის ქვეშ მოქმედ ძალადაა მოხსენიებული” – წერს სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან “საქართველოსთვის” ირინა გელაშვილი.
მისი თქმით, იმედის მომცემია ევროსტრუქტრურების დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.
მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბირგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ნეტგაზეთს მწერლის შვილმა ანაკო ტურაშვილმა განუცხადა, დათო ამჟამად შედარებით უკეთ არის, თუმცა მას დღეს მაინც დატოვებენ კლინიკაში.
“გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ არ დაურეკოთ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – უთხრა ანაკო ტურაშვილმა ნეტ
დათო ტურაშვილი სასწრაფოს მანქანამ პირდაპირი ეთერიდან საავდმყოფოში გადაიყვანა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინგა სამხარაძე წერს:
“ეთერიდან, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ტურიკა!
თქვე ჩმორებო – მიხეილ ყაველაშვილო, დავით კაჭარავა!!!
თქვე მონებო!”
შეერთებულმა შტატებმა განაახლა რუსეთის იმ მოქალაქეების დეპორტაციის პრაქტიკა, რომლებმაც აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, საიმიგრაციო კანონები დაარღვიეს. ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ასეთი დეპორტაციები შეწყდა, მაგრამ ახლა ის კვლავ ხორციელდება. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian იუწყება.
ადვოკატებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ჩასული ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი, რომელიც რუსეთის არმიაში მობილიზაციიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მიმდინარე კვირაში რუ
გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, ოფიციალური ბერლინი კრემლის ლიდერის დაკავების ორდერს სისრულეში მოიყვანს.
როგორც ბუშმანმა აღნიშნა, პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ორდერის აღსრულების მოთხოვნით, სწრაფად მიმართავს ინტერპოლსა და ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს.
“თუ პრეზიდენტი პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, გერმანია ვალდებული იქნება ის
კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა.
როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა, ქალაქის რამდენიმე რაიონი მოიარა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მანამდე ვლადიმერ პუტინი ყირიმში იმყოფებოდა.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
დაუსჯელობის სინდრომი როდესაც ჩნდება, ადამიანს შეუძლია, სოციალურ ქსელში გააკეთოს ყალბი ანგარიშები და იქიდან ნებისმიერ ვიღაცას მისწვდეს, შევიდეს მის ოჯახში, დაათვალიეროს მისი გვერდი, მისწეროს რაღაც ინფორმაცია, გაუსაჯაროოს და ა.შ. ეს არის კიბერბულინგი, რაც კიდევ უფრო აგრესიულ ფორმებს იღებს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, კიბერბულინგს და საზოგადოების მუდმივ დაპირისპირე
38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ისევ მხოლოდ ფაქტები:
2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბე
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან მიწის მასა (შვავი) ჩამოვიდა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მათივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.
რამდენიმე დღის წინ, აღმოს
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
„20 მარტიდან რიყე - ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება.
საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.
„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 164 910 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 710 სამხედრო გასული დღის განმავლობაში - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დღემდე რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 5 332 ტანკს, 6 853 ჯავშანმანქანას, 2 568 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 305 საბრძოლო თვითმფრინავს და 290 ვერტმფრენს, 5,408 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, დიმიტრი ხუნდაძის შვილის ქმარი, მირიან ოქროპირიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად წავიდა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში ადასტურებენ როგორც მირიან ოქროპირიძის დედა, ასევე დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თიკა ხუნდაძე. ორივე მათგანი ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოქროპირიძეს აშშ-ის ვიზა არ ჰქონდა:
„ადრე კი აპირებდა, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო, თავად გადაწყვიტა,“: — ამბ
ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 2019 წლის 20 ივნისისა და 2023 წლის 7-8 მარტის აქციებს შორის „უზარმაზარი განსხვავებაა“.
ამის შესახებ გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა კითხვის საპასუხოდ, თუ რით განსხვავდება გახარიას საქციელი 20 ივნისს, როდესაც პოლიციამ გაცილებით ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებისგან, რომელსაც აკრიტიკებს.
„ახლა იყო მშვიდობიანი აქცია. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ და ცდილობდნენ პარლამ
ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იყო. სერგეენკომ ამის შესახებ TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [აგენტების შესახებ კანონის მიღებას]. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი,
დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მე-9 წლისთავს.
უკრაინის საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 9 წლის წინ 16 მარტს რუსეთმა “ყირიმის სტატუსის შესახებ” უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, ხოლო 18 მარტს კი მისი უკანონო ანექსია მოახდინა, როდესაც ე.წ. ყირიმის რუსეთის ფედერაციისადმი შეერთების შეთანხმებებს მოეწერა ხელი".
„ინფორმაცია ვრცელდება, რომ დროებით ო
საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ცესკო-ს ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკო-ს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგ
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 18 მარტის განკარგულებით, უკრაინამ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
დოკუმენტის თანახმად, ასადის წინააღმდეგ სანქციები 10 წლის ვადით დაწესდა.
სანქციები ასევე დაწესდა სირიის პრემიერ-მინისტრის ჰუსეინ არნუსის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ფეისალ ალ-მიქდადის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა ასევე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, აღაჯანის საჰაერო და კოსმოსური ძალების უპილოტო საფრენი აპარატების სა
საქართველოს პროკურატურამ, მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას მომავალ კვირას დააკავებენ. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა.
შესაძლო დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება.
დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ.
გავრცელებულ განცხადებაში ტრ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების დისკრედიტაციისთვის და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანონი, რომელიც სახელმწიფო დუმამ 14 მარტს მიიღო და ფედერაციის საბჭომ მეორე დღეს დაამტკიცა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
კერძოდ, მკაცრდება ჯარიმები შეიარაღებული ძალების საზ